1170 წელს
ძმებთან ბრძოლაში დაიკავა სერბეთის ტახტი და
გამოაცხადა სერბეთის დამოუკიდებლობა ბიზანტიისაგან. გააფართოვა სერბეთის საზღვრები.
1196 წელს
82 წლის ასაკში უარი თქვა ტახტზე საკუთარი ვაჟის, სტეფანე პირველგვირგვინოსნის სასარგებლოდ,
თავად ბერად შედგა სიმეონის
სახელით და დაემკვიდრა მონასტერში. მალე თავის შვილთან, წმიდა საბასთან ერთად დამკვიდრდა ათონის მთაზე მის
მიერ დაარსებულ ქილენდარის მონასტერში, სადაც 1200 წელს გარდაიცვალა.
კანონიზებულია
სერბული ეკლესიის მიერ, როგორც „სიმეონ მირონმდინარე“, რადგამ მისი წმიდა ნაწილებიდან
მოედინებოდა მირონი - ხსენება 13 (26) თებერვალს.
წმიდა საბამ
მამის წმიდა ნაწილები გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ გადაასვენა სერბეთში, „სტუდენიცას“
მონასტერში. ეს ტაძარი და მონასტერი სტეფანეს
საერო მმართველობის ჟამს ჰქონდა აგებული და
გამშვენებული. როდესაც წმიდა საბას მამის ნეშტი სამშობლოში გადაჰქონდა იქ თავადთა მტრობის
დასაცხრობად, ქილენდარის ბერები ცხარე ცრემლით ტიროდნენ მოსალოდნელი დანაკარგის გამო.
წმიდა სიმეონი ძილში გამოეცხადა მონასტრის იღუმენს და ამცნო, რომ მის ნეშტს მშობელი
მიწა ითხოვდა, ხოლო ჰილანდარის საძმოს სანუგეშოდ დაცარიელებული სამაროვნიდან ამოეზრდებოდა
ვაზი და მანამ, სანამ იმსხმოიარებდა, წმიდა მამის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდებოდა ქილენდარს.
მას შემდეგ 800 წელზე მეტია მსხმოიარობს ვაზი ქილენდარში. |