საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

სარწმუნოებრივი კამათი თამარ მეფის კარზე
გაიოზ მამალაძე


სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები ხშირად კამათობენ და ერთმანეთს უმტკიცებენ საკუთარი რელიგიის უპირატესობას. ქართველებსა და სომხებს შორის სარწმუნოებრივ კამათსაც დიდი ისტორია აქვს. თუმცა, რელიგიური ომი, ან შეტაკებები ამ საკითხზე ქართველთა და სომეხთა შორის არ მომხდარა. ეს კამათი მიმდინარეობდა მაშინაც კი, როცა სომხეთის დიდი ნაწილი, სომხებისავე თხოვნით, ქართველი მეფეების მიერ დამპყრობთაგან გათავისუფლებული და შემოერთებული იყო საქართველოს სახელმწიფოსთან. მეთერთმეტე საუკუნიდან სომხებს უკვე აღარ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა.

დიდი საქართველოს მეფეთა-მეფისა და დედოფალთა-დედოფლის - თამარის კარზე, ძალიან დიდ თანამდებობებზე მსახურობდნენ მონოფიზიტური აღმსარებლობის ძმები - ზაქარია და ივანე მხარგრძელები. ქვეყნის მაღალ წრეში იყვნენ მათი სხვა ნათესავებიც. ზაქარიას ამირსპასალარის თანამდებობა - სახელო ეკავა. ივანეს - მსახურთუხუცესის. საქართველო დიდი სახელმწიფო იყო - კავკასიური იმპერია, და ამგვარ სახელმწოფოებში ასეთი მოვლენა ხშირია.

მხარგრძელები წარმოშობით ქურთები უნდა ყოფილიყვნენ. არის სხვა ვარაუდებიც.  ქართული მემატიანე გვამცნობს მხარგრძელთა მიერ გავრცელებულ ლეგენდას, თითქოს ისინი სპარსთა მეფის არტაქსერქსე I აქემენიდიდან მომდინარეობდნენ, რომელიც ძვ. წ. აღ. V საუკუნეში მეფობდა. თუმცა ეს შეიძლება გვარის აღმატებულობისა მტკიცება იყოს მხოლოდ, რასაც თვითონ მხარგრძელები ცდილობდნენ. ამგვარი რამ ძველ დროში გავრცელებული ტენდენცია იყო. როგორც ვთქვით, ზაქარია და ივანე სომხური სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ, ანუ იმ პერიოდის იდეოლოგიით - სომხები, თუმცა პოლიტიკურად ქართველები, ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები და ქართველი თანამდებობის პირები, თუ შეიძლება ასე ითქვას...

იმ დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო იოანე VII „სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე“ (1205-1210).

ერთხელ, როგორც ჩანს, ლაშქრობისას ან აღლუმისას მართლმადიდებელთა წირვას დასწრებიან ზაქარია და ივანე მხარგრძელები. ზაქარია მხარგრძელმა სეფისკვერი მოითხოვა. მღვდლებმა არ მისცეს, რადგან სხვა სარწმუნოებისა იყო. ამგვარი წესია  ყველა რელიგიის მიმდევართა შორის, საკუთარ სიწმინდეს არ უზიარებენ სხვას, არ აქვთ უფლება. ქართველების მსგავსად, სომხებიც ასე მოიქცეოდნენ.

ზაქარიამ ძალით აღიტაცა და შეჭამა სეფისკვერი. ეს საქციელი არა მარტო სარწმუნოებრივი წესების, რელიგიათშორისი ურთიერთობების, არამედ ეთიკის ნორმების დარღვევაც გახლდათ, რამაც იოანე კათალიკოსის რისხვა გამოიწვია: „ძაღლი თუ იკადრებს მოტაცებას“ - წამოიძახა პატრიარქმა. შერცხვენილი ზაქარია გაიძურწა, მაგრამ მეფის დარბაზში მისვლისას შეუდგა მართლმადიდებლური სარწმუნოების კრიტიკას და კამათს პატრიარქთან.

ქართველი კათალიკოსი პასუხობდა და უხსნიდა მართლმადიდებლობის არსს.

ზაქარიამ ვერ შეძლო პატრიარქთან თეოლოგიურ საკითხებზე კამათი და თავხედურად განუცხადა ქართველ მამამთავარს: „მე მებრძოლი კაცი ვარ და

შენთან სიტყვიერი პაექრობა მიჭირს, მოვიყვან ჩემი სარწმუნოების მოძღვრებს და ისინი შეგარცხვენენო შენ.“

კათალიკოსმა მიუგო: „იყოს ნება ქრისტესი და ღვთისმშობლისა და მათ შეარცხვინონ მწვალებლები.“

ძალიან ტოლერანტული იყო ქართული სახელმწიფო. მარტო ის რად ღირს, რომ არაქართველებს, არამართლმადიდებლებს ასეთი წამყვანი თანამდებობები ეკავათ. ზაქარიას კი, ამ შემთხვევაში, არ ეყო არც კორექტულობა, არც დიპლომატია და უპატივცემულობა გამოიჩინა იმ ხალხის სარწმუნოების მიმართ, რომელმაც მას ასეთი ნდობა გამოუცხადა და ამირსპასალარობა ჩააბარა, რომელმაც ის და მისი ნათესავები დააწინაურა და სამფლობელოები გადასცა. იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობდა, კეთილდღეობდა, დიდებულებდა, მემამულეობდა და დიდვაზირობდა.

ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს კეთილშობილ წმინდა მეფე თამარს კი პასუხად რისხვა არც გამოუვლენია. სხვაგან, მაგალითად ბიზანტიაში, სელჯუკების სასულთნოში ან ირანში თუ სიკვდილით არ დასჯიდნენ, დამცრობა მაინც მოელოდა...

მართლაც, ზაქარიამ ჩამოიყვანა სომეხთა კათალიკოსი, ეპისკოპოსები და ვარდაპეტები (ვართაპეტები, სჯულისმეცნიერები). სამეფო კარზე საქართველოს ქვეშევრდომი მონოფიზიტი მღვდელმთავრები შესაბამისი პატივით მიიღეს.

გაიმართა სამსჯავრო. საქართველოს მეფეთ-მეფე თამარის, მისი მეუღლის - მეფე დავითისა და სტუმრების თვალწინ, ქართველ პატრიარქს სომხები დაუპირისპირდნენ. ვარდაპეტები კამათს შეუდგნენ. იოანე „ანგელოსთა სწორი“ უხსნიდა მართლმადიდებლობის საფუძვლებს.

კამათი საღამომდე გაგრძელდა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო, სიტყვებმა ვერ დაარწმუნეს სომეხი სამღვდელონი.

მაშინ იოანე „სულმობერულმა“, სულიწმიდას მინდობილმა, სომხებს შესთავაზა, საქმით გაერკვიათ თუ რომელი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი: „ახალი აღთქმით ქრისტემ დაგვიდგინა, ვეზიაროთ მის ხორცსა და სისხლს. ჭეშმარიტი სარწმუნოების მღვდელმსახურს შეუძლია, პური ქრისტეს ხორცად აქციოს, ხოლო ღვინო - ქრისტეს სისხლად. თუ თქვენი სარწმუნოება უკეთესია, თქვენ შეძლებთ, პური აქციოთ ხორცად უფლისა. ხოლო თუ ჩვენი სარწმუნოებაა უმჯობესი, პური უფლის ხორცად ჩვენი ლოცვით გადაიქცევა. მოგიყვანთ ძაღლს, სამი დღე აშიმშილეთ, თან ეს ღამეები ლიტანიობითა და ღვთის ვედრებით გაათენეთ. ერთი ძაღლი მე მომგვარეთ, სამი დღე უჭმელად შევინახავ და ღამეებს ლიტანიობით და ღვთის ვედრებით გავათენებ. მესამე დღეს ჩემ მიერ მღვდელმოქმედებულ კვერს დავუდებ თქვენ მიერ ნაშიმშილებ ძაღლს. თქვენ მოიტანეთ თქვენი ნაკურთხი სეფისკვერი და ჩემ მიერ ნაშიმშილებ ძაღლს დაუდეთ. ვის სეფისკვერსაც ძაღლი შეჭამს, მისი სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. თუ თქვენსას შეჭამს, თქვენი სირცხვილი იქნება, თუ ჩემსას - ჩვენი.“

სომხები დათანხმდნენ. თამარ მეფე კათალიკოსის სიტყვებმა შეაძრწუნა: „ეს რა თქვი, ვის შეუძლია ამის ქმნა?!“ პატრიარქმა მშვიდად მიუგო, რომ არა საკუთარი თავის იმედით, არამედ „მინდობითა მართლმადიდებლობისა ცხადვყოფთ ჭეშმარიტებასო“.

პარასკევი დღე იყო, დაიწყეს

ლოცვა, ერთის მხრივ, ქართველებმა, მეფემ პატრიარქმა, წარჩინებულებმა და სამღვდელოებამ და მეორე მხრივ, სომხების კათალიკოსმა, სამღვდელოებამ, მხარგრძელებმა. ასე გაათენეს ღამე.

შაბათსაც გააგრძელეს მღვდელმსახურება და გათენდა კვირა. მზე ამოვიდა და ყველა ეკლესიისაკენ გაემართა. გაამზადეს წმინდა ტრაპეზი. ორივე კრებული ტიროდა, ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს.

იოანე კათალიკოსმა კიდევ ერთხელ მიმართა მონოფიზიტებს: „ახლა გამოჩნდება, თუ თქვენი სარწმუნოება მოსწონს უფალს, თქვენი სეფისკვერი ქრისტეს ხორცი იქნება, თუ ჩვენი მოსწონს, ჩვენი იქნება მისი ხორცი. არ იკადროთ უარყოფა.“

იოანე ანგელოსთასწორი იდგა, „ვითარცა გოდოლი შეურყვნელი“. ხელში საღვთო საიდუმლოთი ხორცქმნილი სეფისკვერი ეკავა. ბრძანა და მოუყვანეს სომეხთა მიერ ნაშიმშილები ძაღლი. იოანემ წარმოთქვა: „ქრისტე მეუფეო... შენ... გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებლად და მიუახლებლად დაიცავ... ხორცი ესე შენი ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული!.. აჩვენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი... სირცხვილეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩვენნი!“

შემდეგ დაუდო სეფისკვერი ძაღლს. იგი პურისაკენ გაექანა, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა, ყურისწამღებად დაიწკმუტუნა და ვერ მიეკარა სეფისკვერს. თამარ მეფემ და ქართველებმა ცრემლებითა და სიხარულით ადიდეს ღმერთი.

რაღა უნდა ექნათ არმენებს, მოიტანეს თავისი მღვდელმოქმედებული სეფისკვერი და დაუდეს ქართველების მიერ ნაშიმშილებ ძაღლს, რომელმაც თვალისდახამხამებაში გადასანსლა სომხური კვერი.

„დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ - სიხარულით გაიძახოდნენ ქართველნი.

მათ კათალიკოსი შესვეს თავის ცხენზე, იოანე ანგელოსთამოსაგრეს ტაბაკით ეპყრა სეფისკვერი. მას ლაშქრის წინ დაატარებდნენ და გალობდნენ 128-ე ფსალმუნს: „მრავალგზის მბრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი. უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. ჰრცხვენოდენ და მართლ უკუნიქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. უფალსა უგალობდით, რამეთუ დიდებით დიდებული არს. უფალმან შემუსრნა მებრძოლნი, უფალი არის სახელი მისი“. ასე სიხარულით შემოიარეს მთელი ბანაკი. შეუძლებელია აღიწეროს, თუ როგორი სასოება და მადლიერება ჰქონდათ ქართველებს ღვთის მიმართ.

სომეხი მოკამათეები თავჩაღუნული, მდუმარედ იდგნენ. შემდეგ შერცხვენილები წავიდნენ მხარგრძელთა კარავში.

ამ სასწაულის შემდეგ ივანე მხარგრძელი მართლმადიდებლურად მოინათლა, ისევე, როგორც სხვა მრავალი სომეხი. შერცხვენილმა ზაქარია მხარგრძელმა განაცხადა: „მივხვდი, ქართველთა სარწმუნოება ჭეშმარიტია, მაგრამ ცოდვა მასზე იყოსო, ვინც  პირველად განუდგა მართლმადიდებლობასო.“ თუმცა, ცდილობდა სომხური სარწმუნოება დააეხლოვებინა ქართულისათვის და გარკვეული ცვლილებები შეეტანა მასში.

ასე დაამტკიცა ღმერთსა და მართლმადიდებლობას მინდობილმა იოანე ანგელოზთა მოსაგრემ ქართული სარწმუნოების ჭეშმარიტება.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-12
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსისა აკაკი სინელისა (VI).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq