თავისუფლების დიდი ქარტია, ასევე მაგნა კარტა (ლათ. Magna Carta Libertatum) გამოიცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე იოანე უმიწაწყლოს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით. იმ პერიოდში ინგლისურმა არისტოკრატიამ და სასულიერო პირებმა გაილაშქრეს მეფე იოანე I-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და აიძულეს მეფე დათანხმებოდა თავისუფლებათა დიდი ქარტიის (Magna Charta) შექმნას და დამორჩილებოდა მას. თუმცა მეფე არ იცავდა მას, მაგრამ დიდ ქარტიას ხშირად მიმართვადნენ თავიანთი უფლებების დასაცავად.ქარტია ჩამოთვლის უფლებათა მთელ რიგს, როგორიცაა ყველა თავისუფალი მოქალაქის უფლება ჰქონდეთ და მემკვიდრეობით მიიღონ და გადასცენ საკუთრება და გათავისუფლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან. ის ამკვიდრებდა შესაბამის სასამართლო პროცედურას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს. მეფე ჯეიმს II კანონის დარღვევის გამო მოქალაქეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს 1688 წ. 1689 წ. კი პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომელიც აცხადებდა, რომ აღარ და უშვებდა სამეფო ჩარევას თავის საქმეებში. ეს დოკუმენტი ცნობილია უფლებათა ბილის სახელწოდებით. იგი უკრძალავდა მონარქებს შეეჩერებინათ კანონის მოქმედება პარლამენტის თანხმობის გარეშე, გამოაცხადდა პარლამენტის წევრების თავისუფალი არჩევნები და სიტყვის თავისუფლება პარლამენტში, რომელიც არ უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოში ან სხვა ნებისმიერ ადგილას.კონსტიტუციური მონარქიას, საპარლამენტო მმართველობას სწორედ 1215 წელს ჩაეყარა საფუძველი თავისუფლების დიდი ქარტიის საშუალებით. რამდენიმე ათეული წმით ადრე ქართველებმა ხელიდან გაუშვეს შანსი პიონერები ყოფილიყვნენ ამ საქმეში. 1184 წელს ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების ნაწილმა ყუთლუ-არსლანის მეთაურობით პარლამენტის მსგავსი ორგანოს - "კარავის" ჩამოყალიბება სცადა. „კარავი“ უნდა დაედგათ ისანში, მეფის სასახლის მახლობლად. „კარავს“ უნდა მისცემოდა საკანონმდებლო უფლებები. როგორც ვარაუდობენ, მასში მსხვილ ფეოდალებთან ერთად მონაწილეობდა უნდა მიეღოთ ქალაქის ზედაფენის წარმომადგენლებსაც. მის წევრებს უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:„მიცემისა და მოღებისა“, „წყალობისა და შერისხვისანი“ (სხვადასხვა თანამდებობის წყალობა და ჩამორთმევა, საჭიროების შემთხვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დასჯა, ე. ი. უზენაესი მართლმსაჯულების უფლება). საქართველოს მეფეს „კარვის“ მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, საქმეების გარჩევაში არ უნდა ჩარეულიყო. მას „კარავში“ გადაწყვეტილი („განგებულო“) საკითხი სისრულეში უნდა მოეყვანა, „სრულექმნა“. ამგვარად, ყუთლუ-არსლანის დასის მიერ წამოყენებული პროგრამა მეფეს მხოლოდ აღმასრულებელ უფლებებს უტოვებდა. „კარავი“ არსებითად განსხვავებული იქმნებოდა „დარბაზისგან“, რადგან იგი უნდა ყოფილიყო არა სათათბირო და ერთდროული ორგანო, არამედ მუდმივი დაწესებულება ჩამოყალიბებული საკანონმდებლო უფლებებით. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლა მარცხით დამთავრდა და „კარვის“ დაარსებიც იდეაც ვერ განხორციელდა. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა და პროგრამა ნათლად გვიჩვენებს, თუ განვითარების რა მაღალ დონეზე იდგა ქართული საზოგადოებრიობა, რომელიც ჯერ კიდევ XII საუკუნეში მოითხოვდა სახელმწიფო წეს-წყობილების შეცვლას და ე. წ. კონსტიტიციური მონარქიის შექმნას. არის მოსაზრება (ნიკოლოზ ბერძენიშვილი), რომ ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური პროგრამა იყო შემდგომი განვითარება იმ საუკუნოვანი ბრძოლისა, რომელსაც ფეოდალური ოპოზიცია აწარმოებდა მეფის თვითმპყრობელური მიდრეკილების წინააღმდეგ."კარავი" რომ ჩამოყალიბებულიყო საქართველოში, შესაძლოა არც კი დაშლილიყო ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან მეფობის კანდიდატებს შორის ბრძოლას და მათ პრეტენზიებს დაარეგულირებდა "კარავი" და უზურპატორებს, ხელისუფლების მიმტაცებლებს, მთავრობის (დამოუკიდებლობი) მოსურნეებს არ ექნებოდათ იმდენი ძალა, რაც შეიძინეს სუსტი მეფეების შემთხვევაში. და ალბათ საქართველო არ დაიშ ლებოდა სამეფო-სამთავროებად. შესაბამისად, ჩვენი სამშობლო უცხოელ მტრებსაც უკეთ გაუმკლავდებოდა, სახელმწიფოებრიობაც უფრო მტკიცე იქნებოდა, არც ამდენი ტერიტორიები დაიკარგებოდა და დემოგრაფიული კატასტროფაც არ იქნებოდა ამგვარი. |