საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

შეკითხვა მკითხველს - თქვენი აზრით, რას მიანიშნებს ეს ფოტო? (გთხოვთ გახსნათ და კომენტარი დაწეროთ)
georoyal.ge
სამეფო კლუბი მკითხველს სთხოვს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენისადმი.

ეს სურათი რამდენიმე ხანია გამოქვეყნდა ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. ჩვენ გვაინტერესებს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება. საქართველოში ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ გამოაქვეყნა ფეისბუქში კომენტარით:
 "პრინცი ჰარი მუხლებზე დაეშვა, რათა თვალი გაესწორებინა და ასე, ერთ სიმაღლეზე ესაუბრა ქვედა კიდურების გარეშე დარჩენილ ახალგაზრდასთან".

პრინცი ჰარი რომ ნამდვილი ბატონიშვილია, - განათლებული, კეთილშობილი, ზრდილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, სამხედრო საქმის მცოდნე, - ყველამ იცის. აი ასეთი უნდა იყოს ყველა, ვისაც პრინცობაზე აქვს პრეტენზია. მეტიც, ასეთი უნდა იყოს ყველა ადამიანი.

" როგორი უშუალო და თავმდაბალი ადამიანია!","ის მუხლებზე კი არ ეშვება, ბუნებრივად ცდილობს საუბარი წარმართოს და და მეორე ბიჭსაც არა აქვს რაიმე სახის კომპლექსი. ესაა ორმხრივი მეფური საქციელი", "იმიტომაც იყო არის და იქნება უძლიერესი სახელმწიფო", 

ასეთია ძირითადად კომენტარები ამ ფოტოს დანახვაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სწორია, თუმცა, იქნებ კიდევ რამეს ხედავს ჩვენი მკითხველი? სიმბოლურს, საკრალურს ან სხვა რამეს?


სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq