საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმინდა მეფე თამარი (1184-1213)

"მზისა, ვარდისა, სიცოცხლისა და შვების თვეა მაისი. ამ თვესთან დაუკავშირებია ქართულ ეკლესიას ჩვენი სიქადულის და დიდების - თამარ მეფის ხსენება" (ეპისკოპოსი ლეონიდე).

თამარის მამა, შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა გიორგი III გამოირჩეოდა მაღალგონიერებითა და ძლიერი ხასიათით. იყო "ლომთა უმხნესი და არწივთა უმაღლესი." თამარის დედას, ოსთა მეფის, ხუდანის ასულ ბორდოხანს, ემოსა აუწერელი სიმშვენიერე და ამკობდა მოსიყვარულე გული - "მისებრი სძალი არა ეხილა ქართლის თემსა." თამარში კი თითქოს გამთლიანდა ღირსებანი დედისა და მამისა.

...იდგა 1178 წელი. საქართველოს სამეფო ტახტზე ღმრთის განგებულებითა და მეფე გიორგის ნებით, სწორედ რომ ქალი დაბრძანდა. მოხდა ამბავი არსმენილი, არგაგონილი. დიდად იზეიმა მეფე-ქალის გახელმწიფება ქვეყანამ. ანტონ ქუთათელმა "მშვენებით მოჭედილი" გვირგვინი დაადგა თავს, რაჭის ერისთავმა ხმალი შემოარტყა წელთ, მეფე გიორგიმ "მისცა სკიპტრა" და სხვათა დიდებულთა შეამკეს "მეფეთა სამოსელითა" თამარ "მზებრ ჭვრეტდა ყოველთა ცნობითა ბრძნადმხვედველითა." 6 წელი იმეფეს  ერთად მეფე გიორგიმ და თამარმა. მამის სიკვდილის შემდეგ ოცი წლის უმშვენიერესმა ქალწულმა მარტო დაიწყო ქვეყნის მართვა. გაიხარეს ქართველთა მტრებმა: ქალი ვერ გაართმევს თავს სამეფო საქმეებს - უშფოთველად დავეპატრონებით საქართველოსო. თავი წამოყვეს გიორგი III მიერ ფრთაშეკვეცილმა დიდებულებმა - უწინდებურად განგვადიდეო! -მოსთხოვეს მეფეს. უარი შეუთვალა - არ შეშინდა თამარი. ჯარი შეჰყარეს ამპარტავნებმა. ჯარი მოიხმო მეფემაც. მაგრამ დაენანა სისხლი დასაღვრელად. მხურვალე ლოცვით ღირსეული მანდილოსნები - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაუგზავნა შუამავლად ამბოხებულებს. გასჭრა ლოცვამ და მანდილმა...

ამის შემდგომ სამღვდელოების სრულ განახლებას შეუდგა მეფე. მსგავსად დიდი პაპის - დავით აღმაშენებლისა, მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც განაყენეს უღირსნი ეპისკოპოსნი, წარმოჩინდნენ ღირსეულნი. დაფასდა ზნეობრიობა - განმტკიცდა რწმენა.

1186 წელს დიდებულთა გადაწყვეტილებით გიორგი რუსთან აქორწინეს მეფე თამარი. პიროვნულად უღირსი აღმოჩნდა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
გიორგი რუსი. იძულებული შეიქმნა თამარი, განშორებოდა მას და მეორედ იქორწინა ოსთა ბაგრატოვან უფლისწულ დავით სოსლანთან. მუსლიმებმა არა ერთხელ სცადეს გამოლაშქრება საქართველოსკენ, მაგრამ არ ფრთხებოდა მეფე თამარი: შეკრებდა ლაშქარს, ჯვრით ხელში გაუძღვებოდა წინ, ლოცვით შეეწეოდა მათ.

1195 წელს სელჩუკები შემოიჭრნენ საქართველოში. 16 ივნისს, შამქორის ველზე, დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი.

1202 წლის 27 ივლისს კი ბასიანის სახელოვანი ომი გადაიხადა მეფემ. ბასიანში ცხენზე ამხედრებული რუმის სულთანი რუქნ ად-დინი ერთ მაღლობზე შემდგარიყო და იქიდან ხელმძღვანელობდა თავის ჯარს. მედგარი გული ჰქონდა შალვა ახალციხელს. ცხენდაცხენ აიჭრა რუქნ ად-დინის ბორცვზე. სეფე-დროშა წაართვა სულთანს და საჩრდილობელი თავზე დაამხო. ბრძოლის წინ რუქნ ად-დინს თამარისთვის მოეწერა - თუ რჯულს უარჰყოფ, ცოლად შეგირთავ, თუ არა და - ხარჭად დაგისვამო. ვიღას ახსოვდა მუქარა: სამარცხვინოდ გარბოდა დამფრთხალი რუქნ ად-დინი და ოტებული ლაშქარი ზვავივით მოსდევდა უკან.

თბილისში გამართულ აღლუმზე ქართველმა მხედრებმა თამარ დედოფლის წინ დაყარეს ნაალაფარი დროშები. "უამრავი ტყვე და სიმდიდრე იგდეს ხელთ ქართველებმა. სულთნის ერთ-ერთი დიდებული, რომელიც მიიყვანეს თამარ მეფესთან, უეცრად დაეცა ძირს ენაჩავარდნილი და იღვლარჭნოდა გუელივით." გაიყვანეს გარეთ, მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო, ხოლო მან თქვა: "რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩვენ ზედა და ახლაც შევშინდი მის დანახვაზეო." ხოლო ჟამსა მას ხატი მთავარანგელოზის მიქაელისა ეკიდა თამარის ტახტის ზემოთ" (თეა პაიჭაძე).

გამარჯვებებმა უფრო ღვთისმოსავი გახადა თამარი. დღისით იგი განაგებდა სამეფო საქმეებს, ღამით კი ლოცულობდა ან ხელსაქმობდა. თავის ნაკერ-ნაქსოვს გლახაკებს ურიგებდა და მადლობას სწირავდა უფალს. ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ მეფეს ჩაეძინა და ძილთაშორისი იხილა: მდიდრულად გაწყობილ სახლში თვალმარგალიტით შემკული ოქროს ტახტი იდგა. თამარი გაემართა მისკენ დასაბრძანებლად, მაგრამ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა: "შე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნი არ არის საჯდომელი ისი". გაოცებულმა თამარმა იკითხა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომელი?" ხოლო ნათლით შემოსილმა კაცმა მიუგო: საჯდომელი იგი შენი "მოჯალაბისა არს," რადგან მან თორმეტ მღვდელს სამოსი შეუკერაო და თამარს სხვა, ნაკლებ ბრწყინვალე ადგილზე მიუთითა, გამოღვიძებულმა თამარმა თავისი ხელით დაიწყო რთვა-ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა. ისტორიამ ერთი ასეთი ამბავიც შემოგვინახა. ერთხელ თურმე თამარი სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ლალებს ამაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, როცა ამცნეს: მონასტრის კოშკის კართან მდგომი დედაკაცი წყალობას ითხოვსო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს, თუმცა, როცა პალატიდან გაბრძანდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვეს. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს. მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა - სამეფო სარტყელი და ღვთისმშობლის ხატს შესწირა. "თამარი საეკლესიო ლოცვებს და წესებს დაუკლებლივ აღასრულებდა ვრცელ ტიბიკონზე სახლის ეკლესიის მწუხრზე, ცისკარზე და წირვას არაოდეს არ დააკლდებოდა." თითქოს მხეცებიც გრძნობდნენ თამარის სათნოებას: "შამახიის მბრძანებელს თამარისათვის ლომის ბოკვერი მიუძღვნია. ლომი საშინელი გაიზარდა. ახლოს არავის იკარებდა. მაგრამ როდესაც დარბაზში შემოიყვანდნენ, ლომი მიიწევდა თამარისკენ. იგი ხელს კიდებდა და უბეში თავს უყოფდა. ლომი იდგა მშვიდად თამარის ხელ ქვეშ და არა რა მხეცებრივ ნასაღი მან ვერ გამოიჩინა."

ბრძოლებში წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს როდი მიაწერდა მეფე. ბედნიერი გამარჯვებების შემდგომ ეკლესია-მონასტრებს აშენებდა წმინდანთა სახელზე. თამარმა არა ერთი ტაძარი ააგებინა არა მარტო საქართველოში, არამედ დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთს, სადაც დღესაც საკუთარ მეფედ მიაჩნიათ იგი. საინგილოსა თუ აჭარაში დღესაც არის შემორჩენილი თამარის დროის ხიდები... და დღესაც ჩეჩნეთში ყველა ლამაზ ყვავილს თამარი ჰქვია.

თამარის ეპოქისეული შემოქმედება ბექა და ბეშქენ ოპიზრებისა ნებისმიერ საუკუნეში აღაფრთოვანებდა მნახველს. თამარის დროს უფრო აყვავდ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა მწერლობა და მეცნიერება, წარმოჩნდნენ: რუსთველი, შავთელი, ჩახრუხაძე. თამარის დროის მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო კაცის სიკვდილით დასჯა ან დამახინჯება, მისი მეფობის ხანაში კი "არცა ვის ღირსსა სიკვდილისასა... მიეხადა თანანადები, არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკვეთილ იქმნა."

"მისი, ვითარცა მანათობელი დედოფლისა, მხოლოდღა თამარის ქება ამოდიოდა ქართველთა პირიდან" - შენიშნავს მემატიანე. თამარ დედოფლის მიმართ უსაზღვრო სიყვარული ქართველმა ერმა არაერთ ქართულ ლექსსა თუ თქმულებაში გამოხატა. "თამარ ქალო, ქვეყნის თვალოო?" - ასე უმღერენ მას დღესაც კახელი ვაჟკაცები. "ყველაზე კარგო თამარ დედოფალო ("ჩიდმან ჩენე თაიამარა") - ესიყვარულებიან სვანები თამარ მშვიდმნათობერს. მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობისას აქაურებმა ერთი ლეგენდა მიამბეს: მომავალი დედოფალი ბიძასთან ერთად ასპინძა-ახალციხის მხარეს სწვევია. დამხვდურებს ცხენი ჩამოურთმევიათ და ძველი თოკით საბძელზე მიუბამთ. აუწყვეტია ცხენს ძველი თოკი, გაქცეულა და ერთ ალაგას იდუმალად დამალულა. თამარი კი თურმე თავის ცხენს ამაოდ დაეძებდა ვარძიაში. თამარის სტუმრობის აღსანიშნავად ასპინძიდან ახალციხისაკენ მიმავალ გზაზე შეხვდებით სოფლებს: ძველი, თოკი, აწყვიტა, ქუნცა (დაქუცმაცებული თოკი), იდუმალა და დამალულა, რაც სემანტიკურად გადმოგვცემს ამ ლეგენდას.

ჯერ ისევ ახალგაზრდა უკურნებელი სენით დაავადდა მეფე. ვერარა უშველეს ყოველი კუთხიდან გარს მოხვეულმა მკურნალებმა. ქართული წყაროების მიხედვით, მამა-პაპათა საძვალეს, გელათს დაკრძალეს თამარის ნეშტი. მეორე ვერსიით - ლაშა-გიორგიმ დედის ცხედარი იერუსალიმს წაასვენა. სვანები უშგულში ეძებენ თამარის საფლავს, ლეგენდა კი გვეუბნება: ცხრა ოქროს კუბო გავიდაო მაშინ სამეფო სასახლიდან და მეკუბოვეების მეტმა არავინ იცოდა, რომელში ესვენა დიდებული მეფე.

მართმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და თამარობას პირველ (14) მაისს ვზეიმობთ. წმინდა მეფე თამარის ხსენებას აღვნიშნავთ აგრეთვე მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს.

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ბონიფანტე (+290); მართალი აგლაიდა
19 (1.01) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ბონიფანტესა (+290) და მართალი აგლაიდას ხსენების დღე
ღირსი დანიელ აღმსარებელი (X)
17 (30) დეკემბერს აღინიშნება ღირსი დანიელ აღმსარებლის (X) ხსენების დღე.
gaq