საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III


ვიტორიო ემანუელე III (იტალ. Vittorio Emanuele III) (11 ნოემბერი 1869 - 28 დეკემბერი 1947) სავოის დინასტიიდან. იტალიის მეფე 1900 - 1946 წლებში, ეთიოპიის იმპერატორი 1936 - 1943 წლებში და ალბანეთის მეფე 1939 - 1943 წლებში. უმბერტო I-სა დამარგარიტა გენუეზიელის ვაჟი. იქორწინა 1896 წელს ელენაზე, ალბანეთის მეფის ნიკოლოზ I-ის ასულზე.

ვიტორიო ემანუელე გამეფდა ანარქისტების მიერ მისი მამის მკვლელობის შემდეგ. იგი ჩაკეტილი და ჩუმი ადამიანი იყო. წინამორბედებთან შედარებით მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული: ორიგინალში კითხულობდა ძველ რომაელ პოეტებს, კარგად იცოდა გეოგრაფია, ისტორია, უკრავდა ფორტეპიანოზე. იგი გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით, ფოტოგრაფიით და ნუმიზმატიკით. მას ჰქონდა მონეტების მსოფლიოში ერთერთი უდიდესი კოლექცია.

ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში, თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა სანალოგო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე. კოლონიზაციისგან იგი ჯერ თავს იკავებდა.1911 წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან თურქეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც ტრიპოლისა და კირენაიკის ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა გერმანიას და ავსტრო-უნგრეთს და უახლოვდებოდა ანტანტას.პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იგი დიდხანს ვაჭრობდა ორივე მხარესთან, თუ ვინ მეტ ტერიტორიებს დაპირდებოდა. საბოლო
ოდ იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გაიმარჯვებდნენ და 1915 წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.
შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო პარიზის კონფერენციაზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდტრენტინო, ალტო ადიჯე, ისტრია და ტრიესტი, დალმაციაზე და ფიუმეზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს. ისევე როგორც იტალიელი ნაციონალისტები, ვიტორიო ემანუელეც გაბრაზებული იყო და მიიჩნევდა რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.

ომის შემდეგ ქვეყანა მოიცვა სოციალისტურმა და ეროვნულმა მოძრაობებმა. ვიტორიო ემანუელე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზულად განიცდიდა იტალიის მონარქიის ბედს. ხანგძლივი ორჭოფობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ცუდსა და უარესს შორის ცუდი აერჩია და ბენიტო მუსოლინის დაუკავშირდა. 1922 წელს ფაშისტებმა რომი აიღეს. მეფემ გადატრიალებას ხელი არაფრით არ შეუშალა, თუმცა არმია მის მხარეზე იყო და მზად იყო პუტჩი შეეჩერებინა. ოქტომბერსი მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და საგანგებო უფლბები მიანიჭა.

იტალიამ რამდენიმე წლით დაისვენა სოციალისტებისგან, მონარქია გადარჩა, მაგრამ მეფეს აღარ დარჩა ძალაუფლება. 30-ანი წლების დასაწყისისთვის მეფე უკვე აღარ მონაწილეობდა ქვეყნის არც პოლიტიკურ არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიტორიო ემანუელე დაკავებული იყო ნ
ადირობით, თევზაობით და წიგნების კითხვით. იგი მხარს უჭერდა მუსოლინის პოლიტიკას, მათ შორის ანტიკომინტერნის პაქტის ხელმოწერას და მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე ჩართვას.მეფის და დუჩეს შორის განხეთქილება მხოლოდ 1943 წელს მოხდა. ამ დროს ვიტორიო ემანუელემ, რომის პაპის შუამავლობით დაიწყო ინგლისთან და ამერიკასთან მოლაპარაკებები. მათ დაპირდნენ იტალიაში მონარქიის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი დაიწყებდა ახალ ომს გერმანიის წინააღმდეგ. ივლისში მეფემ მუსოლინის მოსთხოვა დიდი ფაშისტური კრების მოწვევა, რომელზეც დუჩემ ვერ მიიღო პარტიის მხარდაჭერა და უნდა გადამდგარიყო. ვიტორიო ემანუელემ იგი დაითხვა, მაგრამ ფაშისტური რეჟიმი არ შეუცვლია, შენარჩუნდა ცენზურა და სხვა პარტიების აკრძალვა და არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

3 საქტემბერს ხელი მოეწერა ინგლისთან და აშშსთან ზავს, რამდენიმე დღეში კი გერმანულმა არმიამ მოახდინა იტალიის ოკუპაცია. მეფე ოჯახთან ერთად რომიდან ბრინდიზიში გაიქცა, სადაც მას ამერიკის ჯარი იცავდა. რომში იგი მხოლოდ 1944 წელს მოკავსირეთა არმიასთან ერთად დაბრუნდა.

ამ დროისთვის ვიტორიო ემანუელეს სახელი ფაშისტებთან თანამშრომლობით იმდენად კომპრომენტირებული იყო, რომ მის მიერ ქვეყნის მმართვაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მეფემ ქვეყნის მართვა ვაჟს უმბერტოს გადასცა და ჩამოშორდა საქმეებს. 1946 წლის 9 მაისს კი ოფიციალურად უარი თქვა ტახტზე შვილის სასარგებლოდ. თუმცა ამ ნაბი
ჯმა ვერ გადაარჩინა მონარქია და 2 ივნისის რეფერენდუმზე უმეტესობამ ხმა რესპუბლიკის გამოცხადებას მისცა. ვიტორ ემანუელე გარდაიცვალა შემდეგ წელს ეგვიპტეში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq