საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი - მისი სამშობლოს დამასამარებელი   რუსეთის იმპერიის უერთგულესი მაღალჩინოსანი.

იმერეთის მეფის - დავით II-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი დაიბადა 1837 წელს. 1857 წლის 31 იანვარს მიიღო პორუჩიკის წოდება და საკუთარი თხოვნის საფუძველზე ჩაირიცხა ქართველ გრენადერთა პოლკში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის დაპყრობაში.

1859 წლის დეკემბერში შევიდა გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც დაასრულა შტაბს -კაპიტნის ჩინით და  დაინიშნა გვარდიის კორპუსის შტაბში.

შემდგომში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში. 1863 წლის 4 ივლისს გამორჩეული სამსახურისათვის  მიიღო კაპიტნობა. 1864 წლის აგვისტოში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1869 წელს უკვე გენერალ-მაიორია. 1876 წლიდან ინიშნება ჰერცოგ გიორგი მეკლენბურგ-სტრელიცკის თანაშემწედ   მსროლელი ბატალიონების ინსპექტორის წოდების მიხედვით.

თურქეთთან ომის გამოცხადებასთან ერთად იმერეტინსკი გაიგზავნა ბელგრადში, სერბების სამხედრო მომზადების ხელშესაწყობად, შემდეგ იგი მეთვალყურეობდა პლევნას მე-2 შტურმს.  ამ შტურმისათვის მან მიიღო ოქროს ხმალი წარწერით „სიმამაცისათვის“.

დაჯილდოვდა 1877 წლის 22 აგვისტოს  წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით   ქ.ლოვჩის შტურმით აღებისათვის.

ნიშანდობლივია იმერეტინსკის შედარებითი დახასიათება, რომელიც სამხედრო უწყების მიერ იყო გაკეთებული  ქართველებისთვის კარგად ცნობილ ტოტლებენის მოგვარე გენერალთან, ვისთან ერთადაც  მოუხდა მას სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა:

„ ყოველთვის მშვიდი, აუღელვებელი, ზნეობრივად გაწონასწორებული სწორედ რომ აუცილებელი დანამატი იყო ფეთქებად და ფიცხ ტოტლებენზე, რომელიც ვერც დაუღალავი საქმიანობით დაიკვეხნიდა, ვერც ნებისყოფის სიმტკიცითა და ვერც ნათელი გონებით.

ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ის დაინიშნა სამხედრო-სასამართლო სამმართველოს  უფროსად და მთავარ სამხედრო პროკურორად. ამ თანამდებობაზე იყო 12 წლის მანძილზე. 1891 წლიდან არის ინფანტერიის გენერალი, ხოლო 1892 წლიდან - სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1897 წლის შემდეგ - ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორია.

როგორც ჩანს, გენერალს არა მარტო საკუთარი სამშობლოს თავისუფლების წყურვილი ჰქონდა განელებული, მისი ქვეყნისებრ  დამონებულთაც საკუთარი  ხვედრისათვის შერიგებისკენ მოუწოდებდა. როგორც მადლიერი რუსი მეისტორიეები აღნიშნავენ, იმერეტინსკი ცდილობდა:

„დაემტკიცებინა პოლონელებისათვის საქმით, რომ რუსეთის ხელისუფლება ზრუნავს მათი საჭიროებებისა და სარგებლობისათვის და რამდენადაც შეუძლია, ყოველთვის მზად არის დააკმაყოფილოს მათი არა მარტო მატერიალური ინტერესები, არამედ სულიერი მოთხოვნილებანიც, ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნით - იყვნენ სრულიად რუსეთის იმპერატორის ერთგული ქვეშევრდომნი და თავს რაცხდნენ  ერთიანი და განუყოფელი რუსული სამეფოს მოქალაქეებად“.

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq