საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჯონ ბარბორის „ბანოკბერნი“ (პოემიდან „ბრიუსი“)
გაიოზ მამალაძე
რობერტ ბრუსი ბრძოლის წინ
ბანოკბერნის ბრძოლა შოტლანდიელებისათვის იგივეა, რაც ჩვენთვის დიდგორი თუ შამქორი, ან ბასიანი. 1314 წელს, როცა ჩვენთან მონღოლებისაგან გამათავისუფლებელი გიორგი ბრწყინვალე ადიოდა ტახტზე, შოტლანდიელთა ლაშქარმა მდინარე ბანოკბერნთან სასტიკად დაამარცხა ინგლისელთა გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი და შოტლანდიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1314 წლის 23-24 ივნისს ერთ მუშტად შეკრულმა შოტლანდიელებმა იგრძნეს თავისი ერთიანობის ძალა. მთიელებმა და ბარის მცხოვრებლებმა, დიდებულებმა და გლეხებმა - თავდადებითა და გმირობით, სამშობლოსადმი და თავისუფლებისადმი უდიდესი სიყვარულით ანთებულებმა შეძლეს გამარჯვება ძლიერ დამპყრობელზე და მოიპოვეს დამოუკიდებლობა.

ბანოკბერნთან შოტლანდიელებს ჰყავდათ 5 000 ან 10 000 მეომარი, ინგლისის მეფემ ბრძოლაში 25 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა (მეტი შეეძლო, მაგრამ ქვეშევდომების ერთი ნაწილი არ დაემორჩილა). შოტლანდიელებს ჰყავდათ 500 მშვილოდოსანი, მციერერიცხოვანი მძიმე კავალერია, მეფეს, რომერტ ბრიუსს 500 მხედარი ჰყავდა თავის გარშემო. მათ უმრავლესობას უბრალო შუბოსნები შეადგენდნენ.

სკოტებმა ისე სასტიკად დაამარცხეს მტერი, რომ ინგლისის მეფე, ედუარდ II ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ინგლისელები უწესრიგოდ გარბოდნენ ინგლისის საზღვრისკენ, რომელიც ბრძოლის ველიდან, მდინარე ბანოკბერნიდან 9 მილში იყო. მათ ხოცავდნენ მდევრები ან უბრალო მაცხოვრებლებიც კი. ინგლისელებმა ამ ბრძოლაში 10 000 მეომარი დაკარგეს, შოტლანდიელების დანაკარგი გაცილებით ნაკლები იყო.

ყველას გვინახავს მელ გიბსონის ფილმი „გულადი“, და არა „მამაცი გული“, როგორც არასწორად თარგმნიან, ქართულ ენას უფრო პირველი ვარიანტი შეეფერება. ფილმის დასასრულს, შოტლანდიის მეფობის პრეტენდენტი რობერტ ბრიუსი, თავისი ლაშქით წინ შეგებება ინგლისელების ჯარს და უილიამ უოლესის გმირობით შთაგონებული, სამშობლოს თავისუფლებისათვის მეოცნებე შეუტევს დამპყრობლებს... ეს სწორედ ბანოკბერნის ველზე მოხდა, რომელიც ასე შესანიშნავად დაგვიხატა დიდმა რეჟისორმა.

თუმცა ასეული წლების წინ ბანოკბერნის ბრძოლა ასევე შესანიშნავად აღწერა შოტლანდიური ლიტერატურის ფუძემდებლად აღიარებულმა პოეტმა ჯონ ბარბორმა (John Barour) თავის უკვდავ პოემაში „ბრიუსი“ („The Bruce“). ბანოკბერნის ბრძოლის ეპიზოდია არის პოემის ღერძი.

ფილში მხატვრულად და ნაკლებად ზუსტადაა გადმოცემული ისტორიული სინამდვილე. რობერტ ბრიუსის პაპა, უფროსი რობერტ ბრიუსი იყო ქალის მხრიდან ჩამომავალი შოტლანდიელთა მეფეებისა და მათი დინასტიის შეწყვეტის მერე თავს ტახტის პრეტენდენტად აცხადებდა. ამ დროს კი შოტლანდიაში ინგლისის მეფე ედუარდ I ბატონობდა. შემდეგ შოტლანდიელებმა სხვა, ჯონ ბა
აქ მოღვაწეობდა ჯონ ბარბორი
ლიოლი აიყვანეს ტახტზე, რომელიც მერე, 1296 წელს ინგლისის მეფემ დაამხო. 1306 წლის 25 მარტს რობერტ ბრიუსმა (უმცროსმა), უკვე თავისი ოჯახის მეთაურმა, ერთ-ერთ ეკლესიაში შეტაკებისას, მოკლა სხვა პრეტენდენტი შოტლანდიის ტახტისა, ჯონ ქომინი და სკოტების მეფედ ეკურთხა. მაგრამ მისი ჯარი ორჯერ დაამარცხა ინგლისის მეფემ. ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა ბრიუსის ოჯახი და ძმები. ედუარდ I-მა სიკვდილით დასაჯა რობერტ ბრიუსის სამი ძმა, რობერტს კი დევნა დაუწყო.

რობერტ ბრიუსის იმდროინდელი თავგადასავალი თითქმის ზღაპრულ შარავანდედშია გახვეული. მალე, 1307 წლის ივლისში ედუარდ I მოკვდა და ინგლისის ტახტზე ედუარდ II ავიდა.

რობერტ ბრიუსმა ნელ-ნელა გამოსტაცა ინგლისელებს შოტლანდიური ციხეები. აიღებდა თუ არა ციხეს, ანგრევდა, რომ კვლავ ინგლისელები არ გამაგრებულიყვნენ მასში. ბოლოს ბანოკბერნის ბრძოლაში საბოლოო დარტყმა მიაყენა, როგორც ამბობენ ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერს.

პოემა „ბრიუსის“ ავტორი, ითვლება შოტლანდიური ლიტერატურის ფუძემდებლად. ჯონ ბარბორი დაიბადა 1316-1330 წლებს შორის. ის იყო სასულიერო პირი, არქიდიაკონი. ერთ დროს ინგლისში ელჩადაც იყო მივლინებული. ბარბორმა თავის პოემაში მოგვითხრო შოტლანიის მეფის რობეტრ I ბრიუსის ცხოვრების, ბრძოლისა და გარდაცვალების შესახებ. პოემა დაწერილია ძველშოტლანდიურ დიალექტზე. მკვლევარები პოემას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წყაროდ მიიჩნევენ. იგი გადაიცვალა 1395 წელს აბერდინში.

ჯონ ბარბორზე საუბარს ჩვენ კიდევ განვაგრძობთ. შემდეგშიც მივუბრუნდებით ამ უკვდავ პოემას, გავიხსენებთ შეფასებებს, რომელსაც კრიტიკოსები უძღვნიან ბარბორის პოემას, შემოგთავაზებთ სხვა ნაწყვეტებსაც. მადლობა ღმერთს, გვაქვს ამის შესაძლებლობა, რადგან, თავის დროს, თამარ ერისთავმა ძველშოტლანდიურიდან თარგმნა და ამაღლებული პათოსი კარგად შეუნარჩუნა პოემას.

ბანოკბერნი

(ნაწყვეტი პოემიდან „ბრიუსი“)

იყო ბრძოლა იგი მძიმე და ფიცხელი,
დიდი შეჯახება ხმალთა და მახვილთა,
დუშმანი აბჯარზე იარაღს გვახლიდა;
ტყდებოდა ხმალი და ცვთებოდა აბჯარი
და ყოვლგნით ისმოდა სმენისთვის საზარი
გმინვა და ყიჟინა, კვნესა და ხრიალი,
ფარ-შუბთა მსხვრევა და ჯავშანთა ჟღრიალი;
იყო შეძრწუნება, შიში და ფეთება,
მივარდნა, მისევა, სროლა და კვეთება,
უმძიმეს ტკივილით სახეთა დაღრეჯა,
დაჩეხვა, დაკუწვა და ქცევა ნაგლეჯად.
ყოველმხრივ გვიტევდნენ, ვუტევდით ერთ ფრონტად
და ოთხივ ლაშქარნი ძალ-ღონით ერთობდა.

ო, ღმერთო ძლიერო, რა რისხვით მიუშვი
მამაცი მხედრობა სერ ედვარდ ბრიუსის
მტარვალთა სამუსრად. ყოველი მხედარი
მტერს უტევს გულოვნად და ისევ მხნედ არი,
ისე ღირს
ეულად და ისე ლამაზად,
ვით დიდმა მიზანმა შეჰკრა და დარაზმა.
ეს ერთსულოვნება შეიძლებს რაოდენს,
აჰა, მეწინავე რაზმები აოტეს,
თავი შეაფარეს თვის ლაშქარს ოტებულთ,
სიკვდილის შიშისგან ძალღონემოკლებულთ,
რამეთუ მიჯრილი საბრძოლო რიგებად
სკოტლენდის მხედრობა კვალდაკვალ მისდევდათ.
ვინც კი ძირს დაეცა რბოლის და დევნის დროს,
აღარა მგონია, ადგომა შეიძლოს.
ყველას არ უმართლებს ბედი და განგება:
ერთი რომ ხელდახელ მტერს ხმალით აჰკეპავს
და საქმეს ჩაიდენს მართლაცდა საგმიროს,
მეორე იქნება ისარმა განგმიროს,
ან ფეხქვეშ მოიგდოს ჯარმა და გათელოს
ვიდრე ჩაიდენდეს საქმეს სასახელოს.
დღეს ბევრი დაეცა ბრძოლაში ამგვარად.
ბევრმა თავისი და მტრის სისხლი დაღვარა,
გმირად დაიღუპნენ ომში ბევრზე ბევრნი,
წითლად შეიღება ველი ბანოკბერნის,
სისხლმა ჯავშნები და ღერბებიც დანისლა,
ვეღარ სცნობ ვინ არის, ვინ ვისი გვარისა.

ო, ღმერთო ძლიერო, თუ ვისმეს უხილავს
რისხვა, დატეხილი მტრის თავზე ქუხილად
უოლტერ სტიუარტის რაზმთა რიგებიდან,
ან გმირი დუგლასის გოლიათ მკერდით და
მხრებით გატანილი ჯგროები მტრისანი,
იტყოდა, - ჰქონდათო დიადი მიზანი
და მას ღირსეულად იცავდნენ სისხლითო;
და ვითარ იქმნება, ფეხი არ ისხლიტოს
იქ მტერმა, სადაც მათ აწვდინეს მახვილი;
მათ მკლავი აროდეს ჰქონიათ დახრილი,
და მათ ნაკვალევზე დამფრთხალი ჭენებით
უკუღმა გარბოდნენ უმხედრო ცხენები.
უფალო, ვინ შესძლო უშიშარ იერით
რომ უკუაქცია შეტევა ძლიერი,
შეტევა უწყალო მარეის გრაფისა.
და მისთა მხედართა, - მის ხმალზე ნაფიცთა.
იბრძოდნენ შეკრულნი კაციდან კაცამდე,
უძლებდნენ ყოველგვარ ტკივილს და განსაცდელს
და სადაც ჩნდებოდნენ, აფრქვევდნენ ნაღვერდლებს,
ხმლებით და შუბებით მტრის რიგებს არღვევდნენ
უკან მიჰკიოდათ სკოტლენდის ლაშქარი:
„დამარცხდნენ! გაიქცნენ! მიჰყევი! დაჰკარი!“
და ამა სიტყვებით მისდევდნენ, მხნეობდნენ
და ჟლეტდნენ, ვისაც კი გზად წაეწეოდნენ.

თუ მტერთა რიგები თანდათან მოისრა,
აქ ღვაწლი დიდი აქვთ სკოტლანდელ მოისართ,
დუშმანს არ ეწერა ყოფნა დამშვიდებით,
სადაც იელვებდნენ ეს ისარ-მშვილდები.
იყო საოცარი მათი გარჯილობა, -
რა ღრმად მიდიოდა ნაისრი ჭრილობა!
კვდებოდა ცხენი და კვდებოდა მხედარი
და ყორედ დგებოდა ცხედარზე ცხედარი.
და მტერი იხევდა, უწყალოდ დამფრთხალი,
რამეთუ მძლეობდა სკოტლენდის ფარ-ხმალი;
იბრძოდა მრავალი ერთად და პირადად,
იბრძოდა, გმირობდა და თავსა სწირავდა,
რომ მტერი დაემხოთ და უკუექციათ,
რამეთუ მონობას სიკდილი ერჩიათ.

(ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq