|
1490 წელს კონსტანტინე II-ემ მოიწვია სამეფო დარბაზი, რომელმაც ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი, მიუხედავად ამისა კონსტანტინე II მაინც ,,ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის მპყრობელად'' და ,,მეფეთა-მეფედ'' იწოდებოდა. იგი ენერგიულ ზომებს ღებულობდა ქვეყნის დამშლელი რეაქციული ძალების წინააღმდეგ. ქართლის სასულიერო და სამეფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ ბოლო მოეღო სამცხე-საათაბაგოს მთავრის მზეჭაბუკისა და მის მესვეურთა მისწრაფებას, ძირი გამოეთხარათ საქართველოს ეროვნულ-კულტურული ერთიანობისათვის და სამცხე-საათაბაგო საეკლესიო სფეროშიც დამოუკიდებელი გაეხადათ.
|
1477 წ. თურქმანთა ბელადი უზუნ-ჰასანი საქართველოში შემოიჭრა. მან კახეთის ნაწილიც მოარბია (საგურამო, მარტყოფი). ალექსანდრე მეფემ მას ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და დაეზავა. 1483 წელს, პირველმა ქართველ მეფე-მთავრებს შორის, გააგზავნა ელჩობა რუსეთში – დიდ მთავარ ივანე III-თან. კახეთის მეფე რუსეთს მფარველობას სთხოვდა, თუმცა ამ პირველ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია.
|
ოსმალთაგან 1453 წელს კონსტანტინოპოლის და 1461 წელს ტრაპეზუნდის საკეისროს აღებამ საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა – იგი მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში აღმოჩნდა. ეტყობა, ოსმალთა გაძლიერების საშიშროება საქართველოს მეფე-მთავრებისათვის სრულიად ნათელი იყო.
|
|
X-XI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ტაძარი აიგო, ერთი ისტორიული ეგრისის პოლიტიკურ ცენტრში ბედიაში, მეორე - სამეფოს დედაქალაქში ქუთაისში. ორივე ტაძარი ერთიანი საქართველოს სამეფოს სიმბოლოდ იქცა.
|
|
ცნობილია, რომ მარიამს ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.
|
|
გერბი მემკვიდრეობის განმასხვავებელი ნიშანია, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავს. გერბებია: სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო (ქალაქების, ოლქების), გერბები სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა-ჰერალდიკა შეისწავლის.
|
|
გამარჯვებულებს ვთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგიწვევთ საზეიმო დაჯილდოებაზე.
პატივისცემით, სამეფო საიტის რედაქცია contact@georoyal.ge
|
|
მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგინება გვიწესებს:
“მღვდელი არის კურთხევა და განმტკიცება სამეფო ხელისუფლებისა, ხოლო სამეფო ხელისუფლება არის ძალა და მხარდაჭერა მღვდლობისა... მღვდლობა იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, სამეფო ხელისუფლება კი სამართლიანი კანონებით ზრუნავს ქვეყნიურზე”. საეკლესიო სწავლებით მეფე არის ქრისტეს სახე და ხატი სამეფო მსახურებაში, პატრიარქი კი არის ქრისტეს სახე და ხატი პირველმღვდელმთავრის მსახურებაში.
|
|
ყველა ქვეყანას თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს. ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის უკანასკნელი მეფე, ღვთის განგებით, ქვეყნის მფარველი წმინდანის სახელს ატარებდა.
|
|