საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ილია და ზვიადი ქართველი მაჰმადიანების შესახებ
საქართველოში დიდი პროვოკაცია მზადდება. ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს იქნებ უნდოდეს ქართველი ქრისტიანებისა და ქართველი მაჰმადიანების დაპირისპირება, რათა დაასუსტონ ისედაც სუსტი ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არ მისცენ ჩვენს ერს საშუალება ჰქონდეს ის დიდი დემოგრაფიული რესურსი, რასაც ჰქვია მაჰმადიანი ქართველები, ასეულობით ათასი ჩვენი მოძმე, სისხლი და ხორცი - ლაზები, მესხები, ფერეიდნელები...

 ქართულ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს გადასალახი, მაგრამ საზოგადოებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ქართული ინტერესები არ დაზიანდეს, არ დაზიანდეს ჩვენი ცივილიზაციის შემქმნელი მართლმადიდებლური სარწმუნოება, თუმცა ასევე ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენებურები ქართულ ცხოვრებაში კვლავ დავაბრუნოთ, ხოლო საქართველოში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანები მტრების საჯიჯგნად არ გავიმეტოთ. ჩვენ შეთანხმებული უნდა ვმოქმედებდეთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გავიხსენო XXსაუკუნის ორი უდიდესი იდეოლოგის ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას სიტყვები: 

ილია:

"არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა" 

("ოსმალოს საქართველო", თხზულებანი, ტ. IV). 

ზვიადი:

"იბერიულ–კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილო კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებს რელიგიური ფანატიზმი, ისლამური  ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარა აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ასეთი დაპირისპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო, ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ სძლევდა რელიგიური ფანატიზმით და  შეუწყნარებლობით გამოწვეულ დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის. ასე რომ, ვინც დღეს რელიგიური ფაქტორის მუსირებით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გაერთიანება, მას თავად არ ესმის რელიგიის როლი ადამიანურ ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ან შეგნებული ბოროტგანზრახვით სჩადის ამას. 

რად გვავიწყდება, რომ თვით ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური სარწმუნოების მიმდევარია, რა ვქნათ, გავწიროთ და მოვიკვეთოთ ისინი?" 

("მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი/ქართული რენესანსის კავშირისადმი")

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq