საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლაშა-გიორგის ანდერძი (რისი ეშინოდა მომაკვდავ მეფეს)
გაიოზ მამალაძე

დიდი საქართველოს მეფეთა მეფე გიორგი მეოთხეს, ლაშას, ხლათის სულტანმა მისი დის, რუსუდანის ხელი სთხოვა. რაღაც მიზეზის გამო ლაშამ უარი უთხრა ხლათელს.

შემდეგ შარვან-შაჰი შემოეხვეწა ჩვენს ხელმწიფეს, შენი და მომათხოვეო. მეფე დათანხმდა. შირვანში გააგზავნეს ქართლის ერისთავი. თვითონ მეფე ბაგავანს გაემგზავრა. ბაგავანი უნდა ყოფილიყო შირვანის საზღვართან ახლოს. იქიდან უნდა გაეტანებინა თავისი და შირვან-შაჰისათვის.

1223 წელი იდგა, იანვრის თვე. ათი დღე იდგნენ ბაგავანში. მოულოდნელად ხელმწიფე ცუდად გახდა, იმდენად ცუდად, რომ მიხვდა, კვდებოდა. შეიძლება მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის გამო, შეიძლება რაიმე სენი შეეყარა, შეიძლება ვინმეს უნდოდა მისი სიკვდილი.... ამაზე არასოდეს გვექნება პასუხი.

ხელმწიფეს სამეფო ვალდებულება ჰქონდა და უნდა გაეცა უკანასკნელი განკარგულება, რათა მისი სიკვდილის შემდეგ სამეფოს ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა და სამეფო ოჯახში ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო. ამიტომ, მოიწვია სახელმწიფოს დიდებულები, თავისი და, რუსუდანი და მიმართა ცრემლმორეულმა:

„საქართველოს მესვეურნო, ვიცი თქვენი პატიოსნება და მეფეებისადმი ერთგულება. ღვთის წინაშე გაბარებთ ჩემს დას, რუსუდან, რათა ჩემს შემდგომად მეფედ ჰყოთ, როგორც არის ჩვეულება თქვენი წარმომავლობის ადამიანებისა. ერთგულად ემსახურეთ და თქვენი სიმხნით უვნებლად დაიცავით სამეფო ტახტი მტრებისგან. მართალია, მამაკაცი არ არის,  ქალია, მაგრამ არ აკლია სიბრძნე და სამეფო საქმეების ცოდნა.

თქვენ, სამეფოს წარჩინებულებმა იცით და გახსოვთ წყალობა, ნიჭი და პატივი თქვენდამი, -სანატრელისა და კეთილად მოხსენიებულის, მეფეთა შორის ბრწყინვალის, - ჩემი დედისგან. ასევე თუ ღმერთი ინებებს, ჩემი დაც გცემთ პატივს. გთხოვთ ღვთის წინაშე, მეფედ ჰყოთ ჩემს შემდგომად.

ხოლო ჩემს დას, რუსუდანს, ვუბარებ ღვთის წინაშე და თქვენს გასაგონად, აღზარდოს ჩემი შვილი დავითი და როცა შეეძლება მეფობა და მხედრობა, გაამეფოს.

დავითი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ ჩემი მეფობისა.

ახლა პატარაა, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს მის გაზრდას, ვფიქრობ შეძლებს მეფობას, რადგან ჯანმრთელი და საღი ჩანს“.

დაასრულა ანდერძი და გარდაიცვალა საქართველოს მესამოცე მეფე. ეს მოხდა 1223 წლის 18 იანვარს.

ლაშა გიორგიმ ანდერძით სცადა მემკვდრეობის წესი ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო მისი სიკვდილის შემდეგ. თავის მემკვიდრედ იგი თვლიდა ერთადერთ ვაჟს, რომელიც მაშინ პატარა იყო, მაგრამ იცოდა, მისი პატარა ვერ შეძლებდა გამეფობას, მას შეიძლება პრობლემები შექმნოდა, ამიტომ, მეფობა გადააბარა თავის დას, რუსუდანს.

რუსუდანს გამეფებაში ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა, რადგან ზრდასრული იყო და თამარის შვილი. საქართველოში უკვე არსებობდა პრეცედენტი ქალის გამეფებისა. საქართველოს ერთიანი სამეფოს, მანამდე მისი ძველი წინამორბედი სახელმწიფოების - ქართლის, კოლხეთისა და დიაოხის, ასევე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შესული სამეფო-სამთავროების, აფხაზეთის, ქართველთა სამეფოს (ტაო-კლარჯეთის), კახეთ-ჰერეთის ტახტებზე არასოდეს ასულა ქალი.

ბაგრატიონების გვარში ქალის ხაზით სამეფო მემკვიდრეობაც არ გადადიოდა, ანუ, მეფის ასულები არა მარტო თვითონ ვერ ადიოდნენ ტახტზე, არამედ ბაგრატიონის გვარსაც ვერ გადასცემდნენ შთამომავლობას და მით უმეტეს, სამეფო ტახტზე ვერ აჰყავდათ შვილები.

 გამონაკლისი იყო მხოლოდ წმინდა თამარი. ყველას ახსოვდა, თამარ ქალი ტახტზე ავიდა იმიტომ, რომ სხვა მემკვიდრე ქვეყანას, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს, აღარ ჰყავდა. თამარის მამამ, თავისი აღზრდილი, ტახტის მემკვიდრე, უფროსი ძმის, მეფე დავით მეხუთის ერთადერთი ვაჟი, დიმიტრი (დემნა) სასტიკი სასჯელით დასაჯა აჯანყებისათვის.

თვითონ გიორგი მესამეც ანდერძით იყო შეკრული თავისი ძმის მიერ, რომლის მიხედვით დემნას სრულწლოვანების მიღწევი

სას გიორგის მეფობა უნდა დაეთმო ძმისწულისათვის. დემნა უფლისწული აჯანყდა, რადგან ბიძა ტახტის დათმობას არ აპირებდა. დამარცხებულ უფლისწულს თვალები დათხარეს, რათა ვერ გამეფებულიყო. ბრმას ან ჯანმრთელობის არმქონე ადამიანს ეკრძალებოდა ტახტზე ასვლა, და დაკოდეს, რათა, შთამომავლობა არ მისცემოდა, მემკვიდრეები აღარ ჰყოლოდა, გიორგის ასულ თამარს კონკურენტები რომ არ გასჩენოდა.

გიორგი მესამემ პრეცედენტი შექმნა და ტახტზე აიყვანა ქალი. აჯანყების დამარცხების მერე, თვითმპყრობელ მეფეს შეწინააღმდეგება ვეღარავინ გაუბედა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დიდებულთა რამდენიმე დაჯგუფებამ სცადა ესარგებლა ახალი ხელმწიფის სქესით, როგორც თვითონ ფიქრობდნენ - სისუსტით. არაფერი გამოუვიდათ. თამარ მეფემ ბრძნულად გადაჭრა ყველა პრობლემა, მშვენივრად შეძლო სამეფოს გაძღოლა და არა ერთი წარმატება მოუტანა სახელმწიფოს.

ასე რომ, რუსუდანს სქესის გამო ტახტზე ასვლაში პრობლემა არ შეექმნებოდა, ფიქრობდა სიკვდილის წინ მეფე გიორგი-ლაშა. რუსუდანი გაზრდიდა მის ვაჟს. მოყვარული ძმა, ლაშა-გიორგი ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი საყვარელი დაიკო რაიმეს დაუშავებდა თავის ერთადერთ, ობოლ ძმისწულს. მაგრამ, მაინც, მომაკვდავმა თამარის ძემ დიდებულების თვალწინ, თავისი მეფობის მემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი ძე, ხოლო ანდერძით რუსუდანს, ფაქტობრივად, დროებითი მეფის ძალაუფლება გადასცა და მოსთხოვა, როგორც კი სრულწლოვანებასა და მეომრის ასაკს მიაღწევდა მისი ვაჟი, დაეთმო ტახტი. სრულწლოვანებაში მაშინ, ალბათ, 21 წელი იგულისხმებოდა. ამ ასაკიდან შეეძლო მეფეს გაძღოლოდა არმიას ბრძოლაში.

ყველაფერი გათვალა, შეძლებისდაგვარად, მომაკვდავმა ლაშა-გიორგიმ. მას სხვა გზაც არ ჰქონდა. სასიკვდილო სენი უცებ ეწვია, ვეღარ მოასწრებდა თავისი მცირეწლოვანი ვაჟის თანამეფედ კურთხევას, როგორც უკვე ტრადიცია იყო ქვეყანაში, როგორც მისი დედა აკურთხეს 12 წლის ასაკში, მამის, მეფე გიორგის თანამეფედ, და როგორც თვითონ, დედის, თამარ მეფის თანამეფედ ეკურთხა, ჭაბუკობისას.

რა იცოდა მომაკვდავმა მეფემ, რომ მასთან ერთად დიდი საქართველოც მოკვდებოდა. რა იცოდა დის მოყვარულმა ძმამ, რომ, მასთან ერთად, მის სათაყვანებელ ოჯახში დედმამიშვილობის სიყვარულსაც მოეღებოდა ბოლო...

რუსუდანმა შეიფერა მეფობა, სულ მალე თავის სახელზე ფულიც მოაჭრევინა, ქმრადაც ის მოიყვანა, ვინც მოეწონა. ვაჟი შეეძინა და გადაწყვიტა შვილი ექცია თავის მემკვიდრედ და არა „ვიღაც ველისციხელი ქალის ნაბუშარი“, როგორც იტყვიან ხოლმე ადამიანები, როცა ვინმეს რაიმე უნდა წაგლიჯონ.

აღზევებულ დიდებულებსაც აწყობდათ რუსუდანის მეფობა, მით უმეტეს, მხარგრძელთა რამდენიმე შტოდ გაყოფილ, ყველაზე მდიდარ და გავლენიან საგვარეულოს. რუსუდანი ვერც სახელმწიფოს მართავდა და ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებასაც არ ცდილობდა. მისი ქმარიც ჩვარი იყო. განსაკუთრებით ივანე მხარგრძელი იყო კმაყოფილი. ათაბაგობაც ჰქონდა, ანუ უფლისწულის აღმზრდელის პატივი, ამირსპასალარიც იყო, ანუ სამხედრო მინისტრი, ლორეში „სომეხთა მეფის ადგილზეც“ იჯდა, მწიგნობართუხუცესიც, ფაქტობრივად, დამცრობილი ჰყავდა და განაგებდა ქვეყანას, როგორც უნდოდა.

რუსუდანს, როგორც კი წამოეზარდა უფროსი შვილი, თამარი, გაათხოვა რუმის სელჩუკთა სულტანზე. მაყარში გააყოლა ძმისწული, და სიძეს მოსთხოვა, საპატიმროში ჩაესვა დავით ლაშას ძე. მემატიანე იმასაც კი ამბობს, შეუთვალა სიძეს, მოკალიო...

თვითონ კი თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, დავითი, თანამეფედ აკურთხებინა ქუთათისში.

იქნებ გრძნობდა, ლაშა-გიორგი, სიკვდილის წინ,  საშიშროებას, შვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით, და გაზრდამდე, სრულწლოვანობამდე გადაავადა საფრთხე რუსუდანის გამეფებით. გაიზრდება და თვითონ მიხედავსო თავს, იქნებ იფიქრა,.. ვინ იცის...

ღმერთმა გადაარჩინა ლაშას ძე და მაინც ავიდა ტახტზე, თუმცა ის აღარ იყო უძლეველი სახელმწიფოს ტახტი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq