საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ბერძენი ბერის წინასწარმეტყველება მომავალი მართლმადიდებელი იმპერატორის შესახებ
ძალიან საინტერესოა, რომ მამა კირილემ ნაშრომი დაასრულა იმ ხანებში, როცა საბერძნეთმა წარმატებებს მოაღწია ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში. მაგრამ, იოანეს გამოცხადების მკვლევარისათვის უეჭველ ჭეშმარიტებად დარჩა, რომ მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ „პატარა საქართველო“ იქნება.
საქართველო - ჯვარცმა ქრისტესთვის
საქართველოს ისტორიაში ღვთისათვის თავდადება მოყვასისათვის თავდადებას ენაცვლება. ჩვენი ერის ისტორია მუდმივი გამოსახვაა ჯვრისა. ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი თითქოს ჯვრის ორივე ძელს ადუღაბებს. ეს არის ჯვარცმა და, ამავე დროს, მოწმობა ჯვარზე.
დედა ღვთისმშობლის წილრგებული საქართველო
დედა ღვთისმშობელი მეოხებას არ აკლებს თავის სამწყსოს - ამა სოფლის ყველაზე მძაფრ ქარტეხილებში იგი მხსნელად ევლინება და არიდებს ყოველგვარ განსაცდელს; ისტორიის გადამწყვეტ პერიოდებში მამულის, ენისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად მფარველობს ჩვენს სამშობლოს.
ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები (მამული, ენა, სარწმუნოება + ერი, გვარი, ოჯახი)
ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).
1 2 3

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq