საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატოვანთა წარმომავლობა

სიცრუე ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ რუსულ სამეფო საიტზე
გაიოზ მამალაძე

რუსეთის საიმპერატორო ოჯახის (ასე ჰქვია) ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის ქვეთავი, რომელიც ეხება რუსეთის საიმპერატორო ოჯახის მეთაურის, ტახტის მემკვიდრის, მარია ვლადიმერის ასულ რომანოვას დედას - აწ განსვენებულ ლეონიდა გიორგის ასულს http://www.imperialhouse.ru/rus/history/persons/tsarina/2179.html. 

ლეონიდა გიორგის ასული, როგორც ცნობილია იყო ბაგრატიონთა მუხრანული შტოს წარმომადგენელი. იგი გახლდათ და ირაკლი ბაგრატიონისა, რომელიც ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა 1942 წელს ბერლინში ტახტის მემკვიდრედ აირჩია.
აღნიშნულ ქვეთავში არის მოთხრობილი ლეონიდა გიორგის ასულის ბიოგრაფია. იქვე, მოკლედ არის ნაამბობი ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ქვეთავიდან:

"ბაგრატიდების გვარი მომდინარეობს წმიდა ბიბლიური მეფე დავითისგან. ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 150 წელს პართიის მეფე ვალარშიმ უბოძა წმიდა დავითის შთამომავალ ბაგრატს უფლება გვირგვინი დაედგათ არმენიის მეფეებისათვის. 298 წელს ქ. წ. ბაგრატის შთამომავალმა სომხეთის მეფე თრდატმა მიიღო ქრისტიანობა და გახდა მისი გამავრცელებელი. ქართული შტო ბაგრატიდებისა მომდინარეობს მეფე ბაგრატიდან, რომელიც საქართველოში გადავიდა 575 წელს. მუხრანელი ბაგრატიონების შტო წარმოიშვა 1469 წელს. მჭიდრო კავშირი ბაგრატიდებმა რუსეთთან დაამყარეს 1564 წელს, როცა კახეთის მეფე ლევანმა მიმართა რუსეთის მეფე იოანე IV მრისხანეს მფარველობის მოთხოვნით. საბოლოოდ ეს პროცესი დასრულდა იმპერატრიცა ეკატერინე II დიდის დროს 1783 წელს `სამარადჟამოდ~ დადებული გიორგიევსკის ტრაქტატით ~. ტრაქტატის მიხედვით საქართველოს სამეფო არ კარგავდა ავტონომიას და თავის ძველ სახელმწიფოებრიობას, დგებოდა რუსეთის იმპერატორების უმაღლესი იურისდიქციის ქვეშ. 1801 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I ზეობისას, ეს ხელშეკრულება დაირღვა და საქართველოს მეფე გიორგი XII სიკვდილის მერე საქართველო მიერთებული იქნა რუსეთისათვის და ბაგრატიდთა დინასტიამ დაკარგა ტახტი (1801)". თუმცა დინასტიას არასდროს დაუვიწყებია თავისი სამეფო მოვალეობა ქართველი ხალხის წინაშე" (თარგმანი ჩვენია - ავტორი) .

გაუთვითცნობიერებელი, რუსულენოვანი მკითხველისათვის ზემოთმოყვანილ ცნობაში თითქოს არაფერია საქართველოს შეურაცხმყოფელი, თითქოს არაფერია სიყალბე. აღნიშნული ქვეთავი აღნიშნული საიტისა არ არის მტრულად განწყობილი საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ლეონიდა გიორგის ასული რუსი მონარქისტების უდიდეს ნაწილს ძალიან უყვარდა. საქართველოს პრესტიჟი მათთვის მათივე ყოფილი დედა-დედოფლის პრესტიჟია, მათი საიმპერატორო სახლის ღირსებაა. ამიტომ, ობიექტურადაა მოცემული ერთი ნაწილი ინფორმაციისა - საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში არსებული გადმოცემა ბაგრატიონების წარმოშობისა ბიბლიური მეფე დავითისგან...

მაგრამ, ქართული დინასტიის, ბაგრატიონებისა და საქართველოს ისტორიის შესახებ როცა წერენ რუსები, უნდა დაეყრდნონ მდიდარ ქართულ საისტორიო მეცნიერებას, ქართველ ისტორიკოსებს და არა სომეხ გამყალბებლებს. გარდა ზემოთმოყვანილისა კიდევ არის აღნიშნულ საიტზე რაღაც-რაღაცეები, რომელსაც პასუხი სჭირდება, თუმცა ამაზე სხვა დროს.

სიცრუე საქართველოს ისტორიის შესახებ საუკუნეების მანძილზე ვრცელდებოდა. პიონერები ამ საქმეში, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები, სომეხი ვაი-მეცნიერები იყვნენ. სომეხ ხელისუფალთ უნდოდათ დაეპყროთ მეზობელი საქართველოს ტერიტორიები, ამას კი იდეოლოგიური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

მას მერე, რაც სომხებმა შექმნეს საკუთარი მწერლობა, იდეოლოგიური ბრძოლა, სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ მეტი ინტენსივობით გაგრძელდა.
რუსეთის საიმპერატორო საიტზე გამოქვეყნებული ცნობა, თითქოს ბაგრატიდებმა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მოიპოვეს უფლება არმენიის მეფეებისათვის კურთხევის დროს გვირგვინი დაედგათ თავზე, ოდნავ (!) წააგავს ძველი სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის ცნობებს, ოღონდ ხორენაცი სხვა რამეს წერს.

ხორენაცის მოღვაწეობას უკავშირებენ V საუკუნეს, ბევრი მეცნიერი ამ თარიღს არ ეთანხმება და მას VII, VIII ან IX საუკუნის მოღვაწედ თვლის, მათ შორის სომხები (მაგალითად, თუმანოვი, დიდი სომეხი მეცნიერი მანანდიანი).

"საზღვარგარეთელ არმენისტთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია" არ არის V ს-ის ძეგლი. ამგვარი შეხედულება იმდენად გავრცელებულია, რომ იგი საყოველთაოდ ცნობილ "ბრიტანულ ენციკლოპედიაშიც" აისახა:

მოვსეს ხორენაცი "ტრადიციულად V ს-ის ავტორად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში გვიანი ხანით, IX საუკუნით თარიღდება... ხორენაცის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იგი იყო წმ. საჰაკისა და წმ. მესროპის მოწაფე, სწავლობდა ედესასა და ალექსანდრიაში... უარყოფილია სერიოზულ მეცნიერთა მიერ უმთავრესად მის ნაშრომში გამოვლენილი ანაქრონიზმების საფუძველზე" (" encyclopedia Britannica", ტ. 15, 1964, გვ. 840). ამასთან, სომეხი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ხორენაცის უამრავ ცნობას წარმოუდგენელ სიცრუედ თვლიან. 

რუსულ საიტზე ხორენაცისეული სიცრუეც დამახინჯებულია: "ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 150 წელს პართიის მეფე ვალარზიმ უბოძა წმიდა დავითის შთამომავალ ბაგრატს უფლება გვირგვინი დაედგათ არმენიის მეფეებისათვის".
ხორენაცის მიხედვით პართიის მეფეს ერქვა არშაკი, მან თავისი ძმა ვალარშაკი (და არა ვალარზი) "გაამეფა სომეხთა ქვეყანაში", ხოლო ებრაელ მთავართა შთამომავალი "შამბათ ბაგარატს" (და არა ბაგრატს) მიანიჭა პატივი ყოფილიყვნენ "არშაკუნიანთა გვირგვინდამრქმელნი". შამბათს ვალარშაკის სამეფოში მისცეს სამფლობელო (მოვსეს ხორენაცი "სომხეთის ისტორია". ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ, 1984 წ.).

არშაკუნები სომხები კი არა, პართიელები (სპარსული წარმოშობის) იყვნენ. ანუ ხორენაცის მიხედვით ბაგრატუნები გვირგვინს ადგამდნენ არშაკუნიანების დინასტიის წარმომადგენლებს. არშაკიდები სომხეთში ზემოთ მითითებული თარიღიდან დაახლოებით ორასი წლის მერე გამეფდნენ.

ასე რომ, ხორენაცის საეჭვო ცნობაც დამახინჯებულია კარგა გვარიანად.

რაც შეეხება ქართულ წყაროებს და სამეცნიერო ლიტერატურას, არცერთი ქართველი (არც უცხოელი) ისტორიკოსი, ძველი თუ ახალი, არ იზიარებს ხორენაცის ლეგენდას.

თუ რუსებს ჰგონიათ სომხეთის პართიული (სპარსული) წარმოშობის მეფეებისათვის გვირგვინის დადგმა ბაგრატიდებისათვის დიდი პატივია, ძალიან ცდებიან.

მეორე ცნობა, თითქოს სომეხთა პირველი მეფე თრდატი ბაგრატიდი ყოფილიყოს - სიყალბეა. თრდატი არშაკუნიანი გახლდათ, პართიული (სპარსული) წარმოშობის. მას ბაგრატიდებთან არაფერი აკავშირებდა. ეს ის თრდატია, წმიდა ნინოს მეგობრები რომ აწამა, სანამ ქრისტიანობას მიიღებდა (ამაზე სხვა დროს გიამბობთ)...

მესამე ცნობა, თითქოს "ქართული შტო ბაგრატიდებისა მომდინარეობს მეფე ბაგრატიდან, რომელიც საქართველოში გადავიდა 575 წელს" - სრული სიყალბეა. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში გაუქმებული იყო მეფობა. დაახლოებით ამ პერიოდში გუარამ ბაგრატიონი, სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა" მიხედვით, აირჩიეს ქართლის ერისმთავრად. გუარამ სოლომონის ძე ბაგრატიონი მოსული იყო "ფილისტიმით" (პალესტინიდან), როგორც წერს სუმბატ დავითის ძე, ბაგრატიონთა ყველაზე სანდო ისტორიკოსი.

ამ დროს რომ გვარამი გამოირჩა ერისმთავრად, ამას ადასტურებს „მოქცევაი ქართლისაჲც".

მეოთხე ცნობა, თითქოს ბაგრატიონთა მუხრანული შტო სათავეს იღებს 1469 წლიდან, არ არის ზუსტი. მუხრანის საუფლისწულო დაარსდა 1512 წელს.

რუსული საიმპერატორო საიტის მესვეურებს, რატომღაც "სომხური" ვაიმეცნიერების საფუძველზე შეუქმნიათ ქართული დინასტიის - ბაგრატოვანთა ისტორია და მერე ყველაფერი ერთმანეთში აურევიათ. ბაგრატიონების შესახებ საუკეთესო წყაროები და ლიტერატურა ქართულ მეცნიერებას გააჩნია, სომხური არ არის სრულყოფილი, იმიტომ, რომ XI საუკუნეში სომხებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს და სამეცნიერო კვლევისათვის აღარ ეცალათ, გადარჩენაზე ფიქრობდნენ. გადარჩენა კი საქართველოს მეფეების, ბაგრატიონებისა და კეთილშობილი ქართველი ხალხის დახმარებით შეძლეს. ეს ფაქტიც უნდა აისახოს რუსულ ინტერნეტში, და ის გარემოებაც, რომ ბაგრატიდების წინაპრები, იყვნენ ქალდეადან წასულთა შთამომავლები. უძველესი ქალდები ქართველების წინაპრები იყვნენ (იხ. კირიონ კათოლიკოსის: "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში").

დანარჩენი ცნობებიც, რომელნიც წარმოდგენილი გვაქვს ზემოთ, საკმაოდ განმარტებებს მოითხოვს, მაგრამ, ეს მომავლისათვის გადავდოთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-04-26
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303) ხსენების დღეს.
მოწამე კრისკენტი
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე კრისკენტი ხსენების დღეს.
gaq