საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ბიზანტიის ულამაზესი დედოფალი მარიამ ბაგრატიონი
მიხეილ VII დუკა და მარიამ დედოფალი. ხახულის ხატი

მარიამ დედოფალი, მართა, მარიამ-მართა, აგრეთვე ცნობილია მარიამ ალანელის სახელით[1] (ბერძნ. Μαρία της Αλανίας, Μάρθα, დ. 1050 – გ. 1118[2]) — ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, ბორენას ასული,[1] მიხეილ VII-ის მეუღლე 1065-1078 წლებში, შემდეგ ნიკიფორე III-ის მეუღლე 1078-1081 წლებში.

მარიამი დაიბადა 1050 წელს და უკვე 1056 ის კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა, სადაც უნდა მიეღო მეფის ასულისთვის შესაბამისი აღზრდა-განათლება, რომელიც თეოდორას პატრონაჟით მიმდინარეობდა. ამავე წელს პრინცესა საქართველოში დაბრუნდა, რადგან მისი მურვე, ბიზნატიის იმპერატრიცა გაირდაიცვალა. მარიამის ცხოვრების ეს ფრაგმენტი XI საუკუნის ქართველ მწერალს, გიორგი მცირეს აქვს აღწერილი თავის ნაშრომში „ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ“:„ ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყველებისაჲცა მადლი აქვნდა წმიდასა ამას, რომელი – ესე დღესამომდე ვითარცა ნათელი მზისაჲ ბრწყინავს და ღმრთივმშვენიერად აღსრულებულად იხილვების. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს – იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თვისად აღზარდოს. 

ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი მართა კაცთა თანა საკუთართა თვისთა. ხოლო მათ დღეთა შინა განგებითა საღმრთოჲთა თეოდორა დედოფალი აღესრულა. და მასრე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისა
ჲ, მუნ იყო და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი მუნვე იყო მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.“

1065 წელს მართა ბიზანტიის მომავალ იმპერატორს, მიხეილ VII-ზე დანიშნეს და უკვე 1071 წელს დედოფალი მარიამის სახელად აკურთხეს. 1075 წელს წყვილს მემკვიდრე, კონსტანტინე დუკა შეეძინა. 1078 წელს ნიკიფორე ნიკეას მიადგა, ამით ისარგებლება ეკლესიამ და ის მმართველად აღიარა. იმავე წელს მიხეილს აიძულეს ბერად აღკვეცილიყო.

1078 წელს ტახტზე ავიდა უკვე მოხუცებული ნიკიფორე III. მან იცოდა, რომ საჭირო იყო მარიამის დედოფლად დატოვება, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო, ამიტომაც იმპერატრიცას ცოლობა სთხოვა. მარიამი დათახმდა, მაგრამ ერთი პირობა წამოუყენა: ტახტის მემკვიდრე კონსტანტინე დუკა უნდა ყოფილიყო. ნიკოფონე ბრიენოსი წერს ამასთან დაკავშირებით:„სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე... “

ნიკიფორე დათანხმდა, თუმცა პირობა დაარღვია, რის გამოც მარიამმა და ალექსი კომნენოსმა, რომელსაც მის საყვარლადაც თვლიდნენ, იმპერატორს აჯანყება მოუწყეს. ალექსიმ ნიკოფორეს ტახტი დაატოვებინა და თავი ახალ იმპერატორად გამოაცხადა.

ალექსი კომნენოსმა თავისი ასული ანა კონსტანტინეს მიათხოვა, მაგრამ 1087 წელს ალექსის ვაჟი-მემკვიდრე გაუჩნდა, წყვილი დააშორეს ერთმანეთს, კონსტანტინე გააძევეს სამეფოდან, ხოლო მარიამი მონაზვნად აღკვეცეს, მაგრამ ის
მარიამ დედოფლის მონეტები 1070 წლის
განაგრძობდა ბრძოლას და 1094 წელს ალექსის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობაც მიიღო.

მარიამი ცნობილი იყო თავისი სილამაზითა და განათლებით. ასე თავის ნაშრომებში მას ხშირად თეოფილაქტე ბულგარელი იხსენებს.

ცნობილია, რომ მარიამს ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.

ანა კომნენოსი დაუფარავი აღტაცებით წერს მარიამის სილამაზეზე:„ .... დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა - ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ... ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ...
ნიკიფორე III და მარიამ დედოფალი. 1078 წლის ხატი

მამული, ენა, სარწმუნოება

8 ივნისი - ხსენება ღირსი იოანე ფსიხაიტისა, აღმსარებლისა (IX)
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო.
წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515) ხსენება 8 ივნისს
წმიდა მოწამე გიორგი ახალი დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი.
gaq