საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

განცხადება კრიმინალური გადატრიალების მზადების სამხილებლად (წიგნიდან: "რამდენიმე ესე და მოგონება ზვიად გამსახურდიაზე")
გაიოზ მამალაძე

    ჩემი ბავშვობის მეგობრები და უბნელები, გია ბუმბიაშვილი (რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა) და ჯუმბერ თადიაშვილი, 1990 წელს გახდნენ საქართველოს კონგრესის წევრები. გიას და ჯუმბერს, იმ დროისათვის, ჩამოყალიბებული ჰქონდათ სოციალ-ფედერალისტური პარტია და არჩილ ჯორჯაძის იმავე სახელწოდების პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ თავს.

     ჩვენ, ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან, ხშირად ვიკრიბებოდით გიას ბინაში, რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობდა. შტაბივით იყო ბუმბიაშვილების სახლი ჩვენთვის.  ჩამოყალიბებული გვქონდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ჯგუფი. ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას ერქვა „ნამო“ (ნაციონალისტ ანარქისტ მუშათა ორგანიზაცია (ბავშვები ვიყავით). მე-9 თუ 10-ე კლასში რომ ვიყავით, გიას ბინაში, არალეგალური სტამბის გამართვა დავაპირეთ. 111-ე პოლიგრაფიული სასწავლებლიდან მოვზიდეთ კიდეც შრიფტი. ვოცნებობდით ძლიერი ანტისაბჭოური მოძრაობის ჩამოყალიბებას და საქართველოს გათავისუფლებას.

   გავიდა წლები. საქართველოში აზვირთდა ეროვნული მოძრაობა.  

           1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, ბლოკ მრგვალი მაგიდის გამარჯვებამ და უზენაესი საბჭოს მიერ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენისათვის გარდამავალი პერიოდის გამოცხადებამ, ახალი პერსპექტივები გამოაჩინა.

    

ჯუმბერ თადიაშვილი (მარჯვნივ) და გაიოზ მამალაძე
        რა თქმა უნდა, კონგრესი ვერ ჩამოყალიბდა იმ ინსტიტუციად, რისი იმედიც ჰქონდათ კონგრესის იდეის ავტორებს. 28 ოქტომბრის, მრავალპარტიულ, არასაბჭოთა, დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით რეალისტური, პრაგმატული და ნაყოფიერი აღმოჩნდა და საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული ძალა. ვერც საბჭოთა კავშირს ექნებოდა რაიმე პრეტენზია კანონიერად არჩეული უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წინააღმდეგ და მთელი მსოფლიოსათვისაც გასაგები გახდა, რომ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ დემოკრატიული არჩევნების გზით შეძლო საბჭოთა კავშირის დამარცხება საქართელოში. ახლა უკვე დროისა და პოლიტიკური ტექნიკის საქმე იყო დამოუკიდებლობის აღდგენა.

            ერს სრული კონსოლიდაცია სჭირდებოდა.

             იმ დროისათვის კონგრესის არსებობას აზრი აღარ ჰქონდა. ერთადერთი, იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდა დადებითი დატვირთვა, თუკი კონგრესი უზენაეს საბჭოსთან (ეროვნულ ხელისუფლებასთან) შეთანხმებულად (თუნდაც ფარული შეთანხმებით) იმოქმედებდა. ამის მცდელობები იყო. უზენაეს საბჭოშიც და კონგრესშიც იყვნენ  შეთანხმების მომხრენი. რა თქმა უნდა, კონგრესშიც ბლომად იყვნენ კარგი ადამიანები, პატრიოტები. ისე ნუ წარმოვიდენთ, თითქოს იქ ყვ

გია ბუმბიაშვილი (მარჯვნივ) და გაიოზ მამალაძე
ელა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე გახლდათ. თუმცა, კონგრესს, გარკვეული ძალები, უზენაესი საბჭოსა და, საერთოდ, ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ უპირებდნენ წარმართვას. რამდენიმე ადამიანი შეიარაღებულ წინააღმდეგობაზეც საუბრობდა, თურმე. ამას სხვები, ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ, რადიკალების გეგმები თანდათან სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა.

  რა თქმა უნდა, საბჭოეთი შეეცდებოდა კონგრესის გამოყენებას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ.           

    ჯუმბერმა და გიამ, მით უმეტეს, შეამჩნიეს ეს. საფრთხე რეალური ხდებოდა.

           ვისხედით, ხოლმე,  საღამოობით და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ქართულ პოლიტიკაში კრიმინალის შემოჭრის წინააღმდეგ. ბიჭებს აღარ უნდოდათ კონგრესში დარჩენა, სადაც ვეღარ გაუმკლავდებოდნენ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს.

           შევთავაზე, გადმოსულიყვნენ უზენაეს საბჭოს მხარეზე, საჯაროდ გვემხილებინა კრიმინალიზაციის საშიშროება.

           გიამ და ჯუმბერმა თანხმობა განაცხადეს, თუმცა, მათთვის საჭირო იყო უსაფრთხოების გარანტიები. ვინაიდან, ის ძალები, რომლებიც ემსახურებოდნენ საბჭოეთის ინტერე

თემურ ქორიძე
სებს, რომლებიც ცდილობდნენ ქართველებს შორის სისხლისღვრის გამართვას, შეეცდებოდნენ შურისძიებას.

           უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამარცხებული, ანტიქართული ძალებისგან, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრეებისგან, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. საშიში იყო ზვიადისადმი მტრულად განწყობილი კრიმინალებიც და მეტისმეტად ამბიციური ადამიანებიც.

           გარდა ამისა, საჭირო იყო განცხადების ისე გაკეთება, რომ რეზონანსი მოჰყოლოდა საზოგადოებაში. იქნებ ამით ქვეყანა გადაგვერჩინა არეულობისაგან. ამას მარტო ჩვენი ძალებით ვერ შევძლებდით, დიდი პროპაგანდისტული ტრიბუნა გვჭირდებოდა, ისეთი, როგორიცაა ტელევიზია.

          გადავწყვიტეთ გამსახურდიასთვის მიგვემართა და ბუმბიაშვილისა და თადიაშვილისთვის მიგვეღო დაცვის, უსაფრთხოების გარანტიები და ერთად, მაქსიმალური ძალისხმევით, გვემოქმედა.

          დავურეკე თემურ ქორიძეს, შევხვდი და ყველაფერი ავუხსენი, ვთხოვე ზვიადს უთხარი-მეთქი. თემურს კი მოეწონა გეგმა, მაგრამ, ბიჭების მოთხოვნისთვის და საქმის სერიოზულობისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. გააკეთონ განცხადება და ჩვენთან იქნებიან, რა პრობლემააო.

            თ

ნათელა ქუთელია
ემური შესანიშავი ლიტერატორი იყო, მაგრამ, არ იყო პოლიტიკოსი, ზვიადს რას შეედრებოდა პოლიტიკური ალღოთი. ღმერთმა აცხონოს მისი სული.

          დავურეკე ჩემს ლექტორს, აწ განსვენებულ ქალბატონ ნათელა ქუთელიას, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და  შევხვდი. არც კი მომისმინა ბოლომდე, მიხვდა, რაღაც კარგი და მნიშვნელოვანი უნდა გაგვეკეთებინა.

         "არ მინდა დეტალები, საიდუმლოდ შეინახეთო", მითხრა და ჩემი თხოვნა, ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრის თაობაზე, გადასცა ზვიადის მეუღლეს. ქალბატონმა მანანამ მას განუცხადა, თურმე, გია მამალაძეს რაში სჭირდება სხვისი მოგზავნა, თვითონ მოვიდეს კოშკშიო. გამსახურდიების ოჯახი აფასებდა ერთგულ ადამიანებს.

          ახალი გამოცხადებული იყო საქართველოს დამუკიდებლობის აღდგენა, ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული იყო პრეზიდენტად და დანიშნული გახლდათ საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები. ამავე დროს, საბჭოთა იმპერიის მიერ, უკვე წამოწყებული იყო საომარი მოქმედებები ჩრდილო ქართლში, ოსი სეპარატისტ-კრიმინალების ხელით.

          მეორე დღეს ავედი კოლხურ კოშკში. ქალბატონ მანანას გავაცანი გეგმა, ვუთხარი, რომ სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრები საჯაროდ გამოვლენ, ამხილებენ კონგრესში მოკალათე

წინ, მარჯვნივ თამაზ ხუციშვილი
ბულ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და დატოვებენ კონგრესის რიგებს-მეთქი. ვთხოვე, ყველაფერი გადაეცა ქვეყნის ლიდერისათვის.

           სახელმწიფოს მეთაურის მეუღლეს მოეწონა გეგმა და მითხრა: - "ზვიადი რომ მოვა სამსახურიდან, ყველაფერს ვეტყვი, ის გადაწყვეტს და ხვალ მოდი პასუხისთვისო".

          მეორე დღეს რომ მივედი, მითხრა:  -"ზვიადს ძალიან მოეწონა გეგმაო". მე გამიხარდა. მერე დაამატა,: -"წადით და ნახეთ ზვიადი, კიდევ ერთხელ დააზუსტეთ, მან უკეთ იცის როგორ გაკეთდესო".

          იქვე იდგა ზვიად გამსახურდიას დაცვის ორი მანქანა, წინასწარ ამისთვის მომზადებული. დაუძახა გამსახურდიას დაცვის წევრს, ჩემს ძველ ახლობელს, ახლობლის ძმას და უბნელს - თამაზ ხუციშვილს და უთხრა ზვიადთან წაიყვანეო. ჩამსვეს მანქანაში, მეორე მანქანა წინ გაგვიძღვა და მიმიყვანეს უმაღლესი საბჭოს შენობაში. ამიყვანეს თავმჯდომარის მისაღებში.

          ხალხი ელოდებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრის რიგს, მათ შორის, მისი მოადგილეები, აკაკი ასათიანი და ნემო ბურჭულაძე. მივხვდი, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და როგორც კი გათავისუფლდებოდა თავმჯდომარე, ჯერ მე შემიყვანდნენ მასთან. ასეთი განკარგულება ჰქონდა გაცემული სახელმწიფოს მეთაურს. მდივანმაც ა

სე მითხრა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქმის მნიშვნელოვნობის გამო.

         მახსოვს, ასათიანმა მთხოვა და დავუთმე რიგი, თუმცა, მალე გამოვიდა და მე შევედი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის (აწ უკვე პრეზიდენტის) კაბინეტში. ბატონი ზვიადი ადგა სავარძლიდან, წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა და ხელი ჩამომართვა. შემდეგ ყურადღებით მომისმინა.

          მისთვის არც მითხოვია ჩემი მეგობრებისთვის რაიმე გარანტიები, თავად მიხვდა რაც იყო საჭირო და მითხრა: "გააკეთონ განცხადება ტელევიზიით, "მოამბეში". დატოვონ კონგრესი, ამხილონ ანტისახელმწიფოებრივი გეგმა. შემდეგ ჩვენ დავუნიშნავთ დაცვას,  ჩავრთავთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ჩვენი მოკავშირეები გახდებიანო".

          მე ვთხოვე, ეს ყველაფერი, ბატონო ზვიად, თქვენი პირიდან უნდათ გაიგონონ-მეთქი. უმალ დამთანხმდა, ხვალ მოიყვანეო. 

          წინასწარ დაწერილი და მომზადებული მქონდა განცხადების ტექსტი, ესეც გადავეცი. ტექსტში ლაპარაკი იყო მოსალოდნელ საშიშროებაზე, იმაზე, რომ კონგრესში იყო რაღაც ჯგუფი, რომელიც შეიარაღებულ გამოსვლას ამზადებდა. მერე იყო მოწოდება საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მიგვეცა ზვიად გამსახურდიასთვის, და ასევე, იყო მოწოდება ყველასადმი, ვისაც კი რაიმე იარაღი ჰქონდა, ხელ

ისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის მაგიერ, შესულიყო სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებში, გვარდიაში და ყველანი ერთად წასულიყვნენ ცხინვალის რეგიონში ქართული მიწის დასაცავად.

          წაიკითხა და მოეწონა. დღესაც ვამაყობ, ისეთი ტექსტი მქონდა დაწერილი, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაამატა ანტისახელმწიფოებრივად განწყობილთა მიმართ - კრიმინალები.

          მეორე დღეს მე, ჯუმბერი და გია მივედით უზენაეს საბჭოში, ინკოგნიტოდ. რა თქმა უნდა, საშვები დაგვხვდა. თავმჯდომარის მდივანი გველოდებოდა. მოსაცდელში ვისხედით, უფრო სწორად, დერეფნის გვერდით, ცოტა ხანს. ზვიადს სტუმარი ჰყავდა. ვცდილობდი, თადიაშვილისა და ბუმბიაშვილის იქ ყოფნა დროზე ადრე არ გამჟღავნებულიყო, რათა გეგმა არ ჩაეშალა ვინმეს.

          დაცვის ყველა წევრი არ იყო საქმის კურსში. მე კი მიცნობდნენ, მაგრამ ვიღაც მაინც მოვიდა და გიასი და ჯუმბერის ვინაობა იკითხა. მე ვუპასუხე, ზვიად გამსახურდიასთან კონფედენციალური საქმე გვაქვს და ამიტომ ვართ აქ-მეთქი. წავიდა.

          ისე, არ შეიძლებოდა გიას და ჯუმბერს ყურადღება არ მიექციათ, მუდამ წვერმოშვებული დადიოდნენ.

          შევედით ზვიადთან კაბინეტში. გამსახურდია ადგა და მოგვესალმა. მერე

იგივე გაუმეორა ბიჭებს, რაც წინა დღით მე მითხრა. ცოტა გავისაუბრეთ. გიამ დაუხატა სავალალო სურათი. ზვიადი დაფიქრებული და დაკვირვებული სახით უსმენდა, ჩანდა, ყველაფერი იცოდა. დღეს ვხვდები, მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების საშიშროებასაც გრძნობდა, ყველაზე მეტად.

          გამოგვაცილა კაბინეტიდან, ჩამოგვართვა ხელი და დაგვემშვიდობა. დაცვის ერთი წევრი წამოგვყვა, ჩამოგვიყვანეს ეზოში, ჩაგვსვეს მანქანაში და წაგვიყვანეს ტელევიზიაში. ეზოს მხრიდან შეგვიყვანეს შენობაში. დაგვხვდა ერთი სიმპატიური ქალბატონი, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს. აგვიყვანა მეორე თუ მესამე სართულზე და შეგვიყვანა სტუდიაში, სადაც არავინ იყო. თვითონ სადღაც გავიდა. მალე დაბრუნდა და თან შემოიყვანა ახალგაზრდა კაცი, ოპერატორი.

          ოპერატორმა გაამზადა გადასაღები მოწყობილობა. მერე სათითაოდ დაგვსვა კამერის წინ იმ ქალბატონმა და ჩაიწერა ჩვენი გამოსვლები. ჯერ მე გავაკეთე კომენტარი და გამოვხატე სიხარული, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდებიან და საქართველოსთვის ზიანის მიყენების მცდელობას წინააღმდეგობას უწევენ-მეთქი (თუ რაღაც მსგავსი). მერე გია ბუმბიაშვილმა გააკეთა კონგრესში მოკალათებული კრიმინალური ჯგუფის მამხილებელი განცხადება და საზოგადოება გააფრთხილა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. შემდეგ ჯუმბერ

თადიაშვილმა ილაპარაკა იმავე თემაზე და მოუწოდა ხალხს ერთიანი ძალებით დაგვეცვა ცხინვალის რეგიონი. განვაცხადეთ, რომ ყველა რესურსი დამოუკიდებლობის აღდგენას და საქართველოს მთლიანობას უნდა მოხმარებოდა.

          სტუდიაში სპეციალურად ვიყავით მარტონი. არავის უნდა სცოდნოდა ინფორმაცია წინასწარ, სანამ „მოამბე“ გავიდოდა. საშიშროება იყო ჩაეშალათ განცხადების გამოქვეყნება. აი ასეთ დღეში იყო მაშინდელი საქართველოს სახელმწიფო.

          იმ ქალბატონმა აიღო კასეტა და პირადად წაიღო „მოამბის“ სტუდიაში, რომ გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში გაეშვა, დაუმონტაჟებლად. რედაქციის თანამშრომებსაც არ უნდა სცოდნოდათ, წინასწარ.

          ტელევიზიიდან წამოგვიყვანეს უზენაესი საბჭოს შენობაში. ჩვენ თავმჯდომარის მისაღების გვარდით ოთახში ვიყავით. იქვე იყვნენ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დაცვა, უზენაეს საბჭოს წევრები. მდივანს ვუთხარი და გამსახურდიას მოახსენეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რამდენიმე საათში დაიწყო "მოამბე".

          განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი მოახდინა. ყველა ეხვეოდა გიას და ჯუმბერს, კოცნიდნენ, მადლობას უხდიდნენ, აქებდნენ.

          ცოტა ხანში წამოგვიყვანეს დაცვის მანქანით ს

ახლში. პირველ რიგში ბუმბიაშვილებთან მივედით, უნდა აღგვენიშნა იმდღევანდელი თავგადასავალი. გიას სადარბაზოსთან, ჩვენს კორპუსთან უკვე იდგა მილიციის მორიგე მანქანა, ჩვენი უსაფრთხოების დასავაცად.

          არასოდეს დამავიწყდება გიას მშობლების, იმღამინდელი, მღელვარე სახეები.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსნი დედანი: მარინე და კირა
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირს დედათა: მარინესი და კირას (+დაახლ. 450) ხსენების დღეს.
ღირსი ბასილი აღმსარებელი
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბასილი აღმსარებელის (+750) ხსენების დღეს.
gaq