საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„კეთილი ამბების სამყარო“
ლელა ჩხარტიშვილი


„სად არიან შვილები, შვილები სად არიან?“

პოეტი ბესიკ ხარანაული ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მოვლენებით გამოწვეულ დიდ ტკივილსა და გულისმომკვლელ სევდას თავის სტრიქონებში ატევს,  ერის მომავლის უპერსპექტივობაზე  ფიქრით  დამძიმებული  მისი  ლირიკული გმირი მუნკის ნახატის მარტოსული პერსონაჟივით სასოწარმკვეთად  გაჰკივის:

„საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,

სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.“

საშინელი და მოულოდნელ იმეტაფორაა: „საქართველოაქროლდა“, ესე იგი, გაქრა, გაილია. პოეტი ამის უკეთესად წარმოსაჩენად მიმართავს შედარებას: ისე აქროლდა, როგორც ფოთლებში ქარი. კრიტიკოსი მაიაჯალიაშვილის სიტყვებით: „საქართველოს გაქრობა ძალიან მოულოდნელი სახეა. ქართულ ლიტერატურაში ბევრია ისეთი ნაწარმოები, რომლებშიც საუბარია ერის გადაგვარებაზე, ზნეობის დაცემაზე, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაზე, მცირედ მორწმუნეობასა და სხვა ათასგვარ უკეთურებაზე, მაგრამ იშვიათია ნაწარმოები, რომელშიც საუბარი იყოს იმაზე, რომ საქართველომ ვერ გაუძლო ამდენ რყევას და დაიღუპა, დასამარდა, გაქრა. გავიხსენოთ მთელიმ ეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა – თავისი იმედითა და უიმედობით. „არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს,“ – წერს აკაკი.

ბესიკ ხარანაულის ლირიკული გმირი კი  ამგვარ ახსნას უძებნის შექმნილ ვითარებას: „ეშმა ერქვა სახელად, ვინც მე ხელი დამრია“. ეშმაკი დათარეშობს, წუთისოფლის თავადი, რომელმაც იმხელა ძალაუფლება მოიპოვა, რომ სიკეთე და სიყვარული დათრგუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას რწმენა მოაკლდა,  ადამიანს ღონე გამოეცალა  ცოდვასთან საბრძოლველად: „ჩაცვივდნენ ცოდვის მორევსა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა”, – როგორც გურამიშვილი იტყოდა („დავითიანი“). თითქოს ეს მადლი აღარ  არის  ქვეყანაზე, თითქოს ღმერთმაც აიღო ხელი ადამიანის შემწეობაზე.

წმინდა მამები წერენ, რომ ბოლო ჟამს სიყვარული განქარდება, გაცვდება, გაცამტვერდება.  მოვა ბნელი დრო, რომელიც მოკლავს სიყვარულს. სიყვარულისგან დაცლილი სამყარო კი არარაობაა.

„საქართველოს აქროლება“ ტრამვულ მდგომარეობას წარმოაჩენს. ეს ტკივილიანი სტრიქონებიც  ამ უიმედო მდგომარეობიდან  ხსნის გზის ძებნით გაწამებული  პოეტის  გულის  გამოძახილია. ეს ტკივილი პოეზიის განზომილებაში ესთეტიკურ ღირებულადაა  ქცეული, რომელმაც მკითხველში  კათარზისი უნდა გამოიწვიოს.

ჩვენ გვჯერა, რომ „საქართველო ქარია“ მხოლოდ მხატვრული სამყაროს მეტაფორაა და ის რეალობად არასოდეს იქცევა.

ამაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ის მოვლენები, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება ხოლმე ხანდახან და რომელთაც ხელეწიფებათ ჩვენი გაყინული გულების მოლბობა, ჩვენი მთვლემარე არსების გამოფხიზლება.

 

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?“ (ილია)

ყველას გვახსოვს, 2015 წლის 13 ივნისს თბილისში (ვერეს ხეობაში)  მომხდარი ტრაგედია.  დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ასობით მოხალისის გამოჩენამ როგორი აქტუალური გახად ასოლიდარობის მნიშვნელობა. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ინფორმაცია, თუ როგორ რიცხავდნენ სკოლის მოსწავლეები ექსკურსიებისთვის, გამოსაშვები საღამოებისთვის გადადებულ თანხას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. საზოგადოების ნაწილისთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდა  ახალი თაობის ასეთი რეაქცია, მათი ერთობა და სოლიდარობა. ყველას გვახსოვს, როგორი  თანადგომა  გამოიჩინეს მათ, და როგორ მუშაობდნენ ნიჩბებით,  ყველაფერს აკეთებდნენ, რომ  როგორმე   მოეწესრიგებინათ,   რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო.  სამაგალითო იყო ახალგაზრდების   ასეთი ერ

თობა და მიზანსწრაფულობა, თავისუფლების ჟინი,  თანადგომის საოცარი  უნარი.  წყალდიდობის შემდეგ ახალგაზრდების კონსოლიდაცია ისტორიულ მომენტად იქცა. სტიქიური უბედურების მეორე დღეს მრავალი ახალგაზრდა მოხალისედ გამოვიდა და მაშველებთან ერთად ქალაქის დასუფთავებისა და დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო. მათი წყალობით გმირთა მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა.

შვილები, ტრადიციულად, მომავლის სიმბოლოა. მათი დეგრადირება  ერის დაღუპვის მომასწავებელია.  ილია ჭავჭავაძე ლექსში „ჩემო კარგო ქვეყანავ“ მთელ იმედს სწორედ მომავალ თაობაზე ამყარებს და არც თუ უსაფუძვლოდ:

„წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ, ნაზარდნი, გულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?“

 

ტრაგედიის კათარზისი.

ყველას გვახსოვს უმძიმესი კადრი, რომელიც დიდ დიღომში (გაზის აფეთქების შედეგად) დატრიალებული ტრაგედიის ყველაზე შემზარავ სიმბოლურ ფოტოდ იქცა.  ამ ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც მომაკვდავი ბავშვი უპყრია ხელთ და მის გულისცემას აყურადებს. ამ ფოტოს გადამღები, გიორგი  ჟამერაშვილი  ტრაგედიის ღამეს, სტუმრად ყოფილა   მეზობელ კორპუსში. ხმაურის გაგონებაზე უმალვე დასახმარებლად გამოეშურა ტრაგედიის ადგილზე. ეს კადრი სწორედ მან გადაიღო. ფოტოობიექტივს ჯერ ვერ  მოჰკიდა ხელი, სანამ არ გაირკვა, რომ ბავშვს გული უცემდა. სავარაუდოდ პულსი არ ისინჯებოდა და  მამაკაცი, რომელსაც ბავშვი ეპყრა ხელთ, სუნთქვას უმოწმებდა მას. იმ მომენტში თქვა, რომ სუნთქავსო. ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: გადარჩა თუ არა ბავშვი?  მეორე დღეს  გაირკვა,  რომ  ბავშვის მშველელი შემთხვევის ადგილზე მეზობელთან სტუმრად მყოფი ექიმი, ტოლიკ კვიციანი  აღმოჩნდა.    როგორც თვითმხილველები ჰყვებიან,  მან პატარა გოგონას  გული აუმუშავა. საჯაროდ ამ ღამის გახსენება არ შეუძლია. 3 წლის პატარას ამბავი, როგორც მთელი ქვეყნისთვის მისთვისაც მთავარ ფიქრად რჩებოდა. ბავშვი  გადარჩა, საავადმყოფოში დააწვინეს.  თუმცა აფეთქებამ მისი ტყუპისცალი ძმა, ნიკო და დედა შეიწირა.

დიდ დიღომში, ავთანდილის  ქუჩის 8 ნომერში მომხდარმა   ტრაგედიამ სამეზობლო გააერთიანა  და მთელი უბანი ერთ მუშტად შეკრა. დღის განმავლობაში მათთვის და ყველა დაზარებულისთვის უცნობ ადამიანებს საჭმელი და საჭირო ნივთები მოჰქონდათ.

სასტუმროების მეპატრონეებმა კეთილი ნებით შეიფარეს დაზარალებულები.

სოციალურ ქსელში ტრაგედიის ღამეს დიდი დიღმის მოსახლეობამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალებულებს დახმარების ხელს, ღამის გასათევს, საჭმელს, საჭიროების შემთხვევაში, სისხლს და მანქანით მომსახურებას სთავაზობდა.

დაზარალებულთათვის დახმარების მსურველთა სია უსასრულო იყო.

ფეისბუქი აჭრელდა ათასგვარი განცხადებებით, რომელთა მიზანი ერთი იყო: ადამიანთა დახმარება, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ!

„მზად ვართ დაგეხმაროთ, თუ რაიმეში დაგჭირდეთ ჩვენი დახმარება ან ღამის გათევა. ახლოს ვცხოვრობთ. თუკი ვინმეს ჭირდება ღამის გასათევი, მეც თქვენს გვერდით ვარ.“

„შემიძლია ბინა დაგითმოთ და საჭმლითაც და ტანსაცმლითაც მოგამარაგებთ. შემიძლია შევიფარო ორი ადამიანი.“

„მეგობრებო, ვინც ხართ ღამით ბავშვებით და ვერსად ვერ მიდიხართ, თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ, კაფე  „აპეტიტოში“ შეგიძლიათ მობრძანდეთ. შემოგთავაზებთ:   ყავას, ჩაის, საჭმელს და რითიც შევძლებთ თქვენს გვერდით ვიქნებით. რა თქმა უნდა,  სრულიად უსასყიდლოდ.“

„თუ პატარები შეშინებულები არიან, ვერ ამშვიდებთ, არ ვკეტავთ მაღაზიას, მოიყვანეთ, ბუშტებს

ვაჩუქებთ. გავართობთ, სათამაშოებს მივცემთ. ტკბილეულს, რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი სტრესიდან გამოსაყვანად. შემდეგ, მშვიდად დაძინება რომ შეძლონ. თქვენს გვერდით ვართ“, - წერდა ჯგუფში უბნის ერთ-ერთი მაღაზიის წარმომადგენელი.

„თუ იცით დაზარალებულები, ვისაც ღამით წასასვლელი არსად აქვს, შემიძლია ვუმასპინძლო დაახლოებით 7-8 ადამიანს, შემიძლია ტრანსპორტით უზრუნველყოფაც.“

„ვისაც ღამის გასათევი სჭირდება, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში მდებარე სასტუმროს ხუთი ოთახი მზად მაქვს. უფასოდ მივიღებ 15 ადამიანს.“

„შემიძლია შემოგთავაზოთ სისხლი, რეზუს  უარყოფითი მაქვს, მესამე ჯგუფის. შედარებით დეფიციტურია, როგორც ვიცი.“

„კორპუსთან ვარ, პირველადი დახმარების ყუთით და წყლით, ვინმეს თუ რაიმე დახმარება გჭირდებათ, შემეხმიანეთ. არც დასარჩენია პრობლემა და არც  არაფერი.“

„შემიძლია ბავშვის დატოვება. ჩემს პატარასთან ერთად მოვუვლი.  ძიძობას გავუწევ ჩემივე სახლში.“

„ჩემო სიყვარულის უბნელებო, თუ ვინმემ იცით, რომ დაზარალებულებს სჭირდებათ ჩვენი სასწრაფო დახმარება, მზად ვართ.“

ასეთ განცხადებებს ბოლო არ უჩანდა. ფაქტი ერთია, იმ ღამით დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას გულები შეძრა, მთელი უბანი გააერთიანა. თანაგრძნობასთან ერთად ადამიანები ამბობდნენ, რომ დაუცველობის და შიშის განცდამ ტრაგედიის თანამონაწილედ აქცია.

 

"ხორუმი ქართული ცეკვაა"

გურამ დოჩანაშვილის გენიალური პიესა: "ხორუმი ქართული ცეკვაა"  მოგვითხრობს საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის და სოციოლოგის დანახულ საქართველოზე. ქართველი ახალგაზრდა მამაკაცის ხუთწლიანი ემიგრანტობა სრულდება. უკან, სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს და თან მოჰყავს თავისი მეგობარი სოციოლოგი, რათა მისი დახმარებით, უკეთ გაიაზროს და დაინახოს ქართული კულტურა, საზოგადოება, სოციუმი მთელი თავისი ავ-კარგით. წიგნის სიუჟეტი ერთ პატარა, ტრადიციულ ქართულ სოფელში ვითარდება, სადაც სხვადასხვა პროფესიის, საქმიანობის, ასაკის, ხასიათისა თუ შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ, თითქოს მთელ საქართველოს ერთად, ერთ სოფელში მოუყრია თავი. მათი  ქცევები, საუბრები  ქართულ ხასიათს კარგად წარმოაჩენს, დოჩანაშვილისეული დახვეწილი იუმორით.

ამ ნაწარმოებიდან მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. ამ ხალხის ფსიქოლოგიის  შეცნობის მიზნით სოციოლოგი გაითამაშებს სცენას, რომ ვითომ ის ერთი დაჩაჩანაკებული და უპატრონოდ დარჩენილი მოხუცია, რომელმაც დაკარგა ყველაფერი: სახლ-კარი, ქონება.      შვილიც მოუკვდა.

დიდძალი ვალების გადაუხდელობის გამო კი საპყრობილეში მიჰყავს ჩაფარს და გზად ამ სოფლად შემოივლის. სოფლის მკვიდრთ ეს სურათი ელდას სცემს: - ასეთი რა გაგჭირვებია ძია კაცო,  ჩაფარი რომ მოგდევს.? - შეეკითხებიან ამ თავზარდამცემი სურათით აღელვებულნი. თან დამშეულ და  ილაჯგაწყვეტილ მოხუცს გულუხვად სთავაზობენ  საკვებს: „ - თქვენ ნუ შეწუხდებით ბატონო, ნუ დაიხრებით,  ჩვენ მოგაწვდით საჭმელს. - კაცო, კი ნუ მიაჩერდებით პირში, არ შეეუხერხულოს ჭამა,  გაიხედ-გამოიხედეთ. - ამდენი რად მინდა, ორი ლუკმა მთელ დღეს მყოფნის. - მაშინ საგზლად  გაგატანთ  ბატონო და თუ სადმე დაიღლებით, ცოტათი შეისველებთ მაინც პირს. რა შეწუხებაა ბატონო, გაჭირვებულ კაცს ორი ღერი ლუკმა-პურით რომ შეეშველო, შეწუხებაა ეს?  - ახლავე მოგართმევთ ყველაფერს. - თხილი თუ გიყვართ? -  აგერ ბატონო. - სად მაქვს მაგისი კბილები?  - ჩვენ  თვითონ დაგიმტვრევთ და ისე მოგართმევთ. - ამდენს როგორ ვზიდავ მე? - დააწყეთ, აგერ ურიკაზე ბატონო, თქვენც დაეყრდნობით. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. სულაც თქვენი იყოს ეს ურიკა. - თავდაღმართში როგორ შევაკავო? -  მე წავიყვან ერასტი ბიძია. მაინც რა მაქვს საქმე მეტი?. -  კარგი ხარ სერგია.  - კი,  მაგრამ ბოდიშს ვიხდი არაოფიციალური ცნობისწადილისთვის, მაგრამ რა გაგჭირვებიათ ასეთი,  ა

მ უჯიშოს ხელში რომ ჩავარდნილხართ?  - მე განათლებით ინჟინერი ვარ. ორი ქარხანა მებარა ნავსადგურში. შემოსავალი დიდი მქონდა. მერე დავბერდი. ვეღარ ვშრომობდი. დანაზოგი ფული ჩემმა ბიჭმა ბანქოში წააგო. ვალი დავიდე, ვერ გავისტუმრე. ვიფიქრე, სახლ-კარს გავყიდი-მეთქი და... - დაგეწვათ სახლ-კარი ხომ?. - დამეწვა სახლ-კარი,  ვალი ვეღარ გავისტუმრე და ახლა მივყვები ამ ჩაფარს საპყრობილეში. - კი, მაგრამ,  სულ აღარ არის სამართალი ამ ქვეყანაზე? ბერიკაცს საპყრობილეში არავის  გავატანთ.  ამოდენა სოფელი ას მანეთს ნუთუ  ვეღარ შევაგროვებთ?  - როგორ ვერ შევაგროვებთ. ნივთებითაც რომ ჩავაბაროთ, არ დაგვყაბულდებიან?  ხოდა მასე თუა, ეს ჩემი ბოხოხი თხუთმეტი მანეთი ღირს ნაღდი ფული. -  ბატონო,  მე აგერ ცოტაოდენი ფულ მქონდა მოგროვებული. - მეც  აგერ მაქვს ჯიბეში ტკიცინა თუმნიანი. - მშვიდად, ძმებო, მე სახლში ორი ფუთა სიმინდის ფქვილი მაქვს, წავიღებ ქალაქში, გავყიდი და ფულს მოგართმევთ სუყველას. - ნადირი  ტყეში  აღარ არის ბატონო და აგერ ა ამ მშვენიერ თოფს თქვენ გიძღვნით. -  თქვენ გენაცვალეთ,  ტანსაცმელი, ნივთები, ვისაც რა შეგვიძლია, აგერ ვართ ბატონო.   ჩვენ თუ მოვინდომეთ, გაუჩინარს გავაჩენთ. - დიდი მადლობა შვილებო,   მაგრამ თქვენ ერთი რამ არ იცით, ბაბუებო. მე აქაური არა ვარ და ჩემს წინაპრებს  თქვენთვის ბევრი ცუდი გაუკეთებია ისტორიულად.  - მერე რა ჩემო ბატონო, რა უჭირს მერე. რა მოხდა? თქვენ  ხომ არაფერი დაგიშავებიათ და  გინდაც  დაგეშავებინათ,  ბოლოს და ბოლოს რა მოხდა მერე?  ადამიანი ხართ თქვენ, ადამიანები ვართ ჩვენც და ადამიანმა  რომ ადამიანს ხელი გაუწოდოს გაჭირვებაში, რას ხედავთ ამაში შეუძლებელს? - ხედავთ,  რა გულდათუთქულმა თქვა, დამნაშავეები ვართო. დარჩი ბაბუა ჩვენთან. ხელის გულზე გატარებთ. შენი ჭირიმე.“

ასეთი თანადგომის გამოხატვის მერე სოციოლოგს ძალაუნებურად აღმოხდება: „ სწორი ყოფილხარ გოგი. ბოროტები კი არა, ესენი ყოფილან, თუ ყოფილან ხალხი.  - ახლაც არ შეგვისვამთ ბატონო ორ ჭიქა ღვინოს? -  თქვენისთანა ხალხთან ორ  ჭიქას კი არა,  შხამსაც სიამოვნებით დავლევ.“

პიესა მთავრდება ჩვენი დიდებული   ისტორიული წარსულის შეხსენებით:

„სულ ასე კურდღლებივით კი არ გავრბოდით ქართველები, ძველ დროში  გლეხკაცს  კიდევ ერთი, ყველაზე უფრო  გმირული სახელი:  „ქუდზე კაცი ერქვა“. სწორედ ესაა ის უცნობი გლეხი, საქართველო ხმლითა და ნამგლით რომ მოგვიტანა და დაჩეხილი, ჭრილობებზე წარბშეკრული  რომ იყრიდა აღზევნის მარილს, -   სწორედ ესაა.  ბევრი რომ იყო,  ხალხი ერქვა, ქართველი ხალხი.  და ღონიერი ქედით აქამდე გვიზიდნია პატარა, მაგრამ  მძიმე ქვეყანა - საქართველო. რომლის წარსული ცნობილი გმირებით და არანაკლებ ცნობილი მოღალატეებითაა სავსე. მაგრამ  ესაა ქვეყანა, რომელსაც  უერთგულესი  ხალხი ჰყავდა და რა კარგი სანახავები ვიყავით, ჩემო ბატონო,  ერთად.

მაგრამ  რაღაც გვინდა კიდევ. რაღაც გვაკლია. ჩვენ მაინც რაღაცა გვაქვს,  ჩვენ ჩვენი, რაღაცა კარგი.  გაგვაგებინა ნეტავი, რანი ვართ?“

ეს რაღაც ჩვენი და კარგი, რაც გამოგვარჩევს  არის, სწორედ, გაჭირვებაში ერთად დგომის  ნიჭი და უნარი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ   საქართველო „ქარი  არ არის“ და ის არასდროს  გაქრება და „აქროლდება“, არამედ გვჯერა ოთარ ჭილაძის გენიალური სიტყვების სიმართლის (რომლითაც მთავრდება რომანი: „გოდორი“):

„სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,

რის დაკარგვასაც ვეგუებით… მაგრამ თუ ვიგრძნობთ,

რომ ჩვენსსიცოცხლე სუიმისოდ აზრი არა აქვს,

ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,

და ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა ან რძიდან ყველი,

პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება”.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq