საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ონომასტიკური ძიებანი: ბაღვაში, ლიპარიტი...
ქეთევან ჯერვალიძე, ნინო პეტრიაშვილი


რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები ონომასტიკაში, კრებული „ახალციხე, ონომასტიკა 2015, “.

სიტყვათა წარმომავლობას, სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებების შესწავლასთითოეულ ენაში მრავალი თეორიული და პრაქტიკული გამოკვლევა ეძღვნება, მაგრამ ისმაინც არ არის ამოწურული ენათმეცნიერებაში. ჩვენს სტატიაში განხილულია ერთი ენიდანმეორეში შემოსული ონიმები

გვარ–სახელი

უკვე საყოველთაოდ მიღებულია, რომ დღევანდელი გაგებით, გვარი საქართველოში, ისევეროგორც მთელ მსოფლიოში, გვიან ჩამოყალიბდა. მანამდე ის სახლს, ჯიშს, სახეობასაღნიშნავდა. ეს პროცესი XVI ს–დან იწყება. მანამდე ადამიანები ერთმანეთს მამის სახელითეცნობოდნენ (ვინაიდან მამა ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, შვილი კი ახალგაზრდა დაუცნობი). გვარების, თუნდაც ქართული გვარების წარმოშობის შესახებ მკვლევარებისა და მათინაშრომების ნუსხა საკმაოდ ვრცელია. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შევჩერდებით მათს მიმოხილვაზე.ანთროპონიმები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ არის ბაღვაშთა საგვარეულო სახლის სახელი დაამ ოჯახიდან გამოსულ მამაკაცთა ყველაზე ხშირად განმეორებადი საკუთარი სახელილიპარიტი. თავის მხრივ, ლიპარიტესი უკვე სახლის, ოჯახის სახელად არის შეტანილიბიზანტიურ დიდგვაროვანთა ნუსხებში და მათი კვალი ბიზანტიაში 1118–დან 1180 –მდე ჩანს 1;მე–12 ს–ის ბიზანტიური საბეჭდავების მიხედვით, მათ ჰქონიათ კუროპალატის ტიტული2ლიპარიტ ბაღუაში.

 ბაღუაშების სახლის მოკლე ისტორია

საქართველოს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი ბაღუაშთა საგვარეულო სახლი. ასევე ცნობილია ლიპარიტ I ბაღუაშის სახელი. ლიპარიტი გადმოსულა კაცხიდან, ლიხთ იმერეთიდან, თრიალეთში და თავის სუზერენად უცვნია დავით ბაგრატის ძე (876-881), და არა გვარამ მამფალი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს მხარე საგამგებლოდ. შეურაცხყოფილ ნასრა გუარამმამფლის ძეს, რომლის სამფლობელოც იყო კლდეკარი, მოუკლავს ბიძაშვილი დავითი და ასე დაწყებულა პირველი სისხლიღვრა აშოტის I-ის შთამომავალთა შორის3

. ამ დროს ქართლისთვის

ბრძოლა მიმდინარეობდა აფხაზეთის სამეფოსა და სომხეთს შორის. აფხაზეთს მხარს უჭერდა ნასრა გვარამის ძე და ხოლო დავით ბაგრატის ძე და ლიპარიტი ეხმარებოდნენ სომხებს4

.ლიპარიტ ბაღვაში აფხაზეთიდან წამოსულა აფხაზთა მეფის ადარნასე იოანეს ძის მეფობაში, რომელსაც ცოლად ჰყოლია გვარამ მამფლის ასული და ნასრას და. შესაძლოა, ამ ფაქტს რაიმე კავშირი ჰქონდეს ბაღვაშთა გადმობარგებასთან კლდეკარში და ასევე სუზერენის არჩევასთანაც...

1 А. П. Каждан, Липариты. Социальный состав господствующего класса Византии XI-XIIвв. М., 1974 , 127.2 А. П. Каждан, Липариты. იქვე, 113.3 მატიანე ქართლისა, 258; სუმბად დავითის ძე, 366, ქართლის ცხოვრება, თბ., 2008.4 მატიანე ქართლისა, იქვე, 288.1კაცხიდან წამოსულ ბაღვაშებს მოუყოლიებიათ საკუთარი საგვარეულო სახელი ლიპარიტიც5.ლიპარიტი დასტურდება „გრიგოლ ხანძთელიც ცხოვრებაშიც“ : „შატბერდის მამაჲ გრიგოლ, ძეჲლიპარიტისი [I 317, 3].შემდგომი ისტორია ბაღვაშთა საგვარეულოსი კარგად არის შესწავლილი და ჩვენ მას აღარგავყვებით, მაგრამ საინტერესოა მათი წარმომავლობის უფრო ძველი ისტორია. ბაღუაში, ჩვენიაზრით, მათი სახლის სახელამდე ჯერ თიკუნი უნდა ყოფილიყო, მერე – საკუთარი სახელი,გამორჩეულობის აღმნიშვნელი, როგორც დიდებიდან დიდებულიძე; ქრისტესიადანქრისტესაშვილი–ქიტესაშვილი6. ქართული სამეცნიერო ტრადიცია პატერონიმ ბაღვაშსლაზურიდან მომდინარედ მიიჩნევს7.ბაღ – ფუძის სემანტიკური ერთეულები მეგრულში ასეთია:ბაღინაფა -მყოფნობა რისამე, მყოფინობა რისამე, საკმარისობაბაღინელი - მიმღ. ვნებ. წარს. საკმარისი, ნამყოფინები, კმაყოფილიბაღუ-ბაღვ- პროდუქტის შესანახი ადგილი, ბეღელიბაღუაში -ბეღლიანიბოგა, ბოგირი არს. სახ. 1ბოგა, ბოგირი 2. ბაგა, გომის (გომურის) ხის იატაკი8. ბოგირსაც–(აღმოსავლეთ საქართველოშიც გვაქვს ეს სიტყვა და ის აუცილებლად წყალზეაგადებული, ზოროასტრიზმში კი – კუპრის მდინარეზე) – ბაგ–თან უნდა ჰოქნდესკავშირი, ვინაიდან ზოროასტრულ სწავლებაში ხიდს ძალიან დიდი დატვირთვა აქვსღმერთთან კავშირის განხორციელებაში. სხვათა შორის, სვანურში ბოგ სწორედკანაფისგან დაწნული ხიდია, ბოგირ კი–ხისა9. ხიდის დანიშნულება ბევრ რელიგიაშიაძალიან მნიშვნეოვანი: ლათ. Pontifex.ბაღჳ-აშ -ი კოჩი – დიდი შეძლებული, მდიდარი წარჩინებული, ბრწყინვალე კაცისვანურიბაგა – 1. პირუტყვის სადგომი ადგილი 2.მსხვილფეხა საქონლისთვის საკვებისჩასაყრელი;ბაღ1–ბაღი; ბაღ2– ბეღელი, პურეულის შესანახი დიდი კიდობანი.ბეღელ 1. ბეღელი 2. ლხმ. ახმახი, ვეებერთელა10. ვფიქრობთ, ეს მეორე მნიშვნელობაუაღრესად საინტერსოა და არც ერთ ქართულ დიალექტში აღარ გვაქვსდადასტურებული11. სვანურში დაცულ ამ შინაარსზე დაყრდნობით, გასაგები ხდებაჩვენი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დევთა გავრცელებული სახელისშინაარსი: დევბეღელა – „ახმახი დევი“, „ვებერთელა დევი“; თუშური სართულებიანი5 ამ ფუძის გვარები შეტანილი არ აქვს ი. ახუაშვილს ( ი. ახუაშვილი ქართული გვარ-სახელები, II თბ.,2005.6 ი. ახუაშვილი, ქართული გვარ–სახელები, თბ., 2005, 649-650.7 ი. ახუაშვილი, ქართული გვარ–სახელები, , თბ., 2005, 289.8 ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ. I, თბ., 2001.9 ვ. თოფურია, მ. ქალდანი, სვანური ლექსიკონი, თბ., 2000.10 იქვე,11 ალ ღლონტი, ბეღელი, ქართულ კილო–თქმათა სიტყვის კონა, ტ. I, თბ., 1974.2საფერხულო ქორბეღელა –მაღალი სახლისებრი, ფერხული კოშკისებურად?12; ბეღელა–დღეს ფურის სახელად არის შემორჩენილი მთაში, (ჩემს ბებო–პაპას ჰყავდათ, ქ. ჯ.).ბეღელი აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ყოფითი ცხოვრების, ასევე საკრალურილექსიკონის სემანტიკური ერთეულიცაა. სათემო ხატის საბრძანისში აგებულია ფშაური ტიპისნიშ–სამლოცველოები: ბეღელი, მკვრივი, სახარბაკე, სალუდე, საჯარე და სხვა. “ჯვარიმანათობელი მტრედის სახით მთიდან ბარად ეშვება. ის ტოვებს ციურ ბეთლემს, ბეთ–ლეხემს„სახლს პურისას“, სადაც იფქლის მარცვლებით კვებავდნენ ახალშობილ ყრმას და შედისგუდანის ბეღელში, ღვთისშვილის, ამჯერად წმიდა გიორგის მიწიერი საარსებოს კვრივში“13.სავსე ბეღელი ძველთაგანვე ბარაქიანობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული, რომელთანაც ხალხურირწმენა-წარმოდგენებია დაკავშირებული. მათი გამოძახილია მითოლოგიური პერსონაჟი - დევ-ბეღელა; საწესო-საფერხულო სიმღერები („ქორბეღელა“, „ბეღლისკრული“ და სხვა)14. გვაქვს„ბაგ“ ფუძის შემცველი საკუთარი სახელები: ბაგაულ, ბაგდია, ბაგი, ბაგრატი (სპარს,ღვთისმოცემული)15, ბაგრია, ბაგური, ბაგურა; ღ თანხმოვნიანი „ბაღ“ ფუძიანი სახელები: ბაღა,ბაღათა, ბაღათერ16, ასევე გვარები: ბაგაური, ბაგაშვილი, ბაღათურია, ბაღაშვილი, ბაღიშვილი,ბაღსარაშვილი, ბაღუაშვილი, ბაღდავაძე, ბაღიაური17 ; ასევე ბაგია, ბაგრატია; ბახია, ბახბავა18. გვაქვს ასევე ტოპონიმებიც: ბაგა, ბაგათა, ბაგები, ბაგინეთი, ბაგვდანარაი, ბაგიანთა; ბაღდადი,ბაღიანი, ბაღიქითა, ბაღნარი; ჰიდრონიმი –ბაგისღელე19. ბაგა – ამ სახელწოდების ციხე–სიმაგრემოიხსენიება მე–5 ს–ის გეოგრაფოსის პერიპლუსში; ბაგა – ამ სახელის სოფელი ყოფილაართვინის მხარეშიც20.ბაგა და ბეღელი – ეს ერთი წარმომავლობისა და მომიჯნავე სემანტიკის შემცველი ლექსიკურიერთეულებია.12 ს. მაკალათია , თუშეთი, თბილისი, 1983, 202.13 ზ. კიკნაძე, ქართული მითოლოგია I, ქუთაისი, 1996, 43.14 ჯ. ნადირაძე, ბეღელი ქსე, ტ. 2, თბ., 1977.15 არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატი წარმომავლობით ქართულია და მიღებულია ზაქარიასაგან ტ–სუფიქსის დართვით, იხ. ზ. ჭუმბურიძე, დედაენა ქართული, თბ., 1987, 224.16 ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, თბ., 1988.17 ი. ახუაშვილი, ქართული გვარ–სახელები, თბ., 2005, 290.18 ნ. ჯომიდავა, კოლხური გვარ–სახელები, თბ., 1996, 28, 31.19 საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.20 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954, 165,3ბაგა და ბაგინი გვაქვს აბულაძის ლექსიკონში, ამ სიტყვის ღ –ფუძიანი ვარიანტები კი – არა21.ბაგა–φάτνη დადასტურებულია სახარება ოხთავშიც: ლ. 2, 7, 17; 13, 1522; ბაგა და ბაგინიდასტურდება ჰაგიოგრაფიულ ძეგლებშიც; ღ– ფუძიანები ვარიანტები არც აქ გვხვდება23.სულხაბ–საბა :ბაგა პირუტყვთა საზრდელთა დასადებელი ადგილი; ბ ა გ ა ეწოდების სახლთა შინამოდაბლო სარკმელთა; ბ ა გ ა ეწოდების ახალს ვენაჴსაცა (1, 3 ესაია)24. სულხანისდამოწმება სწორი არ არის. მითითებულ ტექსტში სწორედ ვირის ბაგაზეა საუბარი.ჩვენ ვთქვით, რომ ბაღვაში მიჩნეულია ჭანური წარმომავლობის გვარად. ჭანეთი კი აქამენიდებისდროს მათ იმპერიაში შედიოდა მთელ წინა აზიასთან ერთად. მანამდე, –VIII ს–ში დიაოხისგანადგურების შემდეგ, მისი სამხერთი პროვინციები შეიერთა ურარტუმ, შემდეგ მიდიამ...XIII ს–ის სომეხ ისტორიკოს სტეფანოზ ორბელიანზე დაყრდნონით, მეცნიერნი ამ საგვარეულოსახლს ჭანური წარმოშობის სომეხ მამიკონიანებთანაც აკავშირებენ25. მამიკონიანების ჭანურწარმომავლობას იზიარებს რ. ჰიუსენიც26, არსებობს ამ გვარის პართული წარმომავლობისთეორიაც კ. ს. სვაზიანისა27; ამ თეორიის მიხედვით, ჩენეთის ქვეყანა паз. čīnastan28მდებარეობდა სირდარია - ამურდარიას შორის და პართიის იმპერიაში შედიოდა. აქედანგამომდინარე, გვარი უნდა იყოსო პართიული წარმომავლობის. მაგრამ ხომ შეიძლება სულაცრომაული ტრადიციით, ჩინეთში მებრძოლ რომელიმე მამიკონიანს მოეპოვებინა გამარჯვება და„ჩინელი“ საპატივსაცემოდ სწოდებოდა, როგორც კართაგენელთა დამმარცხებელ სციოპიონს„აფრიკელისა“? როგორ უწოდებდნენ მოგვიანებით რუსები პასკევიჩს „ერევანსკი–ვარშავსკის“და წარმომავლობა ტომისა დამთხვეოდა შერქმეულ სახელს? ასევე, არსებობს მამიკონიანებისსკვითური წარმომავლობის თეორიაც გიბონისა29. IV-V სს–ის სომხური წყაროების მიხედვით,21 ი აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973.22 ი. იმნაიშვილი, ქართული ოთხთავის სიმფონია–ლექსიკონი., თბ., 1986;23 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია–ლექსიკონი I , ბ. გოგუაძის, ზ.სარჯველაძის, მ. შანიძის რედაქციით, თბ., 205.24 სულხან–საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I, თბ.,1990.25 ე. ცაგარეიშვილი, სტეფანოს ორბელიანის „სისაკანის სახლის ისტორიის“ წყაროთა საკითხისათვის,მრავალთავი X, 1983, 214; Н. Г. Адонц, Армения в эпоху Юстиниана: Политическое состояние на основеНахарского строя, СПб., 1908, 402—405; Toumanoff, Cyril. «The Mamikonids and the Liparitids», Armeniaca (Venice,1969), 125—137.26 Robert Hewsen, Armenia: A Historical Atlas. The University of Chicago Press, 2001, 95.27 Алла Тер-Саркисян. История и культура армянского народа. 2-е изд. М., 2008.28 О.М. Чунакова, Чинастан , Пехлевийский словарь зороастрийских терминов, мифических персонажей имифологических символов/ О.М. Чунакова, С.-Петербург–М., 2004, 256.29 Edward Gibbon,The History of the Decline and Fall of the Roman Empire: Chapter XIII, Part II,http://oll.libertyfund.org/titles/1366.//http://www.worldwideschool.org/library/books/hst/roman/TheDeclineandFallofTheRomanEmpire-1/chap37.html4მთელ ტაოს მამიკონიანები განაგებდნენ; VI-VII სს–თვის მთელი რიგი ფაქტორების გამო,სიტუაცია შეიცვალა. ტაო ორად გაიყო მამიკონიანებისა და დიმაქსიანების სამთავროებად30.მამიკონიანთა საგვარეულო სახლი 772–775 არაბთა წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგაღარ ჩანს პოლიტიკურ არენაზე31. სამაგიეროდ შუა საუკუნეებში მათიდან მომდინარე ორისაგვარეულო ჩანს. გუგარქ–ლორეს გამგებელი მამიკონიანი თუმანი, რომელსაც სათავე დაუდიათუმანიშვილებისთვის და ჭანეთიდან უფრო ზემოთ, კაცხში დამკვიდრებული ორბელები,რომელთაც ქართული წყაროები, როგორც ვთქვით, IX ს–ის 70–იანი წლებიდან ახსენებენ. არისმოსაზრება, რომ „მატიანე ქართლისაჲს“, რომელსაც ეს სახელი, ივანე ჯავახიშვილმა უწოდა,სინამდვილეში უნდა რქმეოდა “ წიგნი მეფეთა, ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა“32, თუმცა, ასეცრომ იყოს, ამ საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში მაინცმწირია33.ასე რომ, ჩვენ ძალიან საინტერსო საგვარეულო სახლის ორივე სახელის ეტიმოლოგიის შესახებჩვენეულ ხედვას გთავაზობთ.ბაგ ფუძე ირანულ Baγ–ფუძეთან პირველად დააკავშირა ი. ყიფშიძემ34, ჩვენ კი შევეცდებითბაღუაშთა სახლის ეტიმოლოგია ავხსნათ სწორედ ამ უძველესი სპარსული ძირით.წარმოვადგინეთ რა „ბაგ–ბაღ–ბეღ“ ძირის შემცველი ლექსიკური ერთეულები მთელქართულ სივრცეში, ახლა შემოგთავაზებთ ამ ფუძის ირგვლივ მცირე ეტიმოლოგიურ,მითოლოგიურ და ისტორიულ ექსკურს:ცნობილი ქართველი ირანისტის, მ. ანდრონიკაშვილის მიერ ჭანურში თურქული გზითშესულ სიტყვათა ჩამონათვალში გვხვდება სიტყვა ბახჩიში, სპ.baxšiš. – “წყალობა“,„საჩუქარი“ ჭან. ზმნა დო–ბახჩიშ –უფ– ვასაჩუქრებ; აორ. დოუბახჩიში( ხშ>ხჩ)35 - (იქნებარ იყოს მცდარი ქართული გვარის, ბახსოლიანის დაკავშირება ამ ძირთან, მიუხედავადგანსხვავებული ლეგენდებისა? ქ. ჯ.) - და იქვე დასძენს: „გარდა ამ სიტყვებისა, არისჭანურში წყება ისეთი ფუძეების, ან სიტყვებისა, რომლებიც მეგრულთან და ქართულთანარის საერთო და ამავე დროს ირანულ წარმომავლობას ამჟღავნებენ. ეს სიტყვებიქრონოლოგიურად უფრო ადრინდელნი არიან და განეკუთვნებიან დიალექტობრივითვალსაზრისით სხვა წრეს ირანული ენისას. ეს არის ე. წ. ჩრდილო ირანულიწარმომავლობის სიტყვები36. მეცნიერი ამ კატეგორიაში ათავსებს სიტყვას ბაღუნ–მეგრ.30 გ. ჭეიშვილი, ტაოს საეკლესიო და პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები ადრე შუასაუკუნეებში,კრებული, მშვენიერება მოსილი სევდით, თბ., 2007, 110.31 К. Н. Юзбашян, Мамиконяны, Советская историческая энциклопедия, М., 1973-1982.32 კ. გრიგოლია,“მატიანე ქართლისა და მისი დასათაურების საკითხისათვის, კრებული „ივ. ჯავახიშვილი100“, თბ., 1976, 224–225.33 ამ საგვარეულოს შესახებ არსებული ინფორმაციების თავმოყრა იხ. ალინა ბაღიშვილი, ბაღვაშები,ჟურნალი „აია“ #7, 1999, 93–110.34 მ. ანდრონიკაშვილი,ნარკვევები ირანულ–ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან ტ. II, თბ., 1996,194;.35 მ. ანდრონიკაშვილი,ნარკვევები ირანულ–ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან ტ. II, თბ., 1996,217; არდაშირ პაპაკანის ძის საქმეთა წიგნი, ფალაურიდან თარგმნა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთოთ. ჩხეიძემ, თბ., 1975, 82.36 მ. ანდრონიკაშვილი,ნარკვევები.., 223.5ბაღ–უ(ნ) „კმარა, ეყოფა“ ; საშ. ირ. Baγ – გაყოფა; ძვ. ირ. Baga – „ღმერთი“, „გამრიგე“ სკრ.Bhag – “გაყოფა“, „განაწილება“; bhaga – ღმერთის სახელი“ დოვლათის მომცემი37.მზია ანდრონიკაშვილს მოჰყავს კიდევ საინტერსო მაგალითები:ფეხლ.. baxt < авест. bag-, „წილის დადება, ბედისწერა“; brēh < авест. brāy- „ მოკვეთა მოჭრა“– ასეაგანმარტებული ფეხლევიდურ ლექსიკონშიც38.ბახტ ფუძიდან , ჩვენი აზრით, შესაძლოა იმზირებოდეს ქართული გვარი: ბახტ–(ას)ძე; brēh –შისაზოგადო სახელი და–ბრეხ–(ვ) –ება, ბრაგ-ვ -ან-ი; ბახტ –თან შეიძლება იყოს დაკავშირებულიმაცხოვრის უკანასკნელი სიტყვების ნაწილი: ᾿Ελωῒ ᾿Ελωῒ λιμᾶ σα–βαχθ– ανί – ღმერთო ჩემო,ღმერთო, რაისთვის დამიტევებ მე ( მრ. 15, 34): „დამიტევებ“ ბერძნული ἐγκατέλιπες–ისთარგმანია; აქ სიტყვა დაგდება მოკვეთის შინაარსსაც შეიცავს, ფსალმუნში ხშირად გვხვდებაბერძ. ἐγκατέλιπες –სი, რომელიც ქართულად სწორედ „დაგდებად“ არის თარგმნილი (ფს. 70,9). თუმცა, არამეულად, ან ებრაულად როგორ გამოითქმის ბერძნული ტრანსკრიფციითგადმოცემული ზმნა σα–βαχθ– ανί, სამწუხაროდ, არ ვიცით.ბაღუ, ბაღ –„ბეღელი“, „ბეღურა“ < ქართ. ბეღელი, ბეღურა=სპ. Bagil –“ბოსელი“, „საძროხე“39.ამავე ძირიდანაა ახალსპარსული bag “ბაღი”, ფალ. bag – „ბაღი“ ეს სიტყვა საშუალ სპარსულშიიმავე ფორმით გვხვდება და შესაძლოა, ადრევე იყოს შემოსული ქართულში, თუმცა ძველტექსტებში ჩვენ არსად შეგვხვედრია. მისივე ვარიანტია „ბაღჩა“bāgčäh- “პატარა ბაღი“,კნინობითის ფორმაა bāg–ადან, ნაწარმოებია čäk, ičäk სუფიქსით40. ბაღი და ბაღჩა ხშირადგვხვდევა „ვეფხისტყაოსანში“41ძირი bag ასევე კარგად ჩანს ჩინეთის იმპერატორის სპარსულ სახელწოდებაში: bagāfur მრ. რ.Bagāfurä. ეს სიტყვა არის ამავე დროს ჩინეთის ერთ–ერთი პროვინციის სახელწოდებაც, რომელიცგანთქმულია თავისი ფაიფურით, სპ. Bag fur მომდინარეობს ძვ. ირ. Baga puθra –დან „ღვთის37 იქვე, 224.38 О.М. Чунакова, Рай, Пехлевийский словарь зороастрийских терминов, мифических персонажей имифологических символов/ О.М. Чунакова, С.-Петербург–М., 2004, 180. brēh (და–ბრეხ–(ვ)–ება?) < авест.brāy- „ მოკვეთა მოჭრა (ბრაგვანი)?“ რამდენად არის მართებული ჩვენი ხედვა?39 მ. ანდრონიკაშვილი 29, 203.40 მ. ანდრონიკაშვილი 71–7241 იქვე, 72.6შვილი“. სიტყვის ვულგარული ფორმაა farfūri. (ჩინეთის იმპერატორის კუთვნილი) შეადარეთსაკუთარი სახელი ბ ა კ უ რ ი42. ჩვენ დავამატებდით ძაღლის სახელს ბა(გ)თურა.ზოროასტრიზმში ძაღლი ადამიანის გვერდით არის დაყენებული.ბაგა - უბდა იმზირებოდეს ერთიანი საქართველოს (ქართლის) პირველი მეფის,დედით სპარსელის საკუთარ სახელშიც, ფარნავაზი: Фарнбай — Фарробай, Фробай. Паз.frōbā, пехл. ŕrōbāy, farnbāy < др.-иран. *farnah- + авест. baga-, n. « «(счастливая) доля»43.„ფარნავაზის ცხოვრების“ მიხედვით, ის მზეს ხოცავს ცვარს, ანუ მზის, ღვთისწილხვდომილია, ნაწილიანია. ცოტა განსხვებულ ვერსიას ვრცლად გვთავაზობსირანისტი მ. ანდრონიკაშვილი44. ფარნაბაგი - ზოროასტიზმში ქურუმთა ცეცხლია.სამიდან ერთი და უმთავრესი. თუ ჩუნაკოვას ამ მონაცემს დავეყრდნობით, ქართულსივრცეში ბ/ვ –ს მონაცვლეობა ფაქტია, მაგრამ ბ–ს ვ–თი ჩანაცვლებას რამდენადშეეძლო გამოეწვია გ–ს ზ-თი შეცვლა?ბაღის სინონიმებია ბაშთანი (შემდეგ ბოსტანი), ბაღჩეული, საბაღჩე.Baγ –ადან მომდინარეობს ბაგა, საქონლისთვის სათითაოდ, წილით საკვების ჩასაყრელიადგილი ზამთარში; ზმნა და-ბაგ-ება–საქონლის ბაგაზე დაბმა ზამთარში, თავდაპირველადიქნებ ღვთისთვის შესაწირი ცხოველებისა; ბაღი – მრავალფერი მცენარეულით სავსე სივრცე –ღვთის წალკოტი, როგორც ღვთის სადიდებელი. Baγ ლექსემის ასეთი მრავალმხრივი გააზრებისშესაძლებლობა დევს თვით ზორასტრულ ტექსტებში.წინასაუკუნოდადგენილება — ფეხლ. brēhēnišn; baγōbaxt, авест. baγō.baxta-, Adj. ღმერთების მიერგანსაზღვრული45; იქნებ აქვს ამ ლექსემას კავშირი ნაობახტთან46? ციხესაც ხომ მოსამართლეგანუსაზღვრავს მსჯავრდებულს?ფეხლევიდური ლექსიკონი: სამოთხე wahišt, ავესტ. vahišta-, Adj. “საუკეთესო“ მართალთასულების სამყოფელია ფეხლ. garōdmān47 ავესტ. garō (f., Gen.Sing.) damāna-, n. „სახლი ქებისა“–(გარ(ო) და(მ)ანი? ო–ს ამოვარდნით და მ–ს ბ––ში გადასვლით “გარდაბანი”?) - ზეციური სამოთხეორმუზდის სამყოფელია, ღმერთებისა, კეთილი სულებისა, მართალთა სულებისა.ფეხლევიდური ტექსტების მიხედვით, დედამიწის ზემოთ განთავსებულია ოთხი, ხან ხუთისფერო განსაწმენდელისა. ამათგან მეოთხე ორმუზდისაა (garōdmān) და ასევე კარგი და წესიერიმმართველების, ზნეობრივი ქალების, ქურუმების, მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსების,სოფლების დაამრსებელების, უდაბნოს ქალაქმყოფელების, სარწყავი არხების გამყვანებისა.ზემორეჩამოთვლილთაგან ყველას სული ორმუზდის გვერდითაა48. როგორც ვხედავთ,ზოროასტრიზმში გამორჩეულად შექებულია ყველა პროფესიის ადამიანის შრომა.42 იqვე, 146.43 О.М. Чунакова, Фарнбай 227.44 მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბ., 1966, 14 -16.45 О.М. Чунакова, Предопределение, 176.46 ნაობახტი, : იოსებ გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა,თბ., 1997.47 О.М. Чунакова, Рай, garōdmān 1807 დავინტერესდით თვით ბაგ ფუძის სემანტიკური ველით ძველბერძნულშიც. არსებობდათუ არა ეს სიტყვა და როდიდან. აი მონაცემებიც: Βάγα ἡ Вага (город в Нумидии) Plut. სალუსტიუსის მიხედვით (–85–35) ნუმიდიელიეთნოსის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიუღიათ სპარსელებს49.βάγμα, ατος τό слово, pl. речь: δύσθροα βάγματα Aesch. горькие жалобы. მწარე საჩივარი ღვთის წინაშე?ბაღმა/ბოღმა?βαγώας, ου и α ὁ (перс.) Plut. = εὐνοῦχος II. ღვთისთვის განკუთვნილი?βάκηλος (ᾰ) ὁ евнух-служитель Кибелы Luc. ბაყილო? (ნერგი); გავიხსენოთ: „ახალ ნერგ იყვნენ“;ბაკულა (ჯოხი) (კლდიაშვილის პერსონაჟი).კიდევ უფრო საინტერსო ლექსიკური ერთეულებია მოცემული ჰენრიკო სტეფანოს ლექსიკონში„ბერძნული ენის სალარო“, რომელიც გამოცემულია 1833 წელს პარიზში. მასში თავმოყრილიამასალები ჰესიჰიოსისა (IV-Vს.) და სვიდას (X . )ლექსიკონებიდან:50Βάγαι –ლიდიის ქალაქი;βαγαῖος– დიდი, სწრაფი, უხვი ფრიგიული ზევსის ეპითეტი. ფრიგიელები ზევსს, როგორცცის ღმერთს ისე ეთაყვანებოდნენ და ბაგაი–ს ძახილით ხდებოდა მისი გამოხმობა.ფრიგიელებისთვის ფრიგიელი და ბაგიელი სინონიმური სიტყვები იყო.სპარსულ ანთროპონიმს Βαγαῖος –ს პლუტარქე Μαγαῖος–ით გადმოგვცემს (ჰენრიკო სტეფანო)უნდა აღინიშნოს, რომ „მონაცვლეობა ბაგისმიერ ხშულებისა β, π (φ) და μ - სი წინარებერძნულისთვისაა დამახასიატებელი: μαῖα/βαῖα ΄λαῖπος /λαιφός/λαιμός; ამ შეთხვევაში ძნელიაგარკვეული მიზეზის დასახელება, თუმცა აღნიშნული მოვლენა სხვა მედიტერანულიენებისთვისაც არის დამახასიათებელი. ე. ი. ფურნეე აქ მონაცვლეობის ექსპრესიულ ბუნებასვარაუდობს, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში თავს იჩენს ბგერათა სუბსტიტუციის იგივეტენდენცია, რომელიც დამახასიათებელია ქართველური ენებისთვის, სადაც ხშულ ბაგისმიერთამონაცვლეობა მ–სთან საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა: ბზერა/მზერა/ მზე/ბზე/კმილი/კბილი - 51.ამ ფაქტთან, β/μ – ს მონაცვლეობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე აგრათვე ჩვენთვისუაღრესად საინტერსეო ბერძნულ საზოგადო შინაარსის შემცველ ლექსემაში: μᾰγίς, ίδος (ῐδ) ἡ1) культ. жертвенный пирог (приносившийся преимущ. Гекате) Arph. უპირატესად ჰეკატესათვისშესაწირი დიდი ნამცვარი; 2) культ. стол (αἱ Ἑκαταῖαι μαγίδες Soph.). ჰეკატეს მაგიდა, ტაბლა,როგორც ვხედავთ, დამოწმებულია –V ს–ის ბერძენ ავტორებთან. ქართული „მაგიდა“48 О.М. Чунакова, Рай, Пехлевийский словарь зороастрийских терминов, мифических персонажей имифологических символов/ О.М. Чунакова, С.-Петербург–М., 2004 181–18249 Гай Саллюстий Крисп, cочинения, Югуртская война, гл. 18, М., 1981.50Henrico Stephano https://books.google.ge/books?id=NaxJAAAAcAAJ&pg=PR8&lpg=PR8&dq=βαγαῖος&source=bl&ots=WnlgoM8KLu&sig=drdM1UXJMSnNVhJrLQxVgtraz2A&hl=en&sa=X&redir_esc=y#v=onepage&q=%CE%B2%CE%B1%CE%B3%CE%B1%E1%BF%96%CE%BF%CF%82&f=false51 რ. გორდეზიანი, მედიტერანულ–ქართველური მიმართებები II, წინარებერძნული, თბ., 2007, 47.8თურქული წარმომავლობისადაა მიჩნეული. სულხანთან მაგიდის წარმომავლობა მითითებულიარ არის.Βαγαῖος ὁ Ἀρτόντεω· –ბაგაიოსი არტონტესის ძე –ანთროპონიმია დარიოს I-ის მსახურისა (Her. III,128);βάγιος -დიდი, ღვთის მიმართვის ფოტმულა.ბაგ ფუძე ჩანს ისეთ სამოხელეო ტიტულში, როგორიცაა ათაბაგი და ის თურქულიწარმომავლობისადაა მინეული: ata მამა, beg მატონი.თვით ათაბაგობა საქართველოში 1212 წ–მდე არ ჩანს52; ალ მასყუდი (896–956) კი ატტანბაღ– ად იხსენიებს ადგილობრივი ქართველიმეფის თანამდებობას 728–729 წწ–ის ამბების გადმოცემისას, მარკვარტი კი ამ ტიტულსმამაუფალთან, მამფალთან აიგივებს53 . ჩვენთვის საინტერსესო ისაა, რომ მასყუდისეულიარაბული კომპოზიტი ატტანბაღ და თურქული კომპოზიტი atabeg გადმოცემულიაქართულად უფრო ძველი სპარსული „ბაგ“ ფორმით..ბუნდაჰიშნი–ში, ზოროასტრულ „შესაქმეში“ (თ. 32) ზარატუსტრას შვილიშვილი, მაშინდელიკანონმდებლობის მიხედვით, მიუკუთვნებიათ თავისი დედის პირველი ქმრის ოჯახისთვის,ბაგრატანებისთვის Baγrātān (ირ."bagatrāta“ – ღვთისთვის მიძღვნილი, „ღვთისგან ბოძებული“54.(ჩვენი ბაგრატიონების გვარი ზარატუშტრას კანონიერი ვაჟისა და ვიღაც ბაგრატანის გვართანყოფილა სახელდებით კავშირში). ცხადია, ეს არ ნიშნავს მათ მართლაც ზარატუსტრასგანბიოლოგიურ და ეთნიკურ წარმომავლობას.Βαγ ფუძე სპარსელებს სირიელებთან (სემიტებთან) საერთო ჰქონიათ . ამ ძირიდან ყოფილაერთ–ერთი ებრაული სახლი Big’va (Βαγουαί Βαγουέ... ) ბაბილონიდან იერუსალიმში, იუდეაშიდაბრუნებული ებრაელებისა (Ezr. 2, 2; 8, 14; Ne. 7,7; 10, 16)55. რასაც, დიდი ალბათობით,კავშირი უნდა ჰქონდეს ქართულ გვარებთან: ბიგვა, ბიგვავა? მეგრ. ბიგვა – დიდი; ბიბლიაში,ივდითის წიგნში დამოწმებულია სირიელი ოლოფრენეს ქონების გამგებელი საჭურისი ბაგოა-Βαγώας (ივდ. 12, 13...). სომხებს ქალაქებიც კი ჰქონიათ ბაგ ძირზე: ბაგ–არ–ანი, განკუთვნილი ბაგინთათვის56, როგორცჩვენი ბაგინეთი; ასევე ბაგავანი, ბაგრევანდების გავარში57; ბაგაიარიჭი58, რომ აღარაფერი ვთქვათსომხურ საგვარეულო ბაგრატუნებზე. არ ვეხებით მათს წარმომავლობის ლეგენდებს...ურარტულ პანთეონში მთავრ ღმერთ ხალდეს მეუღლეს, ასირიული ტრადიციით, ერქვაბაგმაშტუ baga Mazda–ს მიხედვით. მას თაყვანს სცემდნენ ქალაქ მუსასირში –VIII ს–ში; სწორედამ დროს ურარტუს შემადგენლობაში ხვდება დიაოხის სამხრეთ პროვინციები; ცნობილია52 ი. სურგულაძე, ათაბაგი, ქსე, ტ. I, თბ., 197553 გ. ქვთარაძე, მცხეთის უძველესი მდებარეობისა და სახელწოდების საკითხისათვის, ისტორიისა დაეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები(სქოლიო 26) X-XI, თბ., 2010–2011.54 А. Периханян, Обшество и право Ирана в парфянский и сасанидский периоды, М., 1983, 320.55 :http://www.biblicalcyclopedia.com/B/bigva.html56 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ, თბ.,1994, 135.57 იქვე, 15558 იქვე, 114.9აგრეთვე ამავე პერიოდის ასირიის მეფის მზვერავის სახელი ბაგ–თეშუბი (სპარსულ–ხურიტულითეონიმების ნაერთი), რაც ახსნილია იმ ეპოქისეული სინკრეტიზმით59.ბაგ ძირის ონიმებით სავსე იყო ტაო–კლარჯეთთან ახლო მდებარე მიდიური სივრცეც.ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ უძველესი ქართული (ჭანური) ოჯახისსახელი ბაღუ–აშ–ი ბუნდაჰიშნიში სახლის სახელად გვხვდება, ასევე ბიბლიაშიც უკვე –VI ს–ისმიწურულში დასტურდება. ეს ანათროპონიმი თავდაპირველად იქაც ეპითეტი იქნებოდა,ფორმულა ღვთისგან გამორჩეულის, დამწყალობებულის, დასაჩუქრებულის, მოყვავილისაღმნიშვნელი, პირდაპირი თარგმანით ღვთისა. „ში“ მეგრულ–ლაზურ–სვანურში ნათესაობითიბრუნვის ნიშანია: ბაღუა–ში - ბაგ–ისა - ღვთ–ისა. ეს რჩეულობა კი ადამიანს, ზოროასტრიზმისმიხედვით, წინასაუკუნო განზრახვით ეძლევა60. სპარსული და საერთო ქართული სემანტიკაემთხვევა ერთმანეთს, მეგრულს კი შენარჩუნებული აქვს „ნაწილიანობის“, „წილდებულის“შინაარსიც. ქალბატონი მზია ანდრონიკაშვილი ბრძანებს და ჩვენც ვნახეთ, რომ უძველეს ქართულწერილობით ძეგლებში ირ. Bag ბაგ–ით არის დადასტურებული და გვიანობამდე მისი ღფუძიანი ვარიანტები არ ჩანს, თუმცა ზეპირ მეტყველებაში არ არის გამოსარიცხი მათიარსებობა. მაგ. ბაგინეთი მიდიურ პერიოდს უკავშირდება Bagineti61.მიდიური პერიოდი ეს ძვ. წ. 590-585 წლებში, კიაქსარის დროს, მიდიის საზღვრები აღწევსკოლხეთისა და დიაუხის საზღვრებამდე, რომელიც გადანაწილებული იყო კოლხეთსა დაურარტუს შორის. „ქართლის ცხოვრება“ ირანთან მითოსური ეპოქის დროინდელი კავშირისშესახებაც მოგვითხრობს, მაგ. ქეკაპოსის -შესახებ -Кай Кавус. Пехл. kāyōs (k^yws), авест. kavi- usan-, m. Легендарный царь из династии Каяни-дов.Кавусом был рожден Сиявуш, «и он совершил много и других деяний» (MX, 31) -და იქნებ კავკასიისგმირსაც ნიშნავდეს?კავკასიის ქედს სპარესელები კაფის მთებს ეძახდნენ Kaufa > kōf > ახ. სპ. Kōh,ქაი კი ნიშნავდა გმირს... (საკვლევია).სპარსული მჟღერი γ –ფონება სიტყვის შუასა და ბოლოში ქართულად გადმოიცემა ღ ფონემით,თავკიდურ პოზიციაში კი ყოველთვის –გ–თი62. ერთადერთი სიტყვა, თუ ის მართლაც ირანულიწარმომავლობისაა, თავკიდური ღ–თი არის საზოგადო სიტყვა ღამე, დადასტურებული უკვე„შუშანიკის წამებაში“, ასევე სახარებაში63.ირ. γam- ღამე; ქართ. ღამ–ურ–ა; ბერძნული და ირანული ინდოევროპული ენებია. სპარს. γam –ღამე გვაქვს ბერძნულშიც, (Γ)ἀμαυρ-ός 3 (ᾰμ) 1) темный (νύξ Luc.), (ღამაურა), ოღონდაც გამასგარეშე. ბერძნულს აუცილებლად ექნებოდა წინ (Γ -ამა). ყოველ შემთხვევაში ჰომეროსთან ესსიტყვა გაურკვეველის, ბუბდოვანის მნიშვნელობითაა დადასტურებული, γ-ამას გარეშე.მთლიანობაში კი მისი სემანტიკური ველი ნიუანსურად საკმაოდ ვრცელია და აქვს ცხრამნიშვნელობა64. ქართული ღამურა, ერთი შეხედვით, ბერძნულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე59 В. Г. Луконин, Искусство доахаменидского Ирана в кн Искусство Древнего Востока, М., 1976, 175.60 О.М. Чунакова, Предопределение, 17661 მ. ანდრონიკაშვილი, 248.62 მ. ანდრონიკაშვილი, 41.63 ი. იმნაიშვილი, ღამე, ქართული ოთხთავის სიმფონია–ლექსიკონი თბ., 1986.10სპარსულთან. ძველ ქართულში ღამურას (1) ერქვა ღამორა (დ. ჩუბინ.)65. აქედანვე უნდა იყოსსიტყვა მურიც <ἀμαυρός= μαυρός =მაუროს/ მური; მაუროს/მავრი, ე. ი. შავი..სიტყვა ღამის შესახებ თითქმის ყველა მასალა, ბეძნულის გარდა, მოყვანილ აქვს ტ. ფუტკარაძეს.მისი აზრით: საერთო ქართველურში ღამე თუკი ნასესხებია, იგი შემოსულია არამეულიდან ანასირიულიდან; არ გამოირიცხება არც საერთოქართველურიდან/იბერიულ-კავკასიურიდან მისისესხება სემიტურში (საიდანაც შევიდა სპარსულშიც), დასაშვებია ღამ- ძირის მომდინარეობასხვა, უფრო ძველი ენობრივი კონტინუუმიდან. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა ქართველურ-არამეულ-სპარსულს არ გასცილდება66.მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად თემას. მართლაც, ძვ. ირ. Baga–ს დანახვა ქართულ ბაგაში,ბეღელსა და ბაღში იმდენად ცხადია, გამოკვლეული და დადასტურებული, რომ მართებულადმიგვაჩნია, ბაღვაშის ბაგიდან მომდინარეობა. ისიც ფაქტია, რომ Baga–ს გ–სა და ღ–ს შემცველივარიანტები მთელ ქართულ სივრცეშია. ეს კი მიგვითითებს იმაზე რომ ჯერ მართლაც სიტყვისგ ფუძიანი ვარიანტი დამკვიდრდა მთელ ქართულ სივრცეში და მერე ღ–იანი. გაგვიჩნდა აზრი,ხომ არ მოხდა ანთრპონიმ ბაღვაშის სემანტიკის პირდაპირი თუ არა, მიახლოებითი თარგმანიმაინც ალექსანდრე მაკედონელისა და მისი მემკვიდრეების მძლავრების ჟამს ბერძნულ ენაზე?იმპერიათა ცვლა გარკვეულ ზემოქმდებას ახდენს ხოლმე ტოპონიმებსა და ანთროპონიმებზე.რაღაც იკარგება, რაღაც რჩება, რაღაც იცვლება, რაღაც ითარგმნება. საზოგადო სახელისგანბაღუაში წარმოსდგა თიკუნი, იქცა ანთროპონიმად, რომელიც მერე რატომღაც მხოლოდ სახლისსახელად დარჩა ქართულ სივრცეში, მაშინ, როცა ამ ოჯახიდან გამოსულთა სახელებიიცვლებოდა: ლიპარიტი, რატი, ივანე. შემდგომში ბაღვაში ხომ არ შეიცვალა საზოგადოსახელისაგან მომდინარე ანთროპონიმ–თიკუნ ლიპარიტით და იქცა საკუთარ სახელად? თვითლიპარიტიც ხომ იქცა სათავედ ტერიტორიული ერთეულის, ლიპარიტეთისა და ასვე ქართულიგვარებისა?67. თუ ასე მოხდა, ეს თანდათანობით მოხდებოდა, პირველი სახელი ერთიუცებ ვერმიეცემოდა დავიწყებას, დაიწყებოდა ხან ერთის, ხან მეორის ხმარება, ძველით თავის მოწონება,ბოლოს კი IX ს–ში, როგორც დავით სუმბატის ძის „ქრონიკა“ და „მატიანე ქართლისა“გვიჩვენებს, ერთი უფრო ძველი სახელი სახლის სახელად ჩანს დარჩენილი, მეორე კი, უფროახალი – საკუთარ სახელად. და ეს აუცლებალად მოხდებოდა, ბერძნული გავლენის სფეროშიმოხვედრის შემდეგ, ანუ –330 წლის მერე, ან რომაულისა, მითრიდატული ომების დასრულებისშემდეგ–I ს–ის შუა წლებში, თუმცა, აქ ვარაუდის დაშვება გაცილებით ადრეულ ეპოქებზეცშეიძლება.ფეხლევიდურ ტექსტებში სიტყვა ღმერთები – “bayān” გადმოცემულია სიტყვით “yazdān”,რომელიც აწარმოებს ანთროპონიმსაც, ჩვენთვის კარგად ნაცნობ იეზდიგერდს: ფეხლ. Yazdekert„ღვთისგან შექმნილი“;“yazdān” -ს უკავშირდება იეზიდების სახელიც.ეს კი, შესაძლოა, ანთროპონიმ “ბაღვაშის” აქამენიდურ, მიდიურ და იქნებ უფრო ადრინდელპერიოდზეც მიგვითითებდეს.მიმოვიხილეთ რა ბაღუაშების როგორც წოდების, ეპითეტის წარმომავლობის საკითხი დაგავეცანით რა მის „წინასაუკუნო დანიშნულების“ არსს ზოროასტრიზმში, უკვე გასაგები ხდება64 http://slovarus.info/grk.php?id=%26%23945%3B&pg=3465დ. ჩუნინაშვილი, ქართულ–რუსული ლექსიკონი, თბ., 1984,66 ტ. ფუტკარაძე, საერთოქართველური ენის არსებობის დრო, ქართველები, თბ., 2005. 23067 ნ, ჯომიდავა, კოლხური გვარ–სახელენი, თბ., 1996, 107–108).11სიტყვა ბაღუაშის საკრალიზებული სუგესტიური აზრის ზემოქმედება მათს მატარებლებზე,მათი ასეთი შეუპოვრობა, შეურიგებლობა ბაგრატიონების წინააღმდეგ გეოგრაფიულ,პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ სივრცეში...რაც შეეხება ანთროპონიმ ლიპარიტს, როგორც ვთქვით, პირველად გაგვიჩნდა მოსაზრება, რომის შესაძლოა, სწორედ პატერონიმ ბაღვაშ სახელის თარგმანი ყოფილიყო. ცნობილიბიზანტინოლოგი ა. პ. კაჟდანი, რომელმაც შეისწავლა XI-XII სს–ის ბიზანტიის გაბატონებულიკლასის სოციალური შემადგენლობა, ბევრი ბიზანტიური სახლის ეტიმოლოგიას გვთავაზობს,მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს ლიპარიტებზე, აღნიშნავს მხოლოდ მათს კავკასიურ დაარა კონკრეტულად ქართულ (ლაზურ) წარმომავლობას68. ბერძნული დაწერილობა ლიპარიტისაიმ ეპოქის სიების მიხედვით ასეთია: λῑπᾰρίτης. ანთროპონიმი ლიპარიტი:ქართველი მეცნიერები ლიპარიტში ტ–ს ბოლოსართად მიიჩნევენ69. თუმცა ტ სუფიქსი,როგორც საკუთარ სახელთა მაწარმოებელი, მორფემების ლექსიკონში შეტანილი არარის70. ძველბერძნული ლექსიკონი ამ მხრივ ძალიან საინტერესო მასალას გვაწვდის:λ π ρές ῑ ᾰ , ο ςῦ τό 1) настойчивость, упорство: πρ ςὸ τὸ λ. Soph. упорно, неутомимо; 2) назойливостьLuc.λ π ρέω ῑ ᾰ 1) переносить, терпеливо выдерживать, терпеть (λιπαρήσομεν ο τω ὕ , ὅκως ἂν ἔχωμενHer.); 2) продолжать, не переставать (λιπαρέετε μένοντες Her.): ἐλιπάρεε ἱστορέων Her. он непереставал расспрашивать; μὴ λιπάρεε τῇ πόσι Her. не оставайся на пирушке; 3) настаивать,настойчиво требовать, добиваться, упрашивать: λιπαρο ντος ῦ ἐ ῦ μο Plat. когда я настойчиво сталрасспрашивать; μὴ λιπάρει Aesch. не настаивай; καὶ τοῦ με χρείας ὧδε λιπαρε ςῖ τυχε νῖ ; Soph. какойже пользы ты так настойчиво добиваешься от меня?; pass. быть настойчиво уговариваемым (ὑπότινος Xen.).λ π ρής ῑ ᾰ 2 настойчивый, упорный, неутомимый (χειρουργία Arph.; προθυμία Luc.; λ. πρός и περί τι,περί τινος Plat. или τινος Luc.): λιπαρε ςῖ ἦσαν δεόμενοι Plut. они неотступно просили.λ π ρίη ῑ ᾰ ἡ ион. упорство, выдержка, стойкость (λ. καὶ ἀρετή Her.).λ π ρό ῐ ᾰ -ζωνος 2 украшенный блистающим поясом, опоясанный сиянием (ἅλιος Eur.).λ π ρό ῐ ᾰ -θρονος 2 с блистающим седалищем (ἐσχάραι Aesch.).λ π ρο ῐ ᾰ -κρήδεμνος 2 с блистающей повязкой на голове (Χάρις Hom.).λ π ρ ῐ ᾰ -όμματος 2 с блестящими глазами Arst., Sext.λ π ρόν ῐ ᾰ τό 1) жирное вещество, жир Arst.; 2) pl. жирные яства Arph.λ π ρο ῐ ᾰ -πλόκ μος ᾰ 2 украшенный блистающими кудрями (κεφαλή Hom.).λ π ρός ῐ ᾰ 31) жирный, маслянистый, лоснящийся от жира: λιπαροὶ κεφαλάς Hom. с блестящими отмасла головами; 2) лоснящийся, блестящий (λαμπρ ςὸ καὶ λ. Plat.); 3) полный, упругий, крепкий(πόδες Hom.; στ θος ῆ Arph.); 4) упитанный, тучный (θηρία Xen.); 5) свежий, ясный (ὀμμάτων σέλας68 А. П. Каждан, Липариты. Социальный состав господствующего класса Византии XI-XIIвв. М., 1974 , 201.69 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954,70 ბ. ჯორბენაძე, მ. კობაიძე, მ. ბერიძე, ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტებისლექსიკონი, თბ., 1988.12Hes.); 6) богатый, пышный, цветущий, великолепный (ν σος ῆ HH; Ἀ ῆθ ναι Pind.; Θ βαι ῆPind.); 7) обильный (θέμιστες Hom.); 8)обеспеченный, спокойный, безбедный (γ ρας ῆHom.); 9) светлый, безмятежный (ε φροσύνη ὐ Anth.); 10) блистающий, сверкающий, роскошный(κρήδεμνα, καλύπτρη Hom.); 11) перен. густой, сильный (ὀσμή Arst.); 12)оплодотворяющий,благодатный (χεύματα Aesch.).λ π ρότης ῐ ᾰ , ητος ἡ 1) жирность, маслянистость (ἐν γάλακτι Arst.); 2) блеск (τ ν ῶ ὀμμάτων Plut.). λ π ρό ῐ ᾰ -χροος, стяж. λ π ρόχρους ῐ ᾰ 2 с блистающей кожей, т. е. сияющий, цветущий Theocr.λ π ρόχρως ῐ ᾰ , ωτος Theocr. = λιπαρόχροος.I λ π ρ ς ῑ ᾰ ῶ [λιπαρής] настойчиво, упорно, неотступно (παρακαλε νῖ θεούς Plat.): ο δὐ ᾽ ἐ ὼγ λ. ἔχω Plat.я и не настаиваю.II λ π ρ ς ῐ ᾰ ῶ [λιπαρός] в изобилии, в довольстве (γηράσκειν Hom.).λίπασμα, ατος (ῐ) τό жировое вещество, жир Plut.71მათში გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს:λ π ρότης ῐ ᾰ , ητος ἡ 1) жирность, маслянистость (ἐν γάλακτι Arst.); 2) блеск (τ ν ῶ ὀμμάτων Plut.). მისსინონიმებად პატრიარქი ფოტიოსი (820–896) წარმოგვიდგენს შემდეგ ლექსიკურერთეულებს: πιμελ ής–მსუქანი, πᾰχύς – მსუქანი72.როგორც ვხედავთ, λ π ρό ῐ ᾰ – ς 3 ზედსართავის ფუძისგან τητ(-της) სუფიქსის დართვით თვისებისაღმნიშვნელი მდედრობითი სქესის არსებითი სახელია ნაწარმოები73; λ π ρότης ῐ ᾰ , λ π ρότητος ῐ ᾰ ; τ-ს შემცველი სუფიქსების ქართველურ სამყაროში არსებობა დიდი ხანია შენიშნულია74, მაგრამმას წინარებერძნულთან მიმართებაში განიხილავს რ. გორდეზიანი75. ლიპაროტეტოს–ისიგანთავისუფლად მიიღება ქართული ხორონიმი ლიპარიტეთი. ჯერ წინარებერძნულს ახასიათებსთავისუფალი ხმოვანმონაცვლეობა, მათ შორის ο/ι, შემდეგ ქართულსაც ხორხოცი–ხირხიცი;კირტნა –კორტნა; ღორღნა–ღირღვნა76.λ π ρίη ῑ ᾰ ἡ ион. упорство, выдержка, стойкость (λ. καὶ ἀρετή Her.). ამ მაგალითში უკვე გვაქვსიონიური დიალექტზე სიტყვა ί –თი.71 ძველი ბერძნული ლექსიკური ერთეულების მოყვანისას ვსარგებლობთ ი. ხ. დვორეცკის ლექსიკონით:И. Х. Дворецкий, Древнегреческо-русский словарь в двух томах, т. I, II. М., 1958.72 φωτίου Λέξεων συναγωγή. https://books.google.ge/books?id=2-INAAAAYAAJ&pg=PA1&lpg=PA1&dq=φωτίου+Λέξεων+συναγωγή),&source=bl&ots=-NBwrdnwav&sig=GdaAjnDJPpF3Di0f-nzOWMpWZRA&hl=en&sa=X&redir_esc=y#v=onepage&q=%CF%86%CF%89%CF%84%CE%AF%CE%BF%CF%85%20%CE%9B%CE%AD%CE%BE%CE%B5%CF%89%CE%BD%20%CF%83%CF%85%CE%BD%CE%B1%CE%B3%CF%89%CE%B3%CE%AE)%2C&f=false73 ა. ურუშაძე, ძველი ბერძნული ენა, თბ., 1969, 295.74 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954,75 რ. გორდეზიანი, მედიტერანულ–ქართველური მიმართებები, II, თბ., 2007, 68.76 რ. გორდეზიანი 42.13λ π ρί ῑ ᾰ ფძეზე კი τα/τη–ς სუფიქსის დართვით მიიღება მამრ. სქესის მოქმედი პირის, ხელობისსახელები77 . ὁ Λιπαρίτης–ლიპარელი,ლიპარის მფლობელი, ლიპარიტელი .ლიპარ–ის შემცველი ძველბერძნული ლექსიკური ერთეულები დადასტურებულია ისეთ ძველავტორებთან, როგორებიც არიან: ჰომეროსი, ჰესიოდე, ესქილე და პინდარე.ცნობილია აგრათვე კუნძული ლიპარა ყველაზე დიდი ლიპარის (ეოლიურ) კუნძულთაგანსიციილის ჩრდილო-აღმოსავლეთით:Λῐπάρα (πᾰ) ἡ Липара (самый большой из Липарских - Эолийских - островов, у сев.-вост. побережьяСицилии) Thuc.ამ კუნძულთან აღმოჩენილ ლავური წარმოშობის უიშვიათეს ქვას ფ. რიხტჰოფენმა 1861წელს უწოდა რიოლიტი, ხოლო მეორე მეცნიერმა ი. როტმა ამავე წელს – „ლიპარიტი“78;სიტყვა ლიპარიტი ბერძნულიდან გადასულად მიაჩნიათ სხვა ენებში:. Αγγλ. liparite < γερμ. liparit< τα νησιά Lipari.79Τιμασίθεος ο Λιπαρίτης – ტიმასითეოს ლიპარიტესი ვინმე ტიმასითეოსს, ლიპარელთა სტრატეგოსს –IV ს–ის პირველი ნახევრის მოღვაწეს,ეთნიკურად ბერძენს, იხსენიებენ დიოდორე სიცილიელი (Βιβλιοθήκη 14, 93)80 და ტიტუსლივიუსი81. წორედ ასეთი სახელდებითაა შესული ისტორიაში ეს ტიმასითეოსი:Τιμασίθεος ὁΛιπαρίτης82. ტიმასითეოსს, რომიდან –396 წ–ს დელფოსში ძვირფასი შესაწირი ძღვნით მიმავალირომაელთა ხომალდი, მეკობრეთა მიერ შეპყრობილი, თავისი ეკიპაჟითა და ძღვნითგაუთავსიუფლებია და გაუშვია დანიშნულების ადგილას.რომაელებთან მითრიდატე ევპატორის დამარცხების შემდეგ იქნებ ბაღუაშთა სახლის რომელიმეწარმომდგენელს მოუხდა ყოფნა სიცილიაში, ან მის მახლობლად, ლიპარის კუნძულებზე რაიმემისიით, უფრო სამხედრო; იქნებ ლიპარის კუნძულების გამგებლადაც იყო ვინმე ბაღვაშთაგანდა შინ დაბრუნებულმა მოიძღვანია სახელი? დღევანდელობა გვაძლევს ამ ვარაუდის დაშვებისშესაძლებლობას; გვაქვს ძველი მაგალითებიც, თუნდაც წმიდა ნინოს მამის, ზაბულონისა; ასევედიდი ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონისა. დაპყრობილი ხალხების შვილები დგებოდნენ ხოლმედამპყრობლის სამსახურშიდა მათ სახელებსაც იღებდნენ.ფრანგი ეტიმოლოგისტი შანტრენი ლექსემა ლიპარიტს სანსკრიტული წარმომავლობასადვარაუდობს: λῑπᾰ skr. rip; λῐπᾰρός skr. rip-ra-n83.77 ა. ურუშაძე, 293.78 http://wiki.web.ru/wiki/%D0%A0%D0%B8%D0%BE%D0%BB%D0%B8%D1%8279 http://greek_greek.enacademic.com/91414/λιπαρίτης80 https://el.wikisource.org/wiki/Ιστορική_Βιβλιοθήκη/ΙΔ81 Тит Ливий, История Рима от основания города 5. 28, т. 1, М., 1989, 257-258.82 https://el.wikipedia.org/wiki/Τιμασίθεος_ο_Λιπαρίτης83 Pierre Chantraine, Dictionnaire etymologique de la langue grecque, Histoire des mots, Les Editions KlincksieckJuin 1977.14ეს სანსკრიტული ფორმა კი მსგავსებას პოულობს ფშაურ დიალექტში არსებულ თიკუნთან:ღიბრა/ ღიპრა /ღიბრაანი, ასევე ქართული ღიპი; ქართულ გვართან ღიბრაძე; ლიპარიტისგარდა, დადასტურებულია ანთროპონიმები: ლიპი, ლიპარი, ლიპარიშვილი84;ლიპი ყოფილა ტოპონიმიც თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში85.ლიპი განმარტებული აქვს სულხან-საბასაც: მთელი (მთლივ B) ადგილი გაყინულიZAB.მთლივ გაყინული C. განუმარტავია E.86.ეტიმოლოგისტ ბეეკესის აზრით კი, სიტყვა lipa ზედს. მსუქანი, ნათება, სიპრიალე (ილიადა) <IEწარმოშობისაა; ამ სიტყვის λίπα–ს კავშირს ხედავენ skr. rip-ში [f.] ‘გასვრა, ხრიკი’; λιπαρός ჰგავსსანსკრიტულ rip-ra- [n.]–ს ‘გასვრა, ჭუჭყი’, ხოლო λίπος – კი სანსკრიტულ repas- ს [n.] ‘ლაქა,ჭუჭყი’, მაგრამ ორივე შეიძლება იყოს დამოუკიდებლი წარმონაქმნი. ალბანურ laparos –თან‘გასვრა’ კავშირი ––საეჭვოა87; ლაპი/ლაფი?ლიპაროს ნიშნავს ცხიმს გამაგრებულ მდგომარეობაში.კვლევის შედეგები:იმ მასალების მიხედვით, რისი მოძიებაც ჩვენ შევძელით, შეიძლება დავასკვნათ:1. βαγ ძირის წარმომავლობის საკითხი ქართულ ენობრივ სივრცეში მიკვლეული დაშესწავლილია ჩვენი უფროსი კოლეგების მიერ. ჩვენ დავამატეთ, რომ βαγ საერთოა მთელიწინააზიური სივრცისთვის, სპარსულ–სირიული (არასემიტი და სემიტი) და მათი გავლენისსფეროში მოქცეული ხალხებისთვის, მიდიელების კაპადოკიელების, პაფლაგონიელების,ფრიგილიელების, ურარტუელებისთვის... ასევე გადასულია ის ბერძნულსა (იონიის სატრაპიაშედიოდა აქამენიდების იმპერიაში (Her. III, 127) და ლათინურ (პომპეუსის ლაშქრონის შემდეგმითრაიზმმა მოიცვა გიბლარტარამდე სივრცე) ენებშიც.2. უძველესი ქართული ოჯახის სახელი ბაღუ–აშ–ი, ჩვენ მიერ შესწავლილი მასალებისმიხედვით, სახლის სახელად, ქართული სივრცის გარდა, ასევე გვხვდება უძველეს სპარსულსივრცეში, ბუნდაჰიშნიში, Baγrātān (ირ."bagatrāta“ – ღვთისთვის მიძღვნილი, „ღვთისგანბოძებული“ საგვარეულო სახლია ზარატუშტრას კანონიერი ვაჟის მეორე ცოლის პირველიქმრისა (ქვრივი ქალის მეორე ქმრისგან შეძენილი შვილი პირველი ქმრის სახელზე იწერებოდა);ასევეა ბიბლიაშიც. ბაბილონური ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებულ სახლებს შორის –Big’va (Βαγουαί Βαγουέ... ) – (Ezr. 2, 2; 8, 14; Ne. 7,7; 10, 16), გვხვდება უკვე –VI ს–ის მიწურულში;ბიბლიაში, ივდითის წიგნში დამოწმებულია ასურელი ოლოფრენეს ქონების გამგებელისაჭურისი ვინმე ბაგოა -Βαγώας (ივდ. 12, 13...).3. ლექსემა „ღვთის“ შემცველი ანთროპონიმებით გაძეძგილი იყო ძველბერძნული ონომასტიკონი.ასე იყო სხვა ენებშიც. ანთროპონიმიც იყო და ეპითეტიც. Βαγ თავდაპირველად შსაძლოაეპითეტი იყო, ფორმულა ღვთისგან გამორჩეულის, დამწყალობებულის, დასაჩუქრებულის,მოყვავილის აღმნიშვნელი, პირდაპირი თარგმანით ღვთისა; ქართულ „ბაღუაშში“ „ში“მეგრულ–ლაზურ–სვანურისთვის საერთო ნათესაობითი ბრუნვის ნიშანია: ბაღუა–ში - ბაგ–ისა -ღვთ–ისა. ეს რჩეულობა კი ადამიანს, ზოროასტრიზმის მიხედვით, წინასაუკუნო განზრახვით84 ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, თბ., 1986.85 საქ. სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.86 სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, წიგნ. I, თბ., 1991.87 Etymological Dictionary of Greek, by Robert Beekes, with the assistance of Lucien van Beek, Leiden-Boston,201015ეძლევა88. აღარაფერს ვამბობთ ქართველ ბაგრატიონებსა და სომეხ ბაგრატუნებზე. ცხადია, ესიმას არ ნიშნავს, რომ ისინი ეთნიკურად სპარსელები იყვნენ.4. სპარსული და საერთო ქართული სემანტიკა ემთხვევა ერთმანეთს, მეგრულს კიშენარჩუნებული აქვს „ნაწილიანობის“, „წილდებულის“ შინაარსიც. წარმოშობა და ქონებაერთად კი უხსოვარი დროიდან დღემდე თამაშობდა და თამაშობს უდიდეს როლს ადამიანისცხოვრებაში, მისი სოციალური სტატუსისა და პრესტიჟის განსაზღვრაში...5. ბაღვაშის კვლევისას ჩვენ, წინასწარი მიზანდასახულების გარეშე, წარმოვადგინეთაღმოსავლეთ საქართველოს მითოლოგიური პერსონაჟის სახელის – დევბეღელას – ვეებერთელადევი - სავარაუდო სემანტიკა, ასევე თუშური საფერხულო ცეკვისა – „ქორბეღელა“ -მაღალიკოშკი; სემანტიკა ქართული გვარებისა ბახტ–(ას)–ძე. baxt –„წილის დადება, ბედისწერა“; ბიგვა,ბიგვავა – Big’va (Βαγουαί Βαγουέ) ; ბახსოლიანი - baxšiš; სემანტიკა ქართული ტოპონიმისა„გარდაბანი“ – ქების სახლი – გარ (ო) და/ო/ბ/მ–მანი (მთელი რიგი ფონეტიკური კანონებით, ანშესაძლოა, ორი განსნვავებული ენის ლექსიკური ერთეულების სინკრეტიზმთან გვქონდესსაქმე: სპარს. – – garō – ქება/ სვან. დაბან–მიწა „ საქები მიწა“; საზოგადო სახელის, მაგიდისეტიმოლოგია: μᾰγίς, ίδος (ῐδ) ἡ; ბაღმა/ბოღმა? –βάγματα ; ბაყილო -βάκηλος -ასევე ზმნადაბრეხვება- brēh < авест. Brāy; (ბრაგვანი?); სიტყვა ღამეზე არსებულ ქართულ მასალებშიჩავრთეთ ბერძნული ენის მონაცემებიც. ასევე ბერძნულად ტრანსკრიფცირებული ებრ.. ზმნაσα–βαχθ– ανί “მიტოვება, დაგდება, მოკვეთა” დავაკავშირეთ სპ. baxt --თან. ცხადია, ეს ყოველივეჯერ კიდევ ღრმა კვლევას საჭიროებს.6. მეორე ანთროპონიმი – ლიპარიტი– რომლისგანაც შემდეგ რამდენიმე გვარი წამოიშვა(ლიპარტია, ლიპარტელიანი, ლიპარიშვილი) და სამფლობელოს აღსანიშნავადაცგამოიყენებოდა, შესაძლოა, იყოს ბაღვაშის შინაარსისის თარგმანი, თუმცა, არაპირდაპირი.ანთროპონიმი ლიპარიტი ქართულიდან შესულია სომხურში.7. არც ის აზრია უარსაყოფი, რომ ა. მითრიდატე ევპატორის დამარცხების შემდეგ, იქნებ უფროადრეც, ვინმე ბღვაშთა სახლიდან, ჩართული რომის სახელმწიფოს სამხედრო თუ სხვა სახისსამსახურში, მოხვდა სიცილიაში, ან პირდაპირ ლიპარის კუნძულებზე, გახდა იქ ლიპარისკუნძულის გარნიზონის უფროსი, ან კიდევ უმაღლესი საერო თანამდებობის პირი და მასაცეძახდნენ ლიპარელს; ბ. შესაძლოა მას გაეგო ტიმასითეოსის ამბავი და მისი საქციელითაღფრთოვანებულს, ოჯახში დაბრუნებისას ეს სახელიც მოეძღვანიებინოს. ტიმასითეოსისშთამოავლებს ხომ რომაელებმა 137 წლის შემდეგ, როდესაც ეს კუნძულები კართაგენელებსწაართვეს, სწორედ წინაპრის ზნემაღალი ქმედების გამო, მიანიჭეს თავისუფლება;8. ბაღვაშების სახლთან მცდარად თუ არამცდარად დაკავშირებული კიდევ ერთი სახელიორბელი, ასევე ღვთიურის სემანტიკის შემცველია. ორბი ცაში ყველაზე მღლა ამსვლელიფრინველია, საუკეთესო მხედველობით.“წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ ნინო შედარებულია „ძულომსა და დედალ ორბს“ - მზისა და მეფის ზოომორფულ გამოვლინებებს. ხოლო ფსალმუნისქართულ თარგმნებში ორბი ფენიქსთან არის ასოცირებული „განახლდეს ვითარცა ორბისა (ὡς ἀετοῦ არწივი), სიჭაბუკე შენი“ (102,5). ბაღვაშები სწორედ ფენიქსივით იბადებოდნენ ხელახლა.9. ისტორიულად დადასტურებულია, რომ ყველა დიდი საგვარეულო ცდილობდა, საგანგებოდშექმნილი ლეგენდებით მფლობელობის უფლების მეტი ლეგიტიმაცია მიეცა თავისი88 О.М. Чунакова, Байан-ясн..,16სახლისთვის თვისტომთა თუ უცხოთა წინაშე. ამ უძველეს ტრადიციას ვხვდებით უამრავხალხებში, ბაღვაშ–ლიპარიტები არ იყვნენ გამონაკლისნი. უფრო სწორედ, ცდილობდნენ ხოლმემპრობელი ერის გენეალოგიურ ხეზე ეპოვათ საკუთარი ადგილი, როგორც ეს გვაქვს მირიანისშემთხვევაში (არდაშირის შთამომავალია ერთი ვერსიით); ბაგრატიონების შემთხვეაშიდავითიანია (ქრისტე კი ყოვლისმოყრობელია).10. ჩვენ შვეცადეთ ორივე სახელის – ბაღვაში, ლიპარიტი – კვლევისას ფართო გეოგრაფიულიისტორიული, რელიგიური ლექსიკოლოგიური მასალა დაგვემოწმებინა, დაგვეძებნა წყაროები.სამწუხაროდ, ვიცნობთ რა, უძველესი დროიდან ზედიზედმიყოლებულ მიგრაციულ ტალღებსსაქართველოში, მაინც გვიჭირს ხოლმე რომელიმე ენობრივი გარემოდან ქართულ ენაშიშემოსული და განტოტვილი სემანტიკური ერთეულის დათარიღება. ამასთანავე, ონომასტიკაშიმიღებულია მოსაზრება, რომ საზოგადო სახელი მხოლოდ მაშინ იქცევა საკუთარ სახელად, როცის კარგავს კავშირს იმ საზოგადო სახელთან, რომლისგანაც ის მომდინარეობს. ზემოხსემებულმაფუძეებმა, მიუხედავად მათი უცხოური წარმომავლობისა, მოიპოვეს მკვიდრის სტატუსი დაგარკვეული როლი ითამაშეს ქართველი კაცისთვის სამყაროს აღმისა და ამ აღქმულისგადმოცემის პროცესში. საკუთარ სახელთა და გვართა სისტემაში, ძველსა თუ ახალში, ჩანსეთნოკულტურული მასალა, რომელიც გვიდასტურებს ერის ცხოვრებას მისი განვითარებისგანსაზღვრულ ეტაპზე, სულიერი კულტურის თავისებურებას, ეთნიკურ მემკვიდრეობას.ანთროპონიმი არის ეთნიკური კატეგორია, წყარო ეთნოსის ისტორიის შემეცნებისა

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq