საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტული (შინ და გარეთ)
გაიოზ მამალაძე


978 წელს ქუთათისის ტახტზე ავიდა ჭაბუკი ბაგრატიონი - გურგენ II ქართველთა მეფის შვილი, დავით III დიდი კურაპალატის შვილობილი, აფხაზთა მეფე გიორგი მეორის ასულის, გურანდუხტის ვაჟი, - რომელიც, ამავე დროს, იყო აფხაზთა მეფეების, ლეონ მესამის, დემეტრე მესამისა და თეოდოსი მესამის დისშვილი - ბაგრატი და მიიღო ტიტული აფხაზთა მეფისა. იმ დროს აფხაზთა სამეფოში შედიოდა მთელი დასავლეთ საქართველო და ქართლის ნაწილი. მანამდე ბაგრატი ქართლის ერისთავად იყო გამოცხადებული.


1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მესამის მამა, ქართველთა მეფის ტიტულის მატარებელი გურგენი და ბაგრატმა მიიღო ქართველთა მეფის ტიტულიც. ქართველთა მეფის საბრძანებლოში შედიოდა ამიერ ტაოს ნაწილი, შავშეთი, კლარჯეთი, ჯავახეთი, სამცხე. ბაგრატ მეფეს ეწოდა - მეფე აფხაზთა და ქართველთა.


ბაგრატ მესამემ დაიკავა კახეთისა და ჰერეთის ტერიტორიები, მაგრამ დროებით. მალე, დიდებულმა ქართველმა, კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე III დიდმა გაართიანა კახეთი და ჰერეთი და კახეთ-ჰერეთის მეფედ იწოდა (რანთა და კახთა მეფე).


ქართველი მეფეების ნაწილი ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებდნენ (მაგისტროსი, კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი), ისევე, როგორც  ბიზანტიის იმპერიის სხვა მოკავშირეები და ახლო ნათესავები. დავით აღმაშენებლის მამა, გიორგი II, თურქების წინააღმდეგ ისე დასჭირდათ ბიზანტიელებს, ისე გაიზარდა ქართველი მეფის ავტორიტეტი, რომ კეისარმა (იმპერატორმა) კესაროსად გამოაცხადა. კესაროსობა იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა ხოლმე.


დავით აღმაშენებელმა უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულებზე (სავარაუდოდ 1104 წლიდან). მას არ სჭირდებოდა ბიზანტიის იმპერატორის „მოადგილეობა“ და საკუთარი

იმპერიული ტიტული ჩამოაყალიბა. თავიდან, როცა ტახტზე ავიდა ჩვენი დიდი ხელმწიფე, მხოლოდ აფხაზეთს აკონტროლებდა. შემდეგში დავით აღმაშენებელმა დაიკავა ქართლი მთლიანად, კახეთ-ჰერეთი და ლორე-ტაშირ-ქვემო ქართლი და მისი ტიტული უკვე რამდენიმე სამეფოს ფლობას გამოხატავდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“.  სომეხთა მეფის ტიტული დავით აღმაშენებელმა მიიღო ლორე-ტაშირ-ძორაკერტის ყოფილი სამეფოს დაკავების შემდგომ, რადგან ამ ქართულ ტერიტორიაზე, ქვემო ქართლის სამხრეთ მხარეში, ლორე-ტაშირში, ცოტ ხნით ადრე, გარკვეული პერიოდი, სომხური წარმოშობის დინასტია მეფობდა, თუმცა ტერიტორია ისტორიულად ქართულია და მოსახლეობის უმრავლესობაც ქართველები იყვნენ.


მერე ჩვენმა ხელმწიფემ დაიკავა შირვანი. იმავე ხანებში დავით აღმაშენებელმა თურქთაგან გაათავისუფლა ანისის ძველი სომხური სამეფო. ამის მერე, მალე დავით აღმაშენებელი გარდაცვალა. მისი მემკვიდრეების, ქართველი მეფეების ტიტულს დაემატა შირვანისა და ანისის სახელმწიფოების მფლობელობის აღმნიშვნელი ტიტულები: შირვანშა (შირვან-შაჰი) და შაჰანშა (შაჰან-შაჰი). ჩრდილო-დასავლეთ სომხეთის მაჰმადიან მფლობელებს შაჰანშა ეწოდებოდა.


ქართველთა მეფეებს უწოდეს „მესიის (მხსნელის, ქრისტეს) მახვილი“. თამარ მეფეს „მესიის თაყვანისმცემელი“ ეწოდებოდა.


თამარ მეფის ტიტული იყო: „მეფეთა მეფე და დედოფალთა დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, თვითმფლობელი აღმოსავლისა და დასავლისა და ჩრდილოეთისა და სამხრეთისა“.


ეს არის დიდი სუზერენის, მეფეთა-მეფის, იმპერატორის ტიტული, ერთის მხრივ, ქრისტიანთა და მეორე მხრივ, მაჰმადიანთა ხელმწიფის: მეფეთა-მეფე და შაჰთა-შაჰი.


ასეა ქართულ დოკუმენტებში.


განსაკუთრებული ტიტულებითა და ზედწოდებებით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთში ქართველთა მეფეთ-მეფეს. ეს კარგად ჩანს ქ. თავრიზში დაცული კრებული ,,თარასსოლიდან'' (,,მიმოწერა''). მიმოწერა გადაწერილი ყოფილა 1219 წელს ქალაქ აყსააში. კრებული გამოიკვლია და გამოსცა მ. თოდუამ.


„პასუხი მეფე დავითს, აბხაზის პატრონს (აქ აბხაზი სრულიად საქართველოს ნიშნავს). უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფარველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა (გვირგვინოსნისა); ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის (ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი), ალანის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა (ალლაჰმაც განაგრძობს მეუფება მისი და მარადჰყოს სამეფო მისი'').


როგორც ჩანს, აქ დავით აღმაშენებელია მოხსენიებული. დავითი და სხვა ქართველი მეფეები შემდეგნაირად მოიხსენიებიან უამრავ ამგვარ დოკუმენტებში: „რუმის და რუსის მარზპანი“ (რუმი მცირე აზიაშია, მარზპანი საზღვრის მცველსა და გამგებელს ნიშნავს); „ამირთა თვითმპყრობელი“; „აბხაზისა და შაქის ფალავანი“; „არმანის (არმენია) და რუმის მარზბანი, ალანისა (ჩრდილო კავკასიის) და რუსის სარდალი“; „უდიდესი კეისაროსი“ (აქ კესაროსი კეისრის, იმპერატორის, მნიშვნელობით უნდა იყოს); „ამირთა მეფე“; „არმანისა და შაქის სარდალი“; „აბხაზის წინამძღოლი“; „რუმისა და ფარანგის მარზბანი“ (აქ ფარანგი ან ფრანგებს, ევროპელებს უნდა ნიშნავდეს, ან რუსე

ბს, ვარანგებს); „აბხაზის, შაქის და ალანის მეფეთა მეფე“; „მესიის თანაშემწე ლაშა, ძე მეფე გიორგის ასულისა“; „აბხაზის და ალანის სამეფოს შემწეობა“; „არმანის ფალავანი“; „შაქის, ყევჩაყისა და ხაზარის ამირათა მეფე“.


არა მარტო ქართველ მეფეებს, ქართველ ვაზირებსაც აღმატებული ტიტულით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთში: „აფხაზისა და ხაზართა ვაზირთა მეფეები (ჭყონდიდელი)“; „აბხაზის, რუმის, არმანის, ხაზარის, შაქისა და ალანის ფალავანი, მესიის მახვილი“ (შალვა სარგისის ძე) და სხვა.


აღმოსავლეთში საქართველოს მეფეს განიხილავდნენ როგორც საქართველოს, ალანიის (ჩრდილო კავკასიის), რუსის (ტამანის ნახევარკუნძულზე და ყუბანში, დონისპირეთსა და ვოლგის ქვემო დინებაზე მდებარე ტმუტარაკანის სამთავროს), არმანის (სომხეთის), რუმის (იკონიისა და საბერძნეთის), ხაზარეთის, ყივჩაღეთის მბრძანებლად.


ლოვარდ ტუხაშვილის აზრით, აქ უმთავრეს შემთხვევაში წარმოდგენილია ჩრდილო კავკასია. ეს არის საქართველო სამხრეთიდან, ისლამური სამყაროდან დანახული თვალით. მაჰმადიანთა თვალსაზრისით, ჩრდილოეთი კავკასია ქართველთა პოლიტიკური გავლენის არეალია. რომ გვქონდეს ასეთივე ჩრდილოური „თარასსოლი“, მაშინ საპირისპირო სურათს დავინახავდით. ჩრდილო კავკასიელთათვის სამხრეთის ქვეყნები ასევე განხილული იქნებოდა ქართველთა პოლიტიკური ბატონობის არეალად.


თამარის დროს ჩვენი სამხედროების მხრიდან ბიზანტიის დაკავების ცდას, შემდეგ კი ქალდეა-ტრაპიზონში ახალი საკეისროს (იმპერიის) დაარსებას და კეისრის (იმპერატორის) დასმას საინტერესო იდეოლოგია ჰქონდა - ქართველი ხელმწიფე გახდა ახალი, საკეისროდ (იმპერიად) წოდებული სახელმწიფოს დამაარსებელი, კეისრის (იმპერატორის), ფაქტობრივად, უფროსი, სუზერენი, მასზე გავლენის მქონე.


ძველად ქართველები ბიზანტიი

ს იმპერატორებს, ძირითადად, მეფეს უწოდებდნენ, ძალიან იშვიათად კეისარს. მაშინ ჩვენთან სიტყვა იმპერატორი საერთოდ არ გამოიყენებოდა. ჩვენი წინაპრებისთვის კეისრის ტიტული გაიგივებული იყო მეფის ტიტულთან. კეისრობა არაფრით აღმატებულად არ მიაჩნდათ მეფის ტიტულთან შედარებით, ამიტომ არ უწოდეს საკუთარ ხელმწიფეს იმპერატორი, არამედ დაკმაყოფილდნენ ქართული ტიტულით - მეფეთ-მეფე.


საქართველოს მეფის ავტორიტეტი აღმოსავლეთში გიორგი ბრწყინვალის პერიოდშიც აღდგა, როცა ჩვენმა ხელმწიფემ გაყარა მონღოლები და აღადგინა დიდი საქართველო. ეგვიპტელი სულთნები ასე მოიხსენიებდნენ ქართველთა მეფეთ-მეფეს:


„მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისა, დიდებულისა, გულადისა, მამაცი ლომისა, მეთაურისა, მრავალის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის (ანუ ქრისტიანთა) მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმანათლებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა“.


შეგვიძლია დავასკვნათ, ერთიანი საქართველოს ხელმწიფეთა ტიტული - მეფეთ-მეფე (მეფეთა მეფე), სრულიადაც არ ჩამოუვარდებოდა იმპერატორის ტიტულს.


სწორედ ამიტომ, დავით აღმაშენებელი ორივე შემორჩენილ ფრესკაზე საიმპერატორო გვირგვინითაა გამოსახული.

წიგნაკი

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq