საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

თურქთა შემოტყუებებისა და განადგურებების ტაქტიკა გენერალური ბრძოლის წინ
გაიოზ მამალაძე


1118 წლიდან, რაც დავით აღმაშენებლის მემატიანის ცნობით, მეფემ 40 000 ყივჩაღი ჩამოიყვანა საქართველოში დაქირავებულ მებძროლებად, უფრო მეტი ძალებით გადავიდა ჩვენი სახელმწიფო შეტევაზე. დღეს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, მისი თანამედროვის, თანამოაზრისა და თანამებრძოლის სიტყვებს ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, 40 000 მეომარი არ ჩამოუყვანია, დიდი-დიდი 20 ან 25 ათასი იქნებოდაო. ასეთი დასკვნა მცდარია, რადგან, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი სანდო მემატიანე ჩანს. გარდა ამისა, საერთოდ, მემატიანეები ხშირად აჭარბებდნენ ხოლმე მტრის ჯარის რიცხოვნობის გადმოცემისას, აქ კი მტრის ჯარზე კი არ არის ლაპარაკი, და ამიტომ ვერ იქნება მათი რიცხვი გაზრდილი ხელოვნურად, არამედ, საუბარია პირიქით, დაქირავებულ მეომრებზე, რომლებიც საქართველოს სამსახურში ჩადგნენ. დავით აღმაშენებლის მემატიანე იყო მეფესთან დაახლოებული პირი და ყველა დეტალი, რაც ხდებოდა სამეფო კარზე, მან კარგად იცოდა. მის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

ქართველებმა და ყივჩაღებმა, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დაიწყეს რბევა „სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა“. ჩვენს მეფეზე წერს მემატიანე, რომ არ იღლებოდა, არც მოსწყინდებოდა ომი, არამედ მუდმივად ბრძოლებში იყო ჩართული და ვერავინ ახერხებდა წინ აღდგომოდაო მას.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, არც წესიერად ეძინა ჩვენს მეფეს, არც დასვენება ჰქონდა ნორმალური მის სხეულს (იქნებ ამიტომაც გარდაიცვალა ასე ადრე, 53 წლისა, ასკეტური ცხოვრებისგან გადაღლილი). არც ხორციელ ვნებებს იყო აყოლილი ჩვენი ხელმწიფე, არც გართობა და სიმღერები იზიდავდა, არც სასმელ-საჭმელი. მისი მოწოდება იყო დაუღალავი მსახურება უფლისა და სახელმწიფოსი.

ჩვენს დიდ ხელმწიფეს ერთი ჩვეულება ჰქონია, გადავიდოდა ხოლმე აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში, საგანგებოდ, რათა მტრებისთვის სიფხიზლე მოედუნებინა, და ამგვარად შემოიტყუებდა აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის პირას და მოსაზღვრე მხარეებში თურქმანთა ძალებს. ვაჭრებად გადაცმული თურქთა მსტოვრები თან დასდევდნენ მეფეს და ინფორმაციას აწვდიდნენ თავის მთავრებს. ისინიც შესაბამისად მოქმედებდნენ.

დავით აღმაშენებელმა, თანამედროვე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, დაზვერვაც შექმნა და კონტრდაზვერვაც. იგი ყველა ინფორმაციას ფლობდა და აკონტროლებდა მოვლენებს. ვინც ინფორმაციას ფლობს, ერთი ნაბიჯით წინაა მოწინააღმდეგეზე. ერთხელ, გადავიდა ჩვენი მეფე გეგუთში, იქიდან ხუფათში და ამით თურქების სიფხიზლე მოადუნა. ქორონიკონი იყო სამას ორმოციო, ანუ 1120 წელი. თურქებს რომ შორს გაუგულებიათ ჩვენი ხელმწიფე,
ჩამომდგარან დასაზამთრებლად ბოტორას. მემატიანე წერს: „არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა“ და მოულოდნელად თავს დაესხა თურქებს. ვინც მოასწრო და ცხენს მოახტა, გაიქცა და გადარჩა... დიდი ალაფი აიღეს ჩვენმა წინაპრებმა და მრავალი თურქი ჩაიგდეს ტყვედ.

სააღდგომო მარხვის დროს, დავით მეფემ - მესიის მახვილმა, აიღო შირვანის ქალაქი ყაბალა და საქართველოს შემოუერთა. აივსო სამეფო ოქროთი და ვერცხლით და ყოველი სიმდიდრით. დაბრუნდა ქართლში, ცოტა დაასვენა ჯარი და ისევ შირვანს შეუტია შვიდ მაისს და დაარბია. შირვანში დავით აღმაშენებელს გათხოვილი ჰყავდა თავისი ასული, თამარი. მაგრამ მეფემ შირვანის საშაჰოს არ აპატია ოდნავ „გვერდით გახედვა“, პროთურქული ორიენტაცია, შირვანში ილაშქრა და საქართველოს შემოუერთა პირდაპირ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესები უპირველესია.

იმავე ხანებში მომხდარა ბრძოლა შარვანელთა და დარუბანდელთა და მოკლეს შირვანშაჰი აფრიდონ, ჩვენი მეფის მძახალი, და დახოცეს შარვანელნიო, წერს დავითის ისტორიკოსი. 

ნოემბრის თვეში ჩვენმა ხელმწიფემ გაილაშქრა კაღზევანში. კაღზევანი არმენების ქალაქი იყო ოდესღაც, აშორნიის მხარეში. თავს დაესხა თურქმანებს, „მოსრვა და იავარ-ყვნა“. ქართულმა ჯარმა წამოიღო დიდი ალაფი. გზად გამოიარეს სევგელამეჯს და იქ დაბანაკებულ თურქებს დაესხნენ თავს. დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი ისტორიკოსი წერს, რომ „არ დაუტევა მოტირალი კარავთა მათთაო“.

იმავე ზამთარში აფხაზეთში ჩავიდა მეფეთა-მეფე, ბიჭვინთაში დაიბარა აფხაზეთისა და ჩრდილო-დასავლეთი არსებული ოლქების მთავრები და განაგო იქაური საქმეები. წყალობის ღირსნი შეიწყალა და დაასაჩუქრა, შემცოდენი კი დააპატიმრა და დასაჯა. იმ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და მკაცრი ზამთარი დადგა. იფიქრეს თურქმანებმა, შორს არის ქართველთა ხელმწიფეო, და გულმოცემულები ჩამოდგნენ მტკვრის პირს. მაგრამ, ქართველთა ლომ მეფეს რა გამოეპარებოდა, დაზვერვის სამსახური გამართულად ჰქონდა აწყობილი დავით მეოთხეს. რა დააკავებდა სწორუპოვარ სარდალს და მეფეს, რას შეეძლო მისი შეკავება? წამოვიდა აფხაზეთით აღმოსავლეთისკენ იმ დიდთოვლობაში. მემატიანე ამბობს, ლიხის მთაზე თოვლის სიმაღლე სამი მხარი იყოო. მხარი დაახლოებით 2 მეტრზე ცოტა ნაკლებს უდრის. ანუ რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლი ყოფილა ლიხზე. ჩვენს დროში, ოცდამეერთე საუკუნეში, ხანდახან თოვლი რომ მოდის, რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილებს მოძრაობა უჭირთ, იკეტება გზები, და იმ დროს, იმხელა თოვლში მთებში გადმოსვლა ხომ წარმოუდგენელი ეგონებოდათ თურქ მომთაბარეებს.

ჩვენმა ხელმწიფემ თოვლისგან გა
აწმენდინა ლიხის მთა, „გარდაათხრევინა მთა ლიხისა” და გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში მზად დახვდა სამხედრო ნაწილები და სანამ ქართლში ხმა გავრცელდებოდა მეფე დაბრუნდაო, თავს დაესხა ხუნანს. აღავსო ქართულმა და ყოვჩაღურმა ნაწილებმა მტკვრიდან ბერდუჯამდეო. აქაც, დავითის მემატიანე, მტრის რიცხოვნობას კი არ წარმოადგენს გაზვიადებულად, არამედ ქართული ჯარის მრავალრიცხოვნობას გადმოგვცემს ობიექტურად. მახვილით მოსრეს ყველა, არავინ დარჩა ამბის მთხრობელიო. ქრონიკონი ყოფილა სამას ორმოცდაერთი, ანუ 1121 წელი, მარტის თვე.

გაზაფხულზე ძალიან ადიდდა მტკვარი, ვეღარ ეტეოდა კალაპოტში. ამის იმედით, მეფე ვერ გადმოლახავსო მდინარეს, თურქმანები ჩადგნენ ბარდავში. მაგრამ, ჩვენს მეფეს საომარი ტექნოლოგიები გამართული ჰქონდა, შეაკვრევინა ტივები და ერთ დილას, მეფემ ყივჩაღებთან და ქართველ მონა-სპასთან ერთად გადაცურა მტკვარი და თავს დაესხა თურქებს და მოსრა. ორი დღე დაყვეს ბარდავში და არბევდნენ, შინ ალაფით სავსე დაბრუნდა ჯარი. დარბევაში არ იგულისხმება მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარი არბევდა ოკუპანტებს, მომხვდურებს. ეს მოხდა ივნისის თვეში.

დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებს სიცოცხლეს უმწარებდა საქართველოში და მთელ კავკასიაში, არსებობის საშუალებას არ აძლევდა ჩვენს მიწა-წყალზე და მუდმივი შიშის ქვეშ ჰყავდა. გენერალური ბრძოლისათვის ემზადებოდა უშიშარი ხელმწიფე.

შევიწროებული თურქმანი მომთაბარეები და მაჰმადიანი ვაჭრები ტფილისიდან, განძიდან და დმანისიდან წავიდნენ სულთან მაჰმუდ მეორესთან, მელიქ-შაჰის შვილიშვილთან და მაჰმადიანთა უმაღლეს სასულიერო ლიდერთან - ხალიფასთან და სხვა სულთნებთან და მთავრებთან. შავად შეიღებეს ხელები და სახეები, თავზე ნაცარი წაიყარეს, ქართველთა მეფე დავითის მიერ შევიწროებულებმა, ვითარცა მგლოვიარეებმა და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა ლიდერებს. ასეთი დიდი ხიფათი ჯერ არ დამუქრებიაო სამაჰმადიანოს, ჯვაროსნების შემოტევის მერე.

სულტანმა თავის თავზე აიღო დავით აღმაშენებლის განადგურების ინიციატივა, მოუწოდა თუ ვინმე სადმე იყო მხედრობის შემძლე - ჩალმაზე კაცს და საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოუშვა.

აგრესორები - მაჰმადიანთა დიდი კოალიცია, თურქნი, სპარსნი და არაბნი, გენერალური, გადამწყვეტი ბრძოლისათვის მოემართებოდნენ საქართველოსკენ - უნდოდათ გაენადგურებინათ ქართული სახელმწიფოებრიობა და ეთნიკური წმენდა მოეწყოთ ქართველებისათვის (ასევე სომხებისათვის). რა იცოდნენ უბედურმა დამპყრობებმა, რომ დავით აღმაშენებელი და ქართული არმია შავ დღეს გაუთენებდათ დიდგორში, 1121 წლის 12 აგვისტოს.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-21
ღირსისა ექვთიმესი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804); წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq