საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დავით აღმაშენებელმა ვაზირთაუპირველესად ანუ მთავრობის ხელმღვანელად ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი დანიშნა და არა ვინმე ფეოდალი
გაიოზ მამალაძე

1072 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე ბაგრატ IV, რომელიც დაკრძალეს ჭყონდიდში. ჭყონდიდი უძველესი დროიდან რელიგიური ცენტრი ყოფილა. წარმართულ ხანაში იქ მდგარა დიდი (დიადი) მუხის (მეგრულად ჭყონის, ძველქართულად რკონის) წმინდა ხე. საქართველოს გაქრისტიანების შემდგომ, ამ მუხის ფესვების ადგილას VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ მონასტერი. მეათე საუკუნეში გადააკეთეს ტაძარი. იქ საეპისკოპოსო კათედრა იყო.

ბაგრატ მეოთხის თხოვნით ჭყონდიდის კათედრაზე რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ქართველთა ერთ–ერთი მნათობი გიორგი მთაწმინდელი. მან უარი თქვა მღვდელმთავრობაზე, მაგრამ ყველანაირად დაეხმარა მეფეს და დაალაგა ქართული ეკლესიის საქმეები. პარალელურად აღმზრდელობით საქმიანობას ეწეოდა, რა თქმა უნდა თეოლოგიურ, მთარგმნელობით, სალიტერატურო და სხვა საქმიანობასთან ერთად. შეუკრებია ნიჭიერი ყმაწვილები და კონსტანტინოპოლში წაუყვანია სასწავლებლად.

სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლში ჩასვლიდან მალე გიორგი ათონელი გარდაიცვალა. მაგრამ მის საქმეს არ ჩაუვლია უშედეგოდ. ეფთვიმე და გიორგი ათონელების მიერ გაწეული უდიდესი სამეცნიერო, სალიტერატურო, საღვთისმეტყველო, მთარგმნელობითი და პედაგოგიური საქმიანობის შედეგად იმატა ნიჭიერი  და განათლებული ადამიანების რიცხვმა ეკლესიისა და ქვეყნის მმართველთა შორის.

როგორც ჩანს, საქართველოში და კერძოდ ჭყონდიდში მოღვაწეობის ჟამს, გიორგი ათონელი მონაწილეობ

595 25 24 44 / 597 333 556 / 551 25 24 44 / 574 333 556
და ბაგრატ მეფის ძის, უფლისწულ გიორგის აღზრდასა და განსწავლაში.

ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა ჭყონდიდს, და ალბათ, მისივე ანდერძის მიხედვით დაკრძალეს იქ.

შესაძლოა, უფლისწულ გიორგისთან ერთად ჭყონდიდში სწავლობდა მისი მეგობარი გიორგი,  ჭყონდიდის მომავალი ეპისკოპოსი. მემატიანე მასზე წერს „თანა-აღზრდილი პატრონთაჲ, აღმზრდელი პატრონისაჲ“. ის იზრდებოდა გიორგი მეორესთან ერთად და მერე გახდა აღმზრდელი დავით აღმაშენებლისა. შეიძლება წარმოშობით სამეგრელოდან ყოფილიყო.

დავით აღმაშენებლის, როგორც მემკვიდრე უფლისწულის აღზრდაში, მის ეკლესიურ გზაზე დაყენებაში და პოლიტიკურ განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამ შესანიშნავს ადამიანს. იგი კარგი მეომარი და სარდალიც ყოფილა, და თავისი ცოდნა გადასცა შეგირდს – მომავალ მეფეს.

1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე ცვლილება მოხდა. „თვით მამამან“, გიორგი მეფემ „დაადგა გვირგვინი მეფობისა“ თავის 16 წლის  ვაჟს და ქვეყნის მმართველად გამოაცხადა. გიორგი II ამის მერე მეფეთ–მეფის ტიტულს ატარებდა, მას ჰქონდა ბიზანტიური ტიტულიც – კესაროსი, რაც კეისრის, იმპერატორის მემკვიდრეს,  თანამეფეს ნიშნავს. დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა გიორგი მეორეს. ქვეყანას მართავდა მისი ყმაწვილი ვაჟი დავითი, თავის მრჩევლებთან და თანამებრძოლებთან ერთად. მათ შორის უმთავრესი იყო გიორგი ჭყონდიდელი. შესაძლოა, წყაროებმა არ შემოგ

595 25 24 44 / 597 333 556 / 551 25 24 44 / 574 333 556
ვინახა სხვა მამულიშვილების სახელიც.

ალბათ, ერთ–ერთი მათგანი, ვინც დაარწმუნა გიორგი მეფე შვილისთვის დაეთმო ქვეყნის მართვა, იქნებოდა გიორგი ჭყონდიდელი.

თვითონ გიორგი მეორე სულ პატარა იყო, როცა მამამისს, ბაგრატ მეფეს მოუწია ბიზანტიაში გამგზავრება. უფლისწული გიორგი ლიპარიტ ბაღუაშმა მეფედ აკურთხებინა და თვითონ დაუდგა მზრდელად (რეგენტად). როცა ბაგრატი დაბრუნდა სამშობლოში, კვლავ ჩაიბარა მეფობა და დაატყვევა ლიპარიტი, გიორგი უკვე მამამისის თანამეფე იყო...

გიორგი ჭყონდიდელი გახდა დავით მეფის ვაზირთაუპირველესი, მას ჩააბარეს მწიგნობართუხუცესობა. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ის გახდა პრემიერ–მინისტრი, უფრო სწორად, სახელმწიფოს კანცლერი მთავრობის თავმჯდომარის უფლებებით.

მწიგნობართუხუცესის სახელო მანამდეც არსებობდა. მწიგნობართუხუცესი უძღვებოდა მეფის კაბინეტს, კანცელარიას.

ახლა უკვე რეფორმა მოხდა და მწიგნობართუხუცესის სახელო ჩაიბარა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, მეფის გამზრდელმა, თან ეპისკოპოსმა (ბერმა), რომელსაც საეკლესია იერარქიაშიც მაღალი ადგილი ეკავა.

ამგვარად, გაერთიანდა ჭყონდიდის ეპისკოპოსისა და მთავრობის მეთაურის ძალაუფლებანი. გაიზარდა მწიგნობართუხუცესის უფლება–მოვალეობანი. ამ ბრძნული გადაწყვეტილების შედეგად მთავრობის მეთაურის, ყველაზე მთავარი ვაზირის სახელო (პოსტი) ჩაიბარა ბერმა. ეს ძალიან ეფექტური რეფორმა ი

ყო. ბერს, ეპისკოპოსს არც ქონების დაგროვება მოუნდებოდა თავისთვის ან ოჯახისთვის, არც თავისი თანამდებობის გადაცემა შვილებისთვის, არც ღალატი გაუვლიდა გულში ამქვეყნიური დიდებისა თუ ოქრო–ვერცხლის გამო.

გარდა ამისა, ამგვარად, საქართველოს სამეფოს მთავრობა მორალურად და სარწმუნოებრივად დაექვემდებარა ეკლესიას. ეკლესიაში გიორგი ჭყონდიდელს ჰყავდა,  თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი ზედამდგომი, აფხაზეთის კათალიკოსი და ქართლის კათალიკოსი, ანუ საქართველოს პატრიარქი. ამგვარად, ის  ეკლესიის იერარქიაში პირველი და უმთავრესი არ იყო და ეკლესიის საქმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენდა. ეკლესიას პატრიარქი განაგებდა. ესეც ერთგვარად დაბალანსებისათვის იყო საჭირო, ალბათ. თუმცა, გიორგი ჭყონდიდელს ისეთი დიდებული თვისებები ჰქონდა, ასეთი გათვლები ზედმეტი გახლდათ. მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები მაინც ყველანაირი გართულების გამორიცხვას ცდილობდნენ.

ამ რეფორმის შემდეგ, და განსაკუთრებით რუის–ურბნისის კრების შემდგომ, მონასტრები, საეპისკოპოსოები და ეკლესიები სასულიერო ლიტერატურას სამეფო კარისგან იღებდნენ. ამგვარად, დაცული იყო სარწმუნოების ყველა ნორმა. ეკლესიაც სახელმწიფოს სიძლიერის დასაყრდენი გახდა, რადგან დაუმსახურებლად დაწინაურებული მღვდელმთავრები ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, სხვა ვაზირებიც, ანუ მთავრობის წევრები, ჭყონდიდელის, ე. ი. ბერის ხელმძღვანელობით მუ

შაობდნენ და მასზე ზემოქმედებას, რაიმე პოლიტიკური ან მატერიალური საშუალებებით ვერ შეძლებდნენ. ვერც მისი გვერდის ავლით შეძლებდნენ რაიმეს გაკეთებას.

გიორგი ჭყონდიდელს ებარა სააჯო კარიც, უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელის ფუნქციაც. ის იხილავდა მიმძლავრებულების, ანუ დაჩაგრულების საქმეებს და მეფის სახელით სამართლიანობას აღადგენდა. იგი სახელმწიფოს სახელით გასცემდა დახმარებას ობლებისათვის, ქვრივებისთვის და ა. შ. ამისათვის სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა გამოყოფილი.

ამგვარად, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოც სრულიად ობიექტური და პირადი ინტერესებიდან თავისუფალი ბერის ხელში აღმოჩნდა. ასევე სოციალური პროგრამები. რაც ამ მიმართულებით მექრთამეობასა და არაობიექტურობას გამორიცხავდა.

მწიგნობართუხუცესის, ანუ ვაზირთაუპირველესის სახელოს ბერისათვის ჩაბარება, სახელმწიფო საქმეების ობიექტურად მართვის გარანტია იყო.

ამგვარი რეფორმით კიდევ უფრო განმტკიცდა საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთთანამშრომლობა, რასაც ეწოდებოდა ხელისუფლებათა სიმფონია.

გარდა ამისა, გიორგი ჭყონდიდელი მონაწილეობას იღებდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრის, დიმიტრი უფლისწულის აღზრდაში. ეს ფუნქციაც ჩაიბარა ამ სახელომ. ეს ნიშნავდა, რომ მემკვიდრის აღზრდაში სარწმუნოებას წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ამგვარი ტრადიცია გაგრძელდა 1118 წლის მერეც, როცა გიორგი ჭყონდიდ

ელი გარდაიცვალა. მეუფე გიორგის შემდეგ მწიგნობართუხუცესად დავით მეფემ დანიშნა მისი დისწული, ბედიელ–ალავერდელი ეპისკოპოსი სიმეონი.

ალავერდისა და ბედიელის საეპისკოპოების გაერთიანებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიების გაერთიანება საქართველოს ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

მსგავსი ფაქტები გვხვდება შუა საუკუნეების ევროპაშიც. საფრანგეთში არსებობდა უმაღლესი კანცლერის თანამდებობა, რომელზეც ტრადიციით რეიმსის ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ. ინგლისში კენტერბერის არქიეპისკოპოსები ფლობდნენ კანცლერის თანამდებობას.

ამ რეფორმამ დიდი შედეგი გამოიღო, ეს იყო ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში. ფეოდალების გავლენა დაეცა, სახელმწოფოებრიობა განმტკიცდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq