საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ერთმორწმუნე დამპყრობლები და იმერეთის ბაგრატიონების ოჯახი
გაიოზ (გია) მამალაძე

 მეთხუთმეტე საუკუნეში ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. ერთიანი საქართველოს უკანასკნელ დიდ ხელმწიფეს, ალექსანდრე პირველს (1412-1442) ჰყავდა ძმები – გიორგი და ბაგრატი და ვაჟები – ვახტანგი, დემეტრე, გიორგი და დავითი. ალექსანდრეს გარდაცვალების მერე, 1442 წელს, ერთიანი სამეფოს ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ვახტანგ მეოთხე, რომელიც უძეოდ გარდაიცვალა (1446). მან ერთი ბრძოლა მოასწრო ჯეჰან-შაჰთან და სასტიკად დაამარცხა.
როგორც ვთქვით, ვახტანგ მეფეს ჰყავდა მომდევნო ძმა დიმიტრი, მაგრამ ის ამ დროს, ალბათ, გარდაცვლილი იყო. ამიტომ, 1446 წელს ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა ვახტანგ მეფისა და დემეტრეს მომდევნო ძმა, გიორგი მერვე (ერთიანი საქართველოს მეფე 1446-1466). უფლისწული კონსტანტინე დიმიტრის ძე, მომავალი ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე, ქართლელი (მუხრანელი) ბაგრატიონების პირდაპირი წინაპარი, ჯერ მცირეწლოვანი იყო. მას ბიძა ზრდიდა.
გიორგი მერვეს ბრძოლა ჰქონდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორე ჯაყელთან და ქუთათისის გამგებელთან, თავის ბიძაშვილთან, ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონთან. ბაგრატმა და ყვარყვარემ მორიგეობით დაამარცხეს გიორგი მერვე. ჯერ, 1462 წელს ყვარყვარეს მოწვევით უზუნ-ჰასან შაჰმა დაამარცხა გიორგი მეფე. ამით ისარგებლა და 1463 წელს, მეფობის პრეტენზია გამოაცხადა ბაგრატ გიორგის ძემ, შეებრძოლა მეფე გიორგის, დაამარცხა სოფელ ჩიხორთან გამართულ ბრძოლაში და ქუთათისში მეფედ ეკურთხა. ამასობაში ყვარყვარე ათაბაგი სამცხის გამოყოფას ცდილობდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობიდან, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე ეკლესიურად. ეკლესიურად ვერ შეძლო, რადგან მის მცდელობას წინ აღუდგა ქართული ეკლესია. გიორგი მერვე არ ეგუებოდა ყვარყვარეს განდგომას და დაიძრა კიდეც განდგომილი ქვეშევრდომის დასასჯელად. გზად დაბანაკდნენ თავფარავნის ტბასთან. იმ დღეებში იგეგმებოდა მეფის ვერაგული მკვლელობა. თუმცა, გიორგი მერვე გადაარჩინა წმიდა იოთამ ზედგინიძემ, რომელმაც გააფრთხილა მეფე, ღამით უნდა მოგკლანო. როცა ხელმწიფემ არ დაუჯერა, სთხოვა, შენს მაგიერ მე დავწვები შენს ლოგინშიო, რაზეც მეფე დათანხმდა. მეორე დილით იოთამ ზედგინიძე მოკლული იპოვეს. მართლა სდომებიათ მოღალატეებს მეფის მოკვლა. ზედგინიძემ მეფე კი გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ ქვეყანა უბედურებას ვერ გადარჩა. მოღალატე ყვარყვარემ დაასწრო, მოულოდნელად დაესხა თავს თავფარავანზე დაბანაკებულ მეფეს და დაატყვევა. ამით ისარგებლა იმერეთში გამეფებულმა ბაგრატმა, გადმოვიდა აღმოსავლეთში და ტფილისიც დაიკავა (1466-1478 წლებში).
ეს უკვე არ მოეწონა ყვარყვარე ათაბაგს და გაათავისუფლა მეფე გიორგი. გიორგიმ ვეღარ შეძლო ტფილისის დაბრუნება, 1466 წელს, გადავიდა კახეთში და გახდა კახეთის მეფე, (კახეთში გიორგი პირველი, 1466-1476). 1478 წლიდან ქართლისა და იმერეთის ტახტი დაიკავა კონსტანტინე მეორემ. ალექსანდრე პირველი დიდის ვაჟის, დემეტრეს ძემ. შემდგომში, 1484 წელს, მან დაკარგა იმერეთი. ბაგრატ მეექვსის ძემ, ალექსანდრე მეორემ, 1484 წლიდან შეძლო ქუთათისის ტახტის შენარჩუნება (გარდაიცვალა 1510 წელს). ასე დაიშალა ერთიანი საქართველოს სამეფო და დაარსდა იმერეთის, კახეთისა და ქართლის სამეფოები და სამცხის საათაბაგო.
იმერეთის სამეფო იურიდიულად მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, ფაქტობრივად კი, იმერელი მეფეები ნაკლებად აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს სამთავროებს. თუმცა, მცდელობას ხშირად არ აკლებდნენ და ხანდახან წარმატებასაც აღწევდნენ. აქვე გავიხსენოთ, რომ ლაზეთ-ტრაპიზონიც, ანუ ქალდეა-ლაზეთიც ისტორიული ქართული ქვეყნებია.
იმერეთის მეფე ალექსანდრე მეორის ძემ, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ (1510-1565) დროებით შემოიერთა სამცხე, მაგრამ ოსმალებმა მერე დაამარცხეს ქართველ მეფე-მთავართა კოალიცია (ბაგრატ მესამე იმერთა მეფე, ლუარსაბ პირველი ქართლის მეფე - ბაგრატის სიძე, და როსტომ გურიელი) და სამცხეს დაეუფლნენ.
ბაგრატ მეფე არ შეურიგდა სამცხის დაკარგვას, კვლავ გაილაშქრა და მართალია, სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ თურქ-ოსმალთა მიერ დაკავებული მიწა-წყლიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ქუთათისს მოაბრძანა.
რადგან ამჯერად იმერეთის დღევანდელ ბაგრატიონებზე ვსაუბრობთ, დავასახელოთ მხოლოდ მათი პირდაპირი წინაპრები. სხვა მეფეებს არ ვახსენებთ.
იმერეთში 1605-1639 წლებში მეფობდა ბაგრატ მესამის შვილიშვილი, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე, გიორგი მესამე. მის მერე ქუთათისის ტახტზე ავიდა მისი ძე ალექსანდრე მესამე (1639-1660). შემდეგ იმერეთის ტახტზე იჯდა ბაგრატ მეოთხე, ალექსანდრეს მესამის ძე (1660-1681, ხანგამოშვებით). 1683 წლიდან, მამის ტახტი დაიკავა ალექსანდრე მეოთხე ბაგრატის ძემ (1683-1695). 1703-1720 წლებში იმერეთში ხანგამოშვებით მეფობდა გიორგი მეექვსე, ალექსანდრე მეოთხის ძე. სხვა მეფეებს არ ვასახელებთ, რომლებიც ან უძეოდ გარდაიცვალნენ და დღევანდელი იმერელი ბაგრატიონების წინაპრები არ არიან, ან უზურპატორები იყვნენ (არაბაგრატიონები).
იმერეთის სამეფოში, 1720-1740, 1741-1752 წლებში გიორგი მეექვსის ძე, ალექსანდრე მეხუთე მეფობდა, მისი დედა იყო ქართლის მეფის, გიორგი მეთერთმეტის ასული, როდამი. ალექსანდრე მეხუთის მერე მეფობდა დიდი ხელმწიფე, ალექსანდრე მეხუთის ძე, სოლომონ პირველი დიდი, მაგრამ, დღევანდელი იმერელი ბაგრატიონების უშუალო წინაპარია მისი ძმა, ბაგრატ ბატონიშვილი (1741-1800). ბაგრატ ბატონიშვილის ერთ-ერთ ვაჟს ერქვა სიმონი (1771-?). სიმონს ჰყავდა შვილი როსტომი (1791-?). ეს ოჯახი მკვიდრობდა სოფელ ღვანკითში. 
სიმონ ბატონიშვილი 1819-1820 წლების, იმერეთის „საეკლესიო აჯანყების“ დროს, ცოცხალი აღარ იყო. როსტომმა კი მამულიშვილურ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო. იმერეთის აჯანყება რუსეთმა სისხლში ჩაახშო. მოთავეებთაგან ზოგი ჩამოახჩვეს, ზოგი გადაასახლეს. გადასახლებულთა შორის იყო როსტომ ბატონიშვილი და მისი რვა წლის ვაჟი – სიმონი. როსტომი გადასახლებაში გარდაიცვალა. სამშობლოში დაბრუნდა მხოლოდ მისი შვილი სიმონი (1812-?).
1845 წელს სიმონ როსტომის ძეს შეეძინა შვილი როსტომი (გარდაცვალების თარიღი უცნობია). როსტომს ჰყავდა ვაჟები – სიმონი (1875-1951) და გრიგოლი (1885-1937).
სიმონი უძეოდ გადაეგო, გრიგოლი კი ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1937 წელს. იმავე, 1937 წელს, ბოლშევიკებმა მოკლეს, ასევე, ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი – დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი. დავით ალექსანდრეს ძეს მხოლოდ ერთი შვილი დარჩა, ნინო ბაგრატიონი. ამის შემდეგ იმერეთის მეფეთა შტოში მხოლოდ ორი ოჯახიღა გრძელდებოდა მამრობითი ხაზით – ერთი იყო მიხეილ გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი ემიგრაციაში და მეორე, ირაკლი ბაგრატიონი, დაბადებული 1925 წელს. ის იყო ბოლშევიკების მიერ მოკლული გრიგოლ ბაგრატიონის ძე. მას რთული ცხოვრება ჰქონდა. 12 წლისას ბოლშევიკებმა მამა დაუხვრიტეს. დედა დარდისგან ლოგინად ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. შემდგომ ბოლშევიკებმა მისი უფროსი ძმა, სიმონი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
პატარა ირაკლიმ უპატრონა ოჯახს და ფეხზე წამოაყენა. ამაში მას სოფლის მოსახლეობაც დაეხმარა, რომლებიც პატივს სცემდნენ ბაგრატიონებს. შემდეგ ცოლი მოიყვანა და ოჯახი ააღორძინა.
1975 წელს, უცხოეთში გარდაიცვალა მიხეილ გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, რომელსაც მხოლოდ ქალიშვილები დარჩა. ამის მერე მხოლოდ ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონის ოჯახია იმერეთის ბაგრატიონებში, რომელიც მამრობითი ხაზით გრძელდება.
ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონს შეეძინა ვაჟი დავითი (დაბადებული 1948 წელს). დავით ბაგრატიონს ჰყავს ძე, ირაკლი (დაბადებული 1982 წელს) და ქალიშვილები – ქეთევანი (დაქორწინებულია) და თამარი (დაქორწინებულია). 2012 წელს ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი გარდაიცვალა. ამგვარად, იმერეთის ბაგრატიონთა შტოში მხოლოდ ორი მამაკაცი ბაგრატიონი დარჩა – დავით ირაკლის ძე და მისი დასაქორწინებელი ვაჟი, ირაკლი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq