საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე (ნაწილი II)
დიმიტრი შველიძე

გაგრძელება. 

საქართველოს მონარქისტული ავტონომიის ფორმალური აღიარება ნიკოლოზ მეორის მიერ.

როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ 1907 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარა ელისაბედ ბაგრატიონი. ელისაბედი გახლდათ გიორგი მეთორმეტის შთამომავლის ილია ბაგრატიონის მეუღლე. როგორც ელისაბედი თავის მოწოდებებსა და ბროშურებში წერდა, ნიკოლოზ მეორემ ელისაბედ ბაგრატიონს უბოძა „სამეფო გვირგვინი და სიგელი“. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც მკვლევარმა მარინე გულეიშვილმა-მურღულიამ 1960-იან წლებში მიაკვლია, დასათაურებული იყო ასე: „საქართველოს სამეფოს აღდგენა სრულიად რუსეთის სიუზერენის ხელმწიფე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძის უმაღლესი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ (1783 წლის 24 ივლისის რუსეთ-საქართველოს შორის დადებული მფარველობითი ტრაქტატის არტიკულების საფუძველზე).“ დოკუმენტს ხელს აწერდა „ქართლ-კახეთისა და სრულიად საქართველოს მეფე, მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, ყაზახის, ბორჩალოს, შამშადილის, კაკის, შექის, შირვანის, გამგებელი განჯისა და ერევნის, ელისაბედ ბაგრატიონი.“

2002 წელს ჩვენ მივაკვლიეთ დამატებით ცნობებს ელისაბედ ბაგრატიონის შემდგომი საქმიანობის შესახებ, რომელნიც საისტორიო არქივის ერთ-ერთ საქმეშია თავმოყრილი და დასათაურებული შემდეგი სახით: „მიწერ-მოწერა ქ. თბილისში მცხოვრები თავადის მეუღლის ელისაბედ ბაგრატიონის მიერ საქართველოს სამეფოს აღდგენის მოთხოვნით მოწოდების გავრცელების შესახებ.“ ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ, 1907 წლის 7 მაისს, „საქართველოს საკითხი“ ანუ საქართველოს სამეფოს აღდგენის შესახებ მოთხოვნა, ელისაბედ ბაგრატიონს შეუტანია განსახილველად რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უმაღლეს სენატში და მინისტრთა საბჭოში.

მაინც როდიდან, კონკრეტულად რა დროიდან უნდა დაინტერესებულიყო ნიკოლოზ მეორე საქართველოს საკითხით? ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს. პირველი ვერსიით, იმპერატორისთვის უკვე 1907 წლის დასაწყისიდან იყო ცნობილი, რომ საქართველოში ემზადებოდნენ პეტიცია წარედგინათ ჰააგის კონფერენციისათვის და რომ ამავდროულად, ელისაბედ ბაგრატიონის თხოვნები შევიდა რუსეთის შესაბამის სამინისტროებში და სახელმწიფო სტრუქტურებში.

მეორე ვერსია უფრო მყარია. ნიკოლოზ მეორისთვის მაშინ მაინც გახდა ცნობილი „საქართველოს საკითხი“, როცა ქართველების პეტიცია ჰააგის კონფერენციაზე იქნა წარდგენილი და მის შესახებ ვრცელი ინფორმაციები გამოქვეყნდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის გაზეთებში. როგორც ცნობილია, ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია 1907 წლის 15 ივნისს გაიხსნა და 18 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. მას შემდეგ რაც ქართველებმა რუსეთის მონარქიას უჩივლეს საერთაშორისო ფორუმზე და რომანოვების დინასტიას ბრალი დასდეს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში, ნიკოლოზ მეორე დაინტერესდა საქართველოს საკითხით. რუსეთის დიპლომატიამ გადაწყვიტა რომ საერთაშორისო სამართლისათვის სათანადო პასუხი გაეცა. ამისათვის ნიკოლოზ მეორემ ცნო საქართველოს უფლება სამეფო ტახტზე და გადაწყიტა ფორმალურად ეცნო საქართველოს სამეფო ანუ საქართველოს მონარქიული ავტონომია. სწორედ ყოველივე ამისი შედეგი იყო ელისაბედ ბაგრატიონის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ ცნობა 1907 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოზ მეორის მიერ. რომანოვების დინასტიამ თავისი ისტორიული დანაშაული გამოასწორა ამით და თავი იმართლა საერთაშორისო სამართლის წინაშე.

მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ჩვენ ის გვაინტერესებს ამჟამად, რომ ნიკოლოზ მეორე ჰააგის კონფერენციის მიმდინარეობის იმ დღიდან მაინც იწყებს დაინტერესებას საქართველოს ავტონომიის საკითხით, როცა ქართველების პეტიცია შევიდა კონფერენციის პროცესში.. სწორედ ამ დროიდან - 1907 წლის ივნისიდან მზადდება პირობები, რომ ნიკოლოზ მეორე დაელაპარაკოს კომპეტენტურ და მდგომარეობითაც ღირსეულ პიროვნებას, რათა გაერკვეს საქმის არსში და გაიგოს ქართველების პოზიცია. ასეთი პიროვნება იმდროინდელ საქართველოში მხოლოდ ილია ჭავჭავაძე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ მოწმობს მაშინდელ საქართველოში გაძლიერებული ხმები, რომ ილია ჭავჭავაძე იმპერატორთან აუდიენციას აპირებდა. ეს უკვე, გამომდინარე ზემოაღნიშნული მოვლენებიდან, სავსებით ბუნებრივი და რეალური ჩანს.

ეროვნული მოძრაობის მეშვიდე მიმართულება - საქართველოში მიმდინარეობდა ეროვნულ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის სერიოზული პროცესი და ამ პროცესის ცენტრში ილია ჭავჭავაძე იდგა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა ზემოაღნიშნული ძირითადი ძალა და მიმართულება ილია ჭავჭავაძესთან იყო დაკავშირებული. ის მოიაზრებოდა ყველა ამ პროცესის ცენტრალურ მაკოორდინებელ პიროვნებად. ილია ჭავჭავაძე, რომელიც მანამდე იყო ქართველი ხალხის ეროვნული საზოგადოებრივ-კულტურული მოძრაობის აღიარებული ორგანიზატორი, 1905-1907 წლებში გახდა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის პოლიტიკური ლიდერი. მის ავტორიტეტს უსიტყვოდ აღიარებდნენ სოციალისტ-ფედერალისტების პარტია; ანარქისტები თუ კონსტიტუციონალ-დემოკრატიული იდეების ქართველი და არაქართველი მიმდევრები; ილიას ავტორიტეტს აღიარებდა ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ე. წ. ავტონომისტი-სოციალ-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატთა გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს გლეხური, წვრილბურჟუაზიული თუ სხვა ფენების სოლიდური მოაზროვნე ნაწილი. ეს დიდი საშიშროება იყო ქართული იდეის ყველანაირი მოწინააღმდეგეებისთვის.

ვინ იყვნენ ისინი?

ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენისა და მისთვის მებრძოლი მოძრაობის პოლიტიკური ლიდერის უპირველეს მტრად და შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ცხადია რჩებოდა და იყო რუსეთის მონარქისტული იმპერიის ხელისუფლება, განსაკუთრებით მისი მხარდამჭერი მემარჯვენე ძალები, სპეცსამსახურები და ა. შ. ისმება კითხვა: ნიშნავდა თუ არა რაიმე კომპრომისს, იმპერიის ხელისუფლების მხრიდან, ელისაბედ ბაგრატიონის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობითი უფლების ცნობა? გარკეული ფორმალური კომპრომისი იყო. ეს ნაბიჯი, როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთის სახელმწიფოების წინაშე ერთგვარი რევერანსი გახლდათ, ნიკოლოზ მეორის მხრიდან. ელისაბედის ტახტის მემკვიდრედ ცნობა არ გახმაურებულა. გარდა ამისა, ის მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო, რომელსაც არავითარი რეალური გაგრძელება არ ექნებოდა. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ, რუსეთის ხელისუფლებამ სპეციალურად შეარჩია ისეთი პიროვნება, რომელსაც რეალური პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნდა საქართველოში. ჯერ ერთი ელისაბედ ბაგრატიონი ეროვნებით რუსი ქალბატონი გახლდათ. გვარად ბეზობრაზოვა. მეორეც - იგი უშვილო იყო. ელისაბედის სამეფო ტახტის მემკვიდრედ ცნობას მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა რუსეთის ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ცნობილია რა თავსატეხი გაუჩინა ქართველი ბაგრატიონების რუსმა რძალმა იმპერიის ხელისუფლებას (ამის შესახებ იხ: დიმიტრი შველიძე. ელისაბედ ბაგრატიონი - საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე. ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“. 2002.¹2. გვ.48-55).

ქართული სახელმწიფოს იდეის სასტიკი მოწინააღმედგე იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე - მენშევიკური და ბოლშევიკური ფრაქციები და მათი ქართული ორგანიზაციები და მხარდამჭერები. რევოლუციის დამარცხებამ ძლიერ შეასუსტა პარტიის პოზიციები. საქართველოში ბოლშევიკებმა სრულიად დაკარგეს გავლენა და პირველობა მენშევიკებს დაუთმეს. მენშევიკი სოციალ-დემოკრატები იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ შეიარაღებულ ბრძოლაზე და საპარლამენტო და ლეგალურ-პროპაგანდისტულ საქმიანობაზე აეღოთ ორიენტაცია. რაც მთავარია, რევოლუციაში დამარცხებული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებული გაღიზიანებით ადევნებდნენ თვალ-ყურს საქართველოში გაძლიერებულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოძრაობას.

ნაციონალიზმის გაძლიერებას სოციალ-დემოკრატიის ორივე ფრთა აღიქვამდა, როგორც „მასებზე“ გავლენის დაკარგვის საშიშროებას და ამ საფრთხეს წონასწორობიდან გამოჰყავდა მესამე დასელი ლიდერები, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები. რუსულ-კავკასიურ ბიუროკრატიას ისინი ვეღარ ებრძოდნენ. სამაგიეროდ, მათ პროპაგანდისტული ბრძოლის მახვილი მიმართეს ქართული ნაციონალიზმის წინააღმდეგ. პრესა გაივსო ქართული „ბურჟუაზიული ნაციონალიზმის“, „თავადაზნაურული ნაციონალიზმის“, სხვა კლასობრივი მტრების კრიტიკით. ბოლშევიკმა ფილიპე მახარაძემ მიზანში ილია ჭავჭავაძე ამოიღო, ხოლო, სიმართლე უნდა ითქვას, ქართული სოციალ-დემოკრატიის დალაი ლამამ ნოე ჟორდანიამ, ამ პერიოდში თავი ანება ილიას წინააღმდეგ კრიტიკას და მწვავე პოლემიკას აწარმოებდა ქართული ნაციონალიზმის მეორე მთავარი იდეოლოგის არჩილ ჯორჯაძის წინააღმდეგ. რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართველი საზოგადოება სუნთქვა-შეკრული ადევნებდა თვალყურს პრესაში ატეხილ ანტიავტონომისტურ-სახელმწიფოებრივ კანონადას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საქართველომ ყველა საგარეო მოწინააღმდეგე დაამაარცხა და რჩებოდა ერთადერთი მტერი - ქართული ნაციონალიზმი, რომლის ლიკვიდირების შემდეგ ქვეყნიერებაზე სოციალური იდილია დამყარდებოდა.

როცა სოციალ-დემოკრატებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს რსდმპ-ს უკან მდგარი დიდი რევოლუციური „მასა“, კლასობრივი ბრძოლის ბანგით ფანატიზირებული, სოციალური უსამართლობით გაწამებული და გაბოროტებული მოსახლეობის ჯგუფები: ტერორისტები, ტყეში გავარდნილი „წითელი რაზმები“, შურისმაძიებელი „ტყის ძმები“, გლეხურ-მუშური ფენებიდან გამოსული სხვადასვა ტიპის გაბანდიტებული ინსურგენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნიდა დიდ, საშიშ, ანტისოციალურ სტიქიას, ანუ როგორც აკაკი ბაქრაძე უწოდებდა - ლიანგს. აგრესიული ქუჩა, აგრესიული ატმოსფერო, აგრესიული ყოველდღიურობა ცალკე ფაქტორს ქმნიდა და უმართავი, უკონტროლო სტიქიის სახეს ატარებდა. „ხალხი ჯერ არ დაწყნარებულა, ღელავს და ბობოქრობს... - წერდა ოლღა გურამიშვილი მარჯორი უორდროპს, - ღმერთმა უწყის, როდის მოეღება ბოლო ჟლეტას და სიკვდილით სიცოცხლის მოსპობას. ჩვენ ქალაქ თბილისშიც დღე არ გავა, რომ სადმე იქვე ქუჩაში ბომბი არ გაისროლონ.. ძალიან აუტანელი დროა!“.

ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძის მოსალოდნელი მოკვლის საფრთხე ჰაერში ტრიალებდა. ის სოციალ-დემოკრატმა ლიდერებმა და იდეოლოგებმა იდეურად მოამზადეს. ამგვარ ვითარებაში, იმპერიის სპეცსამსახურებს ისღა დარჩენოდათ, გაყუჩებულიყვნენ და მოვლენების თავიანთთვის სასურველ მსვლელობისათვის ხელი არ შეეშალათ, პირიქით, ფარულად ხელიც შეეწყოთ.

და აი ამ დროს თბილისსა, საგურამოსა და პეტერბურგს შორის დადიოდა ერთი კაცი, რომელიც მრავალმხრივი ნიშნით, იყო მიჩნეული არაერთი სოციალური ფენის, არაერთი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის, პროცესისა თუ ინსტიტუტის სიმბოლური განმასახიერელ-მატარებელი. ილია იყო: მავანთათვის - თავადაზნაურობის თავკაცი; მავანთათვის - მემამულე; სხვებისთვის - მსხვილი ბანკირი; ზოგიერთებისთვის - შეურიგებელი და დაუნდობელი პოლემისტი; სხვათათვის მშრომელი და დაჩაგრული გლეხობის ქომაგი, ყმათა გამანთავისუფლებელი, ბატონყმობისა და ყოველგვარი უსამართლობის მტერი; მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველასათვის კი - ერის, ეროვნების დამცველი, ნაციის იდეოლოგი, და მამამთავარი, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის მიმდინარე მოძრაობის მთავარი პოლიტიკური ლიდერი გახდა. რატომ მოკლეს? თუ ილია ჭავჭავაძე ცოცხალი არ იქნებოდა, რამდენიმე ზემოთდასახელებულ-დასაბუთებული ეროვნული მოძრაობის მიმართულებას ან წერტილი დაესმებოდა ან დიდი ხნით შეფერხდებოდა. ასე შეიძლებოდა ეფიქრათ და ფიქრობდნენ კიდეც საქართველოს იდეის ყველა მოწინააღმდეგენი. თუ ილიას ფიზიკური ლიკვიდაცია განხორციელდებოდა:

პირველი - ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოძრაობას რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო-სათათბირო ორგანოში, სახელმწიფო საბჭოში აღარ ეყოლებოდა წარმომადგენელი, დიდი გავლენის მქონე მფარველი და მრჩეველი, პრაქტიკული მხარდამჭერი;

მეორე - ვეღარ შეიქმნებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის მებრძოლი ძალებისათვის, ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის. შემდგომში ასეც მოხდა - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა მხოლოდ ათი წლის შემდეგ - 1917 წელს, რუსული მონარქიის დამხობის შემდეგ გახდა შესაძლებელი;

მესამე - საქართველოში იმხანად მიმდინარე ძლიერი ავტოკეფალისტური მოძრაობა შეწყდებოდა, დამარცხდებოდა, კარგა ხნით ჩაკვდებოდა. ესეც ასე მოხდა. ილიას მკვლელობის შემდეგ, იმპერიის ხელისუფლებამ საქართველოში ეგზარქოსად მოავლინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოძულე ნიკონი. ეს აქტი ავტოკეფალური მოძრაობის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც 1908 წელს ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს, იმპერიის ხელისუფლებამ ეს აქტი კარგად გამოიყენა, მკვლელობა ავტოკეფალური მოძრაობის ლიდერებს დააბრალა და გადაასახლა. ავტოკეფალური მოძრაობა საქართველოში მინელდა.

მეოთხე - საფრთხე შეექმნებოდა და ჩაიშლებოდა ილიას მიერ ინიცირებულ-მიღწეული შეთანხმება ქართველ სოციალ-დემოკრატებთან, რათა ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ ავტონომიის წინააღმდეგ კრიტიკისაგან, სახელმწიფო სათათბიროში;.

მეხუთე - ილიას მკვლელობის შემდეგ, საქართველოში აღარ იქნებოდა ისეთი ავტორიტეტული, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პატრიოტი, ერის სახელით მოლაპარაკე პიროვნება რომელსაც შეეძლებოდა ან საქართველოს ავტონომიის, ან ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რუსეთის იმპერატორთან საუბარი, მოთათბირება თუ დასაბუთება;

მეექვსე და ყველაზე მთავარი - შეწყდებოდა ქართული ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობის კონსოლიდაციის პროცესი.

აი, რამდენ საფრთხეს შეიცავდა და თავისი სხეულით და გონით ატარებდა ილია ჭავჭავაძე და თუ ის აღარ იქნებოდა, რამდენი პრობლემა მოუგვარდებოდა მის ყველა და ყველანაირ მოწინააღმდეგეს.

დასკვნის მაგიერ: წინამდებარე წერილის მიზანი იმ მიზეზთა დაფიქსირება-დასაბუთება გახლდათ, თუ რატომ გახდა საჭირო ილია ჭავჭავაძის ფიზიკური ლიკვიდაცია. ამ წერილის შინაგანი ლაიტმოტივი კი ის გახლავთ, რომ ილიას კონკრეტული მკვლელი, რომელიმე პარტია, ხელისუფლება თუ პირთა ჯგუფი იმდენად არ იყო, რამდენადაც ის ატმოსფერო, ის განხეთქილება, რომელიც პოლარულად აპირისპირებდა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის ორ დიდ ბანაკს. 1900-იან წლებში ჩასახული მახინჯი მოვლენა ქართული საზოგადოების განხეთქილებისა შემდგომშიც არაერთხელ განმეორდა.

იგივე და უფრო დიდი მასშტაბით განმეორდა 1980-იან წლებში და ეროვნული ხელისუფლების დამხობით დაგვირგვინდა; იგივე განხეთქილებამ დააპირისპირა საქართველოს ქართული მოსახლეობა 1990-ანი წლების მთელ სიგრძეზე; ამ განხეთილების განეიტრალება ვერ შეძლო ვერც ერთი პრეზიდენტის ხელისუფლებამ. პირიქით, ისინი თითქოს ხელსაც უწყობდნენ პოლარიზაციას, ზოგი თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით, ზოგი კარიერისტული ეგოცენტრიზმით, ზოგი კი საზოგადოების გარდაქმნის იდეალის ძალისმიერი დანერგვით. ხოლო, კონფრონტაციული საზოგადოების, ურთიერთდაპირისპირებული მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის ატმოსფეროში, ყოველთვის ჩნდებოდნენ და გამოჩნდებიან სხვადასხვა ჯურის ბერბიჭაშვილების მსგავსი შემსრულებელბი. ესაა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მთავარი გაკვეთილი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq