|
|
ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).
|
|
იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში „აბდულმესიანი“, კარგად ჩანს ქართული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები. დღეს გავიხსენოთ ამ შესანიშნავი ჰიმნის პატარა ნაწყვეტი, სადაც გადმოცემულია ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა იესიანობისა და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობის ცოდნა.
|
|
3 (ახალი სტილით 16) ივლისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის გიორგი ღმერთშემოსილის (დაყუდებული / შეყენებული / შავმთელი) ხსენების დღეს.
|
|
სამეფო კლუბი და georoyal.ge გილოცავთ ახალ წელს, და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ოჯახებში სიმშვიდეს, ხვავსა და ბარაქას, გამრავლებას და მტერზე გამარჯვებას - ოკუპირებული მიწების დაბრუნებას!
ღმერთმა ხელი მოგვიმართოს 2016 წელს და საერთოდ მომავალში ქართველებს!
|
|
ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართული ენის ლაზარეობა, ბაგრატიონების დავითიანობა და უფლის კვართის საქართველოში დავანება, არის ის ძველი ქვაკუთხედები ეროვნული იდეოლოგიისა, რომლის საფუძველზეც ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას.
|
|
მართალი ლაზარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტიანობაში,
|
|
საქართველო რომ გაიგო, მხოლოდ მისი ისტორიის შესწავლა არ არის საკმარისი, თუმცა აუცილებელია. საჭიროა, ვიცოდეთ როგორ განიცდიდნენ სამშობლოს მისი შვილები, რომლებსაც განცდის სიტყვიერად, კალმით გადმოცემაც შეეძლოთ, მოკლედ, ლაკონურად, დამუხტული, მრავალგვარად დატვირთული სიტყვებით – დიდოსტატურად. თანაც, თუ მათი განცდა ნასაზრდოები იყო შინაგანი ჭვრეტით, წარსულის სურათების გამოცხადებით მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად…
|
|
მესიანისტური იდეოლოგია თითქმის ყველა ქრისტიანულ ერს აქვს. მესია ნიშნავს მხსნელს და არა დამპყრობელს. მესიანისტურ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო არც გერმანულ ნაციზმთან, რომელიც ნორდიული რასის განსაკუთრებულობას ქადაგებდა, არც რუსულ ბოლშევიზმთან, რომელი იდეოლოგიის მიხედვით რუსი მუშა უნდა გამხდარიყო მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერი (ლენინი). არც დღევანდელ რუსულ იდეოლოგიასთან, რომელიც „დასავლური ცივილიზაციის დამღუპველობის“ მომიზეზებით, სხვა ერებს თავის ლიდერობას სთავაზობს ნაძალადევად, როცა თვითონ ტაქტი და ადამიანური კულტურა, საერთოდ გონიერება, აკლია.
|
|
არავითარი მიზეზი არა გვაქვს არ ვენდოთ სუმბატ დავითის ძეს. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ზემოთ მოყვანილ ჩვენს გამოკვლევას მნიშვნელოვან მოვლენათა შორის 14 თაობის შესახებ, რომელიც საკრალურად ამტკიცებს გვარამის და მის შთამომავალთა დავითიანობასა და ქალდეველობას.
|
|