საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რუსუდან მეფისა და ქართველების მიერ დროის გაყვანის ტაქტიკაზე და ჯარის რეორგანიზაციაზე უარის თქმა
გაიოზ მამალაძე


 

1225 წლის 8 აგვისტოს გარნისის ბრძოლაში ჯარის მეთაურთა უნიათობის და უმოქმედობის გამო, საქართველოს არმია დამარცხდა. სარდალმა ამირსპასალარ–ათაბაგმა ივანე მხარგრძელმა არ მიაშველა დამხმარე ძალა ბრძოლაში ჩაბმულ მესხთა და სომეხთა ნაწილებს, მოაბრუნა ჯარი და გამოიქცა ბრძოლის ველიდან.


4 000 მესხი მოკლეს ჯალალედინის მეომრებმა, ივანე ახალციხელი კლდიდან დაგორებულმა ლოდმა იმსხვერპლა. ალყაში მოქცეული, ქანცგაწყვეტილი შალვა ახალციხელი კი ბრძოლის ველზე დაატყვევეს სულტნის ჯარისკაცებმა.


ამის შემდეგ ჯალალედინმა ვერ გაბედა პირდაპირ ტფილისზე წამოსვლა, რას წარმოიდგენდა თუ ქართული არმია და საერთოდ, ქართული სახელმწიფო მოშლილი იყო. ჯალალედინს მდგომარეობა გაურთულდა თავრიზში, რომელიც თავისი ახალი, შეკოწიწებული სახელმწიფოს ცენტრად ექცია, და იქით გაემართა, რათა ამბოხი ჩაექრო და დაესაჯა განდგომილები.


ამასობაში ბიჯნისის ციხეში შელტოლვილი ივანე ათაბაგი გარდაცვალა, როგორც ჩანს დარდისაგან და ასაკისგან. ივანეს ადგილი დაიკავა მისმა ვაჟმა, ავაგმა, რომელიც ამირსპასალარად და ათაბაგად გამოცხადდა.


სულტანმა ჯალალედინმა დესპანი მიუგზავნა და შეუთვალა ამირსპასალარს:


„შენ ხარ მეფის ვაზირთა უხუცესი და მართავ საქართველოს. შევხვდეთ ერთი ერთზე და ვისაუბროთო“..


ავაგი დათანხმდა. პირადად ჯალალედინი მივიდა საქართველოს ამირსპასალარის სანახავად. შეხვედრა მოხდა ხრამის პირას, ერთი–ერთზე. მხოლოდ ერთი მსახური ახლდა სულტანს და ერთიც ათაბაგს, რომლებიც მოშორებით იდგნენ.


ჯალალედინმა თქვა:


„არ მოვსულვარ საქართველოს დასარბევად, არამედ ზავისა და მშვიდობისათვის მოვედი. მაგრამ თქვენ უცებ შემებრძოლეთ, და მშვიდობა დაირღვა.


რადგან ხარ წარჩინებული საქართველოს სამეფო კარზე, მისმინე. გაგონილი გექნებათ ჩემი წარმომავლობა, სიდიდე ჩემი სამეფოსი და სიმრავლე ჩემი ქვეშევრდომებისა. არავინ იყო ჩემი თანასწორი, მე ვარ ხვარაზმშაჰი, დიდი ხელმწიფე მუჰამედის შვილი და ჩემი ბატონობის ქვეშ იყო მთელი სპარსეთი ადარბადაგანიდან ამუდარიამდე და ინდოეთამდე, ავღანეთი და მთელი აღმოსავლეთი.


ჩინეთში, უდაბურ ადგილას, ყარაყორუმში გამოჩნდა საკვირველი ხალხი, გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე და უცნაური წესებით მცხოვრები. მთელი აღმოსავლეთი დაიმორჩილეს და მრავალი ხელმწიფე მოკლეს. მეფედ ჰყავთ საოცარი კაცი, საქმის მცოდნე, ბრძოლაში დაუმარცხებელი, სახელად ჩინგიზ ყაენი. მან ხელთ იგდო ჩინეთი. მერე დაიძრა ჩვენსკენ. ამიუდარიის გაღმა და გამოღმა მრავალი ბრძოლა გავუმართე მას ხვარაზმის, სპარსეთისა და თურქომანული ძალებით. მაგრამ ბედმა გამწირა და ყველგან დავმარცხდი. ისინი კი უფრო გაძლიერდნენ და მოირთვეს სხვა ხალხები. მეტი ღონე აღარ იყო, მივატოვე ჩემი სამეფო და გამოვემართე საქართველოსკენ, მშვიდობისა და ზავისათვის. მსმენია თქვენი ქვეყნის სიძლიერისა და ბრძოლაში ქართველების ვაჟკაცობის შესახებ.


მინდა გავერთიანდეთ მტკიცედ და ერთად ვებრძოლოთ მტერს. მსმენია, რომ თქვენი მეფე ქალია. მომათხოვეთ ის ცოლად და მეფედ მიმიღეთ. და დავამარცხებ ჩვენს ყველა მტერს.


თუ ასე არ მოიქცევით, მოოხრდება თქვენი სამეფო. მე რომც წავიდე, თათრები მოახლოებულნი არიან. თქვენ ვერ აღუდგებით წინ, ვერ შეძლებთ მათთან ბრძოლას.


გააგზავნე კაცი თქვენი მეფის წინაშე და გადაეცი ჩემი სიტყვები. მე არ მინდა საქართველოს აოხრება, არამედ მინდა დაგიცვათ მტრებისგან, მე გავძლიერდე თქვენით და ვიყოთ მშვიდობით.“


ავაგ ამირსპასალარმა თავის თავზე არ აიღო პასუხის გაცემა, მხოლოდ შეპირდა ჯალალედინს, რომ მის ნათქვამს გადასცემდა მეფე რუსუდანს და ვაზირებს.


ათაბაგმა გააგზავნა შიკრიკი რუსუდან მეფესთან და ამცნო მეფესა და სამეფო კარს სულტან ჯალალედინის წინადადების შესახებ.


უცხოელ ავტორებსაც აქვთ დაცული ამგვარი ცნობა, თუმცა უფრო გარნისის ბრძოლის წინა პერიოდს ეხება.


რუსუდან მეფეს ძალიან გაუკვირდა ასეთი თავხედური წინადადების შემოთავაზება.  შეატყობინეს ავაგს, მეტად აღარ მოესმინა მისთვის, და უარი შეეთვალა ჯალალედინისათვის. ავაგმაც არ დააყოვნა და პასუხი გადაუგზავნა სულტანს.


ასეთი მცდელობა, ქართველების მომხრობისა მონღოლების წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში, შესაძლოა მართლა ჰქონდა სულტან ჯალალედინს, თუმცა, რა თქმა უნდა, მი

სი ნდობა არ შეიძლებოდა და თანაც, ქორწინებაზე და გამეფებაზე წინადადების მიღება შეუძლებელი იყო. მაგრამ, დროის გაწელვა ან დიპლომატიური პასუხი შესაძლებელი გახლდათ, ტფილისზე ჯალალედინის გამოლაშქრების გადასადებად, ამ პერიოდში არმიის კარგად მოსამზადებლად.


დროის გაწელვის ხერხით, ჯარის მოულოდნელი შეკრებით და უეცარი თავდასხმით, რუსუდანის წმინდა დედის, თამარის ხანაში ქართველებმა დაამარცხეს რუმის სულტნის ურიცხვი ლაშქარი... მაგრამ, მაშინ მეფის ტახტზე გონიერი და კეთილმსახური მეფე თამარი იჯდა, ხოლო არმიას კი დაუმარცხებელი სარდალი დავით სოსლანი ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა – სახელმწიფო მოქმედებდა.


რუსუდანის დროინდელმა სამეფო კარმა კი უკვე მეორედ ვერ გამოიჩინა ჯეროვანი გონიერება და დროის გაწელვა არ დაიწყო, რათა კარგად მომზადებულიყო სახელმწიფო ომისათვის: მაქსიმალურად მოეკრიბათ მოკავშირეები, დაექირავებინათ მეომარი ტომები, გაეხიზნათ ხალხი, გაემაგრებინათ ტფილისისკენ სავალი ხეობები და გზები, რაც მთავარია,  სახელმწიფოს მთელი საომარი რესურსის ორგანიზაცია არ მოხდა... ისევე როგორც არ მოხდა ჯეროვანი ორგანიზება გარნისის ბრძოლის წინ...


ჯალალედინმა უარყოფითი პასუხი მიიღო თუ არა, აიყარა და ტფილისისაკენ დაიძრა. ის გაცილებით სწრაფად მოქმედებდა, ვიდრე რუსუდანის სამეფო კარი... ქვეყანა დიდ კრიზისში იყო უვარგისი მმართველობის გამო.


შესაძლოა, მცირე უზუსტობაა და ჯალალედინმა, მართლაც, გარნისის წინ მოითხოვა ქართველებთან მორიგება, მაგრამ, სამეფო კარზე გაბატონებულ სიტუაციის ჯეროვნად შეფასების არ მქონე დიდებულებს ეგონათ, ჩვენ მონღოლები გავაქციეთ, ხოლო ჯალალედინი კი მონღოლებს გამოექცა და რა უნდა დაგვაკლოსო...


ასეა თუ ისე, გარნისის ომში დამარცხების შემდეგ, რუსუდან მეფემ როგორც კი შეიტყო სულტანი ტფილისისაკენ მოემართებაო, სამეფო კარიანად აიყარა და ქუთათისში გადავიდა. 


ერთიანი საქართველოს დედაქალაქი გაამაგრეს. მეფემ ქალაქის მცველთა მეთაურებად დატოვა ორი ძმა, ბოცოს ძენი – მემნა და ბოცო. სულტანი ჯალალედინი ქვემო ქართლის გავლით მოადგა ტფილისს, მანამდე მოაოხრა სომხეთი და ქვემო ქართლი.


უცხოელი ავტორები ამბობენ, ქართველებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა ტფილისამდე, მაგრამ არაფერი გამოუვიდათო. მონაცემებით, იმ დროს ჯალალედინს დაახლოებით 140 000 მეომარი უნდა ჰყოლოდა თან. შეიძლება ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ქართველებზე მეტნი რომ იყვნენ, ცხადია, რადგან ქართულ სახელმწიფოს ორგანიზაცია აღარ უვარგოდა, ვერც თავის არმია შეკრიბა მთლიანად, ვერც ვასალები მოიმხრო, როგორც საჭირო იყო, ვერც დაქირავებულები გამოიყვანა ტფილისისაკენ მომავალი ჯალალედინის წინააღმდეგ, ისე, როგორც ეს აუცილებელი გახლდათ.


ანუ არც პოლიტიკური მეთოდები გამოიყენეს, და ვერც ორგანიზება შეძლეს.


მემნასა და ბოცოს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ქალაქი, გადიოდნენ ხოლმე და ებრძოდნენ კიდეც ქალაქ გარეთ ხვარაზმის სულტანს, მაგრამ ერთ დღესაც მოღალატე ტფილელმა მაჰმადიანებმა შეთქმულება მოაწყვეს, დაუკავშირდნენ ჯალალედინს და შესთავაზეს ქალაქის კარიბჭის მოულოდნელი გაღება.


1226 წლის 9 მარტის დილას, მემნამ მოიხსნა მუზარადი და მუზარადის ჩასაფენის დახურვას აპირებდა თავზე, დღეს რომ „კახურ ქუდს“ უწოდებენ, ისეთის. ასეთი ქუდები  მუზარადის ქვეშ ეხურათ ხოლმე. გვერდით ედგა ტფილელი მაჰმადიანების მეთაური. მოულოდნელად მაჰმადიანმა ხმალი ჩასცხო მემნას უმუზარადო თავში და მოკლა. იქვე მდგომი მოღალატე ტფილისელი მაჰმადიანები დაერივნენ ქრისტიან მეომრებს. სანამ სხვადასხვა სადარაჯოზე მდგარი ქართველები და ტფილისის ციხიონი გონზე მოვიდოდნენ, მოღალატეებმა განჯის კარი გაუღეს წინასწარ გაფრთხილებულ ხვარაზმელებს და ქალაქში შემოიყვანეს.


ეს მოულოდნელი იყო ტფილისელებისთვის. ქალაქში არეულობა დაიწყო. გარნიზონმა, რაც შეძლო, პოზიციები დაიკავა და შემდეგ გამაგრდა ისანში, ბოცო ბოცოს ძის მეთაურობით. სხვადასხვა სადარაჯოებზე მდგარი ჯარისკაცები, ასევე ღალატით დახოცეს ტფილელმა მაჰმადიანებმა...


მერე ფსიქოპატი ჯალალედინის ჯარი დაესია ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს... იმ დღეს 100 000 ტფილისელი ქრისტიანი მოკლეს მაჰმადიანებმა, და მერე ადგილობრივ მაჰმადიანებს დაესივნენ ხვარაზმელები...


ასე დაეცა იმ დროისათვის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს დედაქალაქი... ასე დაეცა დიდი საქართველო...

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq