საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

ალექსანდრე არჩილის-ძე (1674-1711)

რუსეთის პირველი გენერალ-ფელდციხმაისტერი

ალექსანდრე ბაგრატიონი, მეფე არჩილ II-ის ძე, იყო ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი.

1684-იდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და თანშეზრდილი იყო პეტრე I-თან, რომელიც მას დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა (არჩილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის და). იგი იყო მომავალი იმპერატორის ბავშვური თამაშობების უცვლელი მონაწილე და მხარის მიმცემი. ასაკით თითქმის ტოლები, ბუნებით ცნობისმოყვარე ახალგაზრდები, მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად ესწრებოდნენ კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშობებში. ამიტომაც პეტრესთან ერთად მანაც დაიმსახურა ცარევნა სოფიასაგან "შფოთისთავის" სახელი.

1697 წელს მასთან ერთად იმოგზაურა ევროპაში: კენიგსბერგსა და ჰააგაში. ალექსანდრე დიდი მონდომებით დაეწაფა საარტილერიო საქმეს – პეტრე I-თან ერთად თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკულ ჩვევებსაც იღებდა – ნავსაშენში მუშაობის დროს რუსეთის მეფე და ქართველი ბატონიშვილი არც ჩაცმულობითა და არც საქმიანობით არ გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მუშებისაგან. პეტრე I აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბატონიშვილმა შეისწავლა პატარა კატარღის მართვა, გაიცნო და გადმოიღო საფლოტო ტერმინები და ხელი მიჰყო საჭირო წიგნების რუსული ენიდან ქართულად თარგმნას.

ალექსანდრე, სადაც არ უნდა ყოფილიყო, თავის ქართულ წარმომავლობას ხაზს უსვამდა. მეცადინეობისა და მძიმე ფიზიკური შრომისაგან თავისუფალ საათებში უფლისწული დადიოდა ქართულ ტანსაცმელში, რომელსაც იგი, როგორც ამას ჰოლანდიელები აღნიშნავდნენ, "აღმოსავლური ბრწყინვალებით ატარებდა". ალექსანდრე 1699-მდე სწავლობდა საარტილერიო საქმეს. 1700 წლის 19 მაისს პეტრე I-მა მიანიჭა გენერალ-ფელდციხმაისტერის წოდება და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ბრძანებაში ნათქვამი იყო: „რაც კი საქვემეხო პრიკაზში გასაკეთებელი იყოს, ყველა საქმიანობა განაგოს არტილერიის გენერალმა, ბატონიშვილმა ალექსანდრე არჩილის–ძემ".

ალექსანდრე ბატონიშვილი შეუდგა რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას. შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ დამზადდა 60000 ყუმბარა. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა ტყვედ ჩაიგდეს ალექსანდრე. 1701 წლის დასაწყისში ტყვეები ნარვიდან სტოკჰოლმში გადაიყვანეს, სადაც აგვისტომდე საკმაოდ მკაცრად ეკიდებოდნენ. ალექსანდრეს მდგომარეობა არც სტოკჰოლმში გადაყვანის შემდეგ გაუმჯობესებულა. კარლოს XII რუსი ტყვეებისა და პეტრეს დასამცირებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. გამარჯვების აღსანიშნავად სტოკჰოლმში ტრიუმფალური მსვლელობა მოაწყო. ტყვეთა მწკრივის თავში, პოლონელი ელჩის, გენერალ-მაიორ დანგეს გვერდით, ალექსანდრე ბატონიშვილი მიაბიჯებდა. კარლოს XII-ის საქციელით აღშფოთებულმა პეტრე I-მა გამოაყვანინა ტყვე შვედები და შვედეთის ელჩის მეთაურობით მოსკოვის ქუჩები შემოარბენინა. 

სტოკჰოლმში ალექსანდრე სტირნდალის სახლში დააბინავეს, მასთან ერთად იყო მისი რვა ქართველი თანმხლებიც. ტყვეობაში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს პეტრე I-მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა. პეტრე ითხოვდა მის დაბრუნებას და მზად იყო მისი წონა ოქრო გადაეცა შვედებისთვის. შვედები არ დათანხმდნენ. ქართველი პრინცი ცხოვრობდა სტოკჰოლმში 10 წელი. მხოლოდ 10 წლის მერე, როდესაც რუსებმა ორი ფელდმარშალი შეიპყრეს, შვედებმა გადაწყვიტეს ბაგრატიონის გაცვლა, მაგრამ გააფრთხილეს, რომ რუსები მას მოკლავდნენ, რადგან გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პეტრე პირველს.

1711 წელს, ტყვეობიდან გამოხსნილი უფლისწული, დაავადებული, გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. ალექსანდრე ბატონიშვილს რუსულიდან ქართულად უთარგმნია „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი".

სტოკჰოლმში, ძველ ქალაქში, მეფის სასახლის ახლოს, იმ სახლზე, სადაც ალექსანდრე ბაგრატიონი ცხოვრობდა, წარწერაა ქართულად:

„ამ სახლში ცხოვრობდა ქართველი პრინცი ალექსანდრე ბაგრატიონი".

აღსანიშნავია, რომ პეტრე ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგაც დიდ ყურადღებას აქცევდა მამიდის ოჯახს – რასაც თავისი მამიდაშვილის, დარეჯან არჩილის ასულისადმი პატივისცემით გამოხატავდა. შემთხვევითი არ იყო, რომ 1722 წლის 30 იანვარს, შვედებზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ, მთელი თავისი ოჯახითა და ახლო თანამებრძოლებით, მოსალხენად მოსკოვიდან დარეჯანის საცხოვრებელ ვსესვიატსკოეში გაემგზავრა, სადაც დარეჯანმა საზეიმო სუფრა გამართა. დარეჯანი, ძმის დაღუპვით დამწუხრებული, საზეიმო მეჯლისში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. პეტრემ დატოვა ამალა და მთელი ღამე დარეჯანთან საქმიან საუბარში გაატარა. შვედებზე გამარჯვების ზეიმი პეტრემ ვსეხსვიატსკოეს არჩილის სასახლეში დაიწყო – და გამარჯვების სახელზე თქმული სასმისით რუსეთის არტილერიის პირველი ფელდციხმაისტერის შესანდობარი შესვა!

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq