საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

კათალიკოს არსენ I-ს გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების ამბები
გაიოზ მამალაძე

ქართული ეკლესიის ერთ–ერთ უდიდეს მოღვაწეს, გრიგოლ ხანძთლელს საძმოში  ჰყავდა არა ერთი მოწაფე. ზოგიერთ მათგანს აღეძვრებოდა ხოლმე სურვილი („საღმრთო შური“) თავადაც გამხდარიყო დიდი საქმეების ორგანიზატორი, მონასტრების მაშენებელი. იმ დროს, მონასტერი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეობის კერა არ იყო. მონასტრებში მიმდინარეობდა დიდი კულტურული საქმიანობაც.

 

მამა გრიგოლის მეგობრებმა და მოწაფეებმა თევდორემ და ქრისტეფორემ გადაწყვიტეს თვითონაც გამხდარიყვნენ მონასტრის დამაარსებელი. არ განუცხადეს თავისი განზრახვა მამა გრიგოლს, მოძღვრის კურთხევის გარეშე მიატოვეს საძმო და ტაო–კლარჯეთის ქართველთა სამეფოდან გაემგზავრნენ სხვა ქართულ სამეფოში – აფხაზეთში. მათ თან რამდენიმე ძმაც წაჰყოლია.

 

ერთ დღეს გზად სამცხეში, ცნობილი ფეოდალის, დიდაზნაურ მირიანის მამულში გაჩერდნენ ღამის გასათევად, მინდორში. იმ დროის დიდი აზნაური შემდეგდროინდელი დიდი თავადის რანგი იყო.

 

აქ ისინი იხილეს მირიანის მსახურებმა  და აუწყეს თავის ბატონს. თვითონ მირიანი ეახლა მამებს და თავმდაბლად სთხოვა სწვეოდნენ სასახლეში.

 

მეორე დილით გააცნო ბერებს ჯერ თავისი მეუღლე კრავაი, მორწმუნე ქალბატონი და მერე კი წარუდგინა თავისი სამი პატარა ვაჟი.

 

როცა წმინდა მამებმა დალოცეს მირიანი, კრავაი და ბავშვები. დიდაზნაურმა მიმართა მეუღლეს:

 

– „ახლა ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ და მივაბაროთ ქრისტეს მოწაფეებს ჩვენი ერთ–ერთი შვილი. რომელი ამოვარჩიოთ“?

 

– „ჩემო ბატონო, შენი შვილები არიან და რომელსაც ბრძანებ, უფლის გამორჩეული ის იქნებაო.“ – უპასუხა კეთილშობილმა კრავაიმ ქმარს.

 

მაშინ მირიანმა უმცროსი ვაჟი გამოარჩია მონაზვნად და უდაბნოს მამათა სულიერ შვილ

ად. დაალოცინა წმინდა მამებს და თვითონ ჩააცვა მოწესის სამოსი. ბერებმა პატარა მორჩილს არსენი უწოდეს და მამამისს შეპირდნენ, რომ მის ვაჟს მამა გრიგოლს დაუმოწაფებდნენ და მათთან იქნებოდა საძმოში. თვითონ კი გაემგზავრნენ აფხაზეთში.

 

აფხაზთა მეფე დემეტრე II-მ დიდი სიხარულითა და პატივით  მიიღო მის სამეფოში გადასული ძმები.

საძმოდან მოწაფეების წასვლის ამბავი როგორც კი შეიტყო ნეტარმა გრიგოლ ხანძთელმა,  მათ საძებრად გაემგზავრა, რადგან ისინი მისი მოწაფეები იყვნენ, და ალბათ მოძღვარი თვლიდა, რომ ჯერ მზად არ იყვნენ დამოუკიდებელი მოღვაწეობისათვის. თან, მათ ხომ საძმოს განაწესიც დაარღვიეს, ეს კი ცუდი მაგალითი შეიძლება ყოფილიყო სხვებისათვის.

 

გრიგოლ ხანძთელი და მისი ოთხი  მოწაფე მამა თევდორესა და  ქრისტეფორეს ძიება–ძიებაში ქართლში გადავიდნენ კლარჯეთიდან. მამა გრიგოლმა იქ იხილა ერთი ყრმა, ეფრემი, რომელიც ძალიან მოეწონა და დაიმოწაფა.

 

„უდაბნოს ვარსკვლავად“ წოდებულმა წმინდა გრიგოლმა უთხრა ეფრემს, რომ დავბრუნდები თან წაგიყვანო ხანძთაში. თვითონ კი აფხაზეთში გადავიდა.

აფხაზეთში მამა გრიგოლმა იპოვა თავისი მოწაფეები და უკან წამოიყვანა. გზაში თევდორემ და ქრისტეფორემ მოძღვარს უამბეს მირიანის ძის, არსენის ამბავი. გრიგოლ კლარჯეთის მონასტრების არქიმანდრიტმა ძალიან გაიხარა და უთხრა, ღვთის მადლით რჩეული იყოს საძმოს მოწესეთა შორის და დიდად დამსახურებული მოღვაწე გახდესო. მანვე უამბო თავის მოწაფეებს ყრმა ეფრემის შესახებ.

ყველა ერთად სიხარულით გაემგზავდა ჯერ ეფრემის, მერე კი არსენის წამოსაყვანად.

აღსაზრდელად უდაბნოს ვარსკვლავმა  ეფრემი და არსენი თევდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა.

 

ხანძთელ ბერებს ძალიან გაუხარდათ ძმების დაბრუნება. თუმცა, ზოგიერთს ა

რ მოეწონა პატარა მორჩილების მოყვანა მონასტერში და ეს უთხრეს უდაბნოს ვარსკვლავს. მოძღვარმა დაარწმუნა ისინი თავისი გადაწყვეტილების სიმართლეში და მართლაც. მომავალმა ყველას აჩვენა რომ არსენი და ეფრემი გამორჩეული წმინდანები გახდნენ.


თევდორემ და ქრისტეფორემ ღირსეულად აღზარდეს თავისი მოწაფეები.

 

გავიდა წლები.

 

უფროსი ეფრემი აწყურის მღვდელმთავრად გამოარჩიეს. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.

 

შემდგომ კი არსენი მცხეთაში, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელში კათალიკოსად აირჩიეს.

ეპისკოპოსთა ნაწილი განაწყენდა არსენის მამაზე, მირიანზე – ჩვენს უკითხავად სამცხის ეპისკოპოსებს დაადგენინა თავისი ძე კათალიკოსადო.

კათალიკოს არსენის თანააღზრდილი ეპისკოპოსი ეფრემიც ამ მღვდელმთავართა მსგავსად, არსენის არჩევას უკანონოდ და მძლავრობად თვლიდა.

 

მათ მხარეს იყო გუარამ მამფალი, აშოტ კუპაპალატის ძე, რომელიც მირიანისადმი გულძვირად იყო.

 

მისი ბრძანებით შეკრიბეს ეპისკოპოსები და მეუდაბნოე მამები ჯავახეთში.  ყველა მოელოდა მამა გრიგოლისა და კლარჯეთელი მამების მოსვლას. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა:

 

– „მოვა ვარსკვლავი უდაბნოთა და იგი იტყვის გადამწყვეტ სიტყვასო“.

 

ამ საუბარში რომ იყვნენ, დაინახეს სახედარზე მჯდომი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მათკენ მოემართებოდა. მისი უბრალო ბერული ტანსაცმელი გაბრწყინებულ სამოსად ეჩვენათ, ხოლო ბერის თავსაბურავი კუნკული კი უძვირფასესი თვლებით მოჭედილ გვირგვინად.

 

ყველა ღვთის დიდებითა და სიხარულით მიეგება ღვაწლმოსილ არქინამდრიტს.


მალე მოვიდა ეფრემ მაწყვერელი, პირველად თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს მიესალმა, მერე სხვებს.

 

უდაბნოს ვარსკვლავმა განზე გაიხმო თავისი მოწაფე და უთხრა:

 

– „გაფიცებ წმინდა მღვდელმთავრობის მადლს, ნუ დაუპირისპირდები შენს სულიერ ძმას, არსენს“.

 

– „ვერ გადავუდგები ჩემი ძმების, ეპისკოპოსების მართალ საქმეს. ამიერიდან არ ვარ არსენის ცხვარი და არც ისაა ჩემი მწყემსიო“. – უპასუხა ეპისკოპოსმა ეფრემმა.

 

მაშინ მოძღვარმა მწყრალად უთხრა:

 

– „თუ ამას გააკეთებ, მეც უარმყოფ, აღარ ვარ შენი მოძღვარი!“

 

სულიერი მამის ამგვარმა სიტყვებმა აატირა დიდი ეფრემი:

 

– „მკაცრია შენი სიტყვები, მახვილზე მეტად მჭრელი! იყოს ნება შენი, და არა ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!“ – დაემორჩილა აღზრდილი აღმზრდელს.

 

უდაბნოს ვარსკვლავმა უთხრა ნეტარ ეფრემს:

 

– „არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებაა, ის ღირსია ამისა, თუმცა მამამისმა მირიანმა იჩქარა, ცუდად განაგო საქმე და დააშავა. კარგია რომ მიჯერებ, რადგან სიბრაზის დროს ღვთისთვის მოსაწონი სიმართლე არ დგინდება. არსენის ბრალი ჩემზე იყოსო.“

 

შეატყობინეს გუარამ  მამფალს გრიგოლ ხანძთელისა და ეფრემ მაწყვერელის მოსვლა. იგი სიხარულით მიესალმა და მდაბლად მოიკითხა. მალე კრებაც დაიწყო. კრებას მიმართა ჯავახეთის, სამცხის, თრიალეთის, ტაშირის, აბოცის, არტაანის ხელმწიფემ, ტფლისის ამირას შემპყრობმა ბაგრატიონმა, მან შეახსენა კრებას, რომ შჯულის კანონის მიხედვით არ შეიძლება მძლავრობით ეპისკოპოსისა და კათალიკოსის დასმა და შემდეგ გააკრიტიკა ამის მოქმედნი.

 

ყველა მამა გრიგოლს და მეუფე ეფრემს უყურებდა.

 

რომ დაასრულა სიტყვა მამფალმა, ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ეპისკოპოსებმა მეუფე ეფრემს მი

მართეს, რაიმე თქვი, როგორ მოვიქცეთო.

 

მეუფე ეფრემმა განაცხადა, „სადაც მამა გრიგოლი იყოს, იქ მე ვერ ვიკადრებ სიტყვის თქმასო“.

 

მაშინ ხელმწიფემ სთხოვა არქიმანდრიტს პირველად მას მიემართა კრებისთვის, როგორც უხუცესსა და ღვთისთვის სათნო ადამიანს. 

 

ზეცის კაცმა და ქვეყნის ანგელოზმა მიმართა მამფალს:

 

– „ჯერ მღვდელმთავრებს უნდა ეთქვათ სიტყვა, მაგრამ რადგან გნებავს ვიტყვი, ისმინეთ ჩემი, მოხუცებული გლახაკის სიტყვები – არსენი ღვთის ნებით არის კათალიკოსი. მასზე ძვირის მთქმელები კი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვებიან ამ საწუთროსა და იმ ქვეყანაზეც“.

 

არ მოეწონა ეს სიტყვები ბრძენ და ღვთისმსახურ ხელმწიფეს, რომელსაც მირიანისადმი სიბრაზის გამო არ უნდოდა თავისი აზრის შეცვლა.

 

გურამ მამფალს მამა გრიგოლმა აუხსნა, რომ არ უნდა განრისხებულიყო და შეახსენა, საეკლესიო კრებების დროს მეფეები მხოლოდ ისმენდნენ სასულიერო პირების განმარტებებს და არ ერეოდნენ საქმის გადაწყვეტაში, რადგან ეს სულიერი მამების საქმე იყო და არა ერისკაცების. შეიძლება მათი მსჯელობა სამართლიანი იყოს, მაგრამ ეს შჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხყოფააო.

 

მაშინ მამფალმა მიმართა ეპისკოპოსებს, თქვენი განსაგებელია ეს საქმე და თქვენ განსაჯეთო.


ეპისკოპოსებმა აუხსნეს ხელმწიფეს, რომ სასწაულით გადაწყდა ყოველივე, როცა მოვიდა უდაბნოს ვარსკვლავი და უამბეს ბაგრატიონს რა ჩვენება იხილეს, როცა დაინახეს სახედარზე მჯდომი გაბრწყინებული გრიგოლ ხანძთელი.

თავზარი დაეცა გვარამ მამფალს და პატიება სთხოვა წმინდა არქიმანდრიტს.

 

– ქრისტემ შეგინდოს ყოველნი ბრალნი! – დალოცა ხელმწიფე ბერმა.


ასე დასრულდ

ა ჯავახეთის კრება. ეს მოხდა დაახლოებით 860 წელს.

 

გვარამ მამფალმა ყველა სტუმრად მიიწვია. როცა პურობისას ღვინით გამხიარულდა ხელმწიფე, ეპისკოპოსებმა უთხრეს:

 

– აუცილებელი იყო არსენის მხლება. ამიერიდან ის იქნება ქართლის კათალიკოსი და სულიერი მოძღვარი. ახლა კი ყველანაირი ეჭვი მოიხსნა, რათა ქრისტეს სარწმუნოებას ისევ მშვიდობით ვემსახუროთო.


ამინ! – უპასუხა სახელგანთქმულმა ბაგრატიონმა.

 

არსენ დიდს ახარეს, ღვთის შემდგომ შენმა მოძღვარმა მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათალიკოსობაო. ისიც მადლობდა ღმერთს და თავის წმინდა მოძღვარს.

 

ეპისკოპოსმა ეფრემი კვლავ სიყვარულით განეწყო კათალოკოს არსენისადმი.

 

გავიდა დრო.

 

მეომარი ხელმწიფე გვარამ მამფალი ბერად აღიკვეცა.

 

ეფრემ მაწყვერელს და არსენ I-ს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვით ქართველი ერის წინაშე, მათ კიდევ უფრო განამტკიცეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართველი ხალხი რწმენაში. ორივე წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ.

 

არსენი 27 წელი იყო ქართლის კათალიკოსად, ხოლო ეფრემ მაწყვერელი კი 40 წელს მღვდელმთავრად.

არსენ კათალიკოსი (შესაძლოა იგივე არსენ საფარელი) ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მას უნდა ეკუთვნოდეს პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიას ეხება. ზოგი მკლვლევარის აზრით, შესაძლოა ეს თხზულება სხვა არსენის დაწერილი იყოს. 

 

 

 

 



 







 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq