საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სამცხე–ჯავახეთი

 სამცხე–ჯავახეთი– ეს არის უძველესი მესხეთი – საქართველოს სულიერი და კულტურული განვითარების მესაძირკვლე. საქართვველოს ძველი დედაქალაქის სახელი „მცხეთა“, რიგი ავტორების მტკიცებით, „მესხთა“ ქალაქს ნიშნავს.

 მესხეთის მკვიდრია საქართველოს უდიდესი პოეტი, გენიალურიშოთა რუსთაველი. მისი „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიური „ქებათა–ქების“ ტოლფასი ნაწარმოებია, რომელიც თანაბრად ეკუთვნის როგორც საერო ლიტერატურას, ისე – სასულიეროს.

 ვისაც არ უნახავს სამცხე–ჯავახეთი, ის ვერ წარმოიდგენს პოემაში აღწერილგეოგრაფიულ გარემოს – მხოლოდ აქაური ლოდებისაგან მშრალად ნაგები ციხე–ნამოსახლარების, ზღუდეების, კოშკების, აკლდამების ნახვის შემდეგ შეიძლება ვირწმუნოთ იმ დევგმირების რეალობა, რომლებიც პოემაში არიან აღწერილნი.

 ლოდებისაგან აგებულ ასეთ ძეგლებს მეგალითურ, ან ციკლოპურ ნაგებობებს უწოდებენ.არსებობენქვისმეგალითური სვეტებიც,რომლებიც რამდენიმე ათასიწლის წინ მდინარეების სათავეებთან, წყაროებთან, ტბებთან იდგმებოდა. მეცნიერებმა მათ ვეშაპები უწოდეს. ვეშაპს ნაყოფიერებას და ბარაქიანობას შესთხოვდნენ. ამ ქვებთან დღემდე ასრულებს რიტუალებს მოსახლეობა.

 სამცხე–ჯავახეთი მდიდარია ქრისტიანული ძეგლებით.ქალაქ ადიგენის სიახლოვეს მდებარეობს ზარზმის მონასტერი – VIII-IX საუკუნეებში დაარსებული. მონასტერსამშვენებს XIV საუკუნეში შემატებული გუმბათიანი ტაძარი და საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამრეკლო. სამლოცველოს თაღში ჩასმული წარწერა ბიზანტიის იმპერატორის ბასილ IIდასახმარებლად დავით III კურაპალატის გალაშქრების ამბავს გვაუწყებს.

სამცხე–ჯავახეთის მშვენებას წარმოადგენს მეფეების გიორგი IIIდა თამარის დროს კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია. ვარძიის კომპლექსში სიმაღლეში 13 რიგად განლაგებული დაახლოებით 300 გამოქვაბული და მათი დამაკავშირებელი ათეულობით გვირაბია. ვარძიის მიძინების ტაძარში გიორგი III და თამარის პროტრეტებია შემონახული.

სამცხე–ჯავახეთი ტბების სამფლობელოა – იგი ტბებით ყველაზე მდიდარი მხარეა მთელ საქართველოში. ეს ტბები მრავალრიცხოვანი ფრინველების თავშესაფარია, განსაკუთრებით, გადაფრენის დროს.

 სამცხე–ჯავახეთის ბუნების ღირსშესანიშნაობაა ბორჯომ–ბაკურიანის საკურორტო ზონა. აქ არის იდეალურიპირობები როგორც ზამთრის, ისე საზაფხულო დასვენებისათვის. ბაკურიანის საციგაო და სამთო–სათხილამურო ტრასები აქაურ კლიმატთან შესატყვისობით საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაკურიანის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად წარდგინებისათვის. აქ უკვე არსებობს და კვლავაც შენდება კომფორტული სასტუმრო კომპლექსები მრავალრიცხოვანი უცხოელი დამსვენებლისათვის.

 გარემო პირობების დასაცავად აქაურ გარემოსნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. ნაკრძალის მთავარი ამოცანაა ძვირფასი, სამონადირეო ცხოველთა ჯიშების (უმთავრესად კავკასიური ირემის) აღდგენა და დაცვა. გარდა ამისა, ნაკრძალის ფუნქციაში შედის ბორჯომის ხეობის გატყიანება, რასაც საკურორტო, წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით დამუშავებულია ბორჯომის ეროვნული პარკის პროექტი.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq