ხსენება 2 ივლისს
ქვეყანას უძღვებოდა 47 წლის მანძილზე. მთელი ამ დროის
მანძილზე იბრძოდა მოლდავეთის დამოუკიდებლობისათვის - აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას
და თრგუნავდა ბოიარების ოპოზიციას. წარმატებით უმკლავდებოდა გაცილებით ძლიერ მეტოქეებს
- ოსმანთა იმპერიას, პოლონეთს, უნგრეთს. მისი, როგორც მხედართმთავრის, დიპლომატის და
პოლიტიკოსის მეოხებით მოლდავეთის სამთავრომ არა მხოლოდ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა,
არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა აღმოსავლეთ ევროპაში.
1457 წელს მიტროპოლიტ თეოქტისტეს კურთხევით ავიდა ტახტზე.
გაამაგრა ქვეყანა, ილაშქრა პოლონეთში და აიძულა
საზავო ხელშეკრულების დამყარება, გლეხები გაააზატა და მათით გააძლიერა ჯარი. დაანარცხა
უნგრელები ბაიას ომში, შეუწყვიტა ხარკი ოსმალებს. გაათავისუფლა ვალახეთი ოსმალთა ბატონობისაგან.
1475 წელს მან აუწყა ევროპელებს ოსმალების განადგურების შესახებ.
სტეფანემ განავითარა ქვეყნის მეურნეობა - მიწათმოქმედება,
მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, ვაჭრობა, ხელოსნობა, ლითონის დამუშავება.
იყო მართლმადიდებლობის დიდი მეოხი - ეკლესიებითა და ციხე-კოშკებით დაამშვენა თავისი
სამშობლო; 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ ის ეხმარებოდა ათონის მთას და იქაურ
მონასტრებს. მან ააღორძინა ზოგრაფის მონასტერი, ვატოპედის მონასტერი, წმიდა პავლეს
მონასტერი. 1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოახდინა ამ მეფის კანონიზაცია. |