საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გოგა გეგეჩკორი

ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული, როგორც ჩვენი ერის ისტორიული გამოცდილება და სახელმწიფოებრივი ტრადიციები,ისე თანამედროვე დემოკრატიის მონაპოვარი წარმოუდგენელია ქვეყანაში სამეფო ინსტიტუტის აღდგენის გარეშე. 
საქართველოში სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმად კონსტიტუციური მონარქიის დამყარების შემთხვევაში გარანტირებული იქნება:
- ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების უპირობო დაცვა.
- მართმადიდებლურ ეკლესიაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის აუცილებელი როლის გათვალისწინებით.
- ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური სტაბილურობა, რაც თავისთავად გამოიწვევს ეკონომიკურ განვითარებას.
-სხვადასხვა სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკური და ეკონომიკური მექანიზმების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჯერ აღდგენა, შემდეგ კი ერთიანობა.
-მრავალსაუკუნოვანი ქართული ეროვნული, პოლიტიკური, კულტურული და სამეურნეო ტრადიციების აღდგენა-აღორძინება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი გლობალიზაციის პერიოდში.
-ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალასა და ჯგუფს შორის კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობა. კონსერვატიული პოლიტიკური ფილოსოფიის ძირითად ღირებულებათა საფუძველზე სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაზე ზრუნვა.
-ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლებრივი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფოს ღია საზოგადოებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება

საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს - ქვეყნის მოწყობა მისი ისტორიული გამოცდილებისა და სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq