საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

იოანე მთაწმინდელის მისწრაფება მოკავშირე-ნათესავების მოძიებისა დასავლეთში
გაიოზ (გია) მამალაძე
იოანე, გაბრიელ და ექვთიმე მთაწმინდელები


მეათე საუკუნის მეორე ნახევარში იმიერ-ტაოს სამეფოს ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე, სარდალი ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი განუდგა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ცოლ-შვილი ჩააბარა სიმამრს და ცოლისძმებს, და ოთხთა ეკლესიაში ბერად შედგა. უწოდეს სახელად იოანე. იმ დროს ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი წმიდა მამები მოსე და გელასი. შემდეგ ულუმბოს მთაზე გაემგზავრა. არ გაუმხელია თავისი ვინაობა და თავმდაბლად უვლიდა ჯორებს.

 

961 წლიდან, იმიერ-ტაოს ხელმწიფე იყო დავით III ბაგრატიონი.

ბიზანტიელებმა დავით მეფეს გადასცეს გარკვეული ტერიტორიები, სანაცვლოდ, მოითხოვეს დიდაზნაურთა შვილები მძევლად. მძევალთა შორის მოხვდა მამა იოანეს უმცროსი  ვაჟი, მცირეწლოვანი ექვთიმე (ეფთვიმე). ქართველ დიდებულთა შვილების მძევლად წაყვანით, ბიზანტია ცდილობდა, შეეკავებინა  ქართული სახელმწიფოს ამბიციები. 
 

შვილის მძევლობის ამბავი შეიტყო მამა იოანემ და მის დასახსნელად კონსტანტინოპოლში წავიდა. კეისრის კარზე პატივით მიიღეს ქართველთა მეფის ყოფილი თანამებრძოლი. იოანე ქართველმა (იბერმა) საყვედური უთხრა არა მხოლოდ სიმამრსა და ცოლისძმებს, თვით იმპერატორსაც. სხვა გზა არ ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორს და მამას დაუბრუნეს მცირეწლოვანი შვილი.

 

შემდეგში მამა იოანემ ულუმბო დატოვა და შვილთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა, დედით ქართველის (ლაზის), ათანასე დიდის ლავრაში. მალე ქართველების რიცხვმა იმატა ათონზე და გადაწყვიტეს საკუთარი მონასტერი აეშენებინათ.

 

თავად ძალიან განათლებული იოანე ათონელი განსაკუთრებულად ზრდიდა საკუთარ ვაჟს -  ბავშვობიდანვე დაავალა ქართული სასულიერო ლიტერატურის გამდიდრებისთვის მიეძღვნა თავი. ჯერ ქართული ასწავლა კარგად, მერე ბერძნული.

 

დავით კურაპალატის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმა, სარდალი თორნიკე. გამოჩენილმა მხედართმთავარმა თორნიკემაც მიატოვა ყველაფერი, გაემგზავრა ათონზე და ბერად აღიკვეცა. ბიზანტიის სამეფო კარზე იცოდნენ მამა იოანეს  ადგილსამყოფელი, ცნობილი მეომრებისა და სარდლების სამყოფელი, ისიც მეზობელი ქვეყნებისა, სამეფო კარს უნდა სცოდნოდა.

 

976 წელს ბარდა სკლიაროსმა მცირეწლოვანი კეისრების, ბასილისა მეორისა და მისი თანამოსაყდრე უმცროსი ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბიზანტიის სამეფო კარმა, დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ დაიყოლია იოანე-თორნიკყოფილი, მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში. იოანე-თორნიკემ დიდი საყვედურები აკადრა ბიზანტიის სამეფო კარს და პირადად დედოფალს კეისრების დედას, საქართველოს წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო. დედოფალმა ბოდიში მოიხადა და აღუთქვა, თქვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავო. თორნიკე გამოემგზავრა საქართველოში. დავით კურაპალატმა 12 000 მეომარი გამოიყვანა საომრად, იოანე-თორნიკე ჩაუყენა სათავეში და გააგზავნა მცირეწლოვანი კეისრების დასახმარებლად.

 

იოანე თორნიკყოფილის ჯარმა, ბარდა ფოკას ჯართან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსის არმია. დიდი ნადავლის ნაწილი მეომრებს გაუნაწილეს, ნაწილი კი იოანე-თორნიკეს გადასცეს. ქართველებმა ამ თანხით მონასტრის მშენებლობა წამოიწყეს ათონზე.

 

ათონზე ადამიანები მომრავლდნენ, დაპირისპირებაც იყო, ბერძნებსა და სხვებს შორის. იოანე თორნიკყოფილის გარდაცვალების შემდეგ მამა იოანემ გადაწყვიტა, თავის შვილთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად წასულიყო ათონიდან ესპანეთში, რადგან სმენოდა, რომ იქ ქართველების მონათესავე, არც თუ მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობსო.

 

ძველი დროიდან ცნობილი იყო რომ არსებობდა ორი იბერია, ერთი კავკასიაში და მეორე ესპანეთში, პირინეებში. პირინეებისა და კავკასიის იბერების ნათესაობის თეორია იმ დროსაც არსებობდა. შემდეგში ამ თეორიამ განვითარება ჰპოვა და უკვე ახალ დროში ბასკურ-ქართული ნათესაობის თეორია იშვა. მკვლევარები ბევრ პარალელს პოულობენ, არსებობს მსგავსი გვარები და სხვა. როგორც ამბობენ, ჯერჯერობით დნმ-კვლევებმა ეს თეორია ვერ დაადასტურა.

 

ძველი ქართული ტექსტებში, იბერიის ნაცვლად უფრო ქართლი ან საქართველო გვხვდება, იბერის მაგიერ კი ქართველი. ამიტომ, ტექსტში წერია სპანიის ქართველნი და არა იბერნი.

 

მამა იოანეს უნდოდა თავის თვალით ენახა ესპანეთის იბერები ანუ ჩვენი მონათესავეები. იგი დიდი პატრიოტი იყო, ჯერ ერისკაცობის დროს ღირსეულად ემსახურა სამშობლოს, ბერობაშიც სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდა, შვილიც სპეციალურად მწერლად და მთარგმნელად გაზარდა, რათა მას შეევსო ის ნაკლულება, რაც ჩვენს ერს ჰქონდა წმინდა წიგნების თარგმნის საქმეში. იმ დროს ითვლებოდა, რომ ბევრი წიგნი გვაკლდა, ან თუ თარგმნილი იყო, შეიძლება შეცდომები ჰქონდა, და ორთოდოქსიას სცილდებოდა.

 

ვინ იცის, იქნებ დიდი გეგმებიც ჰქონდა მამა იოანეს, იქნებ ახალი მოკავშირეების მოძიებასაც შეეცდებოდა „სპანიის ქართველების“ სახით. კულტურულ კავშირებსაც გააბამდა.

 

ამ მიზნით, თავის შვილთან, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გაემგზავდა საპორტო ციხე-ქალაქ ავიდოსში, რომელიც ზღვისპირას მდებარეობდა, დარდანელის სრუტეში. იქიდან მიცურავდა გემები დასავლეთისკენ. ავედოსიდან აპირებდა მამა იოანე გემით გამგზავრებას ესპანეთისკენ. ავიდოსის თემს მეთაურობდა იმპერატორის სპეციალური მოხელე, სტრატიგი, რომელიც იცავდა კონსტანტინოპოლს დარდანელის სრუტის მხრიდან და  აკონტროლებდა კონსტანტინოპოლისკენ მომავალ გემებს, მათგან ბაჟს იღებდა. ბასილი იმპერატორი, რომელიც ტახტის დაკარგვას გადაარჩინა თორნიკ-ყოფილმა, წამოზრდილიყო და ცდილობდა ყველაფრის გაკონტროლებას.  

 

მთელ ბიზანტაში იცნობდნენ მამა იოანეს. ავიდოსის სტრატიგიც იცნობდა ჩვენი ეკლესიის სიამაყეს და პირადად მოუნახულებია. ეტყობა, დაზვერვა კარგად მუშაობდა ბიზანტიაში და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, ვინ მიემგზავრებოდა და ვინ მოდიოდა. დიდხანს სთხოვდა სტრატიგი ნუ წახვალ მამაო ჩვენი ქვეყნიდანო. როცა ნახა, ნეტარ იოანეს მყარად ჰქონდა გამგზავრება გადაწყვეტილი, უკანასკნელი არგუმენტი უთხრა:

„წმინდა მამაო, ხომ იცი, როგორ უყვარხარ შენ ჩვენს მეფეებს. რომ გაგიშვა, გამიწყრებიან და მკაცრად დამსჯიან. მივწერ მეფეებს და დაველოდები მათ პასუხს, როგორც მიბრძანებენ, ისე მოვიქცევი.“

 

კონსტანტინოპოლიდან ბრძანება მოუვიდა სტრატიგს, ნეტარი მამა დედაქალაქში ჩამოგვიყვანეო.

 

როცა სასახლეში მივიდა წმიდა იოანე, ბასილი კეისარმა და მისმა ძმამ, თანაკეისარმა კონსტანტინემ სიყვარულით საყვედური უთხრეს ქართველთა ყოფილ სარდალს:

 

„წმინდა მამაო, ჩვენ დიდი სიყვარული გვაქვს თქვენი, რატომ მიბრძანდებით ჩვენი ქვეყნიდან, სადღაც, უცხო ქვეყანაში?“

 

ნეტარმა იოანემ მიუგო“

 

-  „ღვთისმსახურო და თვითმპყრობელო მეფენო! გლახაკი ერისკაცი ვიყავი, ცოდვილი, ვისურვე უცხოებაში წასვლა და სულის ცხონებაზე ზრუნვა. გლახაკი ცხოვრებით ვცხოვრობდი ათონზე, არ ვიცი როგორ მოხდა, მოვიდა თორნიკე და მას მოჰყვა ბევრი ადამიანი, და საერო ცხოვრებიდან მოტანილ შფოთსა და შუღლში ჩავვარდით. მნებავს ამას გავერიდო, ჩემი სულისათვის ზრუნვას შევუდგე“.

 

ბიზანტიის მეფეებმა კარგა ხანს სასახლეში დაიტოვეს მამა იოანე, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად. რა თქმა უნდა, ისეთ გაქნილ პოლიტოკოსებს, როგორადაც ქცეულიყვნენ ბასილი და კონსტანტინე, არ ესიამოვნებოდათ მამა იოანეს გეგმები. რა საკვირველია, პოლიტიკურად იეჭვიანებდნენ კიდეც. ისინი საქართველოს სამეფოებს უყურებდნენ, როგორც მეტოქეებს აღმოსავლეთში, მეტიც, მათი გაუქმებაც ჰქონდათ ჩაფიქრებული და ბიზანტისათვის შეერთება. ყოველი ქართველიც მეტოქედ მიაჩნდათ, ამიტომ, ძველი მეომრისა და ყოფილი პოლიტიკოსის ესპანეთში წასვლა არ აწყობდათ. დიდხანს ეხვეწებოდნენ და არწმუნებდნენ, კვლავ ათონზე გამგზავრებულიყო.

 

არ გაუშვეს ბასილი ბულგართმმუსვრელმა და კონსტანტინემ მამა იოანე ესპანეთის იბერიაში. რაღა უნდა ექნა ბერს. იმპერატორებმა დიდძალი საჩუქრები უბოძეს და პატივით გაამგზავრეს კვლავ ათონის მთაზე. მოხუცი იყო ჩვენი ეკლესიის წმინდანი უკვე. დაბრუნდა ივერთა მონასტერში და მალე დასნეულდა კიდეც ნიკრისის ქართაგან (ნიკრისის ქარი, სახსრებისა და ქსოვილების დაავადება).

 

 

 

 

 

 

 

 

 







 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq