|
|
12 აგვისტოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში.
|
|
31 (13.08) ივლისი
|
|
საქართველოს კულტურის პოლიტიკა დიდი ხანია ირიბად მიდის და ეს გზა ნანგრევების ირგვლივ ტრიალებს. ინგრევა მუზეუმები, თეატრები, კულტურის სახლები. ინგრევა ის, რაშიც კულტურაა მიძინებული, ის სადაც ეპოქა იქმნებოდა
|
|
19 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირს სისო დიდს (+429).
ღირსი სისო დიდი ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.
|
|
ეთნიკური რჩეულობის რწმენამ თანდათან განავითარა და დიდწილად ხელი შეუწყო ქართული მესიანიზმის ჩამოყალიბებას, რომლის განუყოფელი კომპონენტი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის იდეაა.
|
|
მატიანე კარგად გვამცნობს, სარწმუნოებრივი საბურველით, როგორი იყო ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლის, წმინდა ვახტანგ გორგასლის ქმედებანი. როცა მისი მიწები გამოსახსნელია ბიზანტიისაგან, იგი სამართლიანობის და სამშობლოს მხარეზეა და ებრძვის აგრესორებს, თუნდაც ქრისტიანულ ქვეყანას - ბიზანტიას. როცა იერუსალიმია გამოსახსნელი და ქრისტიანებია გადასარჩენი, როცა რეგიონში მშვიდობაა შესანარჩუნებელი, ის მზადაა იბრძოლოს სპარსთა მეფის ინტერესებისათვის. თუმცა ამ ომშიც ცდილობს დაარწმუნოს სპარსელები, რომ ნაკლები იყოს ხოცვა-ჟლეტა და მეტი მიიღწეს დიპლომატიით.
ასეთი ქართული გეოპოლიტიკა თუ მსოფლშეგნება.
|
|
კავკასიაში მიმდინარეობდა დიდი დაპირისპირება მართლმადიდებლურ ეკლესიას ანუ იბერიის (ქართლის) სახელმწიფოსა და მონოფიზიტურ ერესს, ანუ არმენულ ეკლესიასა და თუნდაც პოტენციურ სახელმწიფოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არმენულ სახელმწიფოებრიობას კარგი დღე არ ადგა (აღარ ჰქონდათ), არმენული ეკლესია, ერთგვარად, მაინც ახერხებდა ალბანეთის ეკლესიაზე გავლენის გავრცელებას (სპარსეთის დახმარებით).
|
|
სვეტიცხოველი - ეს უწმინდესი ემბაზი ქართველთა, დიდება, მშვენება და სიამაყე ივერთა მიწისა, განსასვენებელია მრავალ ქართველ მეფეთა და კათოლიკოსთა. ეს სიწმინდე უტყვი მოწმეა ივერიელთა სულიერი აღორძინებისა, მოგვიანებით რომ შეიქმნენ ერთგული მცველნი ქრისტეს საფლავისა. ზოგიერთი ქართველი ღვთისმოსავი მეფე და კათოლიკოსი ისწრაფოდა ჰქონოდა ტაძარში სოფლის მაცხოვართან საუბრისა და თავისი საუკუნო განსასვენებლისათვის განსაკუთრებული ეკვდერი,
|
|
ამჯერად მინდა მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, საკრალურ მინიშნებას, დამთხვევას თუ გამეორებას, ანალოგიას, ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ვითარებას მიაქციოს მკითხველმა ყურადღება, რომელსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ.
|
|
აქციების გამართვას ორგანიზატორები კვლავ აპირებენ.
georoyal.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს 17 საათზე ყოფილი პარლამენტის წინ თავადაზნაურთა საკრებულო ასევე ჩაატარებს აქციას მიწის უცხოელებზე გაყდვის წინააღმდეგ.
|
|