|
|
ჰუმბოლდტი ჩვენი სიამაყის გამოვლენაცაა. მაშინ, როდესაც რუსი „ერთმორწმუნე მღვდელმსახურები“ ქართულს „ძაღლების ენას“ უწოდებდნენ, როდესაც უძველეს ქართულ ეკლესიაში ქართული წირვა-ლოცვა იკრძალებოდა და დანაშაულად ითვლებოდა, დიდი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტი ქართული ენის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობდა.
|
|
"ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ ქართული ენის შეუსწავლებლად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება” - ამბობდა დიდი მეცნიერი ნიკო მარი.
|
|
წმინდა ეფთვიმეს გამოჯანმრთელებისა და დალოცვის ფაქტში შეუძლებელია კაცმა არ დაინახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყურადღება ქართველებისადმი. ყოვლადწმინდა ქართულად ესაუბრა მომავალ მნათობს ქართველებისა, დალოცა და ქართული ენის კარგად ფლობა მიჰმადლა. წმინდა ეფთვიმემაც ბევრი იზრუნა და ქართული სასულიერო ბიბლიოთეკა, ქართული ეკლესია და ზოგადად ქართული კულტურა 50-ზე მეტი ნათარგმნი (ასევე ორიგინალური) ნაწარმოებით გაამდიდრა.
|
|
იოანე-ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა.
|
|
"ქართველები, ალბათ, ვერც კი ამჩნევთ ამას. არც ერთი თქვენი ისტორიული მეზობლის, არც სხვა, თქვენგან მოშორებით მცხოვრებ ხალხთა ალფაბეტის გავლენა არ ატყვია მას".
|
|
ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ცნობა, რომელიც მომდევნო თაობების ქართველთა შორის, თითქმის 700 წლის განმავლობაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა, ჩვენი საუკუნის არცერთ მკვლევარს – ისტორიკოსს თუ ფილოლოგს – არ გაუზიარებია. ამ ცნობას უარჰყოფენ ან გვერდს უვლიან, ხანაც ანბანის წარმოშობის საკუთარი კონცეფციის მიხედვით, სავსებით სუბიექტურად განმარტავენ, რამაც არ შეიძლება იმ დასკვნამდე არ მიგვიყვანოს, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც სრულებით არ ესადაგება ანბანის მკვლევართა თვალთახედვას, მათი კვლევა-ძიების მიმართულებასა და საზრისს.
|
|
ნ. მარის სიტყვითაც, XIX საუკუნემდე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართული ენა იყო კავკასიის ხალხებისათვის ერთაშორისი ურთიერთობის ენა. ქართული ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დაღესტნელი დიდოელები და ჭარ-ბელაქნელი (აზერბაიჯანელი) ლეკები, ქართული ენა იცოდნენ ჩეჩენი და ადიღეველი ხალხების დიდებულებმა, საქართველოში მცხოვრებმა მუსულმანების შესაბამისმა ფენებმა.
|
|
"ლინგვისტური სირთულის მიხედვით, ქართულ ენას მსოფლიოს მერვე საოცრებად თვლიან"...
|
|
ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წინაპრები დაახლოებით 15 000 წლის წინ, შესაძლოა, ერთ საერთო ენაზე საუბრობდნენ და ისინი თანამედროვე კავკასიის, უფრო კონკრეტულად კი, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ - მიიჩნევენ ახალი კვლევის ავტორები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ჟურნალ "Proceedings of the National Academy of Sciences"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
|
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
|
|