|
სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მ ო ნ ა რ ქ ი ა გაიოზ მამალაძე
სახალხოკონსტიტუციურიჰორიზონტალურიდემოკრატიულისაპარლამენტორესპუბლიკურიმ ო ნ ა რ ქ ი ა(გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა)(მეორე რედაქცია) (კონცეფცია ჩამოყალიბებულია სამეფო კლუბის დადგენილებების შესაბამისად)
კონსტიტუციური მონარქია
რა თქმა უნდა, მონარქიის ჩვენი პროექტი გულისხმობს კონსტიტუციურ, შეზღუდულმონარქიას და არა აბსოლუტურს, როგორც ევროპის ქვეყნებშია და როგორცაა იაპონიაში.აბსოლუტური მონარქია საქართველოში არც არასდროს ყოფილა. საქართველოს მეფეებიშეზღუდულები იყვნენ ჩვეულებითი სამართლით, ტრადიციითა და სჯულის კანონით, მორალით,შესაბამისი, სამეფოდ აღზრდის დროს მიღებული სამართლიანობის შეგნებითა და ქრისტიანულიწვრთნით.ისტორიულად ქართველი ხელმწიფეებისათვის მეფობა იყო ხალხისა და უფლის მსახურება დაარა ბატონობა ხალხზე. ეს არის სწორედ შეზღუდული მონარქია - ანუ დღევანდელი გაგებითკონსტიტუციურობა მეფობისა, რაც თანამედროვე სამართალზეა დაფუძნებული.კოსნტიტუციაში დაწვრილებით იქნება გაწერილი მეფის უფლებანი და რაც მთავარია -ვალდებულებანი (კანონი მეფის შესახებ).ამიტომ ეწოდება ჩვენს პროექტს პირველ რიგში - კონსტიტუციური მონარქია.მონარქიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სხვა დაბნეულობააცაა, ზოგს ჰგონია, თუსაქართველოში აღდგება მონარქია, მეფობასთან ერთად უნდა აღდგეს არისტოკრატიული (თავად-აზნაურული) ფენა თავისი ტიტულებით და ფეოდალური იერარქია. თითქოს, თავად-აზნაურებსუნდა გადაეცეთ ქონება, ისინი უნდა არჩინოს ბიუჯეტმა და სხვა. ზოგი თვლის, რომარისტოკრატიული ტიტულები (წოდებები) უნდა აღდგეს სიმბოლურად.პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტური მონარქიის, არისტოკრატიული ფენის აღდგენის, მათთვისქონების გადაცემის ან თუნდაც, თავად-აზნაურული ტიტულების სიმბოლურად აღდგენის მოთხოვნაარის სრულიად არარეალური და თუ ამგვარი პროექტი იქნება შეთავაზებული ხალხისთვის,ვერასდროს ვერ აღდგება მონარქია საქართველოში.ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას ქართული საზოგადოების დაყოფას კიდევ ერთი ნიშნით,წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ქართველი ხალხი ისედაც დაყოფილია ძალიანმდიდრებად და ღატაკებად და კიდევ მრავალი ნიშნით. უნდა შეწყდეს ხალხის დაყოფა სხვადასხვანიშნით.ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენ გაერთიანების გზას ვეძებთ!ანუ, არისტოკრატიული და აბსოლუტური მონარქიის მოთხოვნები მონარქიის პროექტსდაასამარებს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
სახალხო მონარქია სამეფო კლუბს აქვს სრულიად განსხვავებული, რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებსთანამედროვეობის რეალობას, სახელმწიფო ანუ საერთო ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოსმართვის თანამედროვე მექანიზმებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაოდეკლარაციის პრინციპებს, პოლიტკორექტულობას, განვითარებული და სახელმწიფოებრივადდაწინაურებული სახელლმწიფოების გამოცდილებას, მოქალაქეთა სრული თანასწორობის, მათ შორის,ღირსებისა და პატივის თანასწორობის იდეას და ყველაზე უმთავრესს, ეროვნული ერთიანობისაუცილებლობას.ტერმინი „სახალხო მონარქია“ ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში დააღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმისყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს,მეფობა ხალხის სამსახურია, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა დატრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხისსასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.სამეფო კლუბის თანამედროვე ქართული მონარქიის პროექტი არის თანამედროვე, დემოკრატული,ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებრიობის პროექტი. ის გათვლილია მხოლოდამხოლოდქვეყნის მარტივად სამართავად და არავითარი, არანაირი კავშირი არ აქვს ფეოდალურ მონარქიასთან,გვაროვნულ იერარქიასთან, ადამიანების დაყოფასთან წარჩინებულებად და არაწარჩინებულებად,დიდებულებად და მდაბიორებად, თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად დაარაკეთილშობილებად, დიდგვაროვნებად და უბრალო გვარების წარმომადგენლებად. არავითარიკავშირი არ აქვს ფეოდალიზმის ნებისმიერ, თუნდაც, სიმბოლურ გამოვლინებასთან.მეფე ერის, სახელმწიფოს სიმბოლოა, მეფე მთელი ერის წარმომადგენელია და არა რომელიმე ფენისა.ეს პროექტი ჩვენ გვჭირდება სტაბილურობისთვის.არავითარი საჭიროება თანამედროვე მონარქიას არ აქვს თან ახლდეს თავად-აზნაურობისიურიდიულად და ოფიციალურად არსებობა. ქონების გადაცემაზე და თანხების გამოყოფაზე ხომსაუბარიც გამორიცხულია.თანამედროვე ცივილიზაციაში, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში გვაროვნულიიერარქია (წინაპართა დამსახურებით ადამიანის გამორჩევა-დაწინაურება) შეუძლებელია. ხალხიირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალიბებს მთავრობას. მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ,სახელმწიფოს სამართავად. პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ იშლება მთავრობა და ახალიპარლამენტი ირჩევს ახალ მთავრობას. სამთავრობი იერარქია დროებითია. ამგვარად, ძველი,ფეოდალური იერარქიისათვის დამახასიათებელი გვაროვნული ელიტურობა და გამორჩეულობა,თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს არ სჭირდება.თუ ადრე, ფეოდალურ ხანაში, ქვეყანას და მის კუთხეებს მართავდნენ მეფის მიერ თავად-აზნაურთა წრიდან დანიშნული მოხელეები და არმიაში მეთაურებისა და ოფიცრებისა ფენასშეადგენდნენ მხოლოდ თავად-აზნაურები, დღეს ეს ფუნქცია გადანაწილებულია საქართველოს ყველამოქალაქეზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩეული იყოს რომელიმე არჩევით თანამდებობაზე,ქვეყნის, კუთხის, ქალაქის, სოფლის ხელმძღვანელად და ასევე, ყველა ადამიანს შეუძლია სამხედროსამსახურში შესვლა და დაწინაურება უმაღლეს სარდლობამდე. ამგვარად, ფეოდალიზმის ესფუნქციებიც გაუქმებულია თანამედროვე ევროპულ მონარქისტულ ქვეყნებში.ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სიმბოლური ან რაიმე ფუნქციის მატარებელი საგვარეულომემკვიდრეობანი ან წოდებანი. იმ ქვეყნებში, ეს ტრადიცულად იქნა შემონახული და რეალურიძალაუფლება ამ თანამდებობებს თუ წოდებებს (ტიტულებს) არ აქვს. რეალური განსახვავება სხვამოქალაქეთაგან, ამ წოდებათა (ტიტულთა) მატარებლებს არ გაჩნიათ. ეს სიმბოლურია.თუმცა, ქართული მონარქიის შემთხვევაში ესეც გამორიცხულია უკვე, რადგან, ქართულმონარქიამდე საქართველოს თითოეული მოქალაქე, დღევანდელი რეალობით, მიდის თანაბარიპატივით, თანაბარი ღირსებითა და თანაბარი წოდებით - მოქალაქე. რადგან, 1921 წლისკონსტიტუციით მემკვიდრეული წოდებანი, ტიტულები არა მხოლოდ გაუქმებულია, არამედაკრძალულია.დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ზვიადგამსახურდიას მიერ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა სწორი გზით მიდიოდნენ.რადგან, ფეოდალიზმის იდეოლოგიით, აზნაური (არისტოკრატი) ნიშნავდა თავისუფალს.სხვები კი, ფეოდალიზმის დროს, არ იყვნენ თავისუფალი და დამოკიდებული იყვნენ აზნაურებზე(თავად-აზნაურებზე), ქონებრივად და რაც ყველაზე საშინელია, უფლებრივად. არააზნაურებს არჰქონდათ ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლების ხარისხი ან დაბალ ფენას მაინცმიეკუთვნებოდნენ.დღეს ტერმინი „გლეხი“ არ წარმოადგენს დაბალი ღირსების სოციალური ფენის აღმნიშვნელსიტყვას. მაგრამ, თუ იურიდიულად გაცოცხლდება წოდებები: თავადი და აზნაური, ტერმინი გლეხიკვლავ ასოცირებული გახდება დაბალი სოციალური ფენის (თუ წარმოშობის) მქონე ადამიანთან. ასეთშემთხვევაში, ყველა, ისტორიულად არათავადური და არააზნაური წარმოშობის ადამიანიფსიქოლოგიურად და ფაქტობრივად, სამართლებრივადაც, გაიგივებული იქნება ნაკლები ღირსებისმქონე ადამიანთა ფენასთან.არისტოკრატთა და არაარისტოკრატთა უფლებრივ-ხარისხობრივი შეპირისპირება საისტორიოწყაროებში (და ცხოვრებაში, ძველად) ასე გამოიხატებოდა: აზნაური - უაზნო, დიდებული - მდაბიორი,შერაცხილი - შეურაცხი, პატივიანი - უპატიო, გვარიანი - უგვარო და ა. შ.გარდა ქართულისა, აზნაურის შესატყვისი ბერძნულად იყო „კეთილშობილი“, ლათინურად„ცნობილი“, სომხურად „წარჩინებული“, სირიულად - „დიდი სახლის შვილი“. „ხოლო „უაზნოს“არაკეთილშობილად გააზრებას მხარს უჭერს I კორინთელთას I. 28-ში დამოწმებული „უაზნოს“შესატყვისი უცხოური ტერმინები: ბერძნულად „არაკეთილშობილი“ ლათ. „უცნობი“,„არაკეთილშობილი“, სომხური „უტომო“, „არაკეთილშობილი“, სირიულად „მცირე გვარის“ კაცი,„არაკეთილშობილი“ (ტარასი ახალაია, „შერაცხილის სოციალური ისტორია“, საქ. სსრ მეცნ. მაცნე,1987, 4, გვ. 69).ეს ყველაფერი ასოცირდება, სამწუხაროდ, მოვლენებთან, როგორიც არის ერთი ადამიანის(ერთი სოციალური წრის წარმომადგენლის) უფლება სხვა ადამიანის (სხვა სოციალური წრისწარმომადგენლის) ჩაგვრასთან - გაყიდვასთან, გაჩუქებასთან, დასჯასთან...მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს პოლიტკორექტულობის აუცილებლობას. ანუნებისმიერი საჯარო გამონათქვამი, გამოსვლა და ქცევა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა დაკონსტიტუციის პრინციპებიც, უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო თანასწორობის აღიარებას, ადამიანთაცხოვრების ყველა ასპექტში. მიუღებელია ისეთი გამოთქმებიც კი, რომლებიც რაიმე ჩაგვრასთან,დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფის რაიმე ფორმასთან იყოდაკავშირებული, თუნდაც ოდესღაც (მაგალითად, „მონა“, და გამომდინარე აქედან ტერმინები,„მონათმფლობელი“ „კეთილშობილი“, „არაკეთილშობილი“, „მონათა შთამომავალი“ და სხვა), რათაადამიანებმა არ აწყენინონ ერთმანეთს.გლეხი (ყმა) რომ გვიან ფეოდალურ ხანაში, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოებრიობისდაშლისა და დეგრადაციის, შემდეგ კი გაუქმების მერე, დისკრიმინაციას განიცდიდა, ამას ლაპარაკიარ უნდა.მართალია, ყველა გლეხი არ ყოფილა ყმა, არათავისუფალი, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ,სოციალური თვალსაზრისით ისინი მაინც არაარისტოკრატიულ, „უაზნოთა“ სოციალურ ფენასმიეკუთვნებოდნენ.პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავად-აზნაურებად დაგლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), სრულიად წარმოუდგენელია.თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტიც მოსდის,უცხოეთშიც და საქართველოშიც.დღევანდელ საქართველოში ყ ვ ე ლ ა ადამიანი თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა და არავინ არავისზეპოლიტიკურად და რაც მთავარია, უფლებრივად დამოკიდებული არ არის და არავინ არავისზეარაფრით ნაკლები არ არის. არაფრისდიდებით არ შეიძლება პოლიტკორექულობის დარღვევა დარაიმე არასასიამოვნოს მინიშნება.ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველიადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციურად, თავად-აზნაურული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსებისა და პატივისმიხედვით.ზოგიერთ სახელმწიფოში, ოფიციალურ დოკუმენტებში აკრძალულია არისტოკრატიულიტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულებისგამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში.ქართველი ხალხი, არც ერთი იდეოლოგიით (მით უმეტეს, კონსტიტუციით, იურიდიულად), არუნდა დაიყოს თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და მდაბიორებად, ცისფერსისხლიანებადდა წითელსისხლიანებად, აღმატებული ღირსებისებად და ნაკლები ღირსებისებად.თანამედროვე საქართველოში ყველა თავისუფალია, ანუ ყველა აზნაურია და უნდა ითქვას,მეტიც, საქართველოში არსებული ყველა გვარი კეთილშობილია. სწორედ, ამ იდოლოგიით უნდაშევუდგეთ ახალი ქართული სახელმწიფოს შენებას.სამეფო კლუბის გადაწყვეტილებით,ამიტომ ვუწოდეთ ჩემს პროექტს - სახალხო მონარქია. ჰორიზონტალური მონარქია თანამედროვე დემოკრატიული სამყარო მოწყობილია ჰორიზონტალური პრინციპით. ყველაადამიანი თანაბარია. ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შანსი დაიკავოს რაიმე თანამდებობა, შეძლოსკარიერული წინსვლა, იყოს არჩეული რომელიმე არჩევით ორგანოში, დამსახურების მიხედვითსახელმწიფოს მიერ გამოცხადდეს რჩეულ, საპატიო, ღვაწლმოსილ, საამაყო პიროვნებად და სხვა.ყველას უნდა შეეძლოს მეფისგან (სახელმწიფოსგან), ერის წინაშე დამსახურებისათვის,ჯილდოს - წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით (ხაზს ვუსვამ, რომელიცარისტოკრატილი შინაარსის არ იქნება, რადგან თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა დაიმსახუროსსახელმწიფოსგან ჯილდო და არ უნდა იყოს გამორჩეული წინაპრების დამსახურებით). ტიტული,წოდება, ღირსება უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური.ასეთი წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს მოქალაქეებს, შეიძლება იყოს, „საქართველოსსამეფოს რაინდი“, ქალებისათვის „საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი“. ასევე,შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად: „ვარგი“, „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა.საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად თავადის, აზნაურის და სხვაარისტოკრატიული ტიტულები. რათა არავითარი მინიშნება არ იყოს ფეოდალიზმის დრონდელადამიანთა კასტებად დაყოფის იდეოლოგიასთან და რათა ახალი „თავადის“ ან „აზნაურის“ წოდებებმაგაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია,მათთან მიმართებაში.თავად-აზნაურთა შთამომავლებს, ჩემი აზრით, აქვთ უფლება, პოლიტკორექტულობისფარგლებში, მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობაში ჰქონდეთ საკუთარი ნორმები, შეიკრიბონ და ა.შ. მაგრამ, როგორც უამრავ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში,კონსტიტუციაში, კანონებში, მასობრივ გამოცემებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვაპიროვნებებთან ურთიერთობაში და ა. შ.), არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმაწოდებებმა.თანამედროვე სამყარო ფეოდალური წყობისგან სრულიად განსხვავებულადაა მოწყობილი დათანამედროვე სამყაროს არაფერში არ სჭირდება ადამიანების განსხვავება წინაპრების სოციალურისტატუსის მიხედვით. თანამედროვე სამყარო არ ცნობს ადამიანების დაყოფას რასის, კანის ფერის,სქესის, სარწმუნოების, ფიზიკური მონაცემებისა და წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ესყველაფერი კაცობრიობამ, მადლობა ღმერთს, წარსულში დატოვა. თანამედროვე სამყაროშიადამიანები თანაბარნი არიან დაბადებიდან, მათ შორის, ღირსებითა და პატივით.ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, სხვათა შორის, არის ქრისტიანობის ჭეშმარიტი გამოვლენა.თუ ვინმეს ჰგონია, მონარქია რადგან ჰქვია პროექტს, ამიტომ უნდა იყოს რაიმე იერარქიასახელმწიფოში, უნდა იყოს თავად-აზნაურობაც, რომელიც მონარქიის დროს იყო ძველად, ცდება. ესარ არის მართალი, რადგან, ძველ რესპუბლიკებშიც, მაგალითად, რომში, რესპუბლიკა იყო, თუმცაარსებობდა არისტოკრატიაც, რომელიც რომს მართავდა. იყო მონობაც. მონობა და უთანასწორობა იყოსხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ, თანამედროვე რესპუბუბლიკებმა უარი თქვეს არისტოკრატიაზე,მონათმფლობელობაზე, მაგრამ უარი არ უთქვამთ რესპუბლიკაზე და მაინც არსებობენ რესპუბლიკები,არისტოკრატიისა და მონების გარეშე.ადამიანები, მიუხედავად წინაპართა სოციალური მდგომარეობისა, არაფრით განსხვავებიან.ამას ამტკიცებს მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სამხედრო საქმე და მორალთან დაკავშირებულიისტორიებიც. სავსებით შესაძლებელია ფეოდალიზმის დროისათვის დაბალ ფენად წოდებულთაწარმომადგენელების შთამომავალი იყოს გენიოსი და პირიქით, მაღალი ფენის წარმოადგენელთაშთამომავალი კი ნაკლებად ნიჭიერი. ასევე ერთგული და ორგული, მამაცი და არამამაცი,სამშობლოსათვის თავგანწირული და ეროვნული ნიჰილისტი და სხვა. გმირები და გენიოსები, ანმოღალატეები და უნიჭოები შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი ფენის შთამომავლობას.არავითარი ეროვნული ერთიანობა და კონსოლიდაცია არ იქნება, თუკი საზოგადოებას, თუნდაც,სიმბოლურად, წარმოშობის მიხედვით დავყოფთ თავად-აზნაურებად და გლეხებად.მეფეც, დედოფალიც და ტახტის მემკვიდრეც (მეფის ოჯახის სხვა წევრები) იქნებიანჩვეულებრივი მოქალაქეები და მათზე გავრცელდება (როგორც თანამედროვე კონსტიტუციურიმონარქიის ქვეყნებშია) სახელმწიფოში არსებული ყველა კანონი და წესი.მეტიც, მეფეს და მისი ოჯახის წევრებს, მეფის შესახებ კანონით ჩვეულებრივ მოქალაქეებთანშედარებით გარკვეული შეზღუდვები ექნებათ დაწესებული (მაგ. დახურული პირადი საბანკოანგარიშები, კომერცია-ბიზნესის წარმოება, სარეკლემო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიებისადმიპირადი, სუბიექტური დამოკიდებულების გამოვლენა, კაზინოებთან ურთიერთობა და სხვა).თავად-აზნაურული ტიტულების ოფიციალური და იურიდიული არსებობა, თუნდაცსიმბოლური არსებობა, ადამიანებს წარმოშობის მიხედვით ახარისხებს, რაც მიუღებელია, და რომცმოვინდომოთ, არ გამოგვივა. ასეთ რამეს არც საზოგადოება დაუშვებს, რადგან რეფერენდუმიდასჭირდება, რომლის შედეგიც, თავისთავად ცხადია გამორიცხავს ამგვარ რამეს და არცდემოკრატიული სამყარო მოგვიწონებს, რომლის მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება სახელმწიფოსმშენებლობისას და ოკუპაციის დაძლევისთვის.ამიტომ ვუწოდეთ ჩვენს პროექტს ჰორიზონტალური მონარქია.დემოკრატიული მონარქიათანამდროვე ევროპული კანსტიტუციური მონარქიის ქვეყნები დემოკრატიულისახელმწიფოებია, საქართველოს სამეფოც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფო იქნება.დღევანდელი ვითარებარაც მთავარია, რაც ყველაზე უმთავრესია:დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო, - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისადა 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებულიდამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, - არის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტისსამართალმემკვიდრე ანუ რესპუბლიკა. რაც დამტკიცდა აღნიშულ რეფერენდუმზე, საქართველოსმოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ.1918 წელს, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელწიფოებრიობა, საქართველოსთავად-აზნაურობამ თავისი ნებით უარი თქვა არისტოკრატიულ, მემკვდრეულ წოდებაზე და ქონებისდიდი ნაწილი გადასცა სახელმწიფოს. იმდროინდელი თავადაზნაურობის მხრიდან ეს იყომამულიშვილური, შეგნებული, სამართლიანი ნაბიჯი. რადგან, საქართველოს მთელი ქონება არისერის საკუთრება და ის მხოლოდდამხოლოდ ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის. მისი პირობითი,დროებითი მფლობელი, გასხვისების უფლების გარეშე, სიმბოლურად შეიძლება იყოს მეფე (ანუსახელმწიფო), რადგან მეფე არის სახელმწიფოს სიმბოლო. ხოლო სათავადოებების, სააზნაუროების დასხვა, იერარქიით მიღებული ქონება იყო დროებით ქონება, დროებითი სარგებლობისთვის, რასაცდროებით გასცემდა მეფე, ხალხის სახელით, სამსახურისათვის, თუმცა, მერე მოხდა მითვისება. ასევე,წოდებანი, რაც თანამდებობისა და ფუნქციის მატარებლობის გამოხატვა გახლდათ, მეფის, ანუსახელმწიფოს მიერ იყო გაცემული. რაც, ანუ ქონება და წოდება, უკან გამოართვა, ხალხისსასარგებლოდ, სახელმწიფომ, 1918 წელს და დაადასტურა რეფერენდუმმა 1991 წელს.ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც დადგენილია სახალხორეფერენდუმით.რეფერენდუმის შედეგებს ჩვენ ვერ უგულებელყობთ. ვერაფრისდიდებით. გამორიცხულია.ახალი რეფერენდუმის დანიშვნა, ჯერ ერთი, შეუძლებელია, რადგან ტეროტორიებიაოკუპირებული; მეორე, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მესამე, რეფერენდუმზე რომდავაყენოთ არისტოკრატიული ტიტულების, თუნდაც, სიმბოლური აღდგენის საკითხი, ხომწარმოგიდგენიათ რაც მოხდება? - ჩავარდება კონსტიტუციური მონარქიის იდეა.
საპარლამენტო მონარქია დღევანდელი ევროპული, იაპონური და სხვა კოსნტიტუციური მონარქიები ფაქტობრივად,არის, საპარლამენტო მონარქიები. ხალხი ირჩევს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს. პარლამენტიირჩევს აღმასრულებელ ორგანოს, მთავრობას. მთავრობა მართავს სახელმწიფოს. მეფეს აქვსცერემონიალური და სიმბოლური დანიშნულება, თანამშრომლობს პარლამენტთან და მთავრობასთანდა ეხმარება მათ ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში.
რესპუბლიკური მონარქია (რესპუბლიკა მეფით, რესპუბლიკა მონარქით, გვირგვინოსანი (დაგვირგვინებული) რესპუბლიკა)ტერმინი „რესპუბლიკური მონარქია“ ერთი შეხედვით თითქოს აბსურდია, თითქოს ამ ორიწყობისა და ტერმინების, მონარქიისა და რესპუბლიკის შეთავსება შეუძლებელია, მაგრამ, ეს მხოლოდსაკითხის შესწავლის გარეშე. სინამდვილეში ამგვარი ტერმინი გამოიყენება დიდი ხანია, ისტორიულიდა თანამედროვე ვითარებების ასახვისას. მაგ. რომის პრინციპატის ეპოქის, იმპერატორ ავგუსტისმმართველობის ხანასთან მიმართებაში (ა. მეჟერიცკი: „რესპუბლიკური მონარქია - იმპერატორავგუსტის იდეოლოგიისა და პოლიტიკის მეტამორფოზები“, Я. Ю. Межерицкий,«РЕСПУБЛИКАНСКАЯ МОНАРХИЯ» МЕТАМОРФОЗЫ ИДЕОЛОГИИ И ПОЛИТИКИ ИМПЕРАТОРААВГУСТА http://ancientrome.ru/publik/article.htm?a=1302473204 ). მსგავსი დამოკიდებულება არისსხვებთანაც.„მცნება „რესპუბლიკური მონარქია“ შემოღებულ იქნა აბატ მაბლის მიერ, გარდაცვალების მერე,1789 წელს გამოცემულ მის წიგნში „მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ“, თუმცა,თავად პრინციპი მოდის რუსოს სწავლებიდან სახალხო სუვერენიტეტის შესახებ. „რესპუბლიკურიმონარქია“ მხოლოდ კიდევ ერთი ვარიაცია კი არ არის შერეული მმართველობის შესახებ თემაზე,როდესაც „მონარქიის განმტკიცებისათვის მასში შეაქვთ ყველაფერი კარგი, რაც აქვს რესპუბლიკას(დ’არჯანსონი). აქ, უმაღლეს ბატონად, სუზერენად, წარმოდგენილია ხალხი, რომელთან მიმართებაში„მეფეები მხოლოდ ადმინისტრატორები არიან“, გარკვეულწილად გარანტორები „რომელიმე კლასის ანპარტიის ტირანიის წინააღმდეგ“ (მაბლი). „მმართველობა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხის ანმისი ნაწილის ხელშია, მონტესკიეს მიხედვით არის რესპუბლიკური. მაშასადამე, „რესპუბლიკურიმონარქია“ არსებითად არის რესპუბლიკა მეფით (ხაზი ჩვენია - გ. მ). არსებითად უმნიშვნელოვანესადითვლება არა მმართველობის ფორმა (მონარქია), არამედ პრინციპი (რესპუბლიკა).„რესპუბლიკა მონარქით“ (ხაზი ჩვენია - გ. მ.) ასე შეაფასა 1791 წლის 13 ივლისს მ. რობესპიერმასაფრანგეთის კონსტიტუცია, რომელმაც გამოაცხადა ერის სუვერენიტეტი და უწოდეს მეფეს(აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს), სხვებთან, საკანონმდებლო კორპუსთან ერთად,ერის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ (ტ. ჩერნოვერსკაია: „რესპუბლიკური მონარქიის" პრობლემაპოლიტიკურ აზროვნებებში საფრანგეთის დიდი რევოლუციის პირველი წლების დროს“, Т.А.Черноверская ПРОБЛЕМА "РЕСПУБЛИКАНСКОЙ МОНАРХИИ" В ПОЛИТИЧЕСКОЙ МЫСЛИФРАНЦИИ В ПЕРВЫЕ ГОДЫ ВЕЛИКОЙ ФРАНЦУЗСКОЙ РЕВОЛЮЦИИ).დიდი განმანათლებელი მონტესკიე (1689-1755) ამბობდა, ინგლისი არისო „მონარქიის ფორმაშიშეფარული რესპუბლიკა“ (http://www.crownedrepublic.com.au/index.php/crowned-republic).დოქტორი ბრექტ დესოერი (Brecht Deseure) თავისი ნაშრომის, -„რესპუბლიკური მონარქია1830 წლის რევოლუციებში, ლაფაეტიდან ბელგიის კონსტიტუციამდე / ევროპული იდეების ისტორია,“Republican Monarchy in the 1830 Revolutions. From Lafayette to the Belgian Constitution’ / History ofEuropean Ideas.“, - ანოტაციაში წერს:„1831 წლის ბელგიის კონსტიტუცია წარმოადგენდა გადამწყვეტ ნაბიჯს კონტინენტურიევოლუციისა, რესტავრირებული კონსტიტუციური მონარქიიდან, დაფუძნებულს მონარქისტულპრინციპზე, საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისკენ. იმ დროს ძალთა ბალანსი,რომლისკენაც ისწრაფოდნენ ბელგიელი რევლუციონერები, გამოიხატებოდა ფრაზით -„რესპუბლიკური მონარქია“. საყურადღებოა, რომ ეს კონცეფცია, მიუხედავად იმისა, რომ მამა-დამფუძნებლების მთავარი მოთხოვნა იყო, შემდგომი ისტორიკოსებისა და საზოგადო იურისტებისმიერ არ განხილულა. წინამდებარე სტატიის მიზანია ცნების წარმოშობის რეკონსტრუქცია,მნიშვნელობა და გამოყენება, 1830 წლების რევოლუციურ ტალღაში. ფრანგი ვეტერანი-რევოლუციონერი გენერალი ლაფაიეტი პოპულარობას უწევდა რესპუბლიკურ მონარქიის იდეასივლისის რევოლუციის დროს, თუმცა, ამ ტერმინის წარმოშობა მეთვრამეტე საუკუნის დებატებისპერიოდს მიეკუთვნება, რომელიც მიმდინარეობდა აბსოლუტური მონარქიის რეფორმებთანდაკავშირებით“ (https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/01916599.2019.1628085).აღნიშნული ტერმინის საფრანგეთში და ბელგიაში გაჩენამდე, აშშ-ს ერთ-ერთი დამაარსებელიმამა, ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტი, მერე კი მეორე პრეზიდენტი, 1797-1801 წლებში - ჯონ ადამსი, 1763 წელს, ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის იმპერიას რესპუბლიკის ფორმააქვს: „ბრიტანეთის კონსტიტუცია გაცილებით ჰგავს რესპუბლიკას, ვიდრე იმპერიას. ის წარმოადგენსრესპუბლიკას, როგორც კანონების მმართველობას და არა ადამიანებისას. თუ ეს განმარტება სწორია,ბრიტანეთის იმპერია სხვა არაფერია, თუ არა რესპუბლიკა, სადაც მეფე წარმოადგენს მოსამართლეს. ესთანამდებობა გადაეცემა მემკვიდრეობით და ახასიათებს ფართო და მდიდრული პრეროგატივები(ბრიტანეთის იმპერია მდიდარი იყო და იმიტომ, თან საუბარია მეთვრამეტე საუკუნეზე - გ. მ.),ამიტომ, არ არიან წინააღმდეგი იმისა, რომ მთავრობა იყოს რესპუბლიკური, რომელიც არსებულიკანონებით იქმნება, სადაც ხალხს აქვს ხმისა და მთავრობის შექმნისა და თავის დაცვის უფლება“(https://en.wikipedia.org/wiki/Crowned_republic).სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი, ელბერტ ბატიაშვილი გვიამბობდა სამეფო კლუბში,რომ 1832 წლის შეთქმულების ერთ ნაწილს ჰქონდა იდეა საქართველოში დაემყარებინათ „ერთგვარიმონარქია“ ანუ რესპუბლიკური მმართველობა მონარქიასთან ერთად.ანალოგიური მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება...რესპუბლიკა არის მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც სახელმწიფოს მმართველები, როგორცკანონმდებლები, ისე აღმასრულებლები არიან არჩეულები, გარკვეული დროით. მარკუორის(Macquarie) ლექსიკონის მიხედვით, რესპუბლიკა არის სახელმწიფოს ისეთი წყობა, სადაც უმაღლესიხელისუფლება ეკუთვნით მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო ხმის უფლება, რომელსაცახორციელებენ პირდაპირი ან ირიბად არჩეული წარმომადგენლების მიერ.აქვე ვნახეთ ჯონ ადამსის განმარტებაც, რომ რესპუბლიკა არის კანონების მმართველობა და არაადამიანებისა. მაშასადამე, თუ ჯონ ადამსის დეფინიციას გავყვებით, რესპუბლიკა ნიშნავს კანონებისმმართველობას, სადაც არჩეული ადამიანები, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფალნი,კანონების აღმსრულებელნი არიან და არა "მმართველნი". მაშასადამე, ამერიკის შეერთებულიშტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აზრით, რესპუბლიკაში მთავარია კანონები. აქვე პატარაგანმარტებაც - ასეთ ვითარებაში, ასეთი პრინციპით, ჯონ ადამსისეული პრინციპს თუ გავყვებით,საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები კანონებს ქმნიან ან ცვლია კანონებით ანუ, რესპუბლიკისმმართველობა კანონებით ხდება, რესპუბლიკის მმართველები კანონები არიან.მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც ერთი მართავს ქვეყანას - მონარქი, მეფე.ასეთ შემთხვევაში, ძველად ეს იყო თითქმის შეუზღუდავი ან ნაკლებად შეზღუდული ერთის(მონარქის) მმართველობა, შემდეგ კი, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში ის ერთი შეიზღუდაკანონებით (კონსტიტუციით). ამგვარად, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებსაც კანონები მართავენ(ზემოთმოტანილი ჯონ ადამსისეული განმარტებით).გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ვითარებათა ცვლილების გამო ხშირია ტერმინთა შინაარსისადა თავად ტერმინთა ცვლილების შემთხვევები.ტერმინებს - რესპუბლიკა და მონარქია - დეფინიცია თანამედროვე ვითარებაში, საპარლამენტომონარქიის ქვეყნებმა, ფაქტობრივად, სახე შეუცვალა და მათ მიმართ მოაძველა, დიახ, მოაძველა დაგადახედვას საჭიროებს.ტერმინი არ უნდა იყოს კლიშე. თუ ცვლილება მოხდა, აუცილებელია მისი დაფიქსირება დააღიარება. ესაა პროგრესი.რესპუბლიკის მთავარი განმარტება, მთავარი პრინციპი ისაა, რომ მმართველები არიანარჩევითი.თითქოს, არსებობს რესპუბლიკის ორი ძირითადი სახე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო.პრეზიდენტი არჩევითია, ან საერთო-სახალხო არჩევნებით ირჩევა (რაც საკმაოდ ძვირია ქვეყნისთვის),ან პარლამენტი (სინამდვილეში, მმართველი პოლიტიკური გუნდი ირჩევს). საპარლამენტორესპუბლიკის პირობებში (როგორც ჩვენთანაა), პრეზიდენტს, ფაქტობრივად, ცერემონიალურიუფლებები აქვს.საპარლამენტო მონარქიის პირობებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებანიარის არჩევითი, მათ ირჩევენ საარჩევნო ხმის უფლების მოქალაქეები. ანუ ძალაუფლება აქვს ხალხს.ხოლო მონარქს ძალაუფლება არ აქვს და მხოლოდ ცერემონიალური ვალდებულებები (დიახ,ვალდებულებები, სამსახურეობრივი ვალდებულებები) გააჩნია.ამგვარად, თანამედროვე საპარლამენტი მონარქიები - რეალურად რესპუბლიკურიმმართველობის ქვეყნებია, რესპუბლიკებია - რესპუბლიკური მონარქიებია (ამას წერდა ჯეიმს ბრაისიც,იხ. ქვემოთ).როგორც ზემოთ ვწერდით, თანამედროვე სამყაროში დიდ ხანი არსებობს ტერმინი,რესპუბლიკური მონარქია. გარდა ამისა, არსებობს ტერმინები - მონარქია რესპუბლიკურიელემენტებით („რესპუბლიკური მონარქია“) და რესპუბლიკა მონარქიული ელემენტებით (თამარმექურიძე: „მართვის (მმართველობის) თანამედროვე მეთოდები ადგილობრივ ორგანოებში“ და ჰენრიკუპრაშვილი: „ევროპის პოლიტიკური მმართველობის სისტემა“).საპარლამენტო მონარქიებში, ფაქტობრივად, და ხანდახან კონსტიტუციური ნორმითაც,მონარქები არ მიეკუთვნებიან ხელისუფლების ანუ მმართველობის არც ერთ შტოს.მაგალითად, იაპონიის კონსტიტუციის მე-4 მუხლი გვამცნობს: იმპერატორი „ახორციელებსსახელმწიფოს საქმეებთან დაკავშირებულ მხოლოდ ისეთ მოქმედებებს, რომლებიცგათვალისწინებულია ამ კონსტიტუციით და არ არის აღჭურვილი ხელისუფლებისგანხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებით“ (ზურაბ ჯიბღაშვილი: „პრეზიდენტისინსტიტუტი საქართველოში და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში“).გარდა ამისა, რესპუბლიკური, არჩევითი წესით შექმნილი მონარქიაც არსებობს დღეს -ვატიკანის სახით. იქ რომის პაპს ირჩევენ მღვდელმთავრებიდან, კარდინალებიდან, მაგრამ, არჩევისმერე იგი ერთპიროვნი მმართველია, უნდა ითქვას, ევროპაში ერთადერთი აბსოლუტური მონარქი.თანამედროვე სამყაროში კარგ ხანია გაჩნდა გამოთქმა, „მმართველობის არატიპიურიფორმა“. თანამედროვე ევროპული მონარქისტული ქვეყნები დიდი ხანია აღარ არის ტიპიურიმონარქიები, არც მხოლოდ კონსტიტუციური მონარქიები.მაშასადამე, გამოდის, რესპუბლიკა შეიძლება იყოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო (შერეულიც)და მონარქისტულიც და მონარქია შეიძლება იყოს აბსოლუტური (მოძველებული ფორმაა) დასაპარლამენტო, ანუ, რესპუბლიკური.ამგვარად, ტერმინები და ვითარებანი, დროთა და ვითარებათა განმავლობაში და გამოისობითიცვლება. ევროპული, იაპონური და სხვა, კონსტიტუციური მონარქიის თანამედროვე მოწყობანამდვილად შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც რესპუბლიკური მონარქია, ვინაიდან, რესპუბლიკისყველა პრინციპი დაცულია და მონარქის არსებობაც ფაქტია.ჩვენს შემთხვევაში პარლამენტი დაამტკიცებს ტახტის მემკვიდრედ მეფედ, თუ მას არ აქვსჯანმრთელობის პრობლემები და არ აქვს დარღვეული კანონი მეფის შესახებ, რომელიც შემუშავებულიიქნება იმ დროისათვის და რომელიც იქნება კონსტიტუციის ნაწილი. თუ იქნება უტყუარიმტკიცებულებები კანონის დარღვევისა, პარლამენტი არ აირჩევს ტახტის მეკვიდრეს მეფედ და მისმაგიერ აირჩევს მომდევნო მემკვიდრეს.გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯონ ადამსის პრინციპი, სახელმწიფო, ამშემთხვევაში, საქართველოს სამეფო უნდა იმართებოდეს კანონებით, მხოლოდდამხოლოდკანონებით.ამიტომ ვუწოდეთ ჩვენს პროექტს - რესპუბლიკური მონარქია.
გვირგვინოსანი (გვირგვინიანი, დაგვირგვინებული) რესპუბლიკა
ტერმინი - გვირგვინოსანი რესპუბლიკა (Crowned republic) იგივეს ნიშნავს, რაც რესპუბლიკურიმონარქია და ისიც საკმაოდ ძველია. ავტორია ბრიტანელი აკადემიკოსი, იურისტი და ლიბერალიპოლიტიკოსი, „ნაციონალურ-ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელი, თემთა და მერე ლორდთაპალატის წევრი, ჯეიმს ბრაისი (1838-1922). ის მაგ. წერდა: „ნორვეგიული მონარქია, ნამდვილად არისგვირგვინოსანი რესპუბლიკა და ნამდვილად დემოკრატიული რესპუბლიკა“(https://en.wikipedia.org/wiki/Crowned_republic).ამგვარად, ეს არაოფიციალური ტერმინი Crowned republic შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთრესპუბლიკური მონარქიის პარალელურად და ქართული შინაარიც მივცეთ მას. ქართულ ენაში სიტყვა- გვირგვინოსანი ნიშნავს გვირგვინის მფლობელს, უმაღლესი რანგის მქონეს, განსაკუთრებულს,გვირგვინით შემკულს, კურთხეულს, დაგვირგვინებულს. სიტყვა დაგვირგვინება არა მხოლოდ მეფისკურთხევას, მეფის ტახტზე აყვანას ნიშნავს, ასევე რამე საქმის კარგად გაკეთებას, კარგად დასრულებას,რაიმეს კარგად მოწყობას. სხვათა შორის, Crowned ტახტზე აყვანას, გვირგვინის დადგმას, მეფედკურთხევასაც ნიშნავს. მეფედ კურთხევას კი მირონცხება, დალოცვა ახასიათებს - სიმბოლურია!საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს აღდგენის პროცესი, 1918 წელს,რესპუბლიკის სახით დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა. ათწლეულების შემდეგ აღნიშნული რესპუბლიკააღადგინა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც, ასევე ჰქონდა კონსტიტუციური მონარქიის იდეა.საჭიროა, განვაგრძოთ ეროვნული, პატიოსანი ხელისუფლების გზა, აღვადგინოთ რეალურადჩვენი ქვეყნის რესპუბლიკა, კანონების მმართველობა, სადაც, ხელისუფლება, ნამდვილად, ექნებახალხს, და მაშასადამე, ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ და დავაგვირგვინოთ ჩვენი რესპუბლიკა. ჩვენშეგვიძლია ბოლომდე მივიყვანოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმე და დავხვეწოთსახელმწიფო, დავაგვირგვინოთ - გვირგვინოსანი რესპუბლიკით.
როგორ შეიძლება მეფობის დადგენა, არჩევა, დამტკიცება ჩვენთან? მარტივად, პრეზიდენტის თანამდებობას შევცვლით მეფის თანამდებობით, ეგაა და ეგ, მეტიარაფერი. მხოლოდ შეთანხმება გვჭირდება, მეფის შესახებ კანონის მიღება და კონსტიტუციაში ერთიპატარა ჩანაწერის, - თავი მეფის შესახებ, - დამატება (უფრო სწორად, თავის - პრეზიდენტის შესახებდახვეწა).თანამედროვე ქართულ სახალხო მონარქიაში დარჩება რესპუბლიკისა და დემოკრატიის ყველამიღწევა. ხელისუფლების წყარო კვლავ იქნება ხალხი. ყველა თანამდებობა, ყველა პოსტი, რომელიცახლა არჩევითია, იქნება კვლავ არჩევითი. ჯეიმს მედისონისეული რესპუბლიკის განმარტება რომგამოვიყენოთ, კანონებს შექმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები.ხელუხლებელი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ დასასამართლო შტოებად. ფაქტობრივად და რეალურად ეს იქნება ისევ რესპუბლიკა. ეს იქნებარესპუბლიკური მონარქია, ეს იქნება საპარლამენტო მონარქია, ეს იქნება კანონების მმართველობა.მეფობა კი იქნება თანამდებობა. რომელსაც დაამტკიცებს (ანუ აირჩევს) პარლამენტიდინასტიიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისად აღზრდილ მემკვიდრეზეა საუბარი და არა მხოლოდ გვარისმატარებელ პერსონაზე, რომელიც შესაძლოა შეუსაბამო იყოს. მეფის თანამდებობის თანაშემწენიიქნებიან დედოფალი და ტახტის მემკვიდრე, რომლებიც შეასრულებენ სახელმწიფოს მოხელეთამოვალეობას. ამისთვის მეფე მიიღებს ანაზღაურებას, ხელფასს, როგორც პრეზიდენტი იღებს დღეს დაგადაიხდის საშემოსავლოს. არ იარსებებს არავითარი სამეფო კარი და არავითარი თავად-აზნაურულიიერარქია. იქნება მხოლოდ სამეფო კანცელარია (როგორც ახლაა პრეზიდენტის კანცელარია). მეფისკანცელარიისათვის და მეფის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებისათვის(ელჩებისა და სხვა სახელწიფოს წარმომადგენელთა მიღება, პარლამენტის გახსნა, დამსახურებულიმოქალაქეების დაჯილდოება და სხვა) სახელმწიფოსგან გამოყოფილი იქნება თანხა, როგორც დღესააპრეზიდენტის მოვალეობების შესრულებისთვის გამოყოფილი, თუმცა, იქნება გაცილებით ნაკლები,ვიდრე დღეს სრულიად უფუნქციო პრეზიდენტისთვის იხარჯება.მეფის ოჯახი იცხოვრებს იქ, სადაც დღეს პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობს. სახელწიფოსაქმიანობისთვის, აუცილებელ შემთხვევებში, შეიძლება გამოიყოს რომელიმე შენობა დროებით.სხვათა შორის, ქართული რესპუბლიკური სამეფოს სიმბოლური პირველი პირის, მეფისთანამდებობა იქნება გაცილებით იაფი სახელმწიფოსთვის, ვიდრე პრეზიდენტისაა.ქვეყანაში შეიძლება იარსებოს მხოლოდ რამდენიმე ტიტულმა - მეფე, დედოფალი, დედადედოფალი, მეფისწული (ან უფლისწული), მეფის ასული. ამათგან მემკვიდრეობითი იქნება მხოლოდმემკვიდრე მეფისწულისა და მისი მემკვიდრის ტიტულები. დანარჩენი ტიტულები ორი თაობის მერეგაუუქმდებათ მეფის მემკვიდრე შთამომავლებს, თუმცა, ტახტის მემკვიდრეობის ნუმერაციაშიდარჩებიან.მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევისა ან კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში, სხვა, მომდევნომემკვიდრის სასარგებლოდ მას გადააყენებს უმაღლესი სასამართლო უწყება და პარლამენტი.მაშასადამე, ჩვენი პროექტით, რესპუბლიკურ სამეფოში, მეფე მეფობს, მაგრამ, არ მართავს.ქვეყანას მართავს, როგორც ვთქვით, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა(ქვეყანას მართავს კანონები). ამგვარად, დაცულია რესპუბლიკის მთავარი პრინციპი - სახელმწიფოსმმართველობა არჩევითია.მაშ, თუ რესპუბლიკა რჩება, რაში გვჭირდება მეფის თანამდებობა?
მონარქიის მნიშვნელობა ქვეყნისთვის მეფე ქვეყნის დიდი ისტორიის, ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციულობის,თავისთავადობის, თავისუფლების სიმბოლოა, და რაც მთავარი - სტაბილურობის, სახალხოთანხმობის, მოუსყიდაობის, პოლიტიკური მიუმხრობლობის, ობიექტურობის, ჰუმანიზმის,დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიაა...ქვეყანა დაიბრუნებს სრულ, უძველეს სუვერენიტეტსა და პრესტიჟს, რაც წართმეული იყოდამპყრობლის, რუსეთის იმპერიის მიერ. საქართველო შეუერთდება უძველესი, უცვლელი,დაუპყრობელი, სუვერენული ქვეყნების რიცხვს, რომელთა შორის არიან ევროპის კონსტიტუციურიმონარქისტული ქვეყნები, ასევე იაპონია და სხვა.როგორი განვითარებულები არიან ისინი და რამდენად წინ არიან, ზოგადად, არამონარქისტულრესპუბლიკებთან შედარებით, თავად განსაჯეთ.სამეფო კლუბის სახალხო მონარქიის პროექტი არის პერსპექტივის პროექტი. დავაზუსტოთ -პროექტი პერსპექტვისთვის ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად!მეფის ინსტიტუტი გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს პირველი პირი არ იყოს რომელიმეპოლიტიკური ძალის მომხრე ან მოწინააღმდეგე, ან ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი ან მის მიერდასმული პოსტზე!მეფე გვჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა მაქინაცებითარ მოახდინონ სახელმწიფოს პირველ თანამდებობაზე საკუთარი ღია თუ ფარული კანდიდატისგაყვანა!მონარქი იმისთვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს პირველი პირი იყოს ქვეყნის ისტორიულიბრენდი – სახე და მცველი ქვეყნისა!მეფე გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდეს არა გაქნილი პოლიტიკოსი,არა ვინმეს ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პერსონა, არა რომელიმე პარტიის წევრიდა სხვა პარტიების მოწინააღდეგე, არამედ, შესაბამისად აღზრდილი ადამიანი, სხვა ქვეყნებისგავლენისაგან და პარტიული თუ ფინანსური ვალდებულებებისაგან თავისუფალი და ნეიტრალურიპიროვნება!მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს მირონცხებული მეთაური, რომლისტახტზე ასვლას აკურთხებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია!მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღადგინოსრუსეთის იმპერიის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობის სრული ფორმა!მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოებისრიგებში!..დაბოლოს, თუ საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური,საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის პროექტი განხორციელდება, ეს იქნება მაგალითი სხვაევროპული ერებისათვისაც, რომელთაც დამპყრობელთა ძალმომრეობის შედეგად დაკარგესისტორიული სამეფო ხელისუფლებანი.საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური,საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის პროექტი არის ახალი სიტყვა სახელმწიფოებრიობის,კონსერვატიზმისა და დემოკრატიისა და ლიბერალიზმის შერწყმისა და განვითარების საქმეში.ზოგი ამბობს, იყო წყვეტა და ახლა აღდგენა ძნელიაო...პასუხი ძალიან მარტივია, უაღრესად მარტივი: ავტოკეფალიის წყვეტაც გვქონდა დასახელმწიფოებრიობისაც. განა უარი ვთქვით ავტოკეფალიის აღდგენაზე? ან უარი უნდა გვეთქვასახელმწიფოებრიობის აღგენაზე?მით უმეტეს, რესპუბლიკას არ ვცვლით, ფაქტობრივად. ვამარტივებთ მხოლოდ,ვასტაბილურებთ და განვამტკიცებთ!ცვლილებები სახელმწიფოს მოწყობისა, ფაქტობრივად არ იქნება!კონსტიტუციაც არ იცვლება, გარდა ერთი ფრაზისა!სახელმწიფოს გადაწყობა ფაქტობრივად არ იქნება - უბრალოდ, ევროპის ყველაზეგანვითარებული ქვეყნების მაგალითს ვიმეორებთ! რაც მთავარია, ვაარტივებთ და ვაქართულებთსახელმწიფოს! დაბოლოს, ალბათ, გვკითხავენ: ჩვენი აზრით, ვ ი ნ ი ქ ნ ე ბ ა მ ე ფ ე? სამეფო კლუბის პასუხია: ს ა მ ე ფ ო დ ი ნ ა ს ტ ი ი ს წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი! ბავშვობიდან შესაბამისად აღზრდილი, შესაბამისად განათლებული და განსწავლული ადამიანი(სამხედრო საქმე, იურისპრუდენცია, ქვეყნის სახელმწიფო ენები, ხელოვნება, ისტორია და სხვა).მანამდე, არსებული სახელმწიფო წყობილებიდან და მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე,ასევე, ხალხის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა ზოგი წარმომადგენლისზოგიერთი ქმედების გამო, სამეფოს აღდგენამდე, რომელიც დადგინდება, აუცილებლად, სახალხო,კონსტიტუციურ, საპარლამენტო, თანამედროვე, რესპუბლიკურ და არა ფეოდალური ტიპისმონარქიად, - სამეფო კლუბი უარს ამბობს ტიტულების (წოდებების): მისი სამეფო უმაღლესობა,ბატონიშვილი, პრინცი, პრინცესა, ტახტის უპირობო მემკვიდრე და ა. შ. გამოყენებაზე და ყველასგანიხილავს ჩვეულებრივ მოქალაქედ, როგორც კონსტიტუციის მიხედვით არიან კიდეც დღევანდელრესპუბლიკაში. სამეფო კლუბი არ ერევა ბაგრატიონთა რამდენიმე ოჯახის კამათში, თუ რომელიასამეფო ოჯახი და ვინაა ტახტის მემკვიდრე. ტახტის მემკვიდრეობა პირველ რიგში არის დამსახურება,თავად პიროვნების მხრიდან, მანამდე, მისი მშობლების მხრიდანაც.მეფობა მსახურებაა და არა პატივი. დინასტიის წევრობა დიდი მოვალეობაა და უზარმაზარიპასუხისმგებლობა.მისთვის აუცილებელია კარგი განათლება, პასუხისმგებლობა და - გული გულისხმიერი!ტერმინი - სამეფო ოჯახი და ტიტულები: მეფე, დედოფალი, ტახტის მემკვიდრე და ა. შ.იურიდიულად დადგინდება მონარქიის აღდგენის შემდეგ (სხვა ტიტულები, ვიმორებთ, არ იქნება).ყველაფერი გამოჩნდება!ყველაზე მთავარი, ყველაზე უუმთავრესი არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ინტერესები!სახელმწიფო ინტერესებზე აღმატებული არ არის არც ერთი საგვარეულოს, არც ერთი ფენის,არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფებისა და არც ერთი, ნებისმიერი წარმოშობის ადამიანის ინტერესი!ყველა და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს!სახელმწიფო კი უნდა ემსახურებოდეს ერის შენარჩუნება-განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობას!და კიდევ, განსხვავებით პარტიებისგან და განსხვავებით პოლიტ-ელიტისგან, სამეფო კლუბისაკუთარ პერსონებს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ, სახელმწიფოებრივ კონცეფციას,სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას!ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით!სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძეპირველი რედაქცია -2019 წლის 3 ივნისი, სამეფო კლუბის კონფერენცია: „სახალხო მონარქია -ევროპული არჩევანი“. დასრულებული რედაქცია - 2022 წლის 24 აგვისტო |
|