|
ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა: "მოგონება" ("მახსოვს პირველად სასწავლებელში"); "ფაცხა" ("მიყვარს ფაცხა მე მეგრული").
|
|
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსის (+ დაახლ. 370) ხსენების დღეს.
|
|
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
|
|
წმიდა ანთიმოზ ივერიელი, თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას.
|
|
25 ივნისს ქართველი გმირის – წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ხსენების დღეა. იოანე თორნიკე იყო დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ბიზანტიაში ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის აჯანყება.
|
|
25 ივნისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს „სათნოების გოდოლად“ წოდებულ ერთ ასურელ მამათაგანს – ისიდორე სამთავნელს.
როგორც ცნობილია, 13 ასურელი მამა თავდაპირველად ზედაზენზე დასახლდა, საიდანაც შემდეგ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაემკვიდრენ იოანე ზედაზნელის სულიერი შვილები.
|
|
იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში „აბდულმესიანი“, კარგად ჩანს ქართული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები. დღეს გავიხსენოთ ამ შესანიშნავი ჰიმნის პატარა ნაწყვეტი, სადაც გადმოცემულია ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა იესიანობისა და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობის ცოდნა.
|
|
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
|
|
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 20 ივნისს, გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც.
|