საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი – მღვდელი თევდორე
ლოვარდ ტუხაშვილი


,,ვიტყვი, ჯვარზე გაცვან თუნდა, გამოადგე მამულს უნდა, ან სიცოცხლით როგორც ცხრა ძმა, არ არსებობს რადგან სხვა გზა!“ - პოეტის სხივნათელი სიტყვებით ამოზიდულია ძნელბედი გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკური ლოზუნგი, ოღონდ ერთია - ,,სიკვდილით გამოდგომა“ ქართველისათვის ნიშნავდა სასიცოცხლო ძალთა აქტიურ გამოყენებას მთლიან ამოწურვამდე, - უაზრო თავშეწირვა საგმობად ითვლებოდა. ესეც ხომ პოეტმა თქვა: ,,თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს!“ ჭეშმარიტი გმირობა ხსნის გზის მიგნება იყო.

ჩვენ არ ვცნობდით ე.წ. პროტესტანტულ თვითგვემას (თავდაწვა, განმარტოება, შიმშილი, განდგომა), არც სამურაულ ხარაკირს. უნდა იბრძოლო გამარჯვებამდე. სისხლი მხოლოდ ქვეყნისათვის უნდა დააქციო. თუ დაეცი, ეგ არაფერია, მაგრამ დაცემამდე, სისხლისაგან დაცლამდე, უნდა მიაღწიო მიზანს. სხვაგვარად წაქცეული იქნები და არა გმირი. თუ არგე რამე მამულს, არც წაქცეული ხარ, არც მკვდარი. უკვე გმირი ხარ!

ასეთი გმირობის მაგალითია ქართლელი გლეხის, სოფელ კველთის მღვდლის - თევდორეს საქციელი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: 1609 წლის ივნისის ბოლოს თურქთა მიერ დაპყრობილი სამცხე-საათაბაგოდან ქართლში 30000 ყირიმელი თათარი შემოიჭრა. ისინი თურქეთის სულთანს შველოდნენ ქ. ბაღდადის აღებაში, როგორც ვასალი მოკავშირეები. მათი მიზანი იყო, ესარგებლათ მოულოდნელობით და აეოხრებინათ მდიდარი ქართული პროვინცია, უხვი ნადავლით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. მტერმა მარტივი, თუმცა ეშმაკურად ჩაფიქრებული, გეგმა შეიმუშავა - ხელში უნდა ჩაეგდოთ ქართლის ახალგაზრდა მეფე ლუარსაბ II, რომელიც თრიალეთში იდგა საველე ბანაკში ზაფხულის სიცხეს გარიდებული.

ქართველებს უცხო ლაშქრის შემოჭრა არ გამორჩენიათ. საზღვრის დასაცავად გაიგზავნა ცნობილი მხედართმთავრების საგანგებო რაზმები. სამწუხაროდ, განმეორდა ის, რაც ხშირად გვემართებოდა ერთიანი დიდი სამეფოს დარღვევის შემდეგ. ერთი წამით მოადუნეს ყურადღება მესაზღვრეებმა. მომხვდურმა ამოჟლიტა მძინარე მცველები, სამეფო ბანაკი გაშიშვლებული დარჩა. ლუარსაბ II ცხირეთის ციხეში გამაგრდა. უაღრესად კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. თუ მტერი მეფის სადგომს მიაგნებდა, საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა.

საბედნიეროდ, მტერმა არ იცოდა ცხირეთის ადგილმდებარეობა. მათ შეიპყრეს კველთელი მღვდელი და მეგზურობა მოსთხოვეს. ,,ხოლო მღვდელი იტყოდა: არა ნაცვალ ვყო საწუთრო ესე წარმავალსა მას და არა ვიქნე გამცემი მეფისა და ქვეყნისა. წამოუძღვა მღვდელი იგი გოსტიბის თავსა ზედა და ჩამოიყვანა ქუენდარისის გზასა“. ესე იგი განზრახ აურია გზა, - მტერი დააშორა სამეფო ბანაკს. ,,სცნეს თათარხანთა, რამეთუ აცთუნებდათ მღვდელი, ამისათვის მოჰკვეთეს თავი და შეირაცხა წმიდათ მოწამეთა თანა“ (ვახუშტი ბაგრატიონი). სამაგიეროდ გადარჩა მეფე.

გარეგნულად ყველაფერი მარტივია: მტერი მოდის, პატრიოტი ქართველი თავს სწირავს სამშობლოს. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა. თავისთავად სიკვდილი გმირობა არ არის. მხოლოდ 1614-1620 წლებში კახეთში 130000 კაცი შეაკვდა მტერს. ეკლესიამ კი აქედან მხოლოდ რამდენიმე შერაცხა წმინდანად. ჩვენმა კოლექტიურმა მეხსიერებამ ასევე სულ ათიოდე გვარი თუ შემოინახა. რაშია საქმე? ამას თითქოს გვიხსნის ერთ-ერთი ხალხური გადმოცემა თევდორე ხუცესის შესახებ. ლეგენდის მიხედვით, კველთაში მოსვლამდე ცხირეთის გზა ყირიმელებმა 9 შემხვედრს ჰკითხეს. არც ერთმა არ იკისრა ,,შავი მეგზურის“ როლი. ცხრავეს წარკვეთეს თავი. განა ეს გმირობა არ იყო? რასაკვირველია, მაგრამ ასეთი ქმედება საკმარისი არ არის. თევდორე ხუცესმა ჯიუტი უარით კი არ გაწირა სიცოცხლე. მან ჩაიფიქრა, განეშორებინა მტერი მეფის სადგომისათვის, მიეცა დრო ქართველთათვის გონზე მოსასვლელად, ლაშქრის ორგანიზაციისათვის. მღვდლის ბრძნულმა გეგმამ ერთი დღე-ღამე მოაგებინა ქართველებს. ქართლის სამეფოს ლაშქრის ტოტალურ მობილიზაციას - ,,ქუდზე კაცს“ 10-12 დღე სჭირდებოდა. პროფესიონალი მეომრები თავს იყრიდნენ 3-4 დღეში. ამიტომაც ერთ დღეს, რომელიც სიცოცხლის ფასად გამოსტაცა მტერს ჭკუამახვილმა ხუცესმა, გარდამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამოძრავდა საციციანო, საჯავახო, საამილახვრო, გორი. გადარჩა მეფე, ჩაიშალა ქართლის უცაბედი დაპყრობის განზრახვა. გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით ქართველებმა გამანადგურებელი მარცხი აგემეს მტერს.

დიახ, თევდორე ხუცესის სიბრძნესთან შეზავებული მოქმედება იყო ,,მთავარი ძარღვი“ ტაშისკარის საარაკო გამარჯვებისა. ამ უბრალო სოფლელ მღვდელს ლუარსაბ II-ის, გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის ხელგამოდებაზე ნაკლები როდი ჩაუდენია. ამიტომაა ის გმირი, ამიტომაა ის წმინდანი, ამიტომ იხრის თავს მის წინაშე მთელი საქართველო.

ურთულესი დრო იდგა მაშინ ივერიაში. ,,ბაბრი“ (თურქეთი) და ,,ფოცხვერი“ (ირანი) ლამობდნენ მის ჩაყლაპვას. საუბედუროდ, ,,ბაბრი“ და ,,ფოცხვერი“ ერთმანეთშიც ომობდნენ. ამ ომებში უნებლიედ ჩათრეულ საქართველოს მიწა-წყალზე მიმდინარეობდა ძირითადად ბრძოლები. ჩვენ ხომ არ შეგვეძლო ნეიტრალიტეტი - დამოუკიდებლობის უტყუარი ნიშანი - დაგვეცვა? გაიმარჯვებდა თურქეთი, თავს დავაღწევდით ირანელებს, - სამაგიეროდ თბილისში ოსმალო ფაშა ჩაჯდებოდა. ირანელებთან ერთად გავრეკავდით თურქებს - ნარიყალას შიიტი ხანი ჩააფრინდებოდა. ქართველები უდიდესი ძალების დაძაბვის ფასად, საარაკო დიპლომატიით ახერხებდნენ თავის გადარჩენას, მტერს ამარცხებდნენ მტრის ხელით, განგებ იცვლიდნენ ორიენტაციას, ჰქმნიდნენ დაპირისპირებულთა წინააღმდეგობიდან გამომდინარე ,,მხსნელ“ წონასწორობას. გარდამწყვეტი კი მუდმივი საომარი მზადყოფნა იყო, ერთობა - მარადიული სამშობლოს ღმერთთან გათანაბრება! სწორედ ამიტომაა ესოდენ მდიდარი ქართველ ისტორიულ გმირთა გალერეა. ამ თანავარსკვლავედში სამარადჟამოდ ამობრწყინდა ქართველი გლეხის - თევდორე ხუცესის ნათელი ხსოვნა.

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq