საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ფერისცვალება ქართლისა
გაიოზ მამალაძე

დაახლოებით 323 წელს, ზოგი მეცნიერის აზრით 316-317, ან 319-320 წელს, წმინდა ქალწული ნინო სომხეთის მხრიდან მოადგა საქართველოს. სომხეთის მეფეს თრდატს სასწაულებრივად გადაურჩა მოციქულთასწორი. გადმოცემით, ამ დროს, რამდენიმე ხნით სომხეთის მეფე გარეულ ღორს იყო მიმსგავსებული ფსიქოლოგიურად.

 წმინდა ნინოს მცხეთაში, ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქში ეგულებოდა ერთ-ერთი უმთავრესი და უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა - უფლის კვართი. 

ამქვეყნიურ ცხოვრებაში სულ რამდენიმე ნივთია დაკავშირებული მაცხოვართან. ჯვარი, რომელზეც გააკრეს, სამსჭვალები, რომლითაც გააკრეს, არდაგი (სუდარა), რომელშიც გაახვიეს გარდამოხსნის შემდგომ და რომელზეც აღდგომის დროს სასწაულებრივად აღიბეჭდა მისი გამოსახულება. კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც სასწაულებრივად დაიხატა მაცხოვრის გამოსახულება, როდესაც ქრისტემ სახეზე მიიდო – და კვართი უფლისა.

 უკერველი კვართი უფლისა იყო ერთადერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური „ქონება“ ქრისტესი, რომელიც მას განკაცების ჟამს, ამქვეყნად ჰქონდა და რომელიც დარჩა მისი ჯვარცმისა და ამაღლების შემდგომ კაცობრიობას.

უკერველი კვართი უფლისა, გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლმა პატარაობისას მოუქსოვა იესოს. კვართი ქრისტესთან ერთად იზრდებოდა... 

არც ქისა ჰქონია ქრისტეს, არც სახლი, არც კარი, არც ნავი, არც... არაფერი. მხოლოდ კვართი ემოსა... და ეს კვართი, – სასწაულთმოქმედი, რომლის შესახებ საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველება არსებობდა, რომელიც არ განუკვეთავთ, არ დაუჭრიათ, რადგან ეკლესიის განუყოფლობის სიმბოლოა, – მაცხოვრის ნებით ერგო საქართველოს... 

მცხეთა ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო იმ პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი. ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელი აინტრესებდა ქალწულ ნინოს და გაიგო, რომ ქართლში, მცხეთაში იყო ის გადაბრძანებული ჯვარცმის მერე.

შემდეგ სასწაულიც მოხდა, სიონის მთაზე ჩაეძინა ქალწულს და სიზმარში მარადი ქალწული მარიამი გამოეცხადა, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და მცხეთისკენ გამოაგზავნა ძალიან ახალგაზრდა მოციქულთასწორი. 

არა ერთი ხიფათი და განსაცდელი გადაიტანა მოციქულთასწორმა ნინომ, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდა. 

ეს ისტორია, რამდენიმე რედაქციად, მშვენივრად აქვთ მოთხრობილი ჩვენს წინაპრებს. უმთავრესი წყარო მათთვის თავად მოციქულთასწორის მონათხრობი იყო, რომელიც მის სიცოცხლეშ

ივე ჩაიწერეს, მეოთხე საუკუნეში. 

როგორც ვთქვით, წმინდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა სომხეთის გამხეცებულ და ქრისტიანთა დევნის გამო გარეულ ღორს დამსგავსებულ მეფე თრდატს და გამოემართა ქართლისაკენ. ოთხი თვე გამოიზამთრა დაბა ორბანთში, სომხეთ–ქართლის საზღვართან და ივნისის თვეში კვლავ წამოვიდა საქართველოსკენ.

ჯავახეთის ზეგანზე მიადგა ფარავნის ტბას. იქიდან ჩანდა მარადიული ყინულით დაფარული კავკასიის მთები. ჯავახეთის მთებშიც სიცივე იყო, ფარავნის ტბა ხომ 2000 მეტრის სიმაღლეზეა. შეძრწუნდა და შეეშინდა ახალგაზრდა მოქიცულთასწორს. ორი დღე დაჰყო ტბასთან, ისვენებდა. მეთევზეებს საჭმელი სთხოვა. იქვე იყვნენ მწყემსები, რომლებსაც დიდი ცეცხლი დაენთოთ და დარაჯობდნენ საქონელს. თან ლოცულობდნენ, მიმართავდნენ ქართველთა ძველ კერპებს – არმაზსა და ზადენს, და მშვიდობიანად დაბრუნების შემთხვევაში შესაწირს აღუთქვამდნენ.

წმინდა ნინომ ცოტა სომხური იცოდა, სარა ნიაფორისგან ჰქონდა ნასწავლი, რომელსაც ადრე ემოწაფებოდა, იერუსალიმში. მწყემსთა შორის ერთი აღმოჩნდა სომხურის მცოდნე და მას ჰკითხა, სადაურები ხართო.

– „სხვადასხვა დაბიდან, ელარბინიდან, საფურცლიდან, ქინძარიდან და რაბატიდან დიდი ქალაქის მცხეთისა, „სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენო“ – დაასრულა სიამაყით თავის დედაქალაქზე სომხურის მცოდნე ქართველმა მწყემსმა.

– „სადაა მცხეთა?“ – იკითხა მოციქულთასწორმა.

– „ფარავნის ტბას რომ მდინარე გამოუდის, იმას თუ გაყვები, მიგიყვანს მცხეთაშიო“. – უპასუხა მწყემსმა. ფარავნის ტბიდან გამომავალი პატარა მდინარე ფარავანი სოფელ ხერთვისთან უერთდება მტკვარს და მცხეთისკენ მიჰყვება.
 
წმინდა ნინომ ქვა დაიდო სასთუმლად, როგორც ოდესღაც ისრაელის მამამთავარმა  იაკობმა და დაიძინა. იაკობივით გამოცხადება იხილა ახალი ისრაელის – საქართველოს სულიერმა დედამთავარმა.

გამოეცხადა მას საშუალო სიმაღლის კაცი, მისცა ბეჭედდასმული გრაგნილი და უთხრა, მიართვი ეს მცხეთაში წარმართთა მეფესო.

წმინდა ნინო ატირდა და ევედრებოდა:

– „უფალო, მე ქალი ვარ, უცხო და უმეცარი, არ ვიცი მათი ენა, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში და უცხო ხალხთან?“

მაშინ ქრისტემ გაუხსნა წერილი და წააკითხა. დაწერილი იყო ლათინურად და ზედ იესოს ბეჭედი იყო დასმული. ათი წინადადება ეწერა:

ა. სადაც იქადაგება ეს სახარება, იქვე ახსენებენ ამ ქალს.

ბ. არც მამაკაცება არსებობს და არც

დედაკაცება, არამედ თქვენ ერთნი ხართ.

გ. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელი ეცით მათ, სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა.

დ. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.

ე. სადაც იქადაგება სახარება სასუფევლისა, იქაც ითქმება ყველა სოფელში.

ვ. რომელიც თქვენ მოგისმენთ და შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს, და რომელი მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

ზ. ძალიან უყვარდა მარიამი უფალს, რადგან მარად ისმენდა მის ჭეშმარიტ სიტყვებს.

ჱ. არ შეგეშინდეთ მათი, რომლებიც შეძლებენ თქვენი ხორცის მოკვლას, მაგრამ სულს ვერ მოკლავენ.

თ. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: „წადი დედაკაცო და ახარე ჩემს დებს და ძმებს“.

ი. იქადაგეთ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ეს იყო მეორე გამოცხადება წმინდა ნინოსათვის. პირველად ხომ იერუსალიმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც გამოაგზავნა ჩრდილოეთის ქვეყანაში. მეორე გამოცხადებაში მას თავად მაცხოვარმა აუწყა, რომ მისი სახარება გადაეცა მცხეთაში წარმართი ქართველების მეფისთვის.

მუხლი ა პერიფრაზია მარიამ ბეთანიელის მისამართით ნათქვამი ქრისტეს სიტყვებისა (მათე, 26. 13), თუმცა აქ უკვე წმინდა ნინოს შეეხება და ნიშნავს, რომ ქართლში ქრისტეს რჯულის გავრცელების გამო ქართველთა განმანათლებელ ნინოს არასდროს დაივიწყებენ.

მუხლი ბ ნიშნავს, რომ მანამდე მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებული სხვაობა ქრისტიანობაში აღმოფხვრილია და უფლის წინაშე ყველა თანაბარია.

დანარჩენი მუხლები ქრისტიანობის ქადაგებას შეეხება (მუხლი ე ისევ წმინდა ნინოს). ეს გამოცხადება უკვე კონკრეტული დავალება იყო, საკმაოდ რთული – მეფის მოქცევა ქრისტიანობაზე.

წმინდა ქალწულმა შველა ითხოვა უფლისგან და გაუდგა გზას მდინარე ფარავნის დინების მიმართულებით. გზაში მრავალი დაბრკოლება შეხვდა და ბევრჯერ შეაშინეს მხეცებმა. როცა მდინარემ აღმოსავლეთით გადმოუხვია, წმინდა ქალწულს შეხვდნენ თანამგზავრები. ასე მოაღწია ქართლში ქალაქ ურბნისს, სადაც ნახა წარმართი ქართველები.

ურბნისში ებრაული თემი არსებობდა. წმიმდა ნინომ ებრაული იცოდა და ერთი თვით დარჩა ამ ქალაქში.

ერთ დღეს მთელი ხალხი ურბნის ქალაქისა დაიძრა სამეფო ქალაქ მცხეთისაკენ, სავაჭროდ და არმაზის კერპისათვის მსხვერპლის შესაწირად.

წმინდა ნინოც მათ წაჰყვა. როცა მოაღწიეს მც

ხეთას, მოგვთა ხიდიდან, პომპეუსის ხიდსაც რომ უწოდებდნენ, წმინდა ნინო ხედავდა წარმართთა ცდომილებას და ცრემლს ღვრიდა მათთვის და იგლოვდა თავის უცხოობას.

მეორე დღეს გაისმა საყვირების ხმა და უამრავი ადამიანიც ახმაურდა. შემდეგ ხალხი აჩოჩქოლდა და გაიწ–გამოიწია სწრაფად. ქართლის დედოფალი ნანა გამოვიდა. ხალხი უკან გაჰყვა. ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით შემკობილ ქუჩებში მიედინებოდა ხალხი და ხმამაღლა, აღტაცებით აქებდა მეფეს. მაშინ გამობრძანდა დიდებული შესახედაობის, ბრწყინვალედ მოსილი მეფე ქართლისა – მირიან მესამე.

ჰკითხა წმინდა ნინომ გვერდით მდგომ ებრაელ ქალს, რა ხდებაო.

– „მათი ღმერთების ღმერთი არმაზი იწვევს მათ, რადგან არ არსებობს მასზე ამაღლებული სხვა კერპი“. – უპასუხა ებრაელმა ქალმა. მოციქულთასწორიც სწრაფად გაემართა არმაზის სანახავად და აასწრო მათ. აივსო მთა ხალხითა და დროშებით, როგორც ველები ყვავილებით.

წმინდა ნინო შევიდა არმაზის ციხეში და დადგა ზღუდის ნაპრალთან,  საიდანაც ჩანდა კერპი. და უყურებდა გაკვირვებული, როგორი შიშით მიეახლებოდნენ მეფე–დედოფალი, დიდებულები და ხალხი კერპებს.

იდგა ერთი კერპი – კაცი სპილენძისა, ტანთ ეცვა ოქროს ჯავშანი, თავს ოქროს საომარი ჩაბალახი ეხურა. თვალები ჰქონდა ზურმუხტისა და ბივრილის (მწვანე და ცისფერი). ხელში ეჭირა ელვასავით ბრწყინვალე ხმალი, რომელსაც აქეთ–იქით იქნევდა. ხალხი შიშითა ამბობდა: „ვაითუ დავაკლე ქება და დიდება დიდ არმაზს, ხომ არ შემაცდინეს მე ებრაელთა სიტყვებმა ან სპარსთა მოგვების მოსმენამ? იქნებ იპოვოს რაიმე ბიწი ჩემში და მცეს თავისი მახვილი, რომლისაც ყველას ეშინიაო“. და შიშით თაყვანსცემდნენ არმაზს.

არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა კერპი – კაცი ოქროსი, სახელი მისი იყო გაცი. და მარცხნით კაცი ვერცხლისა, სახელი მისი იყო გაიმ. რომლებიც არიან–ქართლიდან გადმოეტანათ ქართველებს. ესენი ღმერთებად მიაჩნდა ხალხს ქართლში.

ტიროდა წმინდა ნინო ქართველი ხალხის ცდომილების გამო, რომელთაც მიეტოვებინათ დამბადებელი უფლის რწმენა და თაყვანს სცემდნენ ქვებსა და ხეებს და სპილენძისგან, რკინისგან და რვალისგან გამოჭედილ კერპებს. სხვათა შორის, ჩინებული მწიგნობარი, ისტორიკოსი და მღვდელმთავარი ლეონტი მროველი სხვაგანაც მიანიშნებს, რომ ქართველებს უძველეს დროში ერთი, დამბადებელი ღმერთის რწმენა ჰქონდათ, მერე კი დაივიწყეს და წარმართები გახდნენო.

გაახსენდა წმინდა ნინოს ბიძამისის, იერუსალიმის პატრიარქ იობენალის სიტ

ყვები მისდამი, იურუსალიმიდან მცხეთისკენ გამომგზავრებისას ნათქვამი: „წარგავლინებ სრულ მამაკაცს და მიდიხარ უცხო, ღვთისმოწინააღმდეგეთა ქვეყანაში“, ანუ ძლიერ ადამიანს გაგზავნი წარმართთა მხარეშიო.

აღაპყრო თვალები ზეცისკენ, ილოცა და ითხოვა: „გვიჩვენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, და ამ ხალხს, მაცხოვრება შენი, რათა ჩრდილოეთი და სამხრეთი იხარებდეს და ყოველმა ხალხმა მხოლოდ შენ გცეს თაყვანი, ქრისტე იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსაც შვენის მადლობა და დიდება საუკუნოდ. ამინ“. 

დაასრულა თუ არა ლოცვა, უცებ დასავლეთიდან ამოიჭრა  ქარი, ატყდა ქუხილი საზარელი ხმით. გამოჩნდა საშინელი ღრუბლები, რომლებიც მოისწრაფოდნენ იმ ადგილისაკენ. ქარმა დასავლეთიდან მოიტანა მწარე და მყრალი სუნი.

ამის ხილვაზე შეკრებილი ხალხი გაიქცა თავშესაფრის საძებნელად. მიეცათ დრო, და როცა სახლებში შეაღწიეს, მოახლოვდა რისხვის ღრუბელი და საკერპეზე წამოვიდა ლიტრის ოდენა სეტყვა.

სეტყვამ დალეწა და შემუსრა კერპები. ქარმა დაარღვია საკერპის ზღუდეები და გააბნია კლდეთა ნაპრალებში. ხოლო მოციქულთასწორი გადარჩა მშვიდობით იმ კლდის ნაპრალში, სადაც შესულიყო.

მეორე დღეს გამოვიდა მირიან მეფე და ხალხი და ეძებდნენ თავის ღმერთებს და ვერ იპოვეს. გლოვობდა ხალხი და ამბობდა: –„ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი და ჩუენი ღმერთი არმაზი მტრები არიან. ამან მასზე ზღვა მოაქცია, მან კი ახლა შური იძიაო“.

ზოგიერთის აზრით კი, რომელმა ღმერთმაც თრდატ სომეხთა მეფე ტახად აქცია, და მერე ისევ ადამიანად, მისივე ძალით იქმნა ეს ყოველივე, რადგან სხვა ღმერთს ეს არ შეუძლიაო. ამის მერე ქრისტეს ქება–დიდება მხოლოდ ფარულად აღარ ითქმოდა ქართლში, რადგან ღვთის მადლი ეფინებოდა აღმოსავლეთს.

ღვთის რისხვის დღეს, როცა სეტყვა შეწყდა და სასტიკი ქარი დაცხრა, გამოვიდა წმინდა ნინო კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, აიღო და წავიდა კლდის ბოლოსკენ, სადაც იდგა ძველი ციხე და ხარობდა ძელქვა, მშვენიერი, მაღალი და რტო–მრავალი ხე. აქ ოდესღაც ბარტამ მეფეს დასასვენებელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი. მივიდა ძელქვასთან, გამოკვეთა ხეზე ჯვარი და ლოცულობდა ექვსი დღე. მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა წყალობით მოეხედა უფალს ქართველებისაკენ.

როცა ეს მოხდა, იყო ექვსი საათი, მეექვსე დღისა, თაბორის მთაზე ფერისცვალების თვისა – აგვისტოსი. მაშინ, არმაზის მთაზე იცვალა ფერი ქართლის ცხოვრებამაც.


 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq