საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

გველები
გაიოზ მამალაძე
     (ჟამთააღმწერლის “მონღოლთადროინდელი მატიანის” მიხედვით)
1222 წელს ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფეთა მეფის ტახტი, ლაშას ანდერძისამებრ, მისმა დამ რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანს, ანდერძის თანახმად, სამეფოდ უნდა აღეზარდა ლაშას ძე დავითი და როცა იგი სრულწლოვანებას მიაღწევდა, ტახტი მისთვის უნდა დაეთმო.
ლაშას დავითი ველისციხელი გლეხის ქალისგან ჰყავდა, რომელიც ქმარს წაართვა და ცოლად უნდოდა მოეყვანა, მაგრამ ეკლესიამ არ მისცა ამისი ნება. გიორგი-ლაშას ველისციხელი ქალი წაჰგვარეს და ქმარს დაუბრუნეს. ჩვილი დავითი უდედოდ იზრდებოდა მამიდის - რუსუდანის მეთვალყურეობით.
რუსუდან მეფეს ქალ-ვაჟი შეეძინა. მისი ასული თამარი 1236 წელს პოლიტიკური მოსაზრებით მიათხოვეს რუმის (იკონიის) სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხოსროვ II-ს. ძის - დავითის გაჩენამ გადააწყვეტინა რუსუდანს, დავით ლაშას ძე თავიდან მოეშორებინა, სიცოცხლის ბოლომდე ტახტი არ დაეთმო და თავის შემდეგ გვირგვინი საკუთარი ძისთვის გადაეცა.
ამ მიზნით რუსუდანმა ძმისწული დავითი იკონიაში გააგზავნა და წერილი მისწერა სიძეს, სულთან ყიას ედ დინს, სადაც მის მოკვლას სთხოვდა. სულთანს და მის მეუღლეს თამარს, რომელსაც გურჯი ხათუნს უწოდებდნენ, შეეცოდათ დავითი და არ მოკლეს, პირიქით, დიდად შეიყვარეს.
გურჯი-ხათუნ თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთნოში. მისი სახე ქმარმა ფულზე ამოატვიფრინა. თამარს თან ახლდა ქრისტიანებისგან შემდგარი ამალა, ღიად ჰქონდა გამოფენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქართული წესისამებრ ცხოვრობდა და ლოცულობდა.
ლაშა გიორგის ძის რუმში წარგზავნის შემდეგ რუსუდანმა ქუთათისში აფხაზეთის კათალიკოსს თანამეფედ აკურთხებინა თავისი ძე დავითი. ამ დროს იგი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს - აფხაზეთს აკონტროლებდა. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, რუსუდანის უვარგისი მეფობის წყალობით, ჯალალ-ედ-დინს და ხვარაზმელებს ეჭირათ. ამიტომ დავით რუსუდანის ძის გამეფებას ვერ დაესწრნენ მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი, სრულიად საქართველოს დიდებულები, მათ შორის სარგის თმოგველი, კაცი `ფილასოფოსი~.
რუსუდანს ადარდებდა თავისი ძის არალეგიტიმურობა და ამიტომ არ მოიშალა ბოროტი საქმის კეთება, კვლავ არაერთხელ მისწერა სიძეს და ქალიშვილს დავით ლაშას ძის მოკვლის თხოვნა. ყიასდინი და თამარი მისი უგულო ზრახვის აღსრულებას არ აპირებდნენ.
ამ დროს საქართველოს მონღოლები მოადგნენ, მათ გააქციეს ჯალალ-ედ-დინი, რომელიც მძინარე ვიღაც უბირმა ქურთმა მოკლა ბასიანში. მონღოლ-თათრები მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოედნენ და მისი აოხრება დაიწყეს. თანდათანობით მონღოლთა ბატონობა აღიარეს და ხარკი იკისრეს საქართველოს დიდებული არისტოკრატიის წარმომადგენელმა ქურთ-სომეხთა შთამომავლებმა ავაგ და შანშე მხარგრძელებმა, მერე ვარამ გაგელმა. მის მაგალითს სხვებმაც მიბაძეს. რუსუდანი იძულებული იყო, ტახტი რომ არ დაეკარგა, მონღოლების ბატონობა ეღიარებინა. ის აღმოსავლეთ საქართველოში, ტფილისში გადმოვიდა მონღოლთა ნოინებთან, თავისი ძე ბარდავს გაგზავნა და თან დიდებულები გაატანა.
მონღოლმა ნოინებმა დავით რუსუდანის ძე ჩინგიზ ყაენის შვილიშვილთან, ბათო ყაენთან წარგზავნეს, რომელიც ფლობდა ოსეთს, ყივჩაღეთს, ხაზარეთს და რუსეთს. ბათო ყაენმა რუსუდანის ვაჟი მონღოლეთის უმთავრესთან და ჩინგიზის მთავარ მემკვიდრესთან მანგუ ყაენთან გააგზავნა ყარაყურუმში.
მას შემდეგ, რაც მონღოლებმა სრულიად საქართველოს მეფობა რუსუდან დედოფალს დაუმტკიცეს, თბილისში შეუშვეს და მისი ძე მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან გაგზავნეს, რუსუდანი კვლავ შეუდგა თავისი გეგმის განხორციელებისთვის ზრუნვას, რომელიც ძმისწულის განადგურებას ითვალისწინებდა. მონღოლთა დროინდელი ქართველი ჟამთააღმწერელი აღშფოთებას ვერ ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ მეფის კრიტიკა ეძნელება. იგი ამბობს: "ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს და არა თვალაბმა ვისთვისმე". ამიტომ მემატიანე ასე აფასებს რუსუდან მეფის საქციელს: "ჰოი გონება, მხეცთა უმძვინვარესი, ვაი მკვლელობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკვლელობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა დამავიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან~.
რა გააკეთა ასეთი რუსუდანმა? მან მისწერა სიძეს: - ჩემი ძმისწულის მოკვდინება ჩემს ასულს იმიტომ არ სურს, რომ მისი საყვარელიაო.
მართლაც, ასეთი ბილწი საქციელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. საკვირველი არ არის ასეთმა მეფემ როგორ დაღუპა საქართველო - დიდი იმპერია. როგორ არ აღუდგა წინ ჯერ ხვარაზმელებს, მერე მონღოლებს.
გააფთრებული სულთანი ყიასდინი წერილის წაკითხვისთანავე შეიჭრა მეუღლის, თამარ ხათუნის სამყოფელში, დაულეწა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, უსასტიკესად სცემა, მოუკლა ქართველი მსახურები და მრავალი ტანჯვის შემდეგ მუსლიმანობა მიაღებინა.
დავითი შეიპყრეს და მრავალჯერ აწამეს. იგი თავს იმართლებდა. დავითის თქმით, საქართველოს დამღუპველმა მამიდამ იმთავითვე გააძევა იგი სამშობლოდან, რათა პასუხი არ ეგო არაფერზე და მას და მის ძეს ტახტი შეენარჩუნებინათ.
სულთანი ოდნავ მოლბა, არ მოაკვლევინა დავითი. თუმცა მისი ზღვაში ჩაგდება ბრძანა. სულთნის `მენავეთმოძღვარმა~ და მეზღვაურებმა შუა ზღვაში შეაცურეს დავითი დასახრჩობად.
დავითმა სთხოვა მენავეებს, უკანასკნელი ლოცვის უფლება მიეცათ. ამოიღო უბიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და შესთხოვა: `ყოვლადწმიდა დედაო, შენ ხარ ნუგეშისმცემელი სიობლისა ჩემისა და უსამართლო სიკვდილისა. აღარ მეღირსება სამარე და მიწა, შემჭამენ თევზები. მოწყალედ გევედრები, მიხსენი მე ცოდვილი ცოდვათაგან ჩემთა და ჯოჯოხეთისგან~.
მენავეებმა ტანსაცმელი გახადეს, ხატი წაართვეს და წყალში ჩაგდებას უპირებდნენ. დავითი ევედრა და ხატი დაუბრუნეს. და მიუხედავად სულთნის დანაქადისა, თუ დავითს არ დაახრჩობთ, ოჯახებიანად გაგანადგურებთო, ერთი ფიცარი მისცეს და ისე ჩააგდეს წყალში.
ყრმა ბაგრატიონი ღვთისმშობელმა შეიწყალა, იგი ფიცარს ჩაეჭიდა და არ ჩაიძირა. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპირთან 143 ნაბიჯზე მიახლოებული გონწასული ლაშას ძე ერთმა ვაჭარმა დაინახა და გადაარჩინა.
ვაჭარი შვილივით დაჰფოფინებდა თავს მეფის ძეს. ექვსი თვის შემდეგ ეს ამბავი გაცხადდა და ყიასდინის ყურამდე მიაღწია. სულთანმა შეაპყრობინა დავითი, ვაჭარი და მეზღვაურები. მეზღვაურები მხოლოდ ვაჭრის ნათქვამმა გადაარჩინა, რომ დავითი ნაპირთან იპოვა.
ყიასდინის ბრძანებით, დავითი ღრმა ჯურღმულში ჩააგდეს. ამ ჯურღმულში გამძვინვარებული შხამიანი გველები ბუდობდნენ. თურქებმა დიდი ლოდი დაახურეს ჯურღმულს და ასე მიატოვეს სასიკვდილოდ განწირული.
დავითს თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. იგი "დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა".
გველებს შეუყვარდათ ლაშას ძე, ზოგი ყელზე ეხვეოდა, ზოგი ფეხებზე, ზოგი უბეში უძვრებოდა, სხვები გვერდით უწვებოდნენ ალერსით. ერთხელ დავითი ძილში გადაბრუნდა, მხარით დააწვა ერთ გველს და ატკინა. გველმა სიმწრით უკბინა დავითს. ამის მნახველმა სხვა გველებმა დაკბინეს და მოკლეს ის გველი, შემდეგ ენით აულოკეს წყლული ყრმა ბაგრატიონს და განკურნეს.
ასე საკვირველებით განარიდა იგი ღმერთმა ყოველი საფრთხისაგან.
დავითს მამისგან მიჩენილი ჰყავდა მსახური, სახელად სოსანა. სოსანამ ამოთხარა ჯურღმულის თავი და იქიდან აწვდიდა წყალსა და პურს უფლისწულს.
ხუთი წელი დაჰყო ლაშას ძემ ჯურღმულში გველებთან. ამ დროისათვის რუსუდან მეფე გარდაიცვალა.  უკანასკნელი წლები მან მწუხარებასა და გლოვაში გაატარა. არაფერი იცოდა თავისი ძის დავითის შესახებ, რომელიც დიდი ხნით დაიტოვეს ურდოში.
რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ საქართველო უმეფოდ დარჩა. დავით რუსუდანის ძისა არაფერი ისმოდა. ქართველებს აწუხებდა მონღოლთა ბატონობა, მოაწყვეს კიდეც კოხტასთავის შეთქმულება, მაგრამ გაითქვნენ და მხოლოდ ცოტნე დადიანის გმირობამ იხსნა დიდებულები. საჭირო იყო მეფე, წინამძღოლი.
დიდებულებს გაახსენდათ ლაშას ძე. იქნებ გაიგეს მისი გადარჩენისა და ჯურღმულში ტყვეობის ამბავი. ასე იყო თუ ისე, მათ მონღოლებს იკონიის სულთნისგან მისი გამოხსნა მოსთხოვეს. გურაგ მოციქული - ელჩი, ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი რუმში გაემართნენ.
სულთანს არ ეჯერა, ლაშას ძე თუ ცოცხალი იყო. ამ დროს გამოჩნდა სოსანა, რომელმაც აუწყა მათ უფლისწულის ამბავი. ვარამ გაგელი  და სარგის თმოგველი გულამოსკვნით ატირდნენ, როცა იხილეს სიკვდილის პირას მყოფი, გაყინული, გაყვითლებული, უგრძელესი თმით მოსილი და ფრჩხილებგრძელი საქართველოს ტახტის მემკვიდრე.
მთელი საქართველო სიხარულით მიეგება ლაშას ძეს. მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ნოინებმა ოქროს ურდოში, ბათო ყაენთან გაგზავნეს იგი. ბათომ ყარაყორუმს მიავლინა.
ლაშას ძეს ურდოში რუსუდანის ძე დახვდა. ქართველ დიდებულთა შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო, ვის უფრო ეკუთვნოდა ტახტი.
მონღოლთა ყაენმა ორივე დავითი დაამტკიცა საქართველოს მეფედ. ლაშას ძეს უწოდეს ულუ - უფროსი, რუსუდანის ძეს ნარინი - უმცროსი და ორივე წარმოგზავნეს სამშობლოში.
ერთი პერიოდი ერთად განაგებდნენ მთელ საქართველოს ტფილისიდან. მერე დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გადავიდა და ქუთაისის ტახტი დაიკავა. იგი არ ემორჩილებოდა მონღოლებს. შეაგელვა ცხენი ტრაპიზონში და ეს უძველესი ქართული მხარე კვლავ დაუბრუნა საქართველოს გავლენას.
დავით ლაშას ძე საქართველოს ოცდასამი წელი, 1270 წლამდე განაგებდა.  იგი რამდენჯერმე აუჯანყდა მონღოლებს, გაიმარჯვა კიდეც ბრძოლებში, მაგრამ დიდებულთა ღალატის გამო დამარცხდა. მისი ოჯახი მონღოლებს ჩაუვარდა ტყვედ. მისი მეუღლე გვანცა, დემეტრე თავდადებულის დედა, მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
დავით ლაშას ძის თესლიდან წარმოდგნენ ისეთი დიდი მეფეები, როგორებიც იყვნენ დემეტრე თავდადებული (შვილი) და გიორგი ბრწყინვალე (შვილიშვილი), წმიდა ლუარსაბ მეფე, წმიდა ქეთევან დედოფალი და სხვები.ყველა დღევანდელი ბაგრატიონი მისი შთამომავალია.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq