საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

დამატებები > მსოფლიო მოვლენათა ქრონიკა

ეს ”უკრაინა” ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს!
georoyal.ge

უკრაინის დღევანდელი ვითარება, როგორც ორი წვეთი წყალი ჰგავს საქართველოში უკვე განვლილ ვითარებას, მაგრამ  რომელს?

ჩვენს პოლიტიკანებს რომ ჰკითხოთ, ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მათ აგონებთ 2011 წლის 26 მაისს. მკრეხელობა ამაზე შორს ვერ წავა - პუტინის მეკანდელაბრე ნინო ბურჯანაძის სამშობლოს თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ”ბელა ჩაოს” აქციის შედარება უკრაინის ეროვნულ ”ვეჩესთან” სწორედ რომ შეურაცხყოფაა ამ მამაცი ხალხისა!

მაშ,  იქნებ 9 აპრილის ნიჩბებით დაჩეხილ მომიტინგეებთან აქვს საერთო ასეთნაირადვე დაჩეხილ უკრაინულ მიტინგებს? არც ეს შედარება იქნება მართებული - იმჟამად  ქართველი ერის გაერთიანებულ  ძალას გამხელილად ებრძოდა იმპერია, განსახიერებული რუს ჯარისკაცებში.

მაშ რომლის შედარება შეიძლება?

არც მეტი, არც ნაკლები - დღევანდელი უკრაინის მდგომარეობა არის ალიკვალი საქართველოს 1991 წლის დეკემბრისა და 1992-93 წლების და მათი შემდგომი მოვლ;ენებისა - აქაც და იქაც ჯანსაღ ეროვნულ ძალებს დაუპირისპირდა კრემლისაგან გამოწვრთნილი პროიმპერიული შინაური მე-5 კოლონა!  საქართველოში ეს იყო სისხლისღვრა რუსთაველზე, შემდეგ 3 და 7 იანვრის მიტინგების უმოწყალო რბევა  დიდუბისა და დელისის მეტროებთან, 2 თებერვლის მანიფესტაციის ჩახოცვა ცირკის მისადგომებთან, 5-გზის გადაჯეგილი სამეგრელო - ყველა ამ სადამსჯელო ოპერაციების ორგანიზატორები იყვნენ რუსული იმპერიული დანიშნულებით მოქმედი ”მხედრიონი” და თბილისური საძმოები!

ზუსტად ასევე:  უკრაინაში ადგილობრივი ”ბერკუტის” და ”ტიტუშკების” ბანდები არბევენ და ხოცავენ ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელებს, პროიმპერიული პოლიტიკოსები არ თმობენ პოზიციებს და პირიქით - ეროვნული მოძრაობის მებრძოლებს აცხადებენ ტერორისტებად! უკრაინის უშიშროების პრეს-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რეჩინსკი აცხადებს: ”ჩვენთან იწყება ომი, ოღონდ - არა სამოქალაქო. ჩვენთან დაიწყო ინტერვენცია - ჩუმი, შენიღბული შემოჭრა. პუტინი ”აზღვევს” თავის ცოტა ხნის წინანდელ ”ინვესტიციას” უკრაინისთვის. მაგრამ უკვე არა იანუკოვიჩის, არამედ თავისი სპეცსამსახურებით”.

ყველას გვახსოვს, ჩვენი ქვეყნისთვის რა სავალალოდ დამთავრდა ეს ეპოპეა - მთელი 10 წელი გრძელდებოდა ”დიდი ღამე” საქართველოში.

 მაგრამ მაშინ მსოფლიოს ”დიდ პოლიტიკოსს” - შევარდნაძეს მხარს უმაგრებდნენ ისეთი ”გამოჩენილი” მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ მამა ბუში, გენშერი და ბეიკერი, რომ აღარაფერი ვთქვათ კრემლის მხარდაჭერაზე.

იანუკოვიჩს კი დღეისათვის პუტინისა და ლუკაშენკოს მეტი აღარავინ დარჩა თანამდგომი.  ამიტომ შეგვიძლია უფრო იმედიანად შევხედოთ მომავალს - უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენს ხალხს გადმოსცემს გამარჯვების ესტაფეტას!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq