საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ოლივერ კრომველი, დიპლომატი და მონარქი გვირგვინის გარეშე
გოგა ჭანტურია
კრომველი


 

ინგლისის რევოლუციის გამოჩენილი ხელმძღვანელი და შემდეგ დიქტატორი ოლივერ კრომველი დაიბადა 1599 წლის 25 აპრილს ჰენტინგტონის საგრაფოს ამავე სახელწოდების პატარა ქალაქში, რობერტ კრომველისა და ელისაბედ სტიუარტის ოჯახში. მისი ოჯახი გამოირჩეოდა პურიტანული ღვთისმოსაობით. ოლივერი ტიტულით ესკვაირი გახლდათ. მან დაწყებითი განათლება ადგილობრივ სკოლაში მიიღო. რის შემდეგაც სასწავლებლად გადავიდა კემბრიჯში მდებარე იმ სიდნეი სასექსის კოლეჯში, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო დაარსებული და გაჟღენთილი გახლდათ პურიტანული სულისკვეთებით. ოლივერმა აღნიშნულ კოლეჯში 1616-1617 წლებში ისწავლა და როდესაც იგი დაასრულა, შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება იურიდიული განხრით კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელა. მას სასწავლებლის მიტოვება მალევე მოუწია, რადგან 21 წლის ასაკში დაქორწინდა ერთ-ერთი ადგილობრივი მემამულისა და წარმატებული მეწარმის 22 წლის ქალიშვილზე, ელიზაბეტ ბუტჩერზე. ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა და მათ მრავალი შვილი ეყოლათ. ოლივერს დაქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაეცვალა მამა, შემდეგ ბიძა და მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა მხრებზე.

ოლივერ კრომველი პოლიტიკურ ასპარეზზე რომ გამოვიდა 29 წლის იყო, მანამდე ის ჩვეულებრივი ესკვაირის ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ 1628 წელს არჩეულ იქნა პარლამენტის დეპუტატად მშობლიური მხარიდან. თავიდან კრომველს თავი მოკრძალებულად ეჭირა და სწავლობდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებისგან, საიდანაც მან დიდი გამოცდილება მიიღო.

ჩარლზ I-მა გადაწყვიტა ქვეყანა პარლამენტის გარეშე ემართა, მეფემ პარლამენტი ოფიციალურად 1629 წლის 10 მარტს დაითხოვა და უპარლამენტო მმართველობა 1640 წლამდე გაგრძელდა. ინგლისში 30-იან წლებში მიმდინარეობდა პურიტანების დევნა, ეს დევნა რა თქმა უნდა შეეხო ოლივერ კრომველსაც. ის ერთხანს ჩრდილეოეთ ამერიკაში წასასვლელადაც კი ემზადებოდა. მეფის ხელისუფლების შესუსტება იწყება 1637 წლიდან, როდესაც მას აუჯანყდა შოტლანდია. შოტლანდიის დასამარცხებლად სჭირდებოდა ფული, ამ მიზეზით მან 1640 წელს მოიწვია პარლამენტი. კრომველი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაელევე ჩაერთო, ის არჩეულ იქნა 1640 წელს ქვეყნის პარლამენტში. ეს მანამდე სანამ პარლამენტსა და მეფეს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყებოდა. ,,ხანმოკლე პარლამენტმა“, რომელიც სამი კვირა მართავდა სხდომებს მეფეს სესხი არ მისცა და ამის გამო მეფემ ის 5 მაისს დაითხოვა. ჩარლზ I სასტიკად დამარცხდა შოტლანდიასთან ომში, რაც სიხარულით ავსებდა პარლამენტის მომხრეებს. ჩარლზ I იძულებულია ნოემბერში ხელახლა მოიწვიოს პარლამენტი, რომელმაც ,,ხანგრძლივი პარლამენტის“ სახელი მიიღო და მან თითქმის 13 წელი იარსებობა. ,,ხანგრძლივმა პარლამენტმა“ ძალიან შეზღუდა მეფის უფლებები, მეფეც ყველაფერზე ეთანხმებოდა იმ იმედით რომ უცხო ძალის დახმარებით შეძლებდა ოპოზიციის დამარცხებას. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერდება პარლამენტი და სუსტდება მეფე. 1642 წელს დაიწყო პირველი სამოწალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. ინგლისისს სამოქალაქო ომზე სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოავლინა ევროპის ქვეყნებმა. ევროპის სახელმწიფოები ჩაბმულები იყვნენ 30-წლიან ომში და მათ არ ეცალათ ინგლისისათვის. მხოლოდ საფრანგეთი ცდილობდა დახმარებას და ამასაც იმის გამო, რომ დაკავშირებული იყო ინგლისთან დინასტიური ქორწინებით (ინგლისის მეფე ჩარლზ I-ისმეუღლე ჰენრიეტა-მარი ლუი XIII-ის და იყო), მაგრამ ისევ და ისევ 30-წლიანი ომის გამო ვერ ახერხებდა. რამდენჯერ, ჯერ კარდინალმა რიშელიემ, მისი გარდაცვალების შემდეგ (1644 წ.) კარდინალმა მაზარინიმ ფინანსური დახმარება გაუწიეს ჩარლზს, მაგრამ ამან სასიკეთოდ დიდი არაფერი შეცვალა. პირიქით ნეისბის ბრძოლის შემდეგ (1645 წ.) პარლამენტის მომხრეებს ხელში ჩაუვარდათ ინგლის-საფრანგეთის მიმოწერა, რამაც დათვუსი სამსახური გაუწია ჩარლზ I-საც და კარდინალ მაზარინისაც.

ოლივერ კრომველს პოლიტიკური პოპულარობა მოუტანა იმ გარემოებამ, რაც იმ დროს ინგლისში იყო შექმნილი. პროტესტა

ნტები მიიჩნევდნენ რომ თუ მეფე გაიმარჯვებდა ამ სამოქალაქო ომში, მაშინ მათ თავიანთი რელიგიური აღმსარელბლობის გამო მოუწევდათ ქვეყნის დატოვება და სწორედ ამის გამო მათ მიაჩნდათ, რომ თავიანთ ინტერესებს ყველაზე უკეთ დაიცავდა ოლივერ კრომველი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოლივერ კრომველმა გარდა პოლიტიკური წარმატებისა, თავისი სამხედრო ნიჭითაც გაითქვა სახელი.

ინგლისის სამოქალაქო ომის დაწყებისას კრომველი სამოცი მხედრისგან შემდგარ დანაყოფს მეთაურობდა კაპიტნის რანგით. შემდგომში ესრაზმი “რკინისგვერდიანი მხედრების” სახელით გახდა ცნობილი და მთავარი როლი ითამაშა “ახალი მოდელის” არმიის ჩამოყალიბებაში. ოლივერ კრომველის მხედართმთავრული ნიჭი პირველივე ბრძოლებში გამოჩნდა, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით კი მარსტონ-მურთან (1644 წ. 2 ივლისი). მისი ჯარი მეფის არმიისთვის ნამდვილ რისხვად იქცა. სწორედ კრომველის არმიამ შეასრულა უმთავრესი როლი ნეისბის გადამწყვეტ ბრძოლაში ჩარლზ I-ს წინააღმდეგ (1645 წ. 14 ივნისი). როგორც პარლამენტის პურიტანული კოალიციის ლიდერმა (ასევე ცნობილი, როგორც “მრგვალთავიანები” – მოკლედ შეჭრილი თმისგამო) და ახალი მოდელის არმიის მეთაურმა საბოლოოდ დაამარცხა მეფე ჩარლზ I და აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მონარქთა მოთხოვნას ბოლო მოუღო.

1647 წელს დამარცხებული ინგლისის მეფე კუნძულ უაიტზე გაიქცა თუმცა იგი დაკავებულ იქნა და გაასამართლეს. 1649 წლის 30 იანვარს არა მარტო ინგლისის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, მონარქი დაისაჯა სიკვდილით.

მონარქის სიკვდილით დასჯამ ევროპის ქვეყნებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ინგლისის ელჩი გაძევებულ იქნა რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძის კარიდან. საფრანგეთმა გამოიწვია თავისი ელჩი ინგლისიდან. ინგლისის ელჩები მოკლულ იქნენ ჰოლანდიისა და ესპანეთის კარზე. მეტიც, ჰოლანდიამ მეფედ ჩარლზ I-ის ვაჟი, უფლისწული ჩარლზი სცნო მეფედ. ასე მოიქცა შოტლანდიაც, უფლისწული ჩარლძი სცნო მეფედ და მიიწვია თავის ქვეყნის კარზე.

მონარქის სიკვდილით დასჯის შემდგომმა პერიოდმა ნათლად დააანახა ინგლისსა და კაცობრიობას, რომ ტირანად შერაცხული ადამიანის გაქრობისთანავე ქვეყანაში არ მკვიდრდება დემოკრატიული პრინციპები და ქვეყანა არ ეზიარება საყოველთაო კეთილდღეობას.

მეფის სიკვდილით დასჯიდან მალევე მონარქია გაუქმდა, ხოლო 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. გაუქმდა სამეფო წოდება და ლორდთა პალატა, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები გადაეცა სახელმწიფო საბჭოს.

ძალიან რთული ვითარება იყო ამ პერიოდში ინგლისში, უკვე პოპულარობით აღარ სარგებლობდა პარლამენტიარც ჯარ და არც მოსახლეობაში. ამას ართულებდა ისიც, რომ საბჭოს უდიდესმა ნაწილმა უარი თქვა რესპუბლიკის ერთგულებაზე. ამ რთულ ვითარებაში ოლივერ კრომველი გამწონასწორებლის როლს თამაშობდა. მას ჯარი მხარს უჭერდა სამოქალაქო ომში მოპოვებული წარმატებების გამო და მას ემხრობოდა მოსახლეობის დიდი ნაწილიც.

ინგლისმა 1649 წელს დაიწყო ირლანდიის დაპყრობაზე ზრუნვა. ირლანდიისკენ დაიძრა ინგლისის ფლოტი. პარლამენტმა ირლანდიის მთავარსარდლის პოსტი ორივერ კრომველს გადასცა იმ მიზეზით რომ მათ ეშინოდათ ოლივერს ინგლისში არ დაემყარებინა სამხედრო დიქტატურა. 1650 წელს კი კრომველი შოტლანდიის დაპყრობას შეუდგა. მან 1651 წელს დამთავრა შოტლანდიისა და ირლანდიის დაპყრობა. ამის შემდეგ ის იწყებს ,,ზღვის მეეტლეებს“, ჰოლანდიას ჩამოართვას ზღვაზე პირველობა. ინგლისის რესპუბლიკურმა პარლამენტმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ჰოლანდიელთა ბატონობისათვის ზღვაზე და 1651 წლის 9 ოქტომბერს მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - ,,ინგლისელი ერის ზღვაოსნობის წახალისებისა და სავაჭრო ფლოტის გაზრდის შესახებ“, რომელიც ისტორიაში შევიდა ,,სანავიგაციო აქტის“ სახელით. ის კრძალავდა ინგლისში უცხოური გემებით საქონლის შეტანას. ჰოლანდიელები ინგლისელებისგან ძალიან იაფად ყიდულობდნენ მატყლს, რისგანაც ამზადებდნენ მაუდს და ღებულობდნენ დიდ მოგებას. სწორედ ამისგამო დაიწყო ინგლის-ჰოლანდიის ომი (1652-1654 წწ.),

ჩარლზ I
რომელშიც ინგლისელებმა მოიპოვეს გამარჯვება და ჰოლანდიელები აიძულეს შერიებოდნენ სანავიგაციო აქტს.

ინგლისში სერიოზული ცვლილებები ხდება. 1653 წ. 20 აპრილს ოლივერ კრომველმა დაშალა ,,ნაბოლარა“ პარლამენტი და ძალაუფლება მთლიანად იგდო ხელთ. მართალია კრომველი მანამდეც ფაქტობრივად ერთპიროვნულად მმართავდა ინგლისს და აკონტროლებდა როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ამიერიდან ის ოფიციალურად იყო ინგლისის მმართველი. ფორმალურად ეს გაფორმდა 1653 წლის 16 დეკემბერს, ამავე დრეს იქნა მიღებული უმაღლესი ოფიცრების მიერ შედგენილი კონსტიტუცია - ,,მმართველობის იარაღი“. კრომველმა მიიღო ეს წინადადება და იგი ოფიციალურად იწოდებოდა ,,ინგლისის, შოტლანდიისა დაირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს ლორდ-პროტექტორად“, - ანუ რესპუბლიკის მმართველად, თანაც სამუდამოდ. ფაქტობრივად, კრომველი გახდა ინგლისის მეფე, თუმცა მას მეფის სახელი არ ერქვა.

თანამდებობის ოფიციალურად დაკავებისთანავე, კრომველმა მეტად აქტიური საგარეო პოლიტიკა წამოიწყო.  მან დიდი ყურადრება მიაპყრო სკანდინავიის ქვეყნებს და მანდ გაგზავნა დიპლომატიური მისია. დიდი ძალისხმევის შემდეგ 1654 წლის 28 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ინგლისსა და შვედეთს შორის. ინგლისისთვის მომგებიანი არმოჩნდა ამავე წელს დადებული ხელშეკრულება დანიასთან, რომლითაც ინგლისმა მიიღო ზუნდის სრუტის (დღ. ორეზუნდის სრუტე, რომელიც იმ დროს ეკუთვნოდა დანიას) ისეთივე პირობები, როგორიც ჰქონდა ჰოლანდიას. ინგლისი ამ ყოველივეს შემდეგ აგრძელებდაომსინგლისისძველმოწინააღმდეგესთან - ესპანეთთან.

საგარეო პოლიტიკაში ასევე აღსანიშნავია ის დიდი წარმატება, რასაც ინგლისი ოლივერ კრომველის ხელმძღვანელობით აღწევს. 1654 წელს კრომველმა ფრანგებს წაართვა ტერიტორია კანადაში - აკადია, ხოლო 1655 წელს ესპანელებს - იამაიკა. დიდი წარმატება მოიპოვა ინგლისმა პორტუგალიის ხარჯზე. 1654 წლის ხელშეკრულებით პორტუგალია მისი კოლონიებით ინგლისის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ხელშეკრულებით ინგლისმა შეაღწია აფრიკაში, სადაც პორტუგალიელებს მნიშვნელოვანი სამფლობელოები გააჩნდათ. ინგლისის ფლოტი 1657 წელს ტენერიფესთან ამარცხებს ესპანეთს საზღვაო ბრძოლაში, რასაც ხშირად ,,უძლეველი არმადის“ განადგურებას ადარებენ.

რაც შეეხება კრომველის საშინაო პოლიტიკას. მან 1655 წელს დაყო ქვეყანა თერთმეტ სამხედრო გუბერნიად და თითოეულს სათავეში გენერალ-მაიორი ჩაუყენა (ამ შემთხვევაში ეს იყო თანამდებობა და არა სამხედრო წოდება). მათ უნდა უზრუნველეყოთ ინგლისელი ხალხის ზნეობრივი სრულყოფა, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა კრომველს. სასტიკად იკრძალებოდა სახალხო დღესასწაულები, ზეიმები. თითქმის სიკვდილით დასჯა იქნა შემოღებული ლოთობის, მრუშობის, მეძავეობის და ცოლ-ქმრული ღალატის გამო. ბრისტოლში ჯარიმას ადებდნენ ყველა მოქალაქეს, რომელიც გაბედავდა კვირა დღეს სასეირნოდ გამოსვლას. ერთ ქალაქში დაუხურავთ ყველა სამიკიტნო, ტრაქტირი, ტავერნა. ყოველივე ეს, ცხადია, ხალხის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

პროტექტორატის რეჟიმის გაძლიერების მიზნით კრომველს 1657 წელს შესთავაზეს მეფის წოდების მიღება და ზედა, ლორდთა პალატის შექმნა. ლორდ-პროტექტორმა უარი განაცხადა მეფის ტიტულის მიღებაზე, მაგრამ მიიღო მეორე წინადადება. მის საფუძველზე შეიქმნა ლორდთა ახალი პალატა, რომელიც 63 წევრს ითვლიდა. 1657 წლის 26 ივნისს კრომველი მეორედ აკურთხეს პროტექტორად.

1658 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა ლორდ-პროტექტორი ოლივერ კრომველი. ამით დამთავრდა ინგლისში უმეფობის ხანა და 1660 წელს მოხდა ტიუდორების რესტავრაცია. ოლივერ კრომველის სიკვდილამდე ინგლისი რესპუბლიკად რჩებოდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ლორდ-პროტექტორის ადგილი მისმა უფროსმა ვაჟმა, რიჩარდ კრომველმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში საშინელი არეულობა და ქაოსი გაბატონდა. დეპუტატები შეშინდნენ ასეთი მდგომარეობით და ინგლისის ტახტზე ჩარლზ I-ს ვაჟი, ჩარლზ II მოიწვიეს. ამის შემდეგ კრომველი საფლავიდან ამოთხარეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს, როგორც ქვეყნის მოღალატე.


6/12/2017

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq