|
|
30 ნოემბერს არის ხსენება ღირსი ლაზარესი. ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა.
ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი.
|
|
ტროპარი:
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
|
|
წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე (რომელთა ხსენებაც არის 26 ნოემბერს) პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტესთვის 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.
|
|
ბერი თეოდორე ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი ასრულებდა ყველაზე მძიმე შავ სამუშაოებს, მკაცრად იცავდა მარხვას, ყოველდღე ამბობდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა. რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრების დაჟინებული თხოვნით მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
|
|
ერში მას იოანე ერქვა. დაიბადა ნოვგოროდში, XIV საუკუნის ბოლოს. ადრე დაობლდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში უწინასწარმეტყველა მას სალოსმა მიხეილ კლოპსკიმ ეპისკოპოსობის მომავალი სულიერი ღვაწლი, რაც 50 წლის შემდეგ ახდა.
|
|
16 ნოემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცესისა და აითალე დიაკონისა.
წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო.
|
|
მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 12 ნოემბერს, და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს.
|
|
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა.
ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
|
|
წმიდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი.
მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარები, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა.
|
|
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335).
ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
|
|