საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა სტეფანე I, უნგრეთის ღვთივკურთხეული მეფე
georoyal.ge

დღეს - 25 დეკემბერს უნგრეთში არის უდიდესი დღესასწაული - უნგრეთის წმიდა მეფის - იშტვანის (სტეფანეს) კორონაციის დღე, იმავე დროს - უნგრეთის გაქრისტიანების თარიღი. წმიდა იშტვანი იყო უნგრეთის პირველი მეფე. მას 1000 წელს ესტერგომში გვირგვინი დაადგა რომის პაპის წარმომადგენელმა. ქანდაკებაზე, რომელიც წარმოდგენილია პირველ სურათზე,  სწორედ ეს მომენტია ასახული.

 2000 წლის 20 აგვისტოს (2 სექტემბერს) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა წმიდანთა რიგებში ჩარიცხა უნგრეთის მეფე. ის ყველაზე დიდი პატივით მოსილი წმიდანია უნგრელ წმიდანთა შორის - მისმა პიროვნებამ საკვანძო როლი შეასრულა უნგრეთში ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებაში.

წმიდა სტეფანეს მამამ, თავადმა გეზამ, წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლასთან ერთად სცადა ქრისტიანობის მთელ ხალხში გავრცელება, მაგრამ ეს ვერ შეძლო სრულყოფილად; თუმცა ქრისტიანობა მიიღო მისმა ყველა მხედართმთავარმა.

ქრისტიანობის გავრცელებას ის ძალადობითაც ცდილობდა, რაც არ სათნოეყო უფალს და  მას ჰქონდა სასწაულებრივი გამოცხადება - უფალმა უთხრა მას: ”’შენ არ მოგეცემა იმის აღსრულების საშუალება, რაც გონებით გსურს, რადგან შენი ხელები სისხლშია გასვრილი,  მაგრამ შენ გეყოლება შვილი, ვისაც უფალი მიანდობს ყოველივეს უფლის განგებულების მიხედვით”.

ბავშვი დაიბადა 980 წელს და სამი წლის ასაკში, ნ

ათლობის შემდეგ მას გადაარქვეს წარმართული სახელი და დაარქვეს სტეფანე (უნგრულად - იშტვანი). ნათლობა ბერძნული წესით შეესრულდა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდა სტეფანემ თავის წინაშე დაისახა ამოცანა - სახელმწიფოს გაძლიერება და  უნგრეთში ქრისტიანობის გამარჯვების უზრუნველყოფა.

1000 წელს რომის პაპმა სილვესტრ II-მ მოახდინა წმიდა სტეფანეს, როგორც მეფის  კორონაცია.

რას ნიშნავდა ეს აქტი? ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მეოხებითაც უნგრეთი ჩადგა ევროპის ქრისტიან ხალხთა რიგში, აამაღლა უმაღლესი ხელისუფლების სტატუსი ქვეყანაში;  ამავე დროს, აირიდა ვასალური დაქვემდებარება როგორც რომის პაპისაგან, ისე -  რომის იმპერიის საიმპერატორო ხელისუფლებისაგან.

სტეფანემ მთელი ქვეყნის ნათელღება შეუთანადა მის გაერთიანებას: დააშოშმინა მეამბოხე თავადები, გააძლიერა სამეფო ხელისუფლება, ხოლო ქრისტიანობის გასავრცელებლად მთელი ქვეყანა 10 ეპარქიად დაჰყო.

სტეფანე ქრისტიანობის გასავრცელებლად, მამისაგან განსხვავებით, არ იყენებდა იძულებას.

ქრისტიანული ეკლესიისადმი უღრმესი პატივისცემა გამოხატული იყო მეფის მიერ გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში.

საგულისხმოა სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულების საკითხი ამ კანონების მიხედვით:

”დაე, უწყოდნენ ჩვენმა საძმოებმა, რომ ყველაზე მეტად ჩვენს შორის იღვწიან  სასულიერო პირებ

ი.  ყველა ჩვენთაგანი მხოლოდ საკუთარ ტვირთს ეწევა, ხოლო სასულიერო პირი საკუთართან ერთად - სხვის ტვირთსაც.  ამიტომაც, როგორც ის იღვწის თქვენთთვის, ისევე თქვენც უნდა იღვაწოთ მისთვის ძალის დაუშურებლად, იმდენად, რომ თუ ამის აუცილებლობა დადგება, სიცოცხლეც უნდა გაიღოთ ამ ადამიანისათვის”.

ამავე კანონებში იყო ეკლესიაში ქცევის წესები:

”ისინი, რომლებიც მოდიან ეკლესიაში საღვთო მსახურებაზე დასასწრებად და ლიტურგიის დროს ეჩურჩულებიან ერთმანეთს და ხელს უშლიან სხვებს -  საღვთო მოძღვრებათა მოსმენის ნაცვლად უსარგებლო ჭორაობით: თუ მაღალი ფენის ადამიანი იქნება, უნდა შევარცხვინოთ და სირცხვილეული გავაგდოთ ტაძრიდან, ხოლო თუ საშუალო და დაბალი ფენებიდან იქნებიან - ყველას თვალწინ უნდა გაიჯოხონ ხელფეხშეკრულნი,  მათი უსაზღვრო თავხედობისათვის”.

მეფე დიდად მოწყალების გამღები იყო: ხშირად - ფარულად და გადაცმული უცხო ტანსაცმელში; როდესაც წმიდა სტეფანე ვინმეს ავადმყოფობას იგებდა, უგზავნიდა მას პურს, ბოსტნეულს და მისი ლოცვებით ავადმყოფები გამოჯანმრთელდებოდნენ ხოლმე; მთელ დღეებს ხალხისთვის მსახურებაში ატარებდა, ხოლო ღამით - ცრემლმდინარი ლოცულობდა უფლის მიმართ. ღმერთმა არაერთხელ უჩვენა მას თავისი მხარდაჭერა - გაცხადებული ზეციური სასწაულებით. ერთხელ ძილში გააფრთხილეს მეფე პაჭანიკების მოახლოების შესახებ და მან დროულად შეძლო ქალაქ ფეხერვარის დაცვა ტრანსილვა

ნიაში და დაამარცხა მტერი.  მეორედ - უნგრეთს მოახლოებული რომის იმპერატორის, კონრადის მოლაშქრეებმა სტეფანეს ლოცვით უცნობი დესპანებისგან მიიღეს უკან დაბრუნების ბრძანება და თავდასხმა არ შედგა.

საგულისხმოა მეფე სტეფანეს ანდერძი შვილისადმი, სადაც ის მოუწოდებდა მას, რომ ყოფილიყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და ეკლესიათა ქომაგი: ”გაუძეხ სამეფოს მშვიდობიანად,  თავმდაბლობით, კრძალულებით  -  მტრობისა და სიძულვილის გარეშე! სამეფო გვირგვინის ყველაზე მშვენიერი სამკაულია კეთილი საქმეები, ამიტომაცმეფეს მოეთხოვება სამართლიანობა, გულმოწყალება, აგრეთვე სხვა ქრისტიანული სათნოებები”.

 სიკვდილის წინ წმიდა სტეფანემ ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა ღვთისმშობელს: ”ზეციურო დედოფალო,  ჩემს უკანასკნელ ლოცვებში შენს საფარველს შევავედრებ წმიდა ეკლესიას თავისი ეპისკოპოსებით და სასულიერო პირებით, ქვეყანას თავისი ხალხითა და მთავრებით და მათთან გამოთხოვებისას ჩემს სულსაც შევვედრებ შენს ხელთ!”  მეფე სთხოვდა ღვთისმშობელს,  მიეღო მისი სული მიძინების დღესასწაულზე.

ასეც მოხდა - ღირსი სტეფანე აღესრულა 1038 წლის 15 (28) აგვისტოს და დაიკრძალა ზღვა ხალხის თანდასწრებით ღვთისმშობლის მიძინების ბაზილიკის საძვალეში.

უამრავი სასწაული მოხდა იმ დღეს - ავადმყოფები იკურნებოდნენ, უსინათლოებს თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები ფიზიკურ სიმრთელეს იძენდნენ, კეთროვ

ნები იწმინდებოდნენ.

1951 წლიდან მეფე სტეფანეს წმიდა ნაწილები განისვენებენ წმიდა სტეფანეს ბაზილიკაში - ბუდაპეშტის უდიდეს ბაზილიკაში და მის გვირგვინთან ერთად ითვლება ქვეყნის უდიდეს სიწმინდედ. 2006 წლის 20 აგვისტოს მცირედი, წმიდა სტეფანეს წმიდა ნაწილთაგან, გადაეცა ბუდაპეშტის ღვთისმშობლის მიძინების მართლმადიდებელ ტაძარს ბუდაპეშტში.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq