საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატოვანთა წარმომავლობა

ბაგრატიონები - ღვთივმიმადლებული მეფეები ყოვლადწმიდა მარიამის სანათესაოდან

საქართველოში მართლმადიდებელი სარწ­მუნოების განმტკიცების შემდეგ დედა ღვთისმშობელმა, საერო ხელისუფლების გასამყარებლად, თავისი სანათესაო საღვთო გვარიდან სამეფო გვირგვინოსნები მოუვლინა საქართველოს. ისინი ბიბლიური მეფეების - დავითისა და სოლომონის შთამომავლები იყვნენ და „იესიან, დავითიან, სოლომონიანებად“ იწოდებოდნენ. გვარის უშუალო დამწყები იყო კლეოპა, იოსებ დამწინდველის ძმა, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა წმიდა მარიამს.

მათი საგვარეულო ძირი, „ბაგადატა“, ძველი სპარსულით „ღვთის მოცემულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს და ბაგრატიონები მართლაც ღვთის წყალობად მოევლინენ ჩვენს ქვეყანას!

დიადი ბიბლიური გვარის ბოლო მუხლში, ებრაელთა ტყვეობის პერიოდში, დანის ვაჟს, სოლომონს ჰყავდა შვიდი შვილი: ბაგრატი, აბგავარი, მოაბალი, გურამი, სააკი, ასამი და ვარზავარდი. VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ზეობის ჟამს, ისინი წამოვიდნენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და მოვიდნენ ეკელეცს, რაქაელ დედოფალთან. ნათელ იღეს ძმებმა რაქაელ დედოფლისაგან და დედოფალმა ერთი მათგანი, ბაგრატი, თვით დაიტოვა სიძედ, ორნი - აბგავარი და მოაბალი- სომხეთისკენ წარგზავნა, ხოლო ოთხი ძმა - გურამი, ისაკი, ასამი და ვარზავარდი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართნენ. შვიდ ძმათაგან სვიანი მეფობა ერგოთ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულთ, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას იყო ნაზიარები და ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ერთი ამ ძმათაგანი, გურამი, დაისიძევა ვახტანგ გორგასლის ძემ, მირდატმა, განაჩინეს ერისთავად, და, როგორც მემატიანე გვამცნობს: „ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი..“.

ბაგრატიონთა საგვარეულო გერბზე გამოსახულია უფლის კვართი, დავითის ქნარი და შურდული (რითაც მან დაამარცხა გოლიათი) და საქართველოს მეოხი - წმიდა დიდმოწამე გიორგი.

ბაგრატიონთა ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში ალი ჰქონდა გაწვდილი… ბაგრატიონთა ალამი გვამცნებს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლი მას თითქოს წინასწარ აქვს მოზმული - ზედა ანუ ღვთიური ფენი…

დედა ღვთისმშობლის სანათესაო საუკუნეებში გაბრწყინდა - ბაგრატიონთა გვარმა მრავალი დიდად ამაგდარი მამულიშვილი წარმოშვა, საკმარისია, მარტო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულნი რომ ჩამოვთვალოთ: აშოტ კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე დავითის ძე, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, ქეთევან დედოფალი… მათ გარდა ხალხის ხსოვნაში უჭკნობი გვირგვინი დაიმკვიდრეს: ბაგრატ მესამემ, გიორგი ბრწყინვალემ, სვიმონ მეფემ, ალექსანდრე დიდმა, სოლომონ მეფემ, საქართველოდან დაშორებით უხრწნელი სხეულით განისვენებს მეფე თეიმურაზ მეორე; თვით სხვათა ქვეყანაში - რუსეთშიც კი გაბრწყინდა ამ დიდებული გვარის შთამომავლობა - რუსეთის მეფის - ჩვენი ერეკლე პირველის ძის, პეტრე პირველის და დიდი მხედართმთავრების - უფლისწულ ალექსანდრესა და პეტრე ბაგრატიონის სახელებით.

ბაგრატიონთა გვარი იქცა ერისა და ქვეყნის სიმბოლოდ - საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოს სამეფოს სამთავროებად დაშლას ეყრებოდა საფუძველი, სვანეთის ერთ-ერთი თემი ისევ და მხოლოდ მათი მედროშეობით აღავლენდა ერთიანი საქართველოსთვის ლოცვას: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისაო... ადიდენ მეფენი ბაგრატონიანნი... ერთობილი საქართველო და ერთობილნი სვანნი“.

ბაგრატიონთა მეფობა შეწყდა ღვთის გარეგანი უფლისწულის, გიორგი მეთორმეტის ძის, ვოლტერიანული სულისკვეთებით აღზრდილი უღმერთო დავითის პერიოდში. დღეისათვის კი, ღვთისმშობლისადმი, ამ გვარისა და მთელი საქართველოს სახელით, ცდა არ უნდა დააკლოს ქართველობამ, რათა ერთობლივი სინანულით მოულბოს გული ზეციურ დედოფალს ღვთივკურთხეულ გვარიშვილთა მეფობის დასაბრუნებლად!

გიორგი ერიშვილი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq