საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატოვანთა წარმომავლობა

ვარაუდები ბაგრატიონთა წარმოშობაზე
გია მამალაძე

საქართველოს ეკლესია ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის დროიდან ბაგრატიონებს ღვთიური წარმომავლობისად, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის, კლეოპას ძე ნაომის შთამომავლებად მიიჩნევს: "დავით წინაისწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაი და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე" (წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიმართვა წმიდა აშოტ კურაპალატისადმი - გიორგი მერჩულე, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება").

ასეთ ვითარებაში არ უნდა ჩავთვალოთ ბაგრატიონები არაქართული წარმოშობისად, იმიტომ, რომ ისრაელის მეფეები - დავითიანები, იყვნენ ურიდან წასული აბრაამის (აბრ-იბრ) შთამომავლები, აბრაამის ებრაელობა კი არსადაა მითითებული ბიბლიაში, მისი შთამომავლები სხვადასხვა ეთნოსებს ჩაუდგნენ სათავეში. იმ პერიოდში ურში, ძველ ქალდეაში ცხოვრობდა იბერიული წარმოშობის ხალხიც. შემდგომში ქალდეა ერქვა სპერის მხარეს, ჭანეთ-ლაზეთს და სამხრეთ საქართველოს დიდ ნაწილს... ამ საკითხზე დეტალურად იხილეთ ჩვენი წერილი: „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ (და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“) საიდუმლო ინფორმაციები" (I და II) აღნიშნულ თვალსაზრის იზიარებს არა მარტო ქართული ეკლესია. ბიზანტიის, რუსეთის და სხვა ქვეყნების არა ერთ მოღვაწეს (მათ შორის კათოლიკეებს) აღუნიშნავს ბაგრატიონთა დავითიანობა.

მეცნიერთა შორის არიან ისინიც, ვინც სხვა ვარაუდებს გვთავაზობს, მაგრამ მათს ქართულ წარმოშობაში ეჭვი არ ეპარება. სხვა თვალსაზრისები დაახლოებით ამგვარია:

ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე II საუკუნეში ეს გვარი დაწინაურებული იყო. კერძოდ, ძველ ქართულ მხარეში, სპერში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. სპერი რომ ქართული მხარე იყო, ამას მეცნიერული მონაცემები აშკარად ადასტურებს. ძველ საქართველოში შავ ზღვას სპერის ზღვას ეძახდნენ, ჭოროხს სპერის მდინარეს უწოდებდნენ. შავიზღვისპირა ქვეყანის, შავიზღვისპირა ერი, ქართველები, უცხო მხარის სახელს, სპერის ზღვას, არ დაარქმევდნენ. ლეჩხუმში არსებობს სოფელი "ნასპერი", ესეც მიმანიშნებელია, რომ სპერი ქართული სამყაროს ნაწილი გახლდათ. კიდევ სხვა მონაცემებიც გვაქვს, უდავოა, რომ სპერი ქართული მხარე იყო. სწორედ სპერში ჩანს ძველი წელთააღრიცხვის II საუკუნეში ბაგრატიონების გვარი. აშკარაა, რომ ისინი ქართველები არიან წარმოშობით.

არსებობს სხვა მოსაზრებაც: კერძოდ, ძველი წელთააღრიცხვის VIII საუკუნეში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა მანას სამეფო. მანას სამეფო მოქცეული იყო ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, მისი ნაწილი გახლდათ. წყაროებში იხსენიება მანას მეფე ბაგადატი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ბაგადატი შესაძლებელია იყოს ბაგრატიონთა საგვარეულოს წინაპარი. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მანას სამეფო სახლში, დინასტიაში გავრცელებული იყო სახელი აზა. ამ აზადან მომდინარეობს აზო, ქართლის მეფე ფარნავაზამდე, რომელიც საისტორიო ტრადიციის მიხედვით, იყო არიან ქართლის, ე. ი. საქართველოს სამხრეთ მხარეებში მდებარე ქართული სამეფოს უფლისწული ("ძე არიან ქართლის მეფისა") და შემდეგ გამეფდა მცხეთაში.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთ ქართულ წყაროში ბაგრატიონთა გვარი წარმოდგენილია როგორც "ბაგრატუნიანი" (ასევე, "ბაგრატონიანი", "ბაგრატოანი" და სხვა) "უნი" ურარტული (და არა არმენული) სუფიქსია, და ეს გარემოება შესაძლებელია მოწმობდეს იმას, რომ ბაგრატიდთა გვარი მართლაც უძველესია და ურარტული სამყაროდან, კერძოდ მანას სამეფოდან (ძველ ქართულ სამეფოდან, "არიან-ქართლიდან") იყოს მოსული ჯერ ქართულ მხარე სპერში და შემდეგ აქედან მათი ერთი შტო სომხეთში, რამეთუ ამიერკავკასიაში ბაგრატიდთა უძველესი სამკვიდრო უთუოდ სპერი იყო. "ან" ძველქართული სუფიქსია. ძველ საქართველოში გვარები ნაწარმოები იყო "ან"-ით, მაგალითად, ფარნავაზიანი და სხვა მრავალი. ამის ტრადიცია შემორჩენილია სვანეთში და ლეჩხუმში (გვარები) და აღმოსავლეთ საქართველოშიც (წარმომავლობა, "ოთარაანთი", "გიორგიანთი" და სხვა).

არის სხვა ვარაუდიც: VII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, სებეოსის თხზულებაში ბაგრატი გამოცხადებულია ფარნავაზის შვილად. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ეს ფარნავაზი არის ქართლის მეფე ფარნავაზი, რომელიც მეფობდა ძველი წელთააღრიცხვის IV-III საუკუნეებში და იყო ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. ფარნავაზთა დინასტია რომ იბერიაში არსებობდა, იგივე სომხური წყაროებითაც არის ცნობილი. თუ სებეოსი ფარნავაზს სომეხთა მეფედ აცხადებს, ეს მეცნიერულად უსაფუძვლოა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq