საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

41 საახალწლო მილოცვის ფოტოალბომი
დღევანდელი მონარქი ტახტზე ავიდა 1972 წლის 14 იანვარს. დანიის მონარქთა დინასტიის გვარია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. დედოფლის მეუღლეა დანიის პრინცი ჰენრიკი. ეს ტიტული ფრანგი გრაფების შთამომავალს ანრი მარი ჟანა ანდრე დე ლაბორდ დე მონპეზას მიენიჭა 1967 წელს, მომავალ დედოფალზე ქორწინების შემდგომ. სამეფო წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ფრედერიკი და იოაჰიმი.
ტელესერიალი მეფეზე
მეფის როლს ითამაშებს ცნობილი მსახიობი ფერნანდო ჯილი, რომელმაც ადრე ხუან კარლოსის შვილის, პრინც ფილიპეს შეასრულა ტელეფილმში „ფილიპე და ლეტიცია“, სადაც მოთხრობილი იყო თანამედროვე „კონკის“ - ლეტიციასა და პრინცის სიყვარულის ამბავი.
ავსტრიის ერცჰერცოგ კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ-ფრიშის ქორწილი
წყვილმა ჯვარი დაიწერა წმინდა აფრის ბაზილიკაში. პატარძალს ეცვა დიზაინერ Diane Lelys-ის შლეიფიანი გრძელი ატლასის კაბა. ადელაიდა ოცნებობდა,რომ მათი ჯვრისწერის დღე თოვლის ფანტელებს გაელამაზებინათ. მართალია, იმ დღეს არ მოთოვა, მაგრამ ფანტელების გარეშეც ლამაზი იყო ყველაფერი.
ფოტოსესია ბელგიაში - პრინცის ოჯახური იდილია
მსგავს ღონისძიებებს ხშირად აწყობენ ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. მათი ფოტოები იბეჭდება გაზეთებში, მზადდება პლაკატები და ვრცელდება ინტერნეტით. ხალხი დიდი ინტერესით ეწაფება ამ ფოტოებს, ზოგი მომხიბლავი პრინცებისა და პრინცესების ფოტოების კოლექციონერია, ზოგი მონარქების ჩაცმულობით ინტერესდება, ზოგს კი ფოტოებზე აღბეჭდილი მონარქთა იდეალური ოჯახური სიმყუდროვე იზიდავს. ხალხის ასეთი დაინტერესება სამეფო ოჯახებით ფინანსურად მომგებიანია გამომცემლობებისათვის, დიზაინერებისათვის და ა. შ.
ავსტრიის ერცჰერცოგი კრისტოფი ჯვარს იწერს
ავსტრიაში მონარქია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა. თუმცა ავსტრიის მრავალრიცხოვანი საიმპერატორო ოჯახი მუდამ მეფურად ინახავდა ღირსებას (სხვათა შორის, ავსტრიაში და უნგრეთში არისტოკრატიული და მთავრული ტიტულები აკრძალულია, როგორც ბევრ ქვეყანაში). უნდა აღინიშნოს კრისტოფისა და იმრეს დიდი პაპის უფროსი ძმის, ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის ყოფილი მეთაურის, ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის მემკვიდრის, დიდი მოღვაწის ოტო ფონ ჰაბსბურგის დამსახურება ევროპის არა ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშე...
ჟურნალიტები, სახელმწიფო ინტერესი და პრინცესა
სასახლის სიფრთხილე ქეითის მდგომარეობით უნდა იყოს გამოწვეული. როგორც ჩანს, პრინცესა საგანგებოდ გაარიდეს ხალხმრავალ გარემოს. ბერკშირის სიმყუდროვე ზედგამოჭრილი იქნებოდა მისთვის. თან შობის დღესასწაულსაც დაესწრებოდა. თუ კემბრიჯის ჰერცოგინია ხარ, დღესასწაულზე დასწრებაც კი გარკვეული მოვალეობაა. მნიშვნელობა არ აქვს, თავს შეუძლოდ გრძნობ, ტოქსიკოზი გაწუხებს თუ სხვა რამ, საზოგადოების წინაშე მომღიმარი და მოწესრიგებული უნდა წარდგე....
„Big H“ შობას ავღანეთში შეხვდა
დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები სადღესასწაულო წირვას, ტრადიციისამებრ სანდრინგემის ეკლესიაში დაესწრნენ, შემდეგ კი დედოფალმა უმასპინძლა თავისი ოჯახის მრავალრიცხოვან წევრებს. ამ დროს კი პრინცი ჰარი ავღანეთში თავის თანამებრძლებთან ერთად სამხედრო პოსტზე მორიგეობდა.
პრინცი უილიამი შობის დღესასწაულს შეხვდება მეუღლის ოჯახში
პრინცი უილიამი პირველად გაატარებს შობის დესასწაულს არა საკუთარ სამეფო ოჯახურ წრეში, არამედ ბერკშირის საგრაფოში - თავისი ფეხმძიმე მეუღლის ოჯახში.
ესპანეთის დედოფალი სოფია, რძალთან, ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ეწვია თეატრს
როცა დედოფალი ქუჩაში გავიდა, ხალხმა სიხარული ვერ დაფარა და ოვაციით შეხვდა. მისი ოჯახის წევრების მისამართითაც გაისმოდა გულთბილი შეძახილები.
შვედეთში პაწაწინა პრინცესას სურათები გამოაქვეყნეს
პატარა პრინცესა დაიბადა შვედეთის დედაქალაქში, მაშინ სულ 51 სანტიმეტრი იყო, 3 კილო და 280 გრამი. ახლა უკვე წამოიზარდა და სერიოზული სახით პოზირებს ფოტოაპარატის წინ. თუმცა თმები ისე პატარა აქვს, ბაფთა ძლივს დაუმაგრეს...

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq