საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რატომ დამარცხდა დემეტრე ბატონიშვილი?
ნინო ტარყაშვილი

გიორგი მესამეს მეფედ კურთხევის რიტუალი ჩატარებული იყო, ამდენად დემნას მართებდა ლოცვა და მოთმინება.

 როგორც უფალმა არ მისცა ვაჟი მემკვიდრე გიორგის, ასევე უზრუნველყოფდა დემნას ტახტზე ასვლას. სამწუხაროა, რომ აჩქარება უფლისწულს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

 

‘’ბედნიერი ლომი” _  ყუთლუ-არსლანი

 

გიორგი მესამეს გარდაცვალების შემდეგ თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ. მეფედ კურთხევიდან არც თუ დიდი ხანი იყო გასული, როდესაც მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი სრულიად უჩვეულო მოთხოვნით გამოვიდა თავის მრავალრიცხოვან და გავლენიან თანამზრახველებთან ერთად და ისნის სასახლესთან ახლოს, საგოდებლის მიდამოებში კარავის დადგმა მოითხოვა. კარავის(ანუ დარბაზის _ნ. ტ.)წევრებს უნდა განეგოთ საკანონმდებლო საქმეები და მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა. ეს მოვლენა სწორად შეაფასა თამარმა და ბრძანა: ეს ხომ მეფობისა ჩემისა დასასრული არსო. ყუთლუ-არსლანი შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. თუმცა, როდესაც მისმა აღელვებულმა თანამზრახველებმა მეფის სასახლის აღება დააპირეს, თამარი იძულებული შეიქმნა, მათთვის ორი საპატიო მანდილოსანი კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაეგზავნა. როგორც ჩანს, მოსარიგებლად, რადგან ამ მოვლენის შემდეგ, თამარი უძლური იყო რაიმე გადაწყვეტილების აღსრულებისა, უწინდელი მეფეებისაგან განსხვავებით, თუ არ იქნებოდა “ერთნებაობა დარბაზისა”. როგორც შენიშნავს დიდი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილი, თამარ მეფის დროს დამყარებულა ე. წ. “შეზღუდული მონარქია’’. საინტერესოა, რომ დარბაზის წევრებს ეწოდებოდათ თურმე ‘’მეფობისა თანაზიარნი’’. ანუ, იდეაში, სამწუხაროდ, მეფის ხელისუფლება გაიყო, რაც მატერიალიზდა უკვე შემდგომ, თამარის შთამომავლობის დროს.

აქ ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება: ყუთლუ-არსლანის დასი მრავალრიცხოვანიც იყო და გავლენიანიც. ამასთან მათ ჰქონდათ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოთხოვნები, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ეს მოთხოვნები სათავეს იღებდა უკვე გიორგი მესამეს პერიოდიდან.

ბუნებრივია, დასის წევრებს შემუშავებული ექნებოდათ ამ მოთხოვნების განხორციელების პოლიტიკური გეგმა. მათთვის უფრო უპრიანი იქნებოდა სუსტი მონარქი და ალბათ ხელს აძლევდათ კიდეც სამეფო ტახტზე ქალის გამეფება. საბოლოო მიზანი კი, როგორც ჩანს, იყო მონარქიული მმართველობის ნაცვლად რესპუბლიკურის მსგავსი მმართველობის შემოღება. უბრალოდ, თამარი არ აღმოჩნდა ისეთი ადვილად სამართავი პიროვნება, როგორც შეთქმულები ვარაუდობდნენ. სავარაუდოდ, გიორგი მესამეს დროს უკვე მომწიფებული იყო გარკვეულ გავლენიან წრეებში აზრი ქალის გამეფებისა. გიორგი მესამემ, ბუნებრივია, არ უწყოდა, რა იყო ამ წრეების საბოლოო მიზანი. აღსანიშნავია, რომ ყუთლუ-არსლანს გიორგი მესამესა და დემნა ბატონიშვილის დაპირისპირების დროს თავიდანვე გიორგი მესამეს ბანაკში ვხედავთ. ამასთან, თამარის ისტორიკოსის თქმით, ის თურმე ამირსპასალარის (ანუ, დემნას აჯანყების მეთაურის, ივანე ორბელის) ადგილს უმიზნებდა, რათა თავისი პოლიტიკური მონაპოვარი შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა. ეს კი წმიდა თამარის გონიერებით, ჩაიშალა.

და ბოლოს, როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, ‘’ყუთლუ-არსლანი’’ თურქულად თურმე ბედნიერ ლომს ნიშნავს. არ არის გამორიცხული ეს სახელი მისთვის, დაცინვით, მეფის ხელისუფლების მომხრეებს შეერქმიათ, როგორც მეფის ხელისუფლების დაკნინების მსურველისათვის. ლომი ხომ მეფობის სიმბოლოა. ნამდვილი ვინაობა კი მემატიანეებმა განზრახ დამალეს. ის ღირსად არ ცნეს ნამდვილი გვარ-სახელით შესულიყო ისტორიაში. მით უფრო, თუ ის კეთილშობილურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.

 

 

თამარის ისტორიკოსის, ‘’ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის’’ ავტორის დამოკიდებულება უფლისწულ დემეტრეს მიმართ

 

საქართველოს ისტორიაში ტკივილიანი ფაქტია დემნა ბატონიშვილის აჯანყება, რომელმაც ფაქტობრივად ქვეყნის მომავალი ბედი განსაზღვრა. ამ ფაქტზე გვესაუბრება თამარის უცნობი მეისტორიე, ‘’ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის’’ ავტორი.

თხზულების ავტორი, ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ სამეუფო გზით მავალია და არც მარჯვნივ სურს გადახვევა და არც მარცხნივ. თუმცა, ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მისი რელიგიური შედარებები არაადექვატურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებს.

მაგალითად: ავტორის აზრით, მეფე დემეტრემ, რომელიც იყო გამკიცხავი უფროსი ძის, დავითისა, გამოარჩია უმცროსი და საყვარელი ძე, გიორგი, როგორც ისაკმა იაკობიო. სრულიად არაადექვატური შედარებაა, რადგან ისაკს უყვარდა უფრო მეტად პირმშო შვილი, ესავი. იაკობმა ჯერ თავად იყიდა ესავისაგან პირმშოობა ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ, დედის რჩევა-დარიგებით მოატყუა თვალშინათელდაკარგული მამა, რომელსაც ის ესავი ეგონა და ესავისათვის განკუთვნილი კურთხევა გამოსტყუა.

ცოტა ქვემოთ, აზმანის ავტორი, დემნა ბატონიშვილის აჯანყებას გიორგი მესამეს მიმართ, აიგივებს აბესალომის აჯანყებასთან დავით წინასწარმეტყველის წინააღმდეგ და გიორგი მესამეს დავით წინასწარმეტყველს ადარებს, დემნა ბატონიშვილს კი აბესალომს. ესეც უნდა ითქვას, რომ უადგილო შედარებაა. გიორგი მესამეს ტახტი მიტაცებული ჰქონდა და მას არ ჰყავდა მემკვიდრე ვაჟი, ანუ, დემნა ბატონიშვილი, ყოველმხრივ ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. აბესალომი კი იყო დავითის ერთ-ერთი ვაჟთაგანი და არა ტახტის მემკვიდრე. დავით წინასწარმეტყველი იყო კანონიერი, ღვთისგან გამორჩეული და ღვთივკურთხეული მეფე. ასე, რომ აბესალომის პრეტენზიები მამის მიმართ იყო სრულიად უსაფუძვლო. მიუხედავად ამისა, მამას მაინც არ ემეტებოდა სასივდილოდ შვილი და აბესალომის წინააღმდეგ ომში მიმავალ სარდლებს დაუბარა: დამიზოგეთ ყმაწვილი აბესალომიო. როდესაც დავითმა აბესალომის სიკვდილი გაიგო, მწარედ მოსთქვამდა: ნეტავი შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, შვილო, აბესალომო. დემნა ბატონიშვილი კი, მივიდა ბიძასთან, მაშინ, როდესაც ომის ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ იყო და პატიება ითხოვა. ვფიქრობ, იმიტომ, რომ აღარ სურდა დემეტრეს უცხო მაშველი ჯარით ქართულ ჯართან დაპირისპირება. სამწუხაროდ, ბიძამ სასტიკად გაწირა საკუთარი ძმისშვილი.

ტენდენციურობას ავტორი სხვაგანაც ავლენს, როდესაც დედოფალ  ბორდოხანს, გიორგი მესამეს თანამეცხედრეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ადარებს და ამბობს, ყოველმხრივ მისი დარი იყოო, გარდა ქმრის ყოლისაო. სხვაგან კი გიორგი მესამე წმიდა დიდმოწამე გიორგიზე დიდი ვაჟკაცი გამოჰყავს: იმან თუ ერთი ვეშაპი მოკლა, ამან მრავალნიო.

ყოველივე ზემოთ თქმული აშკარად გვაფიქრებინებს, რომ ‘’ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის’’  ავტორი ან მეფის ნავში ზის  დასობრივი გულისთქმით მოქმედებს, ან მისი ნააზრევი იდეოლოგიური წნეხის შედეგია.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq