საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

წესი და განგება საქართველოს მომავალი მეფის კურთხევისა * (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". 2007)
გია მამალაძე
მაცხვარიშის ფრესკა – დემეტრე პირველის მეფედ კურთხევა

     

 

   თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ საქართველოსთვის კარგი იქნება კონსტიტუციური,   მონარქია და მოისურვებს ამ წყობის დამყარებას ჩვენს სამშობლოში, საჭირო იქნება სპეციალური რელიგიური რიტუალი (ცერემონია) – მეფის კურთხევა.

 

   იმ დროისთვის, იმედია, ღვთის ნებით, ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ა დ გამორჩეული იქნება ტახტის მემკვიდრე ვაჟი, მამით, მამის მამით და ყველა მამაკაცური ხაზით ბაგრატიონი, რომელიც აღზრდილი იქნება სამეფოდ.

 

   მეფედ კურთხევა შეიძლება მოხდეს უფლისწულის დაბადების დღეს, რომელიმე დიდ საეკლესიო, ან საერო დღესასწაულზე და სხვა.

 

   მეფედ კურთხევის წინა საღამოს ჩატარდება საღამოს ლოცვა, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, უფლის კვართის ტაძარში.

 

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით შეიმოსება რომელიმე მღვდელმთავარი, წარუძღვება მგალობლებს, მღვდლებს და დიაკვნებს საკმევლითა და კეროვნით (დიდი ცვილის სანთელი) ტაძრისაკენ, `მგალობელნი მგზავრ იტყვიან ჯვარი ქ დგაინთაჲ~.

 

    სასახლეში (ალბათ, მეფის საცხოვრებლად გამოყოფილ შენობაში, მაგალითად დღევანდელი პრეზიდენტის სასახლეში ან სხვაგან) მისვლისას დადებენ ფეშხუმზე (ძირიანი დიდი თეფში) გვირგვინს, სკიპტრას (სამეფო კვერთხი), პორფირს (სამეფო მეწამული ტანსაცმელი) და ბისონს (სამღვდელმთავროს მსგავსი შესამოსელი), დაჰბურავენ და მღვდელმთავარი აიღებს და წააბრძანებს ამ სამეფო ინსიგნიებს სვე

2013 წელი, ნიდერლაბდების მეფის ვილემ–ალეგზანდერის მეფედ კურთხევა
ტიცხოვლისაკენ.

 

    მწუხრის ლოცვები ჩატარდება. მთელ ღამეს უძილოდ გაათენებენ ღვთისადმი ვედრებით, მათ შორის `მეფედ განმზადებული~ და ცერემონიაში მონაწილენი, მთელი ეკლესია.

 

    გამთენიისას, რა დასრულდება ლოცვა, წავლენ მოსასვენებლად. წირვის დაწყების ჟამი რომ მოვა, სამჯერ „ჰრეკონ ძელსა“ და შეიკრიბებიან ეკლესიაში. შეიმოსებიან კათოლიკოსი და მღვდელმთავრები, მღვდლები და დიაკვნები. ჯვარისმტვირთველი (რომელიმე ბერი) წმიდა ჯვარს იტვირთებს (ადრე ძელიცხოველს წააბრძანებდნენ, ახლა ალბათ თხოთის წმინდა ჯვარს, ან დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარს, ან დავით კურაპალატის საწინამძღვრო ჯვარს, ან რომელიმე სხვა წმინდა ჯვარს წააბრძანებენ). ჯვარისმტვირთველი წაიძღვანებს მთავარდიაკონს სანთლებით და საკმევლით, მივა უფლისწულის სამყოფელში და ეტყვის მეფეს:

 

    _ გვაკურთხენ, წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო, მრავალმცა არიან წელნი მეფობისა თქვენისანი.

 

     მერე ჯვარისმტვირთველი მოუტრიალდება სამხედროებს, კურთხევაზე დამსწრე ყველა საპატიო სტუმარს, თავს მოიდრეკს და იტყვის:

 

   _ და თქვენცა გიხაროდენ, ძალნო უძლეველნო, ჟამი არს წინამდებარისა საქმისა აღსრულებად.

 

   და გაემართებიან ტაძრისაკენ შემდეგნაირად: წინ ზარი მეფეთა, შემდგომ დროშა და შუბი, შემდეგ მთავარდიაკონი და ჯვარისმტვირთველი ჯვრით.

 

       მეფის დროშას და შუბს იტვირთებენ განსაკუთრებულად დამსახურებული მონარქისტები,  ზარს და ჯვარს ბერები. ჯვარისმტვირთველად და ზარისმტვირთველად იქნებიან ის ბერები, რომელიც მუდამ მეფის გვერდით იდგებიან ცერემონიების დროს და სერთოდ, იმოღვაწებენ მეფის რეზიდენციაში.

 

2014 წელი, ბელგიის ახალი მეფის კურთხევის დროს
    რომელიმე დამსახურებული მონარქისტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამეფოს აღდგენის საქმეში, წინ წაუძღვება მეფეს ჯვარისმტვირთველის შემდეგ და ხელთ ექნება სამეფო გვირგვინი, მის გვერდით იქნება სხვა დამსახურებული მონარქისტი სკიპტრით ხელში.

 

    რომელიმე დამსახურებული მონარქისტი, მეფის მარჯვნივ იქნება სასარდლო ხმალშემორტყმული, მას ორივე ხელში ეკავება სამეფო ხმალი.  სხვა დამსახურებული მონარქისტი სამანდატურო არგნით (ოქროს კვერთხით) იდგება მეფის მარცხნივ.

 

    მეფის უკან იქნებიან, ასევე, დამსახურებული მონარქისტები, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოში სახალხო მონარქიის დამკვიდრების საქმეში, რომელთა დამსახურებაც დიდი იქნება მოსახლეობის დარწმუნებაში, პროპაგანდაში და ა. შ.  მათ ეკავებათ სამეფო ფარი, ლახტი და ქარქაში.

 

     მეფედ კურთხევის ცერემონიის დამთავრების მერე, აღნიშნული დამსახურებული პიროვნება სამანდატურო არგანს დაუბრუნებს მეფეს, რომელიც მერე არგანს ჩააბარებს შესაბამისი ცერემონიის დროს პოლიციის მინისტრს, რომელთანაც იქნება დაცული არგანი. ამგვარად იქნება შესრულებული პარამენტის მიერ დამტკიცებული პოლიციის მინისტრის მეფის მიერ სიმბოლური დამტკიცება.

 

     სასარდლო  ხმალი, რომელიც მეფის კურთხევის დროს ეკეთება დამსახურებული მონარქისტს, სამეფო ხმლის მტვრთველს, ცერემონიის მერე მეფეს გადაეცემა, რომელიც შესაბამისი ცერემონიის დროს სასარდლო  ხმალს ჩააბარებს თავდაცვის მინისტრს. ასე დამტკიცდება თავდაცვის მინისტრი.

 

   სამეფო დროშა, სამეფო გვირგვინი, სკიპტრა, შუბი და ხმალი, ქარქაშთან ერთად მეფის სასახლეში იქნება დაცული. ასევე პორფირი და ბისონი.

 

    სამეფო ფარი

პარლამენტის თავმჯდომარეს ჩაბარდება, როგორც მცველს სამეფო ფარისა. მეფის მიერ ამ ფარის ჩაბარებით მტკიცდება პარლამენტის არჩეული თავმჯდომარე, პარლამენტში.

 

    სამეფო ლახტი ჩაბარდება პრემიერ-მინისტრს, როგორც ლახტის მცველს. მეფის მიერ სამეფო ლახტის ჩაბარებით მტკიცდება პარამენტის მიერ დამტკიცებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

 

   შემდგომი მეფეების კურთხევის დროს დამსახურებულ მონარქისტებს ჩაანაცვლებენ, სამანდატურო არგნის მცველი პოლიციის მინისტრი, სასარდლო ხმლის მცველი თავდაცვის მინისტრი, სამეფო ფარის მცველი პარლამენტის თავმჯდომარე და სამეფო ლახტის მცველი პრემიერ-მინისტრი, რომელთაც ეს ძალაუფლების ინსიგნიები ჩაბარებული ექნებათ წინა მეფისგან. ხოლო გვირგვინის, სკიპტრის, დროშისა და შუბის ტვირთვა, შემდგომი მეფეების კურთხევის ცერემონიალზე, დაევალებათ, ასევე, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულად დამსახურებულ პიროვნებებს.

 

   ახალი მეფის კურთხევის შემდგომ, მეფე კვლავ ჩააბარებს აღნიშნულ ინსინგნიებს შესაბამის პიროვნებებს, როგორც სახელმწიფოს მართვის უმნიშვნელოვანეს პერსონებს.

 

     მარცხნივ მეფისა, ასევე, იქნება ის ეპისკოპოსი, რომელიც პატრიარქის კურთხევით მონაწილეობას მიიღებს უფლისწულის აღზრდაში, როგორც ძველ დროში ჭყონდიდელი (ამავე ეპისკოპოსის მოვალეობა იქნება საქართველოს მთავრობის კონსულტანტობა საპატრიარქოს მხრიდან) ან სხვა მღვდელმთავარი.

 

    სამეფო ფარის, ლახტის და ქარქაშის მტვირთველთა უკან იქნებიან უფლისწულის მამა და დედა, ოჯახის წევრები, აგრეთვე ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს მეთაურები, მათ უკან გაჰყვებიან, ასევე, დამსახურებული მონარქისტები, საპატიო პიროვნებები, პირადი და არა წინაპართა დამსახურების მიხედვით. მსვლელობას დაამშვენებს თორ-აბჯროსანთა სპა, გენერალიტეტ

ი, სამხედროები, ასევე ჩოხოსნები (ჩოხოსნებშიც იგულისხმება, რა თქმა უნდა, დამსახურებული ადამიანები (პირველი მეფის კურთხევის დროს ცნობილი მონარქისტები), საზოგადო მოღვაწეები).

 

    ეკლესიის კარებთან ტაძრიონს შეეგებებიან პატრიარქი და ეპისკოპოსები.      

 

    კათოლიკოსი თავმოდრეკილად ეტყვის მეფეს ხმამაღლად:

 

    _ კურთხეულ არს მოსვლა თქვენი და დამტკიცება მეფეთ-მეფედ სამეფოსა ამას თქვენსა ზედა, და განმტკიცნეს ღმერთმან შიშსა და სარწმუნოებასა მისსა ზედა, და დაგამორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი სამეფოსა ამის თქვენისანი ქვეშე ფერხთა თქვენთა.

და თქვას ყოველმან ერმან:

 

   _ ამინ!

 

   მეფე მდაბლად თაყვანსა სცემს კათოლიკოსს. მეფეს მარჯვენა ხელზე ხელს მოჰკიდებს პატრიარქი, მარცხენაზე რომელიმე მღვდელმთავარი და წაიყვანენ სამეფო ადგილისაკენ.

 

    დროშას და შუბს საკურთხევლის კარების აქეთ-იქით დაიჭერენ. სამეფო ხმალს ჯვარისმტვირთველი გამოართმევს სამხედრო მინისტრს (პირველი მეფის კურთხევის დროს დამსახურებულ მონარქისტს) და საკურთხეველში წმიდა ჯვარს მიაყრდნობილად დადებს. მეფეს რომელიმე მღვდელმთავარი დაჰბურავს.

 

    პატრიარქის დალოცვისა და მთავარდიაკვნის გამოსვლამდე, მიტროპოლიტი, რომელსაც დაბურული ეყოლება მეფე საკურთხევლის წინაშე, აიღებს საკურთხევლიდან ბისონს, გამოვა, მეფეს თავს მოუდრეკს, ორივე მუხლებზე დააფენს და წამოიყვანს პატრიარქისკენ.

 

    მეფე თავს მოუდრეკს კათოლიკოსს და ეტყვის:

 

   _ მაკურთხე, მეუფეო!

 

    პატრიარქი

ჯვარს გადასწერს და იტყვის:

 

   _ კურთხეულმცა არს მეფობა თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განმტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მიუდრეკელად.

 

        აიღებს ბისონს და ჩააცმევს თავის ხელით და ჯვარს დასწერს.

 

   მეფეს წარუძღვება რომელიმე მიტროპოლიტი და კვლავ თავის ადგილას დააყენებს.

 

     გამოვა მთავარდიაკვანი და დაიწყებს კვერექსის თქმას (დიაკვნის სათქმელი ლოცვა). როცა სახარებას წაიკითხავენ, გამოვა რომელიმე მიტროპოლიტი და რომელიმე მღვდელმთავარი (იქნებ ქორეპისკოპოსი), მოჰკიდებენ მეფეს ხელს ხელში, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან, `წესისამებრ მღვდელთმოძღვართასა~, წარადგენენ შუა ეკლესიის საწარდგომელო ადგილზე და სამგზის ათაყვანებენ წმიდა საკურთხეველს. წარადგენენ საკურთხევლის კართან, მოიყრიან მუხლს და სამგზის თაყვანს სცემენ.

 

   და რომ შეიყვანენ წმიდა ტრაპეზთან, თაყვანს სცემს მეფე და მუხლს მოიყრის კათოლიკოსის წინაშე. მოვლენ ეპისკოპოსები და ომფორს თავს დააფარებენ.

 

    პატრიარქი ჯვარს დასწერს და იტყვის გალობით, ხმამაღლად, ყველას მოსასმენად:

 

    _ საღვთო მადლი, რომელი ყოვლადვე უძლურებათა ჩვენთა ჰკურნებს და ნაკლულებასა ჩვენსა აღავსებს და განაჩინებს ღმრთისმოშიშსა (სახელი მეფისა) ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფეთ-მეფედ და გარე შეარტყამს საღმრთოსა ძალსა მისსა. ვილოცოთ ყოველთა, რათა დაიმკვიდროს მის თანა მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან.

 

    რა დაასრულებს პატრიარქი, ყველა მაღალი ხმით იტყვის:

 

   _ კირილეისონ! კირილეისონ! კირილეისონ!

 

   ასე

გაიმეორებენ კათოლიკოსი და ეკლესია სამჯერ `საღმრთო მადლს~ და `კირილეისონს~ რომ დაასრულებენ, პატრიარქი სამჯერ დასწერს ჯვარს და ასევე ეპისკოპოსები.

 

    კათოლიკოსი ლოცვას წაიკითხავს ყველას მოსასმენად. ლოცვის მერე დასწერენ ჯვარს და წამოაყენებენ მეფეს.

 

    პატრიარქი აიღებს საკურთხევლიდან გვირგვინს, დაადგამს თავზე მეფეს და იტყვის ავაჯი ხმით (გალობით):

 

   _ დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა! ცხორება გთხოვა შენ, და მიეც მას განგრძობა დღეთა უკუნისი უკუნისამდე!

 

    მერმე აიღებს პორფირს, ჯვარს დასწერს და ჩააცვამს.

 

    ამის შემდეგ აიღებს სკიპტრას, ჯვარს დასწერს და მისცემს მარჯვენა ხელში.

 

    ტრაპეზის მარჯვნივ ორხაოს (გრძელ ნოხს) დაუფენენ და ზედ დააყენებენ. მგალობლები იტყვიან:

 

    _ მრავალჟამეულ ჰყვენ, ღმერთო, მეფეთ-მეფე ჩვენი (სახელი), მრავალჟამეულ ჰყვენ!

 

     აქ დასახელდება საქართველოს ხელმწიფის ტიტული: „იესიან, დავითიან, სოლომონიან, ფარნავაზიანი, ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მეფე აფხაზთა და  ქართველთა და სხვათა, სრულიად საქართველოს მეფეთა-მეფე და კავკასიის მცველი“ ან სხვა (იხ. ჩვენი „ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის“).

 

      მეფე ასე იდგება წირვის დასრულებამდე. როცა ეზიარებიან მღვდელმთავრები, მეფესაც აზიარებენ მღვდელთა უწინარესს (ეს ამტკიცებს, რომ საქართველოს მეფეთ-მეფე `მეფე-მღვდელმთავარია~, `საგარეო ეპისკოპოსია~).

 

    რომ ჩამოვლენ საკურთხევლის კარიდ

ან, დამსახურებული მონარქისტი (მომდევნო მეფის კურთხევისას კი სამხედრო მინისტრი) ხმალს შემოარტყამს მეფეს და წამოემართებიან იგივენაირად, მარჯვენა ხელი პატრიარქს ეკავება, ან სხვა მღვდელმთავარს. ასე შეიყვანენ სამყოფელში, სადაც იქნება მისი რეზიდენცია.

 

   როცა მიუახლოვდებიან ტახტს (`ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ (უფალმა _ გ. მ) სამფლობელოდ ზღვითი-ზღვამდი და მდინარეთგან კიდემდი სოფლისა~ _ ბასილი ეზოსმოძღვარი), პატრიარქი და აღმზრდელი მღვდელმთავარი თან მიჰყვებიან, ტახტზე დასვამენ მეფეს.

 

    ჯვარისმტვირთველი ჯვრით მეფის მარჯვნივ დადგება ტახტის წინ, ჯარისა და ხალხის თაყვანისცემამდე.

 

    პირველად პატრიარქი სცემს თაყვანს, მერე აღმზრდელი მღვდელმთავარი, მერე მღვდელმთავრები, ბერ-მონაზვნები, მღვდლები, მონარქიის აღდგენის საქმეში დამსახურებული პიროვნებები, მერე პოლიციის მინისტრი, სამხედრო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სხვები და მოქალაქეები.

 

    რომ დასრულდება თაყვანისცემა და ძღვნობა, ჯვარისმტვირთველი სამეფო შესამოსელს ახდის. სამი დღე მეფე ტახტზე იჯდება გვირგვინით და პორფირით და სამი დღე გაგრძელდება ზეიმი სრულიად საქართველოში.

 

     მხოლოდ პატრიარქს შეუძლია მეფედ კურთხევის  რიტუალის შესრულება.

----------

* - საქართველოს მეფის კურთხევის წესი დამუშავებულია XIII საუკუნის ძეგლის „წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲს“ მიხედვით. პირველად გამოქვეყნდა დაახლოებით 2005–6 წლებში, შესულია ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). წინამდებარე ვარიანტი არის მეორე რედაქცია, ოდნავ გადაკეთებული.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-07-23
ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (დაახ. 319); მოწამისა აპოლონისა (III); მოწამეთა ვიანორესი და სილუანესი (IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (დაახ. 398).
ორმოცდახუთი მოწამე
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
პეჩორის სავანის დამფუძნებელი
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.
gaq