საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

დავით ქაქუთია - "ერის მომავალი მხოლოდ მისი წარსულის სრულფასოვანი ცოდნით შენდება"
georoyal.ge
www.georoyal.ge-ს ესაუბრება სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, ჟურნალისტი, დათო ქაქუთია.
- როგორ შეხვდით სამეფო კლუბის სპიკერის ინიციატივას, საპარლამენტო რესპუბლიკის ნაცვლად, რაც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას, დადგინდეს საპარლამენტო მონარქია? რატომ ხართ მონარქისტი? 

- რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ბატონ გაიოზ მამალაძის ინიციატივას. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და ამას დღევანდელი ხელისუფლების მესვეურებიც გაითვალისწინებენ. სამეფო კლუბის სპიკერის მიმართვაში წერილში ნათლადაა შეფასებული ის სიკეთეები, რომლის მოტანაც საპარლამენტო მონარქიას ქვეყნისთვის შეუძლია. სახალხო მონარქია, რასაც ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში არსებული სისტემა გულისხმობს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ევროპული ღირებულებების შესათვისებლად საუკეთესო გზა იქნება და ეს გზა, ჩემი მოსაზრებით, უალტერნატივოა.  

იმას, რატომ ვარ მონარქისტი, ყოველთვის ვპასუხობ და ამჯერადაც გავიმეორებ: ერის მომავალი მხოლოდ მისი წარსულის სრულფასოვანი ცოდნით შენდება. ჩვენ, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად, გვევალება ქართული ცნობიერების, ენის, კულტურის, ტრადიციის არა მარტო დაცვა, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მისი ღირსეული როლის დანახებაც, რასაც მიმაჩნია, რომ საქართველო შეძლებს საპარლამეტო მონარქიის დამკვიდრების შემთხვევაში.

არ შემიძლია, არ დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ საქართ
ველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას პირველობის, `პირველკაცობის~ საკითხი. `მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის მხოლოდ განგებაა, მსახურებაა, ვალდებულებაა, ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია. იგი უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და მეფურად გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია. ასე ინება განგებამ".

- არსებობს თუ არა დღევანდელ საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?

სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთიდაიგივე პოლიტიკურ ფიგურებს ვხედავთ, სხვადასხვა პარტიაში გადასულ-გადმოსულებს. საქართველოს სჭირდება ახალი სახეები, ეროვნული ცნობიერებითა და სულისკვეთებით გამსჭვალული ნიჭიერი ახალგაზრდები. არც ერთ ეპოქაში საქართველოს ასეთი ადამიანების დეფიციტი არ ჰქონია და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მჯერა, ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა საქართველოში თავის სათქმელს მალე იტყვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq