საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

განმარტება-განხილვა: კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა
გაიოზ მამალაძე
ახალი დროის თავადები და აზნაურები და ჰერცოგები - ქართველი ოფიცრები

განმარტება-განხილვა: კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა 

ამ საკითხს კარგი განმარტება სჭირდება.

შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ სამეფოს აღდგენის შემთხვევაში ძველი, ფეოდალური ფორმაციისათვის დამახასიათებელი იერარქიული სისტემა დამყარდება (აღდგება) საქართველოში. იერარქიული სისტემის აღდგენაში იგულისხმება არისტოკრატიული პრივილეგიების აღდგენა, არისტოკრატების შთამომავლებისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომელზეც მათმა წინაპრებმა, კონსტანტინე აფხაზისა და სხვა მამულიშვილების მეთაურობით უარი თქვეს ერის სასარგებლოდ. იერარქიულ სისტემაში, ასევე, იგულისხმება არისტოკრატიული ტიტულების იურიდიული აღდგენაც. ეს გახლავთ კონსტიტუციური არისტოკრატიული მონარქიის ფორმა (აქვე მინდა განვაცხადო, რომ თავად-აზნაურების შთამომავალთა უმრავლესობას (დარწმუნებული ვარ) აზრადაც არ მოსვლია საკუთარ ხალხს წაართვას ქონება, ან რაიმე პრივილეგია შეიძინოს სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში).

პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ თავადაზნაურობის მიერ თავისი ნებით (კონსტანტინე აფხაზის მეთაურებით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობისას, 1918-1921 წლებში) ერისათვის გადაცემული და, საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაციონალიზებული ქონების დაბრუნება ძველი მეპატრონეებისათვის, თავადაზნაურობის შთამომავლებისა თუ სხვადასხვა ეროვნების, შინაური თუ უცხო, ბურჟუაზიის მემკვიდრეებისათვის, ყოვლად გამორიცხულია.

სახელმწიფოს მთელი ქონების ერთადერთი, სრული იურიდიული პატრონი, სუზერენი, ქართული სამეფოს არსებობის დროს იყო მეფე. ყველანაირი ქონება, იურიდიულად, მას ეკუთვნოდა, ანუ სახელმწიფოს (ის გასცემდა და აბრუნებდა უკან საჭიროების შემთხვევაში). სხვა იურიდიული მფლობელობები (საერისთავოები, სათავადოები თუ სხვა) განპირობებული იყო ფორმაციისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ვითარებით, თუმცა სრული იურიდიული სუვერენიტეტი და, რაღა თქმა უნდა, სუზერენიტეტი, პატრონობა, ამ ქონებაზე, სხვა მფლობელებს არ ჰქონდათ.

რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებისთანავე უკანონოდ გაუქმდა (და აირია) სამართლებრივ-იურიდიული სუზერენიტეტი, მფლობელობა მეფისა ანუ ქართული სახელმწიფოსი საქართველოს მთელ ქონებაზე. ეს იყო არასამართლიანი და ნაძალადევი აქტი.

შესაბამისად, ყველანაირი სახელმწიფოებრივი მმართველობა, რომელიც არის დღეს, რეფერენდუმის შესაბამისად, და შესაძლოა დამყარდეს მომავალში, რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, არის და იქნება ყოფილი ქართული სახელმწიფოს, ქართული სამეფოს სრული სუზერენის, პატრონის, მეფის, სრულუფლებიანი მემკვიდრეობა. და ქართული სამეფოს სრული სუზერენის, პატრონის, მეფის მთელი ქონება, შესაბამისად, ეკუთვნის მხოლოდდამხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს. სხვა ყველანაირი პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს (მათ შორის მონარქისტულსაც) და შეიძლება დამყარებულ იქნეს, მხოლოდ, საკითხის ძირფესვიანად შეუსწავლელობაზე. ეს რაც შეეხება ქონებას.

ახლა წოდებრივ იერარქიაზე.

ჩემი აზრით, იერარქიული სისტემა, არისტოკრატიული კონსტიტუციური მონარქია გამორიცხული უნდა იყოს. თუმცა, თუ საჭირო იქნება, საქართველოს მოსახლეობა მონარქიის აღდგენის საკითხის გადაწყვეტისას, რეფერენდუმზე, დააყენებს კითხვას არისტოკრატიული ტიტულების აღდგენაზეც და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ მოისურვებს, კვლავ დააკანონებს ქვეყანაში თავადაზნაურული წოდების არსებობას, ან ჩამოაყალიბებს ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ და დახვეწილ სახალხო მონარქიის ფორმას, რომელიც შეესაბამება ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს, თანამედროვეობას.

ვფიქრობ, ეროვნული ერთობისათვის აუცილებელია მაქსიმალური სოციალური თანასწორობა, თანასწორობა კანონის წინაშე და, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ღირსების თანასწორობა.

  ოცდამეერთე საუკუნეში თითოეული ქართველი (საქართველოს
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მოქალაქე, ასევე უცხოეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი) თანაბარია ყოველგვარი ღირსებით ყოველი თავისი თანამოქალაქისა, მიუხედავად იმისა, მის წინაპრებს როგორი სოციალური საფეხური ეკავათ ფეოდალურ, გვიანფეოდალურ და კოლონიალურ საქართველოში.  

  მიმაჩნია, რომ მემკვიდრეული არისტოკრატიული იურიდიული წოდების აღდგენა ქართულ სახელმწიფოს არაფრით გამოადგება. და ამას ვერც შევძლებთ. განსაკუთრებით ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც სამართლებრივად, ოფიციალურად არისტოკრატული წოდებების არსებობაჩაითვლება დემოკრატიის პრინციპების დარღვევად, როგორც შინ, და ამის გამო საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხმას არ მისცემს მონარქისტულ წყობილებას რეფერენდუმში. და თავადაზნაურობაც ვერ შეასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ვერ დააკომპლექტებს, სხვა ფენების წარმომადგენელთა გარეშე, ქართული არმიის ოფიცერთა შემადგენლობას. თავადაზნაურთა ძირითადი ფუნქცია (ოფიცრობა, სათავადოებისა და საერისთავოების გამგებლობა) დიდი ხანია დასრულდა საქართველოში.

საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ოფიცრები, რომელთაგან ზოგი გლეხთა, ზოგი აზნაურთა შთამომავალია, ისინი კარგად ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინათ წარსულში აზნაურებს, მსახურობენ ქართულ არმიაში ოფიცრებად.

უამრავი თავადი და აზნაური ოქროს ასოებით არის შესული საქართველოს ისტორიაში. შეუძლებელია არ აფასებდე, მეტიც, არ გიყვარდეს ისინი _ შალვა და ივანე ახალციხელები, იოათამ ზედგინიძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და სხვა მრავალი (თუმცა ყველაზე ამას ვერ იტყვი). მაგრამ მათი დამსახურება არ არის საკმარისი მათი შთამომავლების გამორჩეულობისათვის (ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენ უსახელო გმირს, რამდენ უცნობ წმინდანს, სამშობლოსათვის, რწმენისათვის თავგანწირულ ადამიანს ჰყავს გლეხური წარმოშობის შთამომავლობა). თანამედროვე ეპოქაში გამორჩეულობას (სახელმწიფოს მხრიდან დაფასებას) სჭირდება პირადი დამსახურება უფლის, ქვეყნისა და ერის წინაშე (ყოველ ეპოქას თავისი ტექნოლოგიური და სოციალური თვისებები აქვს). ამიტომ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოში.

ასე რომ, საქართველოს სჭირდება არა არისტოკრატიული მონარქია, არამედ დემოკრატიული, თანამედროვე, ცივილიზებული მონარქია. საქართველოს სჭირდება სახალხო მონარქია.

ძველად, საქართველოში, ქვეყნის ძლიერების ჟამს, გამორჩეულ პიროვნებას ვარგს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, ის აზნაურული წრიდან იყო თუ გლეხთა ფენიდან (ვარგი უფრო ძველია, ვიდრე არისტოკრატია).

საქართველოში თითქმის ყოველ გვარს, თავადური წარმოშობის იქნება თუ გლეხური, ჰყავს თითო გმირი მაინც წინაპართაგან (იხილეთ ქართული ფოლკლორი). აღსანიშნავია ისიც, რომ თავადაზნაურული და გლეხური წარმოშობის თანამედროვე ადამიანები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გვიან შუა საუკუნეებში მწერლები და მეცნიერები მხოლოდ არისტოკრატიული წრიდან გამოსული ადამიანები იყვნენ, ასევე იყო, თითქმის, მეცხრამეტე საუკუნეშიც (სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, და სხვები). ასე იმიტომ ხდებოდა, რომ იმ დროს სრულფასოვანი განათლების მიღება მხოლოდ თავადებს შეეძლოთ.

უფრო ადრეულ საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ბერების უმეტესობა, რომლებიც ბრწყინვალე ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ თუ შესანიშნავად თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურას, არ ვიცით, მაინდამაინც, აზნაურიშვილები იყვნენ თუ არა. მონასტერში ხშირად მცირეწლოვნობიდან მოღვაწეობდნენ წმიდა მამები, მათ შორის იქნებოდნენ სხვადასხვა ფენიდან გამოსულებიც (მაგალითად, ვიცით, რომ წმიდა სერაპიონ ზარზმელი მიწის მუშაკთა, ანუ გლეხთა შვილი იყო).

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან აზნაურებმაც შეძლეს შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა და შედეგიც ბრწყინვალეა: დ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ავით კლდიაშვილი, ლეო ქიაჩელი (შენგელაია), კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.

გლეხთა (ყმათა) შთამომავალთაგან გავიხსენოთ სოლომონ დოდაშვილი. როგორც კი გათავისუფლდა გლეხთა ერთი, მცირე ნაწილი ყმობიდან (რუსეთის მეფის მიერ) და მიეცა შანსი განათლებისა, შესაბამისად აღიზარდა ს. დოდაშვილიც, პირველივე თაობაში. ის არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელ თავადებს განათლებით და ინტელექტით.

1864 წელს საქართველოში ბატონყმობის გაუქმების (და საერთოდ გლეხთა და მიწის რეფორმის) მერე გლეხების შვილებსაც მიეცათ განათლების მიღების საშუალება. მას შემდეგ დრომ დაამტკიცა, რომ ქართველთა ნებისმიერი ფენის თუ წარმომავლობის ადამიანები, კარგი განათლებისა და შესაბამისი პირობების შემთხვევაში, შეძლებენ გახდნენ ბრწყინვალე საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები თუ მწერლები, მათ შორის არაარისტოკრატიული გვარების შთამომავლებიც (ვაჟა ფშაველა, ნიკო მარი, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, შალვა ნუცუბიძე, ილია ვეკუა, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, რევაზ ბარამიძე, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, შალვა მაღლაკელიძე, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვა მრავალი და მრავალი. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქები: წმიდა კირიონ II (საძაგლიშვილი), წმიდა ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე II (ციცქიშვილი), კალისტრატე (ცინცაძე), მელქისედეკ III (ფხალაძე). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქიც არაარისტოკრატიული წარმომავლობისაა). ეს მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში.

ნურავინ იფიქრებს, თითქოს ძველი დროის თავდადებულ თავადებს და აზნაურებს ვინმე უკარგავს დამსახურებას. არც მათი შთამომავლებისადმი გვაქვს პრეტენზია, მეტიც, ვაფასებთ მათ, მაგრამ, ქვეყანაში არისტოკრატიული მემკვიდრეული ტიტულების არსებობაც ფსიქოლოგიური პრივილეგიაა და საზოგადოებაში განსხვავების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველი ადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციურად, არისტოკრატიული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსების მიხედვით. არისტოკრატი ნიშნავს კეთილშობილს, სხვა კი ამ იდეოლოგიით მდაბიორია, ნაკლები ღირსებისაა.

დღეს ტერმინი "გლეხი" არ წარმოადგენს დაბალი ღირსების სოციალური ფენის აღმნიშვნელ სიტყვას. მაგრამ, თუ გაცოცხლდება იურიდიულად ტერმინი თავადი, ტერმინი გლეხი კვლავ ასოცირებული გახდება დაბალი სოციალური ფენის (თუ წარმოშობის) მქონე ადამიანთან. ყველა, ასეთ შემთხვევაში, არათავადი და არააზნაური (უაზნო) სამართლებრივი დატვირთვით ფსიქოლოგიურად გაიგივებული იქნება ნაკლები ღირსების მქონე ადამიანთა ფენასთან.

ქართველი ხალხი, არც ერთი იდეოლოგიით (მით უმეტეს, კონსტიტუციით), არ უნდა დაიყოს თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და მდაბიორებად, ცისფერსისხლიანებად და წითელსისხლიანებად, აღმატებული ღირსებისებად და ნაკლები ღირსებისებად. საისტორიო წყაროებში (და ცხოვრებაში, ძველად, რა თქმა უნდა) ეს ასე გამოიხატებოდა: აზნაური - უაზნო, დიდებული - მდაბიორი, შერაცხილი - შეურაცხი, პატიოსანი - უპატიო, და ა. შ.

აზნაურის შესატყვისი ბერძნულად იყო "კეთილშობილი", ლათინურად "ცნობილი", სომხურად "წარჩინებული", სირიულად - "დიდი სახლის შვილი". "ხოლო "უაზნოს" არაკეთილშობილად გააზრებას მხარს უჭერს I კორინთელთას I. 28-ში დამოწმებული "უაზნოს" შესატყვისი უცხოური ტერმინები: ბერძ. "არაკეთილშობილი", ლათ. "უცნობი", არაკეთილშობილი, სომხური "უტომო", არაკეთილშობილი, სირ. "მცირე გვარის" კაცი, არაკეთილშობილი (ტარასი ახალაია, "შერაცხილის სოციალური ისტორია", საქ. სსრ მეცნ. მაცნე, 1987, 4, გვ. 69).

ეს ყველაფერი ა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სოცირდება, სამწუხაროდ, მოვლენებთან, როგორიც არის ერთი ადამიანის (ერთი სოციალური წრის) უფლება სხვა ადამიანის (სხვა სოციალური წრის წარმომადგენლის) გაყიდვასთან, გაჩუქებასთან, დასჯასთან... განსაკუთრებით, რუსული მმართველობის დამყარების მერე.

ამასვე, სამწუხაროდ, უკავშირდება, ქართულ ფოლკლორში, ბევრი არაარისტოკრატიული გვარის გადმოცემებში არსებული სიუჟეტები: `ბატონი მოგვიკლავს და გადავსახლებულვართ~, `ბატონი მოუკლავს და გაყაჩაღებულა~ და ა. შ.

მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს პოლიტკორექტულობის (POLITICAL CORRECTNESS, შემოკლებით PC) აუცილებლობას. ანუ ნებისმიერი საჯარო გამონათქვამები, გამოსვლა და ქცევა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა და კონსტიტუციის პრინციპებიც, უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო თანასწორობის აღიარებას, ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტში. მიუღებელია ისეთი გამოთქმებიც კი, რომლებიც რაიმე ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფის რაიმე ფორმასთან იყო დაკავშირებული ოდესღაც (მაგალითად, მონა, და გამომდინარე აქედან ტერმინები, პლანტატორების შთამომავალი, ზანგი, შავკანიანი, წითელკანიანი, კეთილშობილი, არაკეთილშობილი, და სხვაც, რა თქმა უნდა), რათა ადამიანებმა არ აწყენინონ ერთმანეთს. გლეხი და ყმა რომ გვიან ფეოდალურ ხანაში, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების მერე, დისკრიმინაციას განიცდიდა საქართველოში, ამას ლაპარაკი არ უნდა. მართალია, ყველა გლეხი არ ყოფილა ყმა, არათავისუფალი, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით ისინი მაინც არაარისტოკრატიულ, `უაზნოთა~ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ.

პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავადაზნაურებად და გლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტიც მოსდის, უცხოეთშიც და საქართველოშიც.

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის სახალხო მონარქიის ქვეყნებში, აკრძალულია ოფიციალურ დოკუმენტებში არისტოკრატიული ტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულების გამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში.

თავად-აზნაურთა შთამომავლებს, რა საკვირველია, აქვთ უფლება, კანონისა და პოლიტკორექტულობის ფარგლებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში დააწესონ საკუთარი ნორმები, შეიკრიბონ და ა. შ. მაგრამ, როგორც უამრავ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, კანონებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში და ა. შ.), ჩემი აზრით, არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმა წოდებებმა. საქართველოში ისედაც ყველამ იცის რომელი გვარი იყო თავადებისა თუ სხვა. ვფიქრობ, მაგალითად, გვარ ჩოლოყაშვილს არაფრად სჭიდება წინ ტერმინ (თუ ტიტულ) თავადის დამატება.

თუ გვსურს, კონსტიტუციური მონარქიის (ნებისმიერი მმართველობის) შემთხვევაში საქართველო იყოს ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო, თანაბარი უნდა იყოს ყველა და ყველას უნდა შეეძლოს დამსახურებისამებრ მეფისგან (სახელმწიფოსგან) ერის წინაშე დამსახურებისათვის ჯილდოს _ წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით. ასეთი წოდება შეიძლება იყოს, ვთქვათ, "საქართველოს სამეფოს რაინდი" (ქალებისათვის "საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი"). ასევე, შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად, "ვარგი", „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა. ჩემი აზრით, საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად თავადის, აზნაურის და სხვა არისტოკრატიული ტიტულები. რათა ახალი "თავადის" ან "აზნაურის" წოდებებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია, მათთან მიმართებაში.

მეფეს შეეძლება სხვა ტიტულების მინიჭება.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq