საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ მამალაძე

ეს წერილი დაიწერა საუკუნის დასაწყისში და 2007 წელს შევიდა ჩემს წიგნში : "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007. ბოლოში ერთი შენიშვნა დავურთე.

გ. მ.


ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს* (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)


თუ ვინმეს სურს დაამტკიცოს სხვა განსხვავებული რამ, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.

ზოგი პიროვნება აცხადებდა, რომ ბაგრატიონებს მეფური ღირსება დაკარგული აქვთ, რადგან ისინი სხვა მონარქის სამსახურში იდგნენო.


მაგალითად, რუსი მონარქისტების ერთი ნაწილი წინააღმდეგი იყო რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს ცოლად მოეყვანა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ასული ლეონიდა.


რუსეთში არამეფური, არამთავრული წარმოშობის ადამიანზე, თავადზე დაქორწინება ტახტის მემკვიდრისთვის აკრძალულია. მორგანატული ქორწინებისათვის ტახტის მემკვიდრე და მისი შვილები ტახტზე ასვლის უფლებას, დიდი მთავრის და საიმპერატორო სისხლის თავადის წოდებას კარგავენ. რუსები არა მარტო მუხრანბატონების, არამედ გრუზინსკებისა და საერთოდ, ბაგრატიონების გვარის მეფურ ღირსებას აყენებდნენ ეჭვქვეშ.


ეს თვალსაზრისი არა არის სწორი. ევროპაში არსებობს არა ერთი და ორი დინასტია, რომლებიც ხშირად, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა იმპერატორების ქვეშევრდომად ითვლებოდნენ

, მაგრამ სხვადასხვა ვითარების დროს ასეთი საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელი ასულა სრულიად სხვა ქვეყნის სამეფო ტახტზეც კი.

გერმანიის იმპერიაში, ჰოჰენცოლერნების ქვეშევრდომი, მაგალითად, ბავარიის მეფეების, ვიტელსბახების, მეფური ღირსება არავის დაუწუნებია.

გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეების მემკვიდრეებს, კახელ გრუზინსკებს (არსებობდნენ ქართლელი გრუზინსკებიც) არასოდეს პირდაპირ არ უცვნიათ, თანხმობა არ განუცხადებიათ, თავისი სამეფოს გაუქმებაზე.

მართალია, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მათ თითქმის აღარ ჰქონიათ მცდელობა ტახტის დაბრუნებისა, მაგრამ მეფურ ღირსებას განსაზღვრავს არა რომელიმე კერძო პიროვნების კერძო საქციელი, არამედ ტრადიცია და დინასტიის სისხლი.

მით უმეტეს, რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და ნაძალადევად გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, მერე კი დაარღვია თვით ელაზნაურის ტრაქტატიც კი და გააუქმა იმერეთის სამეფო.

სხვათა შორის, 1946 წელს რომანოვების საიმპერატორო სახლის მეთაურმა, ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა ბაგრატიონთა სამეფო ღირსება.

ტრადიციულად, ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი გრუზინსკების პირდაპირი წინაპრები მოყოლებული გიორგი მერვედან, მეფეები იყვნენ კახეთში, ბოლოს ქართლ-კახეთში. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, ბაგრატიონ-გრუზინსკებს მეფური ღირსება აქვთ.

ეს შტო შთამომავალია ალექსანდრე I დიდის მესამე შვილ

ისა. მართალია, თუ შტო უმცროსია, მას არ ეკუთვნის მეფობა, მაგრამ რაიმე მიზეზების გამო, თუ ეს შტო იმეფებს გარე აგრესიით ქვეყნის დაპყრობამდე, ან სხვა შტოს მიერ ტახტის წართმევამდე, ეს შტო სამეფო ღირსების მატარებელია (როგორც, მაგალითად ბონოპარტები). 

ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბაგრატიონების იმერეთის შტოზე. იმერეთის მეფეთა ყველა შთამომავალი სამეფო ღირსების მატარებელია.

იმერეთის სამეფოს შეერთებაზე ერეკლე II-მ, სამწუხაროდ, უარი განაცხადა. ამ ვითარების გამო მის მემკვიდრეებს იმერეთის ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ვერ ექნებათ. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც რუსების მიერ გაუქმებული იყო ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის მეფე სოლომონ II რუსეთმა ცნო მეფედ. და არა მარტო რუსეთმა, მას მეფედ მთელი ყველა აღიარებდა და ისტორიაში შესულია წმინდა მეფის სახელით.

იმერეთის მეფე იურიდიულად იყო მთელი დასავლეთ საქართველოს ხელმწიფე. გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრები ფორმალურად იმერეთის მეფის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. აქედან გამომდინარე, მთელი დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე არის ღვანკითში მცხოვრები ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი (დაბადებული 1925 წელს).

იმერეთის სამეფოსა და იმერული დინასტიის არსებობა არის რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის ოთხი მეფე უკანონოდ იყო შობილი, უკანონოდ შობილ ტახტის მემკვიდრეზე, ან მის შთამ

ომავლებზე თქმა იმისა, რომ ნაკლები ღირსებისა არიან, არ შეიძლება.

ყოველი ბაგრატიონი, მოყოლებული დავით ულუდან არის უკანონოდ შობილის შთამომავალი, მაგრამ მათი სამეფო ღირსება არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. მათ შორის არც თვით დავით ულუსი, რომელსაც ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ თვლიდა თვით სარგის თმოგველი. არავის დაუყენებია ეჭვქვეშ სამეფო ღირსება დავით ულუს შვილისა _ წმიდა დემეტრე თავდადებულისა, შვილიშვილისა _ დიდი გიორგი ბრწყინვალისა, შვილთაშვილისა _ ალექსანდრე დიდისა. არავის დაუყენებია ეჭვქვეშ დიდი ქართველის, ვახუშტი ბაგრატიონის ბატონიშვილობა.

ვიმეორებ, ყველა ბაგრატიონი არის დავით ულუს შთამომავალი, მაგრამ მაინც დიდებული და შესანიშნავი სამეფო გვარისა.

ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის შთამომავლები იყვნენ ქართლის მეფეები, ქართლის მუხრანელი მეფეები და არიან დღევანდელი მუხრანბატონები (უფროსი ვაჟი უძეოდ გარდაიცვალა).

მუხრანბატონები, რომლებიც უმცროსი შტო იყო ქართლში, უფროსი შტოს შეწყვეტის მერე გამეფდნენ. მუხრანელი ბაგრატიონების შვიდი მეფეა ცნობილი.

`მუხრანელი~ ბაგრატიონების მეფეთა შტო შეწყდა 1919 წელს. ამის მერე მათი მემკვიდრე გახდა ქართლის ბაგრატიონთა გვერდითი შტო, მუხრანბატონთა შტო. მათ სამეფო ღირსება მაინც აქვთ, ვინაიდან, უძეოდ გადაგებული მეფის ან უძეოდ გადაგებული ტახტის მემკვიდრის მერე, გვარის უმცროს შტოზე გადადის სამეფო მემკვიდრეობა, რო

გორც გრუზინსკებში და იმერლებში გადავიდა.

ქართლის მეფეთა ტახტის პირდაპირი მემკვიდრეები არიან ახლანდელი მუხრანბატონები, რომლებიც ერთიანი საქართველოს უფროსი შტოს (კონსტანტინე II) გაგრძელებას წარმოადგენენ. მეტიც, ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრეები ქართლ-კახეთის მეფეთა შტოს მამრობითი ხაზის შეწყვეტის შემდეგ ხდებიან მუხრანბატონები, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ბაგრატიონთა ყველაზე უფროსი შტოს მეთაურები.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გვყავს სამი შტო, რომელთაც გააჩნიათ სამეფო ღირსება.

გარდა ამისა, თუ ამ შტოებს არ ეყოლებათ ვაჟი მემკვიდრეები, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადავა ბაგრატიონ-დავითიშვილთა შტოზე.


--------


* - ხშირად ამბობენ, რომ მუხრანელთა შტო არის სათავადო და არა სამეფო შტოო. 


პასუხი - შაჰნავაზი იყო თავადი და არა სამეფო ოჯახის შვილი (თუმცა მისი წინაპრები მეფეები იყვნენ). მაგრამ ქართლის სამეფო შტოს მამრობითი ხაზის შეწყვეტის გამო, ის გახდა ქართლის მეფე, როგორც როსტომ მეფის მოგვარე და შვილობილი. ანუ თავადი გახდა მეფე, ანუ თავადური შტოს წარმომადგენელი ავიდა ტახტზე... ამის მერე მისი შთამომავლობა იყო სამეფო და არა თავადური. ანუ ისტორიაში ხდება ხოლმე, რომ თავადური შტო შეიძლება გახდეს სამეფო შტო. 

სხვათა შორის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ტახტის მემკვიდრებაში არა მარტო სა

თავადო, არამედ საგლეხო გვარების წარმომადგენლებიც არიან, სამეფო ოჯახთან ნათესაობის გამო, მათში ურევია სამეფო სისხლი. რა თქმა უნდა, რიგით უფრო ქვემოდ, ვიდრე თვითონ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. 


რიგითობა თვითონ დაადგინონ ბაგრატიონებმა, თვითონ შეთანხმდნენ. მე კი ვამბობ, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, ერთი სამეფო ოჯახის შეწყვეტით მთელი დინასტია ბაგრატიონებისა არ წყდება, არიან სხვა შტოები და ისინი გააგრძელებენ გვარს და დინასტიის მემკვიდრეობასაც მიიღებენ, როგორც მოხდა როსტომ მეფის დროს.


სხვათა შორის, ყველაფერი ხდება, ესპანეთში ტახტზე ავიდა ხუან კარლოსი, ის არ ყოფილა დინასტიის უფროსი, მაგრამ, ასე მოხდა, რადგან ჩათვალეს, რომ ხუან კარლოსმა დაიმსახურა და არა მისმა მამამ, ბიძამ თუ ბიძაშვილმა... ამქვეყად ყველაფერი ხდება.

საქართველოს სამეფო ტახტზე ავა ის, ვინც დაიმსახურებს ღვთისა და ხალხის წინაშე.


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-11
ღირსმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა (767); მოწამისა ირინარხესი და მისთანა შვიდთა წმიდათა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq