საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს!
ლელა ჩხარტიშვილი

,,ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს – მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით” წმ. მამა თეოდორე სტუდიელი

ღმერთმა ჩვენ ყველა მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დროს!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ აღუნიშნავს და ბოლო დროს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაშიც დააკონკრეტა, რომ 1801 წლიდან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო ღვთივკურთხეული ბაგრატოვანთა დინასტიის მეფობის აღდგენა. ,,დღეს ისეთი პირობები შეიქმნა, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს!’’

უწმინდესის მიერ წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ქართველ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ისმის კითხვა: ,,რამდენად მზადაა საზოგადოება ამისთვის?’’

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მონარქია ჩვენი ისტორიის წაკითხულ და დავიწყებულ ფურცელს წარმოადგენს და მისი რესტავრაციის მცდელობა უტოპიაა. ახალ საზოგადოებრივ წყობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის. მით უმეტეს, დღეს, როდესაც მონარქია, როგორც მართვის სისტემა, პრაქტიკულად არ არსებობს. რატომ მოიტანა დრომ და რატომ გახდა საჭირო და აქტუალური დღეს მონარქიის, როგორც სახელმწიფოებრივი მმართველობის საუკეთესო ფორმის, აღდგენაზე საუბარი?

ყველას მოეხსენება, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ე.წ. გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესები, რომელთაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ოლიგარქია მართავს. ტექნიკურად განვითარებულ ქვეყნებში ჩამოყალიბებული ახალი ცნობიერება მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დინასტიური მემკვიდრეობითი პრინციპის ნაცვლად დამკვიდრებულია არჩევითობის პრინციპი, რომელიც ხშირად ფულსა და დემაგოგიას ემყარება.

საპრეზიდენტო მმართველობის ნაკლი იმაშიც მდგომარეობს, რომ მოკლე ვადით არჩეული პრეზიდენტები, არცთუ იშვიათად, დაინტერესებული არიან საკუთარი პოლიტიკური მომავლითა და ძალაუფლებით; დროებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შესაძლოა, მათ გამოიყენონ პირადი და თავისი ახლობლების გასამდიდრებლად. არჩეული პრეზიდენტები დიდ ენერგიას ანდომებენ წინა პრეზიდენტების მიღწევების გადაკეთებას და მახეებს უგებენ მომავალ პრეზიდენტებს. მონარქები კი შორს დგანან ყოველგვარი კარიერიზმისა და კორუფციისაგან; მონარქია იყურება საუკუნეთა მიღმა, აგრძელებს ისტორიას და ითვალისწინებს მისი მემკვიდრის მმართველობის მომავალს, რათა უზრუნველყოს ერის კეთილდღეობა. მონარქები აშენებენ თავიანთი წინაპრების მიღწევებზე, რათა გააძლიერონ თანამდებობა მემკვიდრეთათვის. მონარქები განასახიერებენ ეროვნულ სამართლიანობას, კანონიერებასა და პატიოსნებას. ამ დასკვნის სისწორეს მოწმობს არაერთი ერის ისტორიული მაგალითი. არც ერთმა ქვეყანამ სარგებელი არ ნახა მონარქიის გადაგდებით.

,,ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა’’, _ ამბობს წმ. იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა. ,,სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია’’, - ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი. ღვთის განგებისადმი მინდობა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. სწორედ რწმენის დაცემამ და უფლისაგან განშორებამ გამოიწვია ერში მონარქიის ავტორიტეტის შემცირება. სადაც ადრე დაიწყო განდგომა, იქ პირველად მოხდა მონარქიის დამხობა. მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი საუკუნე მიმდინარეობს მონარქიის, როგორც სახელმწიფოს მართვის სისტემის, ნგრევა. თანამედროვე საზოგადოების იერარქიული წყობა განსხვავებულ საწყისებზეა დაფუძნებული. სამეფო ხელისუფლება კი ზეციური იერარქიის ხატი იყო დედამიწაზე. ზეციური იერარქიის მსგავსად იყო აგებული მიწიერი იერარქიული ურთიერთობანი. წმ. ფილარეტ მოსკოველი წერს: ,,რამდენადაც, უეჭველია, ზეცა უკეთესია მიწაზე და ზეციური მიწიერზე, უსათუოდ ამდენადვე დედამიწაზე ყველაზე უმჯობესი ის უნდა იყოს, რაც ზეციური ხატების მიხედვითაა მოწყობილი’’.

ქრისტიანი მეფე არის ხატი ყოვლისმპყრობელი ზეციური მეუფისა: ,,ქრისტიანი მეფის სახე და წოდება დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი’’ (წმ. დიმიტრი როსტოველი).

ეკლესიის მამებს ღრმად ჰქონდათ გააზრებული და შეგნებული სამეფო ხელისუფლების აუცილებლობა ხალხის კეთილდღეობისთვის.

მიტროპოლიტი იოანე პეტერბურგელი (სნიჩევი) სამეფო ხელისუფლებაწართმეულ რუს ხალხს მიმართავდა: ,,ჩვენს არეულ დროში რუსეთისთვის არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ჯანსაღი ეროვნულ-რელიგიური თვითშეგნების შეძენაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსმა საზოგადოებამ უნდა გულისხმა-ჰყოს, ერთი მხრივ, თავისი დღევანდელი ყოფის ყველა ნაკლოვანება და მანკიერება, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ცხადად გაიზიაროს ის უმაღლესი ზნეობრივი იდეალი ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობისა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი უნდა ესწრაფვოდეს, თუკი ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი გაწამებული და გატანჯული სამშობლოს ბედი!’’

მით უფრო ეს ითქმის ჩვენს მრავალჭირგამოვლილ ქვეყანაზე, რომლის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის გენეოლოგია, ნამდვილი სისხლძარღვები, რომელიც მას თავის ისტორიასთან აკავშირებს, გადის არა პარტიებსა და რევოლუციებზე, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მართლმადიდებლური ცხოვრების გზაზე. ამ გზას კი მონარქიასთან მივყავართ. ბაგრატოვანთა მეფობამ განადიდა და დაამკვიდრა საქართველო. მათმა ფასდაუდებელმა ღვაწლმა მისცა საშუალება ქართველ ხალხს, გამოევლინა თავისი საუკეთესო თვისებები, დაეძლია ქვეყნის ტრაგიკული და მშფოთვარე ისტორიის ყველა დაბრკოლება. ის დიდებული კულტურული საგანძური, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიქმნა, ყველაფერი ბაგრატოვანთა გვარის ხელმძღვანელობითა და მეთაურობით გაკეთდა. სულხან-საბა თავის ლექსიკონში განმარტავს: ,,ბისონი და პორფირი არის სისხლისფერი მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსელი. მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი, ვითარცა ქრისტემან ერისათვის’’. ბაგრატიონნიც იცნობოდნენ: ,,მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისთვის თავდადებითა’’. ღვთის ხელი წარმართავს ბაგრატოვანთა მეფობასა და ქართველთა წარმატებულ თუ წარუმატებელ ყოფას. ქართველი ერის გვირგვინოსანი წინამძღოლნი - ღვთივცხებული მართლმადიდებელი მეფეები ზრუნავდნენ ქვეყნის მოწესრიგებასა და აღმშენებლობაზე, სიმართლის, მშვიდობისა და სჯულის დაცვაზე. ისინი იყვნენ სინდისნი და წარმომადგენელნი თავისი ერისა.

ჩვენმა ქვეყანამ არაერთი მმართველობის ფორმა გამოსცადა. ამ გამოცდილების შედეგად კი ვრწმუნდებით, რომ გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრივი შენარჩუნებისთვის არის სამეფო მმართველობის აღდგენა. ეს ფორმა წარმატების მომტანია ხალხისთვის, როგორც მისი სულიერი განვითარებისთვის, ასევე მისი ერთიანობისთვის, საერთაშორისო აღიარებისთვის, ეკონომიკისათვის, სოციალური ურთიერთობისთვის და ა.შ.

ისმის კითხვა: არის თუ არა სახელმწიფოებრივი ყოფიერების ეს ფორმა - მონარქია - იდეალური? ამ კითხვაზე მიტროპოლიტი იოანე პეტერბურგელი (სნიჩევი) გვპასუხობს: ,,ამ ჩვენს “ბოროტსა ზედა მდგომ’’ ქვეყანაზე, რომელშიც ცოდვა და ბოროტი ვნებები ბატონობენ, შეუძლებელია იდეალური რამის არსებობა. მაგრამ მონარქია, მიუხედავად ამისა, მაინც საუკეთესო, ყველაზე ჰარმონიული, მდგრადი და სამართლიანი ფორმაა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა... მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი ეყრდნობა ზნეობრივ იმპერატივებსა და რელიგიურ სიწმინდეებს და არა ანგარებითს, სულიერებას მოკლებულ მატერიალისტურ კატეგორიებს ,,სარგებელისა’’, ,,გამორჩენისა’’ და ,,ანგარიშიანობისა’’...

მართლმადიდებელი ხელმწიფის უზენაესი ხელისუფლება გარანტიაა საზოგადოების პოლიტიკური სტაბილურობისა, დაუძლეველი წინაღობა დამანგრეველი პარტიული ქიშპობისათვის, ქვეყნის საიმედო დამცველი ამბიციური და ძალაუფლების მოყვარე პოლიტიკანებისაგან, რომლებიც ნაწილობრივად ფლეთენ ქვეყანას თავიანთი ანგარებიანი და მზვაობარი სურვილების დასაკმაყოფილებლად’’.

რა კანონიკურ-იურიდიული საფუძველი აქვს მართლმადიდებლურ თვითმმართველობას?

საეკლესიო სამართალში წერია: ,,ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანურ საქმეებზე. ორივე კი, მომდინარეობს რა ერთი და იმავე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს’’.

ბიზანტიის იმპერატორი ბასილი მაკედონელი წერს: ,,იმპერატორი და პატრიარქი, საერო ხელისუფლება და სამღვდელოება ისეთსავე დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან, როგორც სხეული და სული, და ისევე აუცილებელნი არიან სახელმწიფო მოწყობისათვის, როგორც ცოცხალი ადამიანისათვისაა აუცილებელი სხეული და სული’’.

ადრე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის პოლიტიკაც, მარადისობაზე ფიქრით, ეკლესიური სულით იყო გაჯერებული. მერე და მერე კი დაიწყო ამ სფეროების ეკლესიიდან გამოყოფის (სეკულარიზაციის) პროცესი. ეკლესიასა და პოლიტიკას შორის ზღვარი გაჩნდა. სხვადასხვა ინტერესებმა წარმოშვა სხვადასხვა პარტიები და პოლიტიკა პოლიტიკანობად აქცია, სადაც გამოყენებულ იქნა მიზნის მიღწევის ისეთი საშუალებები, რომლებსაც არავითარი საერთო არა აქვთ ღვთისმოსაობის ნორმებთან, წესიერებასა და პატიოსნებასთან.

ამიტომაც გავრცელდა შეხედულება, რომ არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ ეკლესიასა და პოლიტიკას. ,,სინამდვილეში კი, - წერს ეკლესიის ისტორიკოსი ნ. კურაკოვი, - რელიგიას პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოების პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებასთან... მართლმადიდებლური მონარქია ნამდვილად წარმოადგენს სახელმწიფოს მაღალზნეობრივ სულიერ წყობას, აღმოცენებულს მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან, რომელიც ჰარმონიაში იმყოფება მართლმადიდებელი ერის ყოფასთან... ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიულ იდეალებში, მის წმინდა ქრისტიანულ, მაღალჰუმანურ იდეალებში ვეძებოთ მითითებები ჩვენი ხალხის საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის მოსაწყობად... რადგანაც აქაა საიდუმლო სულიერი წყობისა, განმსაზღვრელი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა. მხოლოდ ამ საზოგადოებრივ წყობილებას შეუძლია, იქცეს ჭურჭლად ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების იდეალებისა’’.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განმარტა კონსტიტუციური მონარქიის არსი. ,,რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია? ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა... როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, - მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. გავიხსენოთ, თუნდაც, დიდი ბრიტანეთი ან დანია. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა’’. მონარქიასთან დაკავშირებით საგულისხმოა ფრანგი ფილოსოფოსის ლუი მონტესკიეს მოსაზრება: ,,შეთანხმება არისტოკრატიას, დემოკრატიასა და მონარქიულ წყობას შორის, როცა სამივე თანაბარ მონაწილეობას იღებს მმართველობაში და აწონასწორებს ხელისუფლებას, კაცობრიობის იდეალს წარმოადგენს’’.

ქართველი ერის ღრმა რწმენით, ღვთივკურთხეული მეფე გააერთიანებს სრულიად საქართველოს, შეკრებს დაკარგულ ისტორიულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას.  გვახსოვს პატრიარქის სიტყვები: ,,ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ, ეს მომავალში უნდა გააკეთონ... უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვალია, ერი მოვამზადოთ სამეფოს აღდგენისათვის! თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა, ამ დაპირისპირებასა და კინკლაობაში, რა თქმა უნდა, ძნელია ამის გაკეთება. და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბაგრატიონთა მომზადება ამისთვის... მე ვფიქრობ, მეფობის აღდგენა საქართველოში რეალურია და ღმერთმა ჩვენ ყველა მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დროს! უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომაც ღვთის ნება იყოს საქართველოზე!’’

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq